ავტორი ნინო მიქიაშვილი
20:12 21.11.2013
მსოფლიო იურისტთა ასოციაციის დაწესებული და უმაღლესი სასულიერო და საერო პირებისთვის განკუთვნილი ჯილდო - სამართლიანობის ორდენი 21 ნოემბერს გადაეცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ხოლო 22-ში სამართლიანობის ორდენით ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს დაააჯილდოებენ.
პატრიარქს ჯილდო საპატრიარქოს შენობაში გადაეცა. ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიო იურისტთა ასოციაციის მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელები, სასულიერო პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები და ჟურნალისტები.
მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ცნობილაძემ განმიმარტა, რომ მათი ორგანიზაცია დაახლოებით 50 წლის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების ოცდამეთექვსმეტე პრეზიდენტის, ლინდონ ჯონსონის მფარველობითა და ხელშეწყობით დაფუძნდა; ორგანიზაცია 140 ქვეყნის წარმომადგენელს აერთიანებს. მსოფლიო იურისტთა ასოციაციას გაეროში თავის წარმომადგენელი ჰყავს. ორგანიზაცია აპოლიტიკურია. მისი საქმიანობის მთავარი დევიზია, სამართლის მეშვეობით მსოფლიოში მშვიდობის დამყარება.
სამართლიანობის ორდენით დაჯილდოებულნი არიან: რომის პაპი იოანე პავლე მეორე, რომელმაც ეს ჯილდო 2004 წელს მიიღო; იტალიის პრეზიდენტი კარლო აძელიო ჩამპი; დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე; ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ჯინ ტაო (იმისათვის რომ მან ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის გათანამედროვეობა შეძლო); სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე და ხვალ ამავე ორდენს მიიღებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
პაატა ცნობილაძისგან შევიტყვეთ, რომ პატრიარქის დაჯილდოების ინიციატორი იყო მსოფლიო იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, წარმოშობით უკრაინელი ვალერი ევდოკიმოვი, რომელიც ახლო წარსულში მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი იყო. “უწმინდესსა და უნეტარესს ეს ჯილდო გადავეცით იმ ღვაწლის გამო, რომელსაც მთელი მისი საქმიანობის განმავლობაში ეწეოდა. მშვიდობისა და სამართლიანობის განვითარებისათვის პატრიარქის მოღვაწეობა ძალიან დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გასცდა“, - განაცხადა პაატა ცნობილაძემ.
მსოფლიო იურისტთა ასოციაციის მეორე ვიცე-პრეზიდენტმა, ქალბატონმა კიმ კორლამ მსოფლიოში მშვიდობის გამყარების საქმეში პატრიარქის როლი გამოკვეთა - “მოხარული ვარ, რომ ეს ჯილდო მივუძღვენით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, რომლის მოღვაწეობის შესახებ ჩვენ ვიცით და ასევე ცნობილია მისი დიდი როლი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში და იმ საკითხში, რასაც ჰქვია სამართლის უზენაესობის გზით მშვიდობის დამყარება“.
პატრიარქის დაჯილდოების ცერემონიაზე ამერიკის იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბენ გრიფიტიც იმყოფებოდა, რომელიც ახლოს წარსულში იყო მსოფლიო იურისტთა ასოციაციის ეროვნული პრეზიდენტი აშშ-ში. მისი კოლეგების განმარტებით, ბატონი გრიფიტი ამერიკის ათ საუკეთესო იურისტთა შორის დასახელებული პიროვნებაა, რომელიც აშშ-ს ოფიციალურ წრეებში დიდი ავტორიტეტითა და გავლენით სარგებლობს.
“მინდა დაგიდასტუროთ ჩემი უღრმესი პატივისცემა თქვენი პიროვნების მიმართ, თქვენი ფასდაუდებელი ღვაწლის გამო. ჩვენი ორგანიზაცია (რომლის მისია არის მსოფლიოში მშვიდობის დამყარება, სამართლის უზენაესობის გზით) ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, თქვენს გვერდით, რადგან თქვენ ხართ არა მხოლოდ საქართველოს მთელი მოსახლეობის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროს პატრიარქი“, - ასეთი სიტყვებით მიმართა პატრიარქს ბენ გრიფიტმა.
მსოფლიო იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ვალერი ევდოკიმოვის მიმართვა პატრიარქისადმი, განსაკუთრებულად თბილისი სიტყვებით გამოირჩეოდა - “თქვენ მსოფლიოში გიცნობენ როგორც უდიდეს საეკლესიო მოღვაწეს, რომელიც თესავს სიკეთეს, მშვიდობას. ჩვენ ყოველთვის ქედს ვიხრით თქვენი საქმიანობის წინაშე, ხალხის საკეთილდღეოდ. თქვენი მოღვაწეობა უდაოდ იმსახურებს უმაღლეს შეფასებებს, მშვიდობის გამყარების საქმეში. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას გწირავთ იმისთვის, რომ დრო გამონახეთ და მიგვიღეთ. მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ. თქვენ ხალხისთვის მოგაქვთ არა მხოლოდ მშვიდობა, არამედ სამართლიანობაც, რის გამოც მსოფლიო იურისტთა ასოციაციამ გადაწყვიტა სამართლიანობის უმაღლესი ჯილდო გადმოგცეთ“.
ჯილდოს გადაცემის შემდეგ პატრიარქმა სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა:
“მოგესალმებით საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით. ის ჯილდო რომელსაც მე დღეს თქვენგან ვღებულობ, ჩემთვის სრულიად მოულოდნელია. მინდა ვთქვა, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც უნდა აკეთებდეს ყოველი ადამიანი და მით უმეტეს, პატრიარქი. ადამიანის და კაცობრიობის ყოფაში სამართლიანობა უზენაესი უნდა იყოს. მადლობას მოგახსენებთ თქვენი ყურადღებისთვის. ჩვენ იმ დარბაზში ვიმყოფებით, სადაც მე ვღებულობდი პაპს, იოანე პავლე მეორეს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ნეტარი ავგუსტინეს სიტყვები მინდა შეგახსენოთ - “მშვიდობა ყველას უნდა, მაგრამ ყველას თავისებურად ესმის“. კაცობრიობაში მშვიდობა რომ სუფევდეს, უპირველესად საჭიროა სამართლიანობა და კანონის უზენაესობა. ძველი რომაელები ამბობდნენ - “კანონი, რაც უნდა მკაცრი იყოს, ის არის უზენაესი“.
ჩვენ გამოვიარეთ რთული პერიოდი. ახლა ჩავატარეთ დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ გვყავს ახალი პრეზიდენტი, ახალი ხელისუფლება და ვფიქრობ, რომ ჩვენთან მშვიდობა იქნება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს მშვიდობა შევინარჩუნოთ. ამ ჯილდოსთვის მადლობას ვწირავ მსოფლიო იურისტთა ასოციაციას“.