ავტორი პალიტრაtv
20:06 10.12.2011
გაზეთ "პრაიმ ტაიმის" დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის თაკო ფხაკაძის განცხადებით, ლალი მოროშკინასთან გუშინდელი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ცოცხალი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ "ჩანგალი ბლაგვი იყო".
"ნანუკას შოუს" საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე მოროშკინასთან მომხდარი ინციდენტის დეტალებზე თაკო ფხაკაძემ დღეს "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ცოცხალი მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ როგორც ჩანს, ჩანგალი, რომელიც მოროშკინამ კისერში ჩამცხო, ბლაგვი იყო. ესა არის ადამიანის მოკვლის ჩვეულებრივი მცდელობა, რაც ძალიან უბრალო და უწყინარ მიზეზს მოჰყვა. კერძოდ, გაზეთმა "პრაიმ ტაიმმა" ჩაატარა კვლევა, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ადამიანები გამოვავლინეთ.
