ავტორი დიტო გელოვანი, for.ge
17:21 23.03.2015
ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში
გალიის ირგვლივ კი ზედა ქალაქის რჩეულ მამაკაცთა მთელი ნაღები სეირის საჭვრეტად შეკრებილიყო - ხნიერთა დასის უხუცესი პორფირიო და დიდვაჭარი არტემიო ვასკეს, გენერალი ხორხე და დამსჯელი რაზმის კეთილ-გენერალი რამოს, ლამაზგენერალი და გამჭრიახი ადმირალი ციცკა, ყელშფუთვნილი კარის ტენორი ეზეკიელ ლუნა, საჩუქართსაქმისმწარმოებელი შიშველი ანისეტო და დიდი მარშლის პირადი აღმსრულებელი უძვლო კადიმა, გასაიდუმლოებული მექისე ლეიტენანტი ალფრედო ევია და ყოვლად გამომზეურებული ყალმის დიდოსტატი გრეგ რიკიო, სრულიად კამორის მთავარ შემმოწმებლად აღზევებული ყოფილი ჯიბის ქურდი პედრო კარდენასი და ბრჭყვიალა პოლკოვნიკი გრანდჰალლე სეზარ, ხოლო ძვირფასი შენობის საიდუმლო ფარდის ერთ-ერთი ამოქრგული თვალიდან თვით გრანდისსიმოჰალლე - სამფეროვანი ქალაქის კლაკნილ გაზე სწორუპოვარი წარმმართველი, დიდი მარშალი ედმონდო ბეტანკური იჭვრიტებოდა. (გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)
აი ახლა, ასეთ ამინდში (რომ წვიმს და რომ ცივა) და ასეთ მდგომარეობაში (რომ მახველებს და რომ მცივა) კაცი დივანზე უნდა იყო წამოგორებული, კონიაკს და ცხელი ლიმონიანი ჩაის უნდა წრუპავდე და ყურადღებას არ უნდა აქცევდე ჩართულ ტელევიზორს. რა დროს ტელევიზორია, როცა ჰენრი მილერის „თხის რქის ტროპიკს“ კითხულობ. მაგრამ ცხოვრება ჩვენი აღსავსეა მოულდნელობებით და იმ ცნობილ პირველ ოქტომბერს ვინმეს რომ ეთქვა, გაივლის ორი წელი და თავისუფლების მოედანზე ისევ ნუგზარ წიკლაური იყეფებსო, ნამდვილად არ დავიჯერებდი.
გაივლის ერთი წელი და თუ საკუთარი თვალით არ ვნახავ აცრის ნიშნით ყურდამშვენებულ ნუგზარ წიკლაურს, პირველი მე დავდგები თავისუფლების მოედანზე და პირველი მე მოვითხოვ ამ მთავრობის გადადგომას.
ისე, გული მიგრძნობს, მალე ვნახავ ქუჩაში გაქუცული, უჯიშო ძაღლით მოსეირნე ქალბატონს. „ფუ, ფუ, არ მიეკარო, ეგ წაკლა რწყილებს გადაგდებს, აკო, გენაცვალოს სიდედრი“ - ეუბნება ქალბატონი ძაღლს, ხოლო მას, რწყილიანს, წაკლა რომ უწოდეს, თვალები ცრემლით აევსება, კუდს ამოიძუებს და გაიფიქრებს: „მაგას თუ გაპატიებ, მე არ ვიყო ნუგზარ წიკლაური“.
მაქეთკენ მიდის საქმე, გასული კვირა ამის დასტური იყო. ამის დასტურია ნაც-ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის სიტყვებიც: „დავბრუნდი აქციიდან... მოვდიოდი მდუმარედ... ძალიან ღრმა და მრავლისმთქმელია მდუმარება, მითუმეტეს - ჩემი! მიმხვედრი მიხვდება, გამგები - გაიგებს... ვინც ვერ გაიგებს, იმათთვის ვიტყვი, რომ "ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ - თქმითაც დაშავდების!" ეგ არაფერი, საქმე წუნის გარეშე არ არსებობს... თუ საჭირო გახდება - დუმილსაც დავარღვევ და კედელსაც გავარღვევ, რათა სიმართლეს წინ ვეღარაფერი ჩამოეფაროს!“
21 მარტს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი ხელით შეკრა თავისი ჩასასვენებელი, საკუთარი ხელით ჩააჭედა კუბოზე ლურსმნები, საკუთარი ხელით მიიყარა მიწა და თვითდასაფლავება მოიწყო.
ინტენსიური მზადება მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ყველანი შეგუებულები იყვნენ, მხოლოდ შიგადაშიგ იგრძნობოდა ისტერიკა. იყო ერთმანეთის დამშვიდება, გამხნევება, მზადება... დასაფლავების ხარჯები კეზერაშვილმა იკისრა, ნეკროლოგი გოგიბედაშვილმა დაწერა, რექვიემი გულედანმა მიუძღვნა, სიტყვა სააკაშვილმა წარმოთქვა, ხოლო შემდეგ, ბოლოს, იყო ქელეხი. დიდი კოვზებით შეექცეოდნენ იმას, შეჩვეულს.
ძაღლი მიაკვდაო... - თუ არ ვცდები, ასე ამბობენ ხოლმე. მე ეგრე არასოდეს მითქვამს, ყოველთვის ვამბობ „ერთი მაგის სიდედრი... და მაგათი დედაც...“
გივი თარგამაძე: „აბა, თბილისო! ჩემო საყვარელო, მრავალნაცადო, ბრძენო თბილისო. დღეს ისევ მთელი საქართველო იკრიბება შენს გულში...16 საათი ახლოვდება. უკვე დროა, ავმოძრავდეთ, ერთმანეთი მოვიკითხოთ, სახლში არავინ დაგვრჩეს, ხელი ხელს ჩავკიდოთ და ვარდების მოედნიდან, რუსთაველით, თავისუფლების მოედანზე, ოჯახებისთვის, საქართველოსთვის, თავისუფლებისთვის!“
რაც მე ეგენი მომიკითხავს...
ზურაბ ჭიაბერაშვილი: „თავისუფლებას დიდება! დიდება თავისუფლებას!“
გოგა ხაჩიძე: „დღეს სტრატოსფეროში გაემგზავრება 19 მინისტრი და 1 პრემიერ-მინისტრი“.
გიული ალასანია: "ისევე როგორც სხვა ადამიანებისთვის, ამ ორი წლის განმავლობაში, ჩემთვისაც ყველაფერი უარესობისკენ წავიდა“.
გიული ალასანია ამ სიტყვების შემდეგ ამ მთავრობაზე ცოტათი გული მომიბრუნდა.
„რაც შეეხება პარტიის ცნობილ მხარდამჭერებს, "ჩვენ მოვედით" - შვილთან ერთად გადაღებული ფოტო ამ სახელწოდებით, "ნაციონალების" მხარდამჭერმა და პარტიის მიერ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე მისულმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა. ნანუკა ჟორჟოლიანის მსგავსად, აქციას სხვა ცნობილ მხარდამჭერებიც შეუერთდნენ, მათ შორის არიან დავიდ დეფი გოგიბედაშვილი, თამარ ჩერგოლეიშვილი, აჩიკო გულედანი, ნიკა ქავთარაძე და სხვა...“ - იუწყებოდა ჩემი მეგობარი სააგენტოს ახლობელი ვებ-გვერდი.
ცნობილი მხარდამჭერები მომეწონა ძალიან. დედით ცნობილებს იტყვიან ხოლმე ასეთ შემთხვევაში. მაგალითად, ავიღოთ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 60-იანი წლებიდან მოყოლებული, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, სწორედაც რომ დედით იყო ცნობილი და იქნებ ბებიითაც. აღსანიშნავია, რომ მათდამი მადლიერება მან გასულ კვირაში უკრაინული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოხატა:
„დილით, ცხრის ნახევარზე ჩემთან, კიევში დედა და ბებია ჩამოვიდნენ. რაღაც საშინელი წაულის ქურქები ეცვათ. გავხადე ქურქები, გამოვართვი ჩანთები და დედა უკან, თბილისში გამოვამგზავრე. მასთან ერთად, ჩემი თანაშემწე მერიკოც. ქართულმა ავტოინსპექციამ (გაი), დედაჩემი იცნო, აპლოდისმენტებით შეხვდა და ესკორტით გააცილა“.
სად აქვს და სად ეძებს! და განა მხოლოდ მიხეილ ჩაფსმული! სხვებიც - ბაქრაძე, დარჩიაშვილი, ნადირაშვილი, ნადარეიშვილი, ბობოხიძე, ხაბაზი... თენგიზ გუნავა: „ზუგდიდიდან აქციაზე 3 ათასზე მეტი ადამიანი წამოვიდა“. გიორგი ღვინიაშვილი: „კახეთიდან თბილისის მიმართულებით 150-მდე ავტომანქანა დაიძრა“. ნიკა მელია: „როცა 50 ათასი ადამიანი გამოდის ქუჩაში, უნდა მიხვდე, რომ შენით წახვიდე“.
მოკლედ, ზუგდიდიდან ჩამოვიდნენ ადამიანები, კახეთიდან ჩამოვიდნენ მანქანები და, ალბათ, სამტრედიიდან ჩამოვიდოდნენ ველოსიპედები, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ნიკა მელიას სიტყვებია - „როცა 50 ათასი ადამიანი გამოდის ქუჩაში, უნდა მიხვდე, რომ შენით წახვიდე“.
მართლა მელიაა... აი, ჭიჭიკია რესტორანში რომ არის ქალთან ერთად, ბიჭიკია ეკითხება, ვინ არის აი ქალიო და ჭიჭიკია რომ პასუხობს, ქალი კი არა მელიაა, სამი ქათამი შეჭამა უკვეო...
და, დავით ბაქრაძე - ქლიბი. ტრასაზე რომ გაივლი. დანა-ჩანგლიან საგზაო ნიშანს რომ დაინახავ, თუ იცით, რას აღნიშნავს? რას და - „ზდეს პერვიმი პრაშლი ვილკი ი ლოჟკი ნაპილნიკა ბაკრადზე“.
"დღეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ რაოდენობის პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ჩვენი შეეშინდა. გილოცავთ ყველას“ - ეს სიტყვები დავით ბაქრაძემ წარმოთქვა. არადა ჩვენ, ყველამ, რამდენიმე დღით ადრე, წავიკითხეთ ეს ნიუსი: „შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 21 მარტს დაგეგმილი აქციის ჩასატარებლად, სამინისტრო "ნაციონალურ მოძრაობას" კომფორტს შეუქმნის. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მინისტრი 21 მარტს ექსცესებს არ ელოდება“.
აბა, ამის შემდეგ რა უნდა ელაპარაკო ბაქრაძეების ქლიბს? ბაქრაძეების ქლიბთან ლაპარაკს არც აქვს აზრი და ახლა ზუსტად ვერც ვიხსენებ, ამასთან და ასეთებთან დაკავშირებით როგორ აქვთ ნათქვამი ჩვენს წინაპრებს - „ვირო, მადლი...“ თუ „ქლიბო, მადლი...“.
საბოლოო ჯამში, ხომ იცით, რა არის ხოლმე მთავარი კითხვა - „რამდენი არიან?“ მელიამ - 50 ათასიო, თუმცა, ეს ნიუსიც უნდა გავითვალისწინოთ: „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს დავით ბაქრაძემ აცნობა, რომ აქცია 16:00 საათისთვის ვერ დაიწყება, რადგან ხალხის რაოდენობის გამო, მათი მოსვლა ჭიანურდება. ბაქრაძის თქმით, იმდენი ადამიანი შეგროვდა “ვარდების მოედანზე”, რომ მათ ტრანსპორტიდან გადმოსვლა უჭირთ. „კოლონებმა თანდათან დაიწყეს შემოერთება. ძალიან ბევრი ადამიანი შეგროვდა ვარდების მოედანზე, იმდენად ბევრი, რომ მათი მანქანებიდან გადმოსვლა და ჩვენთან შემოერთება გაჭიანურდა. თუმცა ღირს ლოდინი, რადგან დღეს ჩვენ ძალიან ბევრი ვიქნებით,“- აღნიშნა დავით ბაქრაძემ“.
ქლიბო, ქლიბო, ნაცარავ, ვის უგალობ ვისა?
ვისა და... „„ეს მიტინგი თავისი მასშტაბებებით საქართველოს ბოლო პერიოდის ისტორიაში რეკორდული იყო, ადამიანები ყოველგვარი ფულისა და დამატებითი სტიმულის გარეშე მივიდნენ. ისინი უბრალოდ, მივიდნენ, რომ გამოეხატათ საკუთარი უკმაყოფილება და მთავრობის გადადგომა მოეთხოვათ. ვფიქრობ, ისინი ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ. მიტინგი ძალიან ცივილიზებული, მშვიდობიანი იყო და მე ეს მახარებს, რადგან ბრიუსელიდან ჩემს მეგობრებთან ერთად ასეთი მასშტაბის აქციის ორგანიზება შემიძლია. თუ ამას უკრაინის მასშტაბებს შევადარებთ, ეს პრაქტიკულად მაიდანი იყო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა“.
ერთი შევხედე და უკვე გასაგები იყო ყველაფერი - ნაციონალური მორაობის დასაფლავებას 10-12 ათასი ჭირისუფალი თუ ესწრებოდა, ხოლო ჩვენ ვიყავით თხუთმეტნი, ვიყავით ბუქარესტში და, როგორც ყოველთვის, გავიმარჯვეთ.
ამ თემაზე - ნაცების თვითდასაფლავებაზე - ბევრი შეიძლება თქვა და დაწერო, თუმცა, ვფიქრობ, სამი სიტყვითაც არის შესაძლებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გულისა და სულის კონსენსუსი დიდი ხანია, რაც ეჭვს აღარ იწვევს. აი, ეს სამი სიტყვაც: ‘წადით, თქვენი დედაც!“
მითუმეტეს, რომ საკუთარ ქელეხში ერთმანეთი დაჭამეს. იმ ქელეხში არ იყო ნიგვზიანი ბადრიჯანი, ფხალი, ტკბილი ფლავი, ლობიო და შილა. ასევე, არ იყო ლოქო ქინძმარში, რამეთუ ლოქომ საკუთარი პარტია გააკეთა.
„ორგანიზაცია "ივერია" საზოგადოებრივ მოძრაობად გარდაიქმნება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. "ივერიამ" გუშინ მარჯანიშვილის თეატრში საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა, სადაც თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა, ჯგუფმა თავდაპირველად არსებობა დაიწყო როგორც დამოუკიდებელმა ინტერნეტგაზეთმა და ავტორიტეტიც მოიხვეჭა. მაგრამ პოლიტიკური ჩარევისგან თავს იკავებდა. თუმცა ახლა ეს რეალობა შეიცვალა. "ჩვენ ვთვლიდით, რომ ჩვენი საქმეა საქართველოს მოქალაქეებს შევატყობინოთ დამოუკიდებელი, ობიექტური აზრი იმ მოვლენებზე, რომელიც საქართველოს ინტერესს წარმოადგენდა, მაგრამ სამწუხაროდ, ისე მოტრიალდა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, რომ ერთდროულად აღმოვჩნდით სავალუტო, ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, იმ ფორმიდან, რომლიდანაც ვართ, ანუ დამოუკიდებელი გაზეთის ფორმიდან, უკვე გადავიდეთ მოძრაობაში", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ“.
ჩვენში დარჩეს და, რომელს გსმენიათ „სახელმოხვეჭილი ინტერნეტგამოცემა „ივერია“? სამაგიეროდ, გვსმენია სასტუმრო „ივერია“ და ანსამბლი „ივერია“ და ორივე მათგანი ისტორიის ნაწილია. ასევე, არსებობს სოსისი „ივერია“ და გასული კვირიდან მოყოლებული, არსებობს ლოქო „ივერიაც“.
რა ვიცი, რა ვიცი... საკვირველი ის არის, რაღა „ივერია“ აირჩია ანანიაშვილის ლოქომ. მაგის პარტიას უფრო „რიაზანშჩინა“ და „ტამბოვშჩინა“ მოუხდებოდა.
რას გაიგებ... გაგება მთავარია და მეც გამიგეთ - მახველებს, მცივა და ჰენრი მილერს დავით სარაჯიშვილი უნდა დავაყოლო.
ვირუსები იცვლებიან, მეთოდი იგივეა და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
"პარტიები იცვლება. მუდმივად ერთი პარტია ვერ იქნება ქვეყნის სათავეში. ეს აბსოლუტურად ნორმალური, დემოკრატიული პროცესია. ის, რომ ერთხელ გაგიშვეს სახლში, ეს არ ნიშნავს, რომ უკან არასდროს მობრუნდები. მიტინგი, რომელიც ხვალ იმართება, ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების მიტინგი, ეს არის ქვეყნის გადარჩენისთვის გაკეთებული მიტინგი", - ოპტიმისტურად იყო განწყობილი ირმა ნადირაშვილი.
ჰოოო... ეგ მართალია - ის, რომ ერთხელ გაგიშვეს სახლში, ეს არ ნიშნავს, რომ უკან არასდროს მობრუნდები
მაგრამ, ნაციონალური მოძრაობა ხომ სახლში არ გაგვიშვია? ნაციონალური მოძრაობა გავუშვით შორს, თვითდასაფლავება კი მათივე კეთილი ნება იყო.
წაქცეულები იყვნენ... „წაქცეულს არ ურტყამენ“ - ამბობდნენ ძველი ქართველები. ახალი ქართველები ევროპულად ვაზროვნებთ - „წაქცეულს წიხლიც მიაყოლე“.
მივაყოლე. წყალი მოითხოვა...
კიდევ მივაყოლე.
წ.ა.ი. (წყალს არა იმას) „რა ვქნა? გავძეხი... - საბრალოდ თქვა ჩიჩიომ. სახე მოეღრიცა. - მე მგონი, ნამდვილად მეტი მომივიდა, ჰალე...“ ოთო-ექიმი ტახტიდან წამოდგა, შარვალი კოხტად ჩამოკიდა. „რა ვქნა? - იკითხა ისევ ჩიჩიომ, - მეტი მომივიდა, რა ვუყო? აა?“ - მუცელზე ფრთხილად მიიდო ხელები, სახემობრეცილმა თვალები სიმწრით მილულა, „წყალი დამალევინე... დომენიკო, რა... ოღონდ გამჭვირვალე ჭიქით...) (გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)