ავტორი ნინო მიქიაშვილი
21:57 22.11.2013
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სამინისტროს შენობაში გამართულ ორსაათიან შეხვედრაზე არაერთხელ ეცადა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ხელოვნებათმცოდნეები დაეთანხმებინა სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სტატუსზე იმუშავებს, მაგრამ ყველა მცდელობაზე უარი მიიღო - ჯერ გაიწვიეთ ეკონომიკის სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი და სამუშაო ჯგუფის შექმნაზე მერე ვილაპარაკ.
ამ შეხვედრამდე ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროების სახელზე, არასამთავრობოებმა პეტიცია შეადგინეს, რომელზეც 35-მა ორგანიზაციამ და 1 065-მა ადამიანმა ხელი მოაწერა. პეტიციის მთავარი მოთხოვნა ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებული კანონპროექტის უკან გაწვევაა.
კულტურის სამინისტროში აქამდე გამართული მრგვალი მაგიდებისგან განსხვავებით, 22 ნოემბრის ღონისძიება გამორჩეული იყო - ტელეკამერების წინ არავინ პოზიორობდა, თითქმის ყველა სტუმარი კბილებით იცავდა ძეგლების ინტერესებს (მათ შორის პროფესიონალიც და არაპროპრეფესიონალიც), ერთმანეთს პირში არ ეჩრებოდნენ, კითხვებსაც ღირსეულს სვამდნენ და უკანაც არავის დაუხევია. არც მეტი არც ნაკლები, თავის კოლეგებთან ერთად დღეს თეა თუთბერიძეც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აქტიურ დამცველთა რიგებში იყო.
მრგვალ მაგიდას ერთადერთი დადებითი შედეგი ის მოჰყვა, რომ ორი სამინისტროს წინაშე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ხელოვნებათმცოდნეებმაც ღიად დააფიქსირეს თავიანთი უარყოფითი პოზიცია, ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივის მიმართ. ამავე უწყების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე მარტოდმარტო ცდილობდა მწვავე კითხვებისა და შეფასებების მოგერიებას. მისი განმარტებით, 2006-2007 წლებში ძეგლებს ბითუმად, სათანადო სამეცნიერო დოკუმენტაციის გარეშე მიანიჭეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. ამ განცხადების შემდეგ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს კონკრეტული ფაქტების დასახელება მოსთხოვეს, რაც მან ვერ გააკეთა და მერე განუმარტეს, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა და რომ ძეგლებს სტატუსი სათანადო დოკუმენტაციით ჰქონდა მინიჭებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია “იკომოს საქართველოს“ წარმომადგენლის, ხელოვნებათმცოდნე ციცინო ჩაჩხუნაშვილის განმარტებით, იგი ძეგლებისთვის სტატუსის მინიჭების საქმეში საბჭოთა პერიოდიდან მონაწილეობს. ციცინო ჩაჩხუნაშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს არ დაეთანხმა იმაში, რომ 2006-2007 წლებში ძეგლებს სტატუსი ბითუმად მიანიჭეს. იგი მიიჩნევს, რომ პირიქით, ძალიან მცირე რაოდენობის ძეგლს აქვს სტატუსი მინიჭებული და რომ კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში მომზადდა, საშიშია.
სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სტატუსს გამარტივებული წესით მოუხსნიან და ეს მოხდება განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის ეგიდქვეშ, შესაძლებელია დაიწყოს ტოტალური ნგრევა.
კულტურის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე მარგიშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს კანონპროექტი დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია, რადგან სტატუსის მოხსნა-დატოვების საკითხზე აქამდე კულტურის სამინისტრო თუ მსჯელობდა, ახლა მთელი მთავრობა იმსჯელებს!
ამაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ მიუგო, პრობლემა სწორედ იმაშია, რომ სიტუაციიდან პროფესიული მიდგომა ირიცხება, ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის წესი მკაცრად გაწერილი არ არის, ეს ფაქტიურად კულტურის სამინისტროს ფორმალური თანხმობით მოხდებაო. მარგიშვილი კოჟორიძეს არ დაეთანხმა - რას ბრძანებთ, ამას ვინ გაბედავს, წესი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, კანონქვემდებარე აქტებში მკაცრად გაიწერება, რადგან ამ წესის კანონში შეტანა მართებული არ არისო.
ის რომ ზემოთ არაერთხელ ხსენებული კანონრპოექტის ინიცირება წმიდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოს შენობის გამო მოხდა, ამის შესახებ ხმამაღლა ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა განაცხადა, რაც კულტურის მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრის მაოდგილეს არ გაუპროტესტებიათ. საავადმყოფოს შენობას იცავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რის გამოც კულტურის სამინისტრომ მიმართა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრს. თამარ ამაშუკელის განმარტებით, ჩუბინაშვილის ცენტრმა უარყოფითი დასკვნა დადო. ანუ ძეგლისთვის სტატუსის მოხსნას მწვანე შუქი არ აუნთო.
ხელოვნებათმცოდნე სამსონ ლეჟავას თქმით, ჩვენმა სახელმწიფომ სტრატეგიული შეცდომა არ უნდა დაუშვას, ძეგლებისთვის სტატუსის მოხსნის საკითხი არაპროფესიონალების ხელში არ უნდა გადავიდეს. ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანმა აგრესიული უწოდა, ხოლო წმიდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოს შენობითვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მოხსნის მცდელობა დაუშვებლად მიიჩნია.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნათია მიქელაძის განმარტებით, წმიდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოს მთელ შენობაზე კი არა, მის წინ მდგარ ორ ფლიგელზეა საუბარი - სამინისტროს საავადმყოფოს შენობისთვის სტატუსის მოხსნაზე საუბარი, არც უკადრებია, პირიქით, მოვლილი და ნაპატრონები იქნება, ამ წუთას მიტოვებულია და ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება დაინგრესო. ამაზე ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანს გაეღიმა, რაზეც მინისტრის მოადგილემ კითხვა დაუსვა - რა გაცინებთო?! რა მაცინებს და, დანგრევა რა შუაშია, რატომ უნდა დაინგრეს, ძეგლებს უნდა მოვუაროთ. აქამდე რაც გაფუჭდა, იმას ვეღარ გადაფარავს, რაც მომავალში შეიძლება მოხდეს, თუ ამ კანონპროექტს პარლამენტი მიიღებსო.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე მრგვალი მაგიდის გარშემო მყოფთაგან ითხოვდა იმ ჩამკეტი მექანიზმის წარდგენას, რომელიც კანონის ბოროტად გამოყენების საშუალებას, არც ამჟამინდელ მინისტრებს მისცემს და არც მათ შემდეგ თანამდებობებზე მოსულებს.
ხელოვნებათმცონდე თამარ ამაშუკელის თქმით, რთული სიტუაციიდან გამოსავალი ძეგლების ინვენტარიზაციაშია და არა იმგვარი კანონპროექტის კანონად ქცევაში, რომელიც ძეგლებს სტატუსს გამარტივებული წესით მოუხსნის.
ორსაათიანი ღონისძიების დასასრულს სეფე სიტყვა გურამ ოდიშარიამ თქვა, არაერთხელ მიმართა არასამთავრობოებსა და ხელოვნებათმცოდნეებს, სამუშაო ჯგუფი შევქმნათ და ამ თემაზე ჯგუფის ფარგლებში ვიმსჯელოთო, მაგრამ სტუმრები გაჯიუტდნენ და ჩემი ზრით, სწორადაც - თუ კანონპროექტის პარლამენტში განხილვა გაგრძელდება, სამუშაო ჯგუფის შექმნას აზრი არ ექნება, მაინც თავისას გააკეთებენ; ეკონომიკის სამინისტრომ გაიწვიოს უკან თავისი კანონპროექტი და სამუშაო ჯგუფი ამის შემდეგ შევქმნათ, მერე ვიმსჯელოთ და ვიმუშაოთო. ეკონომიკის მინისტრის მოადგილისა და კულტურის მინისტრის განმარტებით, ისინი ამ საკითხზე მთავრობის დანარჩენ წევრებთან ერთად იმსჯელებენ და მომავალ კვირაში არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ხელოვნებათმცოდნეებს თავად შეეხმიანებიან.