- რა თავისებურებებით ხასიათდება 2010 წლის ბიუჯეტი?
- 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 2009 წელთან შედარებით 500 მლნ. ლარით მცირდება. 2004 წლის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი პირველად შემცირდება. კარგია თუ ცუდი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ არის რეალობა, რასაც ვერ გავექცევით. რეალობას ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს. ეს არის მსოფლიო ფინანსური კრიზისი, რომელმაც XX-ე და XXI-ე საუკუნეებში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ღრმა ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ანუ პრაქტიკულად რამდენიმე ათწლეული გავიდა. მსოფლიოში ყველგან ყველაფერი შემცირდა და საქართველო, შესაბამისად, არის დედამიწის ნაწილი და ბუნებრივია, გლობალურ პროცესებშია ჩართული. ამიტომაც ეკონომიკური აქტივობა და შემოსავლები ჩვენთანაც შემცირებულია. მთავარი, რაც ჩვენ მოვახერხეთ და რაც ძალიან კარგია, ბიუჯეტი გახდა გაცილებით მიზანმიმართული იმ კუთხით, რომ გამოიკვეთა მკაფიოდ სამი პრიორიტეტი. ეს არის ორი სამინისტრო: განათლების, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროები, რომელთაც ძირითადად სამი მიმართულების ხარჯები აქვთ. განათლების ხარჯები კი არ მცირდება, არამედ იზრდება. იქ მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროგრამებია, რომელთაც დაფინანსება ეზრდებათ. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამებია ჯანდაცვის სფეროში, რომლებიც, ასევე, იზრდება. ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად იზრდება სოციალური დახმარებაც. ანუ, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო ზოგადად კლება ისე, როგორც ყველა სხვა სამინისტროშია, პირიქით, მოხდა ზრდა. ზრდა მოხდება მესამე მიმართულებით - გზების რეაბილიტაციაზე. უცხოური დახმარებების ჩათვლით გზებზე დახარჯული თანხა ჯამურად 140 მილიონით იზრდება. ეს არის იგივე სტრატეგიის გაგრძელება, როდესაც მთავრობა ახდენს ძირითადი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, რამაც, ბუნებრივია, ეკონომიკური პროცესების დაჩქარებას უნდა შეუწყოს ხელი, რეგიონების ინტეგრაციიდან დაწყებული, ზოგადად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით დამთავრებული.
მაგალითად, ბათუმის და ქობულეთის შემოვლითი გზების აშენება პირდაპირ ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. იმიტომ, რომ ამით თავისუფლდება უზარმაზარი ადგილი, სადაც შეიძლება ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდეს. როდესაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი შენდება, ეს ცალსახად და პირდაპირ ტრანსპორტის სექტორის განვითარებას უწყობს ხელს, გარდა ამისა, ეს პირდაპირ კავშირშია კერძო სექტორის სხვა სეგმენტების განვითარებასთან, უმჯობესდება კომუნიკაციები და რეგიონების ჩართულობა საერთო პროცესებში. გარდა ამისა, ეს ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. მაგალითად, ეს ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის განვითარებას, რომელიც მთლიანად მოწყვეტილია საქართველოს ეკონომიკურ რეალობას. ხდება ამ კუთხის აბსოლიტური ინტეგრირება. სექტემბერში, როცა ამ გზის მშენებლობა დასრულდება, სამცხე-ჯავახეთის სოფლის მეურნეობა მთლიანად ჩართული იქნება ქვეყნის ეკონომიკურ სივრცეში.
როდესაც შეზღუდულია კერძო სექტორის ბანკებიდან დაკრედიტება, რაც განსაკუთრებით მშენებლობაზე აისახა, ბუნებრივია, ამ პირობებში კერძო კომპანიებს საშუალება აქვთ, რომ სახელმწიფო ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა.
- რა მასშტაბებს ელით შემოსავლების კლების კუთხით?
- რა მასშტაბებითაც შემცირებულია ეკონომიკა, ზუსტად იმის პროპორციულად მცირდება საბიუჯეტო შემოსავლებიც. თუ გვინდა, რომ შემოსავლები არ შემცირდეს იმავე მასშტაბით, როგორც ეკონომიკა, მაშინ გადასახადები უნდა გავზარდოთ. ვინაიდან ჩვენ გადასახადებს არ ვზრდით, რა მასშტაბითაც ეკონომიკა მცირდება, ზუსტი იმის პროპორციულად შემცირდება შემოსავლები. ჩვენ ფოკუსნიკები ხომ არ ვართ, რომ მშპ-ს შემცირება ბიუჯეტის შემოსავლებზე არ აისახოს.
- 2003 წლიდან 2008 წლის ჩათვლით ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში ზრდის ტენდენცია ფიქსირდებოდა. 2009 წლის ბიუჯეტის და მოსალოდნელი 2010 წლის ბიუჯეტში კლებაა დაფიქსირებული, ექსპერტების ვარაუდით, ეს კლება 2011 წელსაც გაგრძელდება, უკეთეს შემთხვევაში ზრდა დაფიქსირებული არ იქნება. აქედან გამომდინარე, რამდენად ლოგიკურად და ადეკვატურად გეჩვენებათ მთავრობის ეკონომიკური გუნდის განცხადება კრიზისის დამთავრებისა და ახალი აღმავლობის დაწყების თაობაზე?
- შემოსავლების შემცირება კრიზისს არ ნიშნავს. ის რომ შემოსავლები შემცირდა, ეს არის იმის შედეგი, რომ 2009 წელს კრიზისი იყო. 2010-ში რომ ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება, ეს ნიშნავს, რომ 2011-ში შემოსავლებიც გამეზრდება, თორემ 2010-ში კი არ მოახდენს ეს ქვეყნის ეკონომიკაზე რაიმე გავლენას. 2010 წელი ჩვენთვის მძიმე იმიტომ იქნება, რომ 2009-ში ეკონომიკა შეიკუმშა, დაპატარავდა, ნაცვლად იმისა, რომ გაზრდილიყო.
- რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სესხი საქართველოს სწორედ საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვის მიზნით გამოუყო. ესეც ზემოთ აღნიშნული მოსალოდნელი საბიუჯეტო პრობლემებით იყო ნაკარნახევი, ანუ რატომ გადავიდა საქართველოსა და სავალუტო ფონდის ურთიერთობები ახალ ფორმატში, საერთაშორისო სავალუტოო ფონდის კრედიტის მიზანი ხომ ყოველთვის ქვეყნის ვალუტის მდგომარეობის მდგრადობა იყო?
- გავრცელებული ინფორმაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდი მარტო ეროვნული ბანკის რეზერვებს აფინანსებს, სიმართლეს არ შეესაბამება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი სებ-ის რეზერვებსაც აფინანსებს და ბიუჯეტებსაც, იმის მიხედვით, თუ ქვეყანას რომელი სჭირდება. ანუ ჩამოდის მისია და ნახულობს, თუ მარტო რეზერვებს სჭირდება თანხები, მარტო სავალუტო რეზერვებს აფინანსებს. თუ ხედავს, რომ არის არა სტრუქტურული პრობლემა, არამედ დროებითი პრობლემა, როგორიც ჩვენს შემთხვევაშია, გვეუბნება, რომ დროებითი პრობლემის დასაძლევად თანხა გვჭირდება. მართალია, წელს ეკონომიკა შეგიმცირდა, მაგრამ მჯერა, რომ მომავალში გაგეზრდება. `სტენდ ბაი~ პროგრამა ამას ნიშნავს, რაც ჩვენ გვაქვს დღეისათვის. ანუ ერთწლიანი გაჭირვების გადასატანად ბიუჯეტს ფულით ეხმარებიან, შემდგომში მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივით. ეს პროგრამა, 2011 წლის გაზაფხულზე მთავრდება. იმ შემთხვევაში ჩვენ რომ ეს არ გვჭირდეს, მაშინ გვექნებოდა პიარის პროგრამა, რომელიც შევარდნაძეს ჰქონდა. მაგრამ იმას ფულს ბიუჯეტისთვის არ აძლევდნენ, იმიტომ რომ ეუბნებოდნენ, - შენ გჭირს სტრუქტურული პრობლემა და არა დროებითი. იმის გამო, რომ ხარ კორუმპირებული, კრებ ფულს ბიუჯეტიდან და ამიტომ მე შენ ბიუჯეტში ფულს არ მოგცემ. ჩვენ გვეუბნებიან, - ამ ყველაფერს კარგად აკეთებ, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია, ამიტომ მე შენ ფულს მოგცემ, რომ 2010-ში თავი გაიტანო და მერე შენ თავს თვითონვე მიხედე.
- საქართველოს პრეზიდენტის მიერ გახმაურებული `ეკონომიკური თავისუფლების აქტით~ პრაქტიკულად დადგინდა, რომ ქვეყანაში გადასახადები აღარ გაიზრდებოდა. 2 დღის წინ კი საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის ახალი ინიციატივის შესახებ გახდა ცნობილი: ჯართზე აქციზის გადასახადის განაკვეთის გაზრდა 50 ლარიდან 80 ლარამდე იგეგმება. ხომ არ ცდილობს მთავრობა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული "ეკონომიკური თავისუფლების აქტის" დაკანონებამდე მოასწროს რაღაც რაღაცეები?
- თავისუფლების აქტში პირდაპირ ჩამოთვლილია რეგულარული სახის გადასახადები. აქციზი კი საერთოდ სხვა ტიპის გადასახადია და არ ეხება თავისუფლების აქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აქციზი თავისი შინაარსით არის ზედნადები თანხასავით. ამიტომ თავისუფლების აქტში აქციზზე არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი. შესაბამისად, აქციზს როცა მინდა შევამცირებ და როცა მინდა გავზრდი, აქ თავისუფლების აქტი არაფერ შუაში არ არის.
- საზოგადოებაში, ბიზნესწრეებში გავრცელდა ინფორმაცია რომ საგადასახადო ორგანოები, ასე ვთქვათ, აგრესიული ქმედებებზე გადავიდნენ. ბიზნესმენთა ნაწილმა უკვე განაცხადა, რომ ქვეყანაში ყელში წაჭერის პოლიტიკა კვლავ გრძელდება. ფინანსური პოლიციის ახალი სტატუსით აღდგენა - რას ეტყვით ამის თაობაზე შეშფოთებულ მეწარმეებს და რითი დაამშვიდებთ მათ?
- აქამდე საგადასახადო შემოსავლები იზრდებოდა, ახლა კი შედარებით დაბალია. 2007 წელს ბიზნესმენს გადასახადის გადახდის სურვილი, როცა მშპ-ს ზრდა 12% იყო, ჯერ კიდევ ჰქონდა, რადგან ამ დროს, შესაბამისად, მასაც მაღალი მოგება ჰქონდა. 2009 წელს, კრიზისის პერიოდში კი, როცა ეკონომიკური ზრდა დაეცა და მოგება შემცირდა, გადასახადების გადახდის სურვილი გაცილებით დაბალია. დღეს სურვილი, გადასახადის გადახდისა, რადიკალურად შემცირებულია და შესაბამისად, იგივე თანხის გადახდაზე ის გაცილებით უფრო წუწუნებს, ვიდრე ამას ადრე აკეთებდა. რა გავაკეთო ამ შემთხვევაში? ისედაც ცოტა მაქვს გადასახადი და მივუშა, ანუ მივცე გადასახადების დამალვის საშუალება? კანონი კანონია და უნდა აღსრულდეს. გადასახადი როგორ დავწიო მაშინ, როცა ისედაც დაწეული მქონდა. მე ძალიან ქვევით წასვლის საშუალება აღარ მაქვს, რადგან გადასახდელი მაქვს პენსიები და ა.შ. ანუ, რასაც წამოვიღებ, უკან ვაბრუნებ. აქედანაა ეს პრობლემა გამოწვეული.
- აქვს თუ არა საქართველოს 2009 წლის ბიუჯეტს პრობლემები საშემოსავლო ნაწილში და საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაჩქარებული ტემპით საგარეო და შიდა წყაროებიდან ახალი ვალების აღება, ხომ არ არის სწორედ მოსალოდნელი საბიუჯეტო კრიზისით გამოწვეული იძულებითი ნაბიჯი?
- საგარეო ვალს ზოგს ვისტუმრებთ, ზოგს ვიღებთ და ეს ყოველთვის ასე იქნება.

[ესაუბრა ადა ექიზაშვილი,