ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის სასჯელის ფორმის შეცვლასთან და მათ ფაქტობრივ (პირობით) გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ მკვლელების შეწყალება ძალოვან უწყებებში პასუხისმგებლობის გრძნობის კლებას და დაუსჯელობის სინდრომის გაზრდას გამოიწვევს.
გირგვლიანის მკვლელების შეწყალებითა და გათავისუფლებით საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მართლაც პირადად იყო დაინტერესებული ამ საქმის მიჩქმალვითა დამნაშავეებისათვის ხელის დაფარებით. ფაქტია ისიც, რომ საქმე არ იყო სრულყოფილად გამოძიებული და გამოძიებამ პასუხი არ გასცა, იმ ძირითად კითხვებს, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას დღემდე აწუხებს. კონკრეტულად საუბარია შინაგან საქმეთა მინისტრის და სამინისტოს სხვა მაღალი თანამდებობის პირების კავშირზე ამ მკვლელობასთან.
ეჭვს იმის, შესახებ რომ ხელისუფლება დაინტერესებული იყო საქმის მიჩქმალვით ადასტურებს ის ფაქტი, რომ საზოგადოების მხრიდან პროტესტის გამოთქმამდე შინაგან საქმეთა მაღალჩონისნებთან დაკავშირებულ საქმეს თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდა.
მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ წავიდა საზოგადოების წინააღმდეგ და ვგმობთ მის ასეთ უპასუხისმგებლობას.
უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი:
„გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლება შეიძლება ცალსახად შეფასდეს, როგორც საზოგადოების მასხრად აგდება. ეს სარის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მოვლენა უკანასკნელი წლების საქართველოს ისტორიაში. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში არსებობს შერჩევითი სამართალი, რომ სამართალდამცავები და თანამდებობის პირები დაცულნი არიან მათ მიერ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულზე პასუხისგებისაგან. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნათელია, რომ რაც არ უნდა ჩაიდინონ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა და ქვეყნის მაღალჩინოსნებმა - პასუხს არავინ აგებინებს. ამით ხელისუფლება ხელს უწყობს და ამკვიდრებს დაუსჯელობის სინდრომს“.