მოძრაობა „7 ნოემბერი“ ხელისუფლებას მკვლელობის საქმეებზე გამოძიების დასაწყებად რამდენიმედღიან ვადას აძლევს। როგორც პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოძრაობა „7 ნოემბრის“ წარმომადგენელმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი რამდენიმე დღეში არ შეიქმნება პარლამენტში საგამოძიებო კომისია, ღია მოქმედებებზე გადავლენ. ჯაბა ჯიშკარიანმა ხალხს საერთო-სახალხო აჯანყებისკენ მოუწოდა იმ შემთხვევაში, თუკი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის დაჩი ცაგურიას განცხადებით კი, დღეიდან მიხეილ სააკაშვილი ვეღარსად გაივლის თავისუფლად და ვერავის შეხვდება. „9 აპრილის აქციების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი თავისუფლად დადიოდა რესტორნებში და თავისუფლად ხვდებოდა ადამიანებს. მე მას „7 ნოემბრის“ სახელით ვპირდები, რომ დღეიდან ასე თავისუფლად ვეღარ ივლის“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ. მოძრაობა „7 ნოემბრის“ წევრებმა პარლამენტში ყველა დეპუტატის სახელზე შეიტანეს მოთხოვნა, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ისინი ითხოვენ სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის და სხვა გახმაურებელი მკვლელობების გამოძიებას და ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიების შექმნას.