წყარო „კვირის პალიტრა“, for.ge
17:10 23.03.2015
წერილმა, რომელიც ჩრდილო ოსეთში მცხოვრებმა, ორგანიზაცია "დარიალის" ყოფილმა წევრმა გამოუგზავნა "კვირის პალიტრას", შეგვძრა.
"არ ვიცი, როგორ მოგმართოთ ან რა გითხრათ, როგორ მოგეფეროთ. მე სულითა და გულით ქართველი ვარ და მიყვარს ჩემი სამშობლო, რომელიც არ მინახავს. უფლება არა მაქვს, არ მიყვარდეს ჩემი ქვეყანა. მისმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა ამ ბარათის დაწერა.
ჩემი წინაპრები დადიანებთან ერთად გადასახლებულან ჩრდილო ოსეთში. მე ოსეთში დავიბადე და გავიზარდე. როდესაც ქართველებსა და ოსებს შორის ომი ატყდა, ვლადიკავკაზში ვცხოვრობდი. შარშან ჩემმა მეგობარმა ოსმა ქალმა, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში მუშაობს, შემომთავაზა, გავწევრებულიყავი ორგანიზაცია "დარიალში". მაშინ უარი ვუთხარი. დაახლოებით ოთხი თვის წინ კი ისევ შემომთავაზა გაწევრება. როგორც მითხრა, ამ ორგანიზაციაში გაწევრებული ყოფილან პატრიოტი ოსები და თუ მეც გავხდებოდი წევრი, მომცემდნენ ბინას ყაზბეგში, კოტეჯსა და მიწას კი გუდაურში. დავინტერესდი და დავთანხმდი. შეხვედრები უნივერსიტეტში, საღამოს 9-დან 12 საათამდე იმართებოდა.
პირველივე შეხვედრაზე ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ვლადიკავკაზის თითქმის ყველა ცნობილ პირს მოეყარა თავი. აქ იყვნენ საქართველოში მცხოვრები სომხების წარმომადგენლები, ასევე ერევნიდან ჩამოსული სომხები. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ნათელი გახდა, რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრებს და რატომ გვთავაზობდნენ ორგანიზაციის წევრებს ბინებს ყაზბეგში და ვილებს - გუდაურში. იანვრის შეხვედრაზე ისეთი რამ შევიტყვე, თავს მოვალედ ვთვლი, ჩემს ქვეყანას შევატყობინო. ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს, წაჰგლიჯოს საქართველოს ყაზბეგის რაიონი თრუსოს ხეობითურთ და გუდაური. აქვთ რუკები და პროექტები, სადაც ჩამოყალიბებულია, როგორ უნდა შეუერთდეს თრუსოს ხეობის გავლით ცხინვალის მხარე კობსა და გუდაურს. მე ეს ამბავი საგანგაშოდ მეჩვენა.
სომხეთის წარმომადგენლები შეხვედრაზე ოსებს შეჰპირდნენ, რომ შეადგენენ დოკუმენტებს, თითქოს სომხეთის ისტორიულ წყაროებში აღმოაჩინეს, რომ ყაზბეგის რაიონი ალანთა ძირძველი მიწაა, საიდანაც ოსები ქართველმა მეფეებმა განდევნეს. აი, ამ დოკუმენტით აპირებენ "თავიანთი მიწის" დაბრუნებას. როგორც სომხეთის წარმომადგენლებმა განუმარტეს დამსწრეებს, საქართველოს ისტორია სომხური წყაროების მონაცემებზეა შექმნილი.
ასევე განიხილეს, როგორ და როდის უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ოსები ლარსის გზის გახსნას ელოდებიან. იციან, რომ კობსა და თრუსოს ხეობის სოფლებში ოსთა საცხოვრებელი სახლები გაძარცულია. როდესაც ლარსი გაიხსნება, ოსები შევლენ სოფლებში და დაიწყება შეჯახება ოსებსა და ყაზბეგის მოსახლეობას შორის, რაც კონფლიქტის საუკეთესო პირობა იქნება. ამ გეგმით ოსები რუსეთის დახმარებით დაიკავებენ ყაზბეგის რაიონს, თრუსოს ხეობასა და გუდაურს. სხდომაზე დაისვა საკითხი: გახსნიდა თუ არა საქართველო 1-ელ მარტს ლარსის გზას. როგორც სომხეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, გზა აუცილებლად გაიხსნება, რადგან სომხეთს საქართველოს პრეზიდენტისთვის ათეულობით მილიონი დოლარი აქვს გადახდილი სომხეთში ვიზიტის დროს.
ჩემო ძვირფასო ქართველებო! გამოიჩინეთ გონიერება, არ დაუშვათ ლარსის გზის გახსნა. მაქსიმალურად შეუშალეთ ხელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ლარსის გზის გახსნის შესახებ. ეს დამღუპველი იქნება საქართველოსთვის.
ამ ბარათს რომ მიიღებთ, ვლადიკავკაზში აღარ ვიქნები. უცხოეთში მივემგზავრები. მე რუსეთში ვერ ვიცხოვრებ.
ეს წერილი ერთმა კეთილმა ადამიანმა დამაწერინა. მე ქართული არ ვიცი.
თქვენი ქართველი"
ეს წერილი ერთადერთი არ არის, რომელიც ასეთ ინფორმაციას აწვდის საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას. დიდი ხანია, ინგუშები გვაფრთხილებენ, რომ ვლადიკავკაზში მეტად სახიფათო ფაციფუცი აქვთ. ამას წინათ ერთმა ინგუშმა ისტორიკოსმა მომწერა, ხალხო, გაიღვიძეთ, ქვეყანა თავზე გემხობათ, გულზე ხელები რას დაგიკრეფიათო. სხვათა შორის, ინგუშები აგვისტოს ომამდე რამდენიმე ხნით ადრეც გვაფრთხილებდნენ რუსეთის თავდასხმისა და პროვოკაციის საშიშროებაზე, ახლა დღის წესრიგში ლარსის გზის გახსნის საკითხი დადგა(?!). როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ლარსის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა ჩვენი მეზობელი სომხეთისთვის.
მეზობლების ინტერესების გათვალისწინება აუცილებელია, მაგრამ არა საკუთარი ქვეყნის საზიანოდ!
მამუკა არეშიძე: - ამ წერილში მოთხრობილი ამბავი სრული სიმართლეა. ეს შეკრება ვლადიკავკაზში იანვარში გაიმართა და მას ბევრი გავლენიანი პირი ესწრებოდა: ჩრდილო ოსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჩრდილო ოსეთის პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე და რაც მთავარია, რუსეთის დუმის დეპუტატი არსენ ფაძაევი. ეს იყო მაღალ დონეზე ჩატარებული შეხვედრა. "დარიალის" წევრების გარდა, იქ იყვნენ სხვა ორგანიზაციის (მაგალითად, "კობელების") წევრებიც. ჩრდილო ოსეთის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, რუსეთის დავალებით, ახლა მხოლოდ ამ საქმეებითაა დაკავებული. როგორ ვერ ხედავს ამ საფრთხეს საქართველოს ხელისუფლება? რამდენი ხანია ინგუშეთის პრეზიდენტ იუნუს-ბეკ ევკუროვთან დაახლოებული ხალხი, ინგუშეთის პარლამენტის წევრები გვაწვდიან დაწვრილებით ინფორმაციას იქაურ გეგმებსა და პროვოკაციებზე, მაგრამ ვერავის ვერაფერი შეასმინეს.
რატომ არ ვუჯერებთ ჩვენს გულშემატკივარ ერს, რომელსაც ჩვენთან მეგობრობა უნდა? არ ვამბობ, რომ ლარსი არასოდეს არ უნდა გაიხსნას, მაგრამ დღეს საქართველო არ არის იმ საფრთხისთვის მზად, რომელიც წინდაუხედავი პოლიტიკის გამო შეიძლება თავს დაატყდეს. არა მარტო ინგუშები, ვლადიკავკაზელი ქართველებიც იმავეს გვატყობინებენ. ვატყობთ, რაღაც ძალზე ცუდი მზადდება, ოსები უკვე ინაწილებენ სახლებს ყაზბეგში და აგარაკებს გუდაურშიო. გვაწვდიან გაშიფრული პროვოკაციის რამდენიმე ვარიანტსაც და მეტი რა ქნან?
რა სახის პროვოკაციებზეა ლაპარაკი?
- რადგან თრუსოდან და კობიდან წასული ხალხის უმეტესობა ორმაგი მოქალაქეა და საქართველოს პასპორტებიც აქვთ, მათ საქართველოში დაბრუნებას ვერავინ შეუშლის ხელს. მოქალაქეა და ქვეყანაში შემოსვლაზე ხომ არ ეტყვი უარს? ზოგი მათგანის სახლი გაპარტახებულია, ზოგის - დაკავებული. ეს ხალხი რომ დაბრუნდება და გაძარცული და დაკავებული სახლები დახვდება, ხომ მოჰყვება ამას გაწევ-გამოწევა, მიტინგები ყაზბეგში? რუსებიც ამას იქნებიან დადარაჯებული, არიქა, რუსეთის მოქალაქეებს ისევ გვიჩაგრავენო. შემოვა რუსის ჯარი და მერე იმას გაიყვან აქედან? ან ვიღაც (ისევ რუსული სპეცსამსახურები) რუსებს თავს დაესხმება, გაძარცვავს ან მოკლავს და რუსეთი თავისი კანონების შესაბამისად დაიწყებს მათ დაცვას. ახლა ვნახოთ, რა ინტრიგებს ხლართავს პარალელურად ოსური პრესა.
პირველი ეტაპი, რომ ყაზბეგის რაიონი მათია, უკვე გაიარეს. ახლა თურმე რაც ჯვრის უღელტეხილის იქით არის, ჩრდილო კავკასია, ესე იგი ოსეთია. ყაზბეგი სწორედ ჯვრის უღელტეხილის იქით არის. არაერთხელ ვთხოვე ყაზბეგელებს, შეიკრიბეთ, ისევე როგორც რაჭველებმა გააკეთეს, რომ თქვენი პოზიცია დაინახოს ხელისუფლებამ-მეთქი. სხვათა შორის, ამ საკითხზეც "იმუშავეს" ვიღაც-ვიღაცებმა. ყაზბეგში ხალხი დაუპირისპირეს ერთმანეთს. ერთმა ნაწილმა პეტიცია შეადგინა მთავრობის სახელზე და ითხოვს, ლარსი არ გაიხსნას, ნაწილმა კი ლარსის გახსნის მოთხოვნას მოაწერა ხელი.
ბევრმა მითხრა, ხელი სამსახურის დაკარგვის მუქარით მოგვაწერინესო. ამ ხალხს მინდა ვუთხრა: თუ ახლა არ დაიკავებენ პრინციპულ პოზიციას, სამსახური კი არა, სამშობლოც ოხრად დარჩებათ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყაზბეგში მოსახლეობის ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, ბევრი პენსიას რუსეთიდან იღებს. რეგიონი უაღრესად რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია. თანაც, მიჩვეული არიან ვლადიკავკაზთან ურთიერთობას. ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს მთას, დაინტერესდეს ამ საკითხით. პატრიარქი რომ არ იყოს, ეს რეგიონი ღვთის ანაბარა იქნებოდა მიტოვებული. დღეს საქართველო არ არის მზად იმისთვის, რომ ამ საფრთხეს გაუმკლავდეს. ეს გაზაფხული როგორმე გადავიტანოთ და ლარსი მაშინ გავხსნათ, როცა მზად ვიქნებით რაღაცებისთვის. სომხეთსა და რუსეთს რომ უნდათ ლარსის გახსნა, გასაგებია: სომხებს გზა სჭირდებათ, რუსებს გიუმრის ბაზის მომარაგება.
სომხებს რატომ უნდათ, რომ ეს ტერიტორია ოსეთმა მიიტაცოს, მაშინ ხომ აუცილებლად ჩაიკეტება გზა და სომხეთი ისევ მოწყვეტილი აღმოჩნდება?
- ისინი, ვინც შეკრებას ესწრებოდნენ, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები არიან. მათ არც სომხეთი ადარდებთ. დიდ ხეირს ლარსის გახსნით რუსეთი ელის. ის ცდილობს, დაიკავოს 40-კილომეტრიანი ზოლი კავკასიონის ქედის გასწვრივ. ეს მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრების შემთხვევაში. რუსეთს სურს ამ დროისთვის უკვე ჰქონდეს ბუფერული ზღუდე. ეს არის რუსეთის მთავარი ამოცანა. ჩრდილოელი ოსები კი ამ შემთხვევაშიც ისეთივე ბრმა იარაღი არიან, როგორიც აფხაზები და სამაჩაბლოელი ოსები.
საწყლები ვერ მიმხვდარან, რომ ახლოსაც არავინ მიუშვებს ყაზბეგსა და გუდაურთან. იმასაც ვერ ხედავენ, რომ აფხაზებს ნელ-ნელა აძევებენ სახლებიდან და ოსებს კი სამაჩაბლოდან? რუსეთი ძალზე სახიფათოდ თამაშობს. ლავროვმა ინტერვიუში განაცხადა, ლარსის გზის გახსნის საკითხი განიხილებაო. აქეთ გვამადლის ლარსის გახსნას, თითქოს ჩვენ გვჭირდებოდეს. საქართველოს ხელისუფლებამ არაფრით არ უნდა დაუშვას ამ გზის გახსნა! თუ ყაზბეგი დავკარგეთ, დავკარგავთ ხევსურეთსაც, თუშეთსაც! მით უმეტეს, რომ თუშეთში საზღვარი უკვე გადმოსწიეს რუსებმა. რუსებმა გზები შატილამდე მოიყვანეს. თუ ამაზე რეაგირებას არ მოახდენენ, საზოგადოებას სრული უფლება აქვს, იფიქროს საქართველოს ხელისუფლებაში მეხუთე კოლონის არსებობაზე!