პატიმარ მირზაშვილს ემუქრებიან - “გაჩერდი, თორემ, ჩამოგახრჩობთ და ვიტყვით, რომ თავი ჩამოიხრჩე“

ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
20:13 16.12.2011
მსჯავრდებულ ნიკოლოზ მირზაშვილს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა №18 სამკურნალო დაწესებულებაში ჩამოხრჩობით ემუქრებიან, ხოლო მისი უფლებების დამცველ ადვოკატ მამუკა ნოზაძეს კი ჰპირდებიან, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დანაშაულს ვერ დაუმტკიცებენ. ამის შესახებ თავად მამუკა ნოზაძემ გვითხრა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ მირზაშვილის წამების ფაქტზე 9 დეკემბერს “ობიექტივის“ ვებგვერდზე გამოვაქვეყნე პირველი წერილი სათაურით - პატიმარი ნიკოლოზ მირზაშვილი მორგში ჩაიყვანეს, “დასკოჩეს“ და სცემეს. შეგახსენებთ იმასაც, რომ წამების ამგვარი ფორმების გამოყენების მიზეზი გახდა მსჯავრდებულ მირზაშვილის მხრიდან მტრედებისთვის პურის ნამცეცების დაყრა.


იმას, თუ რა რეაგირება მოჰყვა ნიკოლოზ მირზაშვილის წამების ფაქტის გახმაურებას, როგორც პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ისე N18 სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან, მამუკა ნოზაძესთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ვებგვერდზე, სიახლეების ნუსხაში მსჯავრდებულ მირზაშვილის შესახებ არაფერი წერია. იქ მხოლოდ იმის წაკითხვა შეგიძლიათ, რომ “არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან მორაგბეთა კლუბ “თსუ-ს“ ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეებმა ამხანაგური მატჩი გამართეს“ და რომ “საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან ერთად რუსთავის №16 დაწესებულებაში პურის საწარმო გახსნა“...

ჯერჯერობით არც სახალხო დამცველის ვებგვერდზე (ახალი ამბების ჩამონათვალში) დევს რაიმე ინფორმაცია, ნიკოლოზ მირზაშვილის წამების ფაქტზე.

ადვოკატი მამუკა ნოზაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბოლოს 13 დეკემბერს შეხვდა.

მამუკა ნოზაძე: 9 დეკემბერს “ობიექტივზე“, “პრესაგე.ტვ“-ზე, “ღია ბოქლომსა“ და 12 დეკემბერს გაზეთ “ასავალ დასავალში“ გამოქვეყნებული სტატიები N18 სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს “ყურადღებით“ წაუკითხავთ. დირექტორმა მის კაბინეტში განმიცხადა, რომ ის, რაც დაიწერა, მოგონილია და რომ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს ვერ დავამტკიცებთ. ასეთი ცინიკური დამოუკიდებულება უკვე ადასტურებს მის დანაშაულებრივ ქმედებას.

სანამ დირექტორი ამას მეტყოდა, მანამდე ამ თემაზე ნიკოლოზ მირზაშვილს ესაუბრნენ, ისეთი ფორმით, როგორც მათ სჩვევიათ, ოღონდ ამჯერად არ უცემიათ.

რა უთხრეს პატიმარს?

-პატიმარს უთხრეს, რომ მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია წაიკითხეს და თუ ის ბრძოლას არ შეწყვეტს, ჩამოახრჩობენ. როგორც ნიკოლოზ მირზაშვილმა განმიცხადა, პირდაპირ ასე უთხრეს - “გაჩერდი, თორემ, ჩამოგახრჩობთ და ვიტყვით, რომ თავი ჩამოიხრჩვე“.

მიმდინარე წლის ნოემბერში მის მოძღვარს უთხრა, რომ თუ მას ჩამომხრჩვალს იპოვიდნენ, ეს არ იქნებოდა მისი გაკეთებული. ამის შესახებ 8 ნოემბერს პროკურატურას წერილობით ვაცნობე. ახლა ჩემთან საუბრისას მირზაშვილმა იგივე გაიმეორა. მითხრა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია, თავის მოკვლას არ აპირებს და თუ მას საკანში ჩამომხრჩვალს იპოვნიან, ეს მისი გაკეთებული არ იქნება.

ცნობეთ თუ არა ევროპულ სასამართლოს, მირზაშვილის წამების ფაქტზე?

-ევროპულ სასამართლოში გასაგზავნი წერილი უკვე თარჯიმანთან არის და 20 დეკემბერს, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სტრასბურგში გავგზავნი. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით მორიგი განცხადება 12 დეკემბერს შევიტანე, რომლის ასლსაც სხვა დოკუმენტებთან ერთად ევროპულ სასამართლოში გადავგზავნი და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხრიდან მირზაშვილის წამების ფაქტს დაუყოვნებელი რეაგირება მოჰყვება.

ამასთან, ევროპულ სასამართლოს ვაცნობებ მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილის წამების ფაქტის შესახებ, იმის აღსანიშნავად, თუ წამების როგორ მეთოდებს ამკვიდრებენ სასჯელაღსრულების N18 დაწესებულებაში, სადაც ამავდროულად კლანური მმართველობაა გამეფებული, ისევე, როგორც ზოგადად ციხეთა სისტემაში.

მაგალითები დაასახელეთ.

-კი ბატონო - N18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორი ვაჟა ცხვედიანი არის დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაური. ამ დაჯგუფებაში შედიან გიორგი ავსაჯანიშვილი და ალექსანდრე თოლორდავა. პატიმრების ცემა-წამება და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება უშუალოდ ვაჟა ცხვედიანის მითითებებით ხდება.

ცხვედიანის ცოლი იქვე, გლდანის N8 დაწესებულებაში მუშაობს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გაგა მკურნალიძის ძმა ვაჟა ცხვედიანთან, რეჟიმის განყოფილებაში მუშაობს...

ამ ადამიანებს არანაირი სამართლებრივი აზროვნება არ გააჩნიათ. ისინი ხელმძღვანელობენ ყაჩაღური, ძალადობრივი და ფაშისტური მეთოდებით. მათ მიერ ბოლო პერიოდში დანერგილი წამების მეთოდები არის პიკი ოცდამეერთე საუკუნეში.

რა რეაგირება მოჰყვა თქვენს მიერ 9 დეკემბერს, ჩემთვის მოცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, ვისაც უფლებადაცვით სფეროსთან შეხება აქვს?

-მირზაშვილის წამების ფაქტით მხოლოდ პრესის ჟურნალისტები დაინტერესდნენ. როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (მათ შორის ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებას“) პროტესტი უნდა ჰქონდეთ ქვეყანაში არსებულ ყველანაირ უკანონობაზე და დანაშაულებრივ ქმედებაზე, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. რეალურად კი ახლა მხოლოდ იმით არიან დაინტერესებულები, პარლამენტართა რაოდენობა გაიზრდება თუ იგივე დარჩება და ვის რამდენი მანდატი შეხვდება.

არადა, ამაზე მნიშვნელოვანია იგივე ნიკოლოზ მირზაშვილის სიცოცხლე, იგივე კახაბერ ბარათაშვილის სიცოცხლე, რომლის მიმართაც წამების დაახლოებით იგივე მეთოდები გამოიყენეს.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების ადგილას მიხეილ სააკაშვილი, რომ იყოს, მირზაშვილისა და ბარათაშვილის წამების ფაქტებზე აურზაურს ატეხდა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით - ადვოკატს, პატიმრის ოჯახის წევრებს შეხვდებოდა, სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის პატიმრის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით დაინტერესდებოდა და მთელ მსოფლიოს აჩვენებდა, როგორ არ ხდება დანაშაულზე რეაგირება და როგორ მფარველობს ხელისუფლება ციხის ჯალათებს.

პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, თუ ისინი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებით მართლაც არიან დაინტერესებულები, ვფიქრობ, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს მირზაშვილი აწამეს, ბარათაშვილი, ბაგრატიონი, თუ რომელიმე ცნობილი ოჯახის შვილი. ის რომ ციხეში ადამიანს აწამებენ, არის ქვეყანაში საგანგაში მდგომარეობის მანიშნებელი და ამ ფონზე უფლებადამცველების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების პასიურობა საკვირველია. მინდა საპატრიარქოსაც მივმართო, რომ ამ წამებაზე, ძალადობაზე ხმა აიმაღლონ.





რედაქტორის რჩევით

 
 
 
"ეგვიპტელებო გვაკოცეთ ..." - ლალი მოროშკინას უხამსი წარწერა

ჩახდილი გოლკიპერი - სკანდალი შვედეთის საფეხბურთო ნაკრების ირგვლივ

"შენ გენაცვალე" ნიუიორკული აქცენტით - ემიგრანტი მომღერალი ილუშა ცინაძე

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

"საქართველოს ბანკის" სათაო ოფისთან მოქალაქემ თვითმკვლელობა სცადა

აშშ-ში მოკლული ბექა ზარდიაშვილის ახლობლები გარდაცვლილის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვენ

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...
"ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულები რუსუდან კერვალიშვილის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ

"პოლიცია ყველგან შევიდა, სადაც "გლობალტივის" ანტენებს ამონტაჟებდნენ" - გოგიტა მოდებაძე

მგლებმა თელავის რაიონში 26 სული ცხვარი დაგლიჯეს

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...