ოპოზიციის წევრებმა, რომლებიც უკვე მე-5 თვეა ზუგდიდში, „საკნების“ აქციაში ღებულობენ მონაწილეობას 10 სექტემბერს, პრესკონფერენცია გამართეს და ხელისუფლება “დაიცავი საქართველოს” ზუგდიდის ოფისის დარბევის მცდელობაში დაადანაშაულეს.
ცოტნე დადიანის #1-ში არსებული მრალალსართულიანი ბინის მეორე სართულიდან, სადაც ორგანიზაციის ოფისია განთავსებული დილის 4 საათზე, სპეციალური პიკაპით უცნობმა პირებმა ჩამოხიეს “დაიცავი საქართველოს” 5.50-3.50მ სიგრძის პლაკატი.
კახა მიქაია: „9 სექტემბერს, ზუგდიდის კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ მდებარე ჩვენი ოფისის ფასადიდან მოიპარეს “დაიცავი საქართველოს” ბანერი. ეს არის ამაზრზენი ფაქტი და აღიქმება როგორც ხელისუფლების მხრიდან ჩვენზე განხორციელებულ მორიგ ზეწოლა.
“საკნების” აქციის ორგანიზატორის და “დაიცავი საქართველოს” საორგანიზაციო კომიტეტის წევრის კახა მიქაიას თქმით სამეგრელოში, ლევან გეჩეჩილაძის ვიზიტი ხელისუფლების ვერაგული გეგმის გამო ჩაიშალა, იგი მოსალოდნელ დარბევაზეც საუბრობს და მთავრობის პოპულისტურ ქმედებად აფასებს აქციას სახელწოდებით “ანგარიში ხალხს”.
“ქართულ საზოგადოებას მოეხსენება, რომ დედაქალაქში პერმანენტული საპროტესტო აქციების შეწყვეტის მიუხედავად, ქ. ზუგდიდში დღემდე გრძელდება საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო ხანგრძლივობისა და შეუპოვრობის ე.წ. “საკნების აქცია”.
მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, აღნიშნული აქციის მხარდასაჭერად, იგეგმებოდა ქართული ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის - ბ.ნ. ლევან გაჩეჩილაძის ვიზიტი ქ. ზუგდიდში.
ჩვენს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, სააკაშვილის მხდალი და გამყიდველი ხელისუფლება, ამ ვიზიტთან დაკავშირებით, მერაბიშვილი-ახალაიების ხელით გეგმავს ბინძურ პროვოკაციას, რომლის განხორციელებაში აპირებს გარკვეული ჯგუფების და მათ შორის, რაც ყველაზე სამწუხაროა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ნაწილის გამოყენებას.
სრული პასუხისმგრბლობით ვაცხადებ რომ აღნიშნული პროვოკაცია მიზნად ისახავს არა მარტო ქართული ოპოზიციის დისკრედიტაციას, არამედ სამოქალაქო შუღლის გაღვივებას საქართველოს ისეთ მგრძნობიარე წერტილში, როგორსაც ფრონტისპირა ზუგდიდი წარმოადგენს.
ჩვენ, ქართველი პატრიოტები, ვერ დავუშვებთ ქართული სისხლით ვკვებოთ სააკასვილის დანაშაულებრივი რეჟიმი და არ მივცემთ მას ამ ბინძური პროვოკაციის განხორციელების საშუალებას.
აქციის საორგანიზაციო კომიტეტმა, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება დროებით გადადოს ლევან გაჩეჩილაძის ვიზიტი ზუგდიდში.
გვინდა მტკიცედ განვაცხადოთ, რომ ქართველი პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობის ურყევ ნებას, სააკაშვილის ხელისუფლებიდან უპირობო ჩამოცილების სესახებ, გააგრძელებს ამ მიზნისათვის შეუპოვარ ბრძოლას და დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება ახლოს არის.
ინფორმაციის სახით გაცნობებთ, რომ 26 აგვისტოს ხელისუფლების მხრიდან საკნების საპროტესტო აქციის მონაწილეებზე თავდასხმისა და შემდგომში განვითარებულული მოვლენების თაობაზე, სადაც უმოწყალოდ ნაცემი და სასტიკად ნაწამები იყო 17 წლის გიორგი გაბედავა, ჩვენ ოფიციალურად შევატყობენეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვენელს ბ.ნ. ოლაფ როლფს. ჩვენი თხოვნაა საზოგადოებისადმი - მოგვაწოდოთ ფაქტები ხელისუფლების, კერღოდ, ძალოვანების მხრიიდან თქვენზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, რათა ოპერატიულად საქმის კურსში ჩავაყენოთ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
“ასავალ დასავალი”-ს მკითხველს მინდა ვაცნობო, რომ ზუგდიდში ამ დღეებში იგეგმება ხელისუფლების მიერ უნიჭოდ დადგმული მორიგი სპექტაკლი სახელწოდებით “ანგარიში ხალხს”, რის ჩატარებასაც ხელს უშლის “საკნების” მიმდინარე აქცია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად სააკასვილის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება “საკნების” დარბევის შესახებ.
ვაცხადებ, რომ მოსალოდნელ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას”- ამბობს მიქაია.
ლევან გაჩეჩილაძე:” მე ვიცი, რომ უამრავი ზეწოლის მიუხედავად, ისინი გმირულად აგრძელებენ ბრზოლას. ვფლობთ ინფორმაციას, რომ იგეგმება “საკნების” დარბევა. ბუნებრივია, მე აუცილებლად ჩავალ სამეგრელოში, როდესაც დასრულდება “დაიცავი საქართველოს” წევრთა რეგისტრაცია”.