ავტორი ილია ჩაჩიბაია
14:47 09.03.2018
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება. მოსახლეობის უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გახდება. როგორია საქართველოდან დანახული რუსეთის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, რა პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია ეს არჩევნები საქართველოსთვის? - ამ თემებზე გვესაუბრებიან პოლიტიკოსები და საზოგადოების წევრები:
ვახტანგ მაისაია, "ნატო"-ს ექსპერტი: საქართველიდან დანახული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ალბათ დიფერენცირებულია; ყველა უყურებს და აფასებს ამ არჩევნებს საკუთარი "სამრეკლოდან" - ლიბერტალიანებიდან დაწყებული და ევრაზიელებამდე დამთავრებული. მაგრამ ზოგადად ამ არჩევნების ბედი უკვე შემდგარი ფაქტია და ისედაც გასაგებია ვინ გახდება კრემლის "ახალი ძველი" მეთაური. უბრალოდ საქმე ეხება ლეგიტიმურობის ხარისხსა და მაღალი ცენზის ფაქტორს, ანუ ვლადიმერ პუტინს სჭირდება მაღალი დონის ჩართულობა და მაღალი დონის დაახლოებით (75% მაინც) ამომრჩევლის ხმა, ანუ მაღალი დონის ლეგიტიმურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუჭირდება ბოლო მეოთხე ვადის პერიოდის ბოლომდე მიყვანა, ანუ აქ იმუშავებს ე.წ. „ელცინის სინდრომი“, რომელიც 1996 წელს დაბალი პოლიტიკური ამომრჩეველთა ცენზის ფონზე (დაახლოებით 53%) იძულებული შეიქმნა ვადაზე ადრე გადამდგარიყო, ჯერ კიდევ ახალგაზრდა პუტინის სასარგებლოდ. მოკლედ პუტინს სჭირდება, წინა არჩევნებზე ანუ 2012 წლის მაჩვენებელზე უფრო მაღალი მაჩვენებელი (2012 წელს მას ხმა მისცა ამომრჩეველთა 63%). ამიტომაც მას სჭირდება სულ მცირე 70% და მაქსიმუმ (75%). ამ არჩევნების შედეგები ეუთოს სამდამკვირვებლო მისიამ მართალია პოზიტიურად შეაფასა, მაგრამ ნეგატიური პოზიცია გამოხატა ხმების დათვლის პროცესზე.
- რამდენად ლეგიტიმურია ეს არჩევნები?
- აღნიშნული არჩევნები ტარდება ქვეყნის საკანანონმდებლო ბაზის საფუძველზე და კონსტიტუციაში არსებული ბუდნოვანი დებულების ფონზე, რომელიც დე-ფაქტოდ იძლევა საშუალებას გვერდის ავლა მოხდეს საპრეზიდენტო ორი ვადით არჩევანის თემას. მით უფრო როდესაც კონსტიტუციური უმრავლესობის და მაღალი დონის ე.წ. „პოლიტიკური ვერტიკალის“ ფონზე, სადაც ყველა სახელისუფლო მმართველობის ძაფი მიდის ქვეყნის პრეზიდენტთან - მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“, ასევე მარიონეტული ოპოზიციური პარტიები - ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია და „სამართლიანი რუსეთი“, სახელმწიფო საბჭო, პრეზიდენტის სპეციალური რწმუნებულების ინსტიტუტი რვა ზე-ფედერალურ მხარეში, კლანური მმართველობა და ა.შ. უკვე ისედაც გასაგებია, რომ ქვეყანაში, სადაც არის ავტორიტარული რეჟიმი - პრეზიდენტის არჩევნები, მისთვის ჩვეულ გარემოში და ლეგიტიმაციაც ექნება შესაბამისი.
- რამდენად ღიად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი?
- რათქმაუნდა ავტორიტარული რეჟიმის პირობებში რთულია ისაუბრო ღიად არსებული საარჩევმო პროცესებზე, ანუ ეს არჩევნები გაიმეორებს წინა არჩევნების მოდელს - ზოგადად არაა ღია და ტრასპარენტული, უკვე დასაწყისში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა კანდიდატობის რეგისტრაციაზე ცნობილი ოპოზიციური ძალის ლიდერი, „პროგრესის პარტიის“ თავმჯდომარე, ალექსანდრე ნავალნი და ხელოვნური ბარიერები შეუქმნეს მეორე კანდიდატს ქსენია სობჩაკს. ასე რომ აღნიშნული არჩევნები მაინც არ იქნება მთლიანად ტრანსპარენტული და ღია, სულ მცირე ადმინისტრაციული რესურსი და დათვლის პროცესის დროს მანიპულაციები იქნება ამის ერთ-ერთი მიზეზი.
- სხვა ქვეყნების არჩევნებისგან რაიმე არსებითი განსხვავება თუ არსებობს?
- გააჩნია რომელ ქვეყანაზეა საუბარი და რომელი ქვეყნების ფონზე შეიძლება შევადაროთ არჩევნები. აღნიშნული არჩევნები არაფრით არ იქნება განსახვავებული პოსტ-საბჭოთა სივრცეში ჩატარებულ არჩევნებისგან - ეს ზოგადად რომ ავღნიშნოთ, ხოლო დეტალურად კი უფრო იქნება ჩაკეტილი და უფრო მისადაგებული ამჟამინდელ რუსულ პოლიტიკურ სისტემას.
- საქართველოსთვის პოლიტიკურად რას ნიშნავს რუსეთის არჩევნები? რას უნდა ველოდოთ?
- საქართველოსთვის ამ არჩევნებიდან არაფერს არ უნდა ველოდოთ, უფრო სწორედ რომ ვთქვათ არაფერს კარგს. რადგანაც ხელისუფების სათავეში რჩება ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავს მოგვახვია 2008 წლის აგვისტოს ომი და აღიარა ჩვენს ტერიტორიაზე არსებული თვითმარქვია პოლიტიკური არალეგიტიმური რეჟიმები და ყველანაიარად გვებრძვის ჩვენ. ასე რომ არაფერს კარგს, თუ არა უფრო უარესს ვარიანტებს ჩვენი ქვეყნისთვის.
ადა მარშანია, საქართველოს პარლამენტის წევრი: ამ არჩევნებისგან ქართველები ნაკლებად უნდა ველოდოთ რამეს. ჩვენ თავად უნდა ვიმოქმედოთ. კარგად უნდა დავინახოთ მწვავე რეალობა. ჯერ ეს უნდა გავაკეთოთ და შემდეგ ვეცადოთ სიტუაციის შეცვლას ჩვენს სასარგებლოდ. მოლოდინი კი არა, ამ სიტყვის კარგი გაგებით, შეტევაზე უნდა გადავიდეთ.
ჯონდი ბაღათურია, „ქართული დასის“ ლიდერი: რუსეთის არჩევნები დამთავრდება ვლადიმერ პუტინის გამარჯვებით, რაც სავსებით სამართლიანი და ლოგიკურია. ეს არჩევნები სრულიად ლეგიტიმურია. რუსეთში არჩევნები უფრო დემოკრატიულად ტარდება, ვიდრე ზოგიერთ პროდასავლურ ქვეყანაში.
ჩვენ, ამ არჩევნებისგან უნდა ველოდოთ პუტინის გამარჩჯვებას, შესაბამისად რუსული ეკონიმიკის და სამხედრო პოტენციალის ზრდას, - ანუ რუსული პოლიტიკური გავლენების ზრდას მთელ მსოფლიოში. უნდა ვემზადებოდეთ: შექმნილი ვითარების საქართველოს სასარგებლოდ გამოყენებისთვის, რუსეთთან და ამ ქვეყნის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგისთვის; ყოველგვარი მაჭანკლების გარეშე.
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველი: რუსეთი ჩვენი მეზობელია, ამასთან ოკუპანტი ქვეყანა. აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი. 100 % ისევ პუტინი იქნება ქვეყნის მეთაური, მაგრამ საარჩევნო ციბ-ცხელებას მაინც ინტერესით უყურებს მთელი მსოფლიო. მათ შორის საქართველო. საარჩევნო პროცესი ჯერჯერობით დემოკრატიულად და ღიად მიდის. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები თითქმის ყველა ფედერალურ არხზე იმართება და ამომრჩეველს საშუალება აქვს მოუსმინოს ყველა კანდიდაატს. თუმცა, აქ ბრძოლა მიდის უფრო იმისთვის, ვინ დაიკავებს მეორე ადგილს. გამარჯვებულის ვინაობა თავადაც იციან, ეს პუტინია.
სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით რუსეთში გამოკვეთილი ლიდერი ერთი კანდიდატია, რომელსაც სავარაუდიდ ვერავინ დაეწევა. დღეისთვის პუტინს 65 % უჭერს მხარს, მეორეზე კი კომუნისტური პარტიის წარმომადგენელია 13 %.
ეს არჩევნები საქართველოსთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ თუ ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან დიალოგი არ დაიწყო არაფერი არ შეიცვლება; არც არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს ამ არჩევნებისგან.
ბეჟან გუნავა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი: რუსეთში არ ტარდება თავისუფალი არჩევნები და ვერც ჩატარდება. ვლადიმერ პუტინს რათქმაუნდა შანსი აქვს და გაიმარჯვებს. პუტინს რუსეთის მოსახლეობაში გარკვეული რეიტინგი აქვს. თავისი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა. რუსეთი პუტინის ხელში მომძლავრდა და გახდა ძალიან სერიოზული ქვეყანა მსოფლიოში, გამომდინარე აქედან გაიმარჯვებს ამ არჩევნებში.
ვლადიმერ პუტინს ნაკლებად აინტერესებს ილაპარაკონ იმის თაობაზე რომ არჩევნები არალეგიტიმურია. ეს არჩევნები ტარდება რუსეთში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად და სამართლებრივად ლეგიტიმურია. საერთაშორისო საზოგადოება ამ თვალსაზრისით ვერაფერს ვერ იტყვის. მსოფლიოში არსებული ძალები, რომლებსაც არ უყვართ პუტინი და მაინცდამაინც არ მოსწონთ რუსეთის სიძლიერე, შეეცდებიან ისაუბრონ მის არალეგიტიმურობაზე, თუმცა დემოკრატია არ არის რუსეთში და ეს არჩევნები ვერ იქნება დემოკრატიული. ხალხის უმრავლესობა არ არის უკმაყოფილო პუტინის მმართველობით.
-პუტინმა საქართველოსთან თანამშრომლობის მზაობა არაერთხელ გამოთქვა, თუ ის არ გაიმარჯვებს, რა შეიცვლება ჩვენი ქვეყნისთვის?
-ყველანაირად რუსეთზე ვართ მიბმული, გინდათ ტერიტორიული მთლიანობის და ეკონომიკური საკითხები; ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა მივესალმოთ თანამშრომლობის მზაობას. საქართველო შეუძლებელია განვითარდეს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების გარეშე. ეს არის მეზობელი, რომელსაც მთელი მსოფლიო ანგარიშს უწევს. ის რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ უნდა ველაპარაკოთ მათ. შეიცვლება თუ არა ხელისუფლება ამას არ აქვს ჩვენთვის ძალიან პრინციპული მნიშვნელობა. ყველა ხელისუფლებას ექნება იდენტური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. რუსეთის მხრიდან მუდამ იქნება ინტერესი საქართველოს მიმართ და არამგონია რომელიმე ხელისუფლებამ მოგვართვას ის წართმეული ტერიტორიები. ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ჩვენი მხრიდან საჭიროა მუდმივი სწრაფვა დიალოგისკენ. სულაც რომ აღდგენილი იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მაინც უნდა ვისწრაფოთ იქითკენ, რომ რუსეთთან დიალოგის რეჟიმში ვიყოთ და მუდმივად გვქონდეს ურთიერთობა, - ამისკენ ისწრაფის მთელი მსოფლიო.