stars.ge:რამდენიმე თვის წინათ რუსთავიდან სალონიკში მეუღლესთან, ვაჟიკო ციცაგთან ერთად გადასახლებული ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი პოპულარული რეალითი შოუს “იქს-ფაქტორის” წევრი გახდა, ეს სწორედ ის მუსიკალური პროექტია რომელში მონაწილეობამაც თავის დროზე უდიდესი წარმატება მოუტანა საბერძნეთის ქართველ ვარსკვლავს თამთა გოდუაძეს. წყვილმა წლის და ორი თვის შვილი საქართველოში დროებით, ბებოსთან გასაზრდელად დატოვა და თამამად შეუდგა დიდებსიკენ მიმავალი გზის გავლას და უეჭველი ვიცით, რომ ნინი შერმადინი ნოემბრის დასაწყისისდან არამხოლოდ ბერძნული პოპ-მუსიკის ვარკვლავობისკენ მიმავალ გზას დაადგება, არამედ მსოფლიო ესტრადაც მალე დააფასებს ამ უნიჭიერესი მომღერლის მონაცემებს. ჩვენი საიტი ექსკლუზიურად გთავაზობთ ნინის გამოსვლის ვიდეოჩანაწერებს და შევეცდებით ნინის ყოველი წარმატებული ნაბიჯის შესახებ, ყველა ვიდეომასალა უპრობლემოდ წარმოგიდგინოთ. “იქს-ფაქტორში” 15.000 მსურველიდან უმკაცრესი ჟიურის გადწყვეტილებით 14 საუკეთესო აირჩა, რომელთა შორისაც ნინი შერმადინი პირველია, რომელმაც უითნი ჰიუსტონის სიმღერის თავისი შესრულების მანერით მოხიბლა ჟიურის ყველა წევრი (იხ.ვიდეო). პროექტის შარშანდელ გამარჯვებულს ორგანიზატორებმა 150.000 ევრო და ბინა გადასცეს ათენში, მეორე ადგილზე გასულს – 100.000 და პრომო-დისკი ჩაუწრეს, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 50.000 ევრო ხვდა წილად, ეს თანხები თავისთავად მეტყველებს ამ მუსიკალური პროექტის მაშტაბურობაზე და ხარისხზე. “ვარსკვლავები” წარმატებას უსურვებს ნინი შერმადინს, გამარჯვება და ახალი შემოქმედებითი მწვერვალების დაპყრობა ყოფილიყოს მისი შრომის და ნიჭის შედეგი.