04:22 11.12.2011
ბათუმის სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიიდან კვერცხებისა და შლოპანცების ქანდაკება ახალ ბულვარში გადააქვთ , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბათუმის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ირინა შერვაშიძემ განუცხადა."ეს ქანდაკება დროებით იდგა "რედისონის" წინ, თავიდანვე იყო განსაზღვრული, რომ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაიდგმებოდა. ის ახალ ბულვარში მოდერნისტული ქანდაკებების სერიას შეუერთდება და ახალ ბულვარას და ზღვის ხედს ძალიან მოუხდება", - აღნიშნა ირინა შერვაშიძემ.
ქანდაკება 14 ნოემბერს "რედისონის" წინ დადგეს. ფრანგი სკულპტორის ელიზა ფანტოცის ქანდაკების დადგმისთვის ბათუმის მერიამ 160 000 ლარი გამოყო.
