ავტორი გია გაბრიჭიძე
16:07 18.11.2013
ჯერ საქართველოს მომავალი პრემიერ–მინისტრის კანდიდატურის გარშემო აბობოქრებულ ვნებები ჩამცხრალი არ იყო, რომ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
"სამოქალაქო სექტორში ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადავინაცვლებ", განაცხადა ჯერჯერობით მთავარმა პროკურორმა. კბილაშვილი მიიჩნევს, რომ მისი პოლიტიკაში გამოჩენა 41 წლის ასაკში ნაადრევი იყო.
რა თქმა უნდა მედიამ, საზოგადოებამ და სხვადასხვა ექსპერტებმა, მაშინვე აიტაცეს ეს თემა და კბილაშვილის გადადგომის მიზეზები სხვადასხვა რაკურსში განიხილეს.
განიხილეს და ყველამ თავისი „ხაზეინების“ გემოვნების შესაფერისი კომენტარი გააკეთა.
მოდით და ამ ტელეშემფასებლებს თავი დავანებოთ და ვთქვათ, თუ რა რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას კბილაშვილის გადადგომაზე (ცხადია მიხვდით, რომ ე.წ. „ცნობად სახეებს“ არ ვგულისხმობ და ნამდვილ საზოგადოებაზე, ანუ ხალხზე მაქვს საუბარი).
ხალხმა კი ეს ფაქტი საკმაოდ ზუსტად და როგორც პრემიერ–მინისტრს (ორივეს) უყვარს თქმა, ადეკვატურად შეაფასა.
პირველი და მთავარი ამ შეფასებებისას ის იყო, რომ საზოგადოებამ აბსოლუტურად სწორად შეაფასა ჯერ ღარიბაშვილის გაპრემიერება და მერე კბილაშვილის გადადგომა იმ კუთხით, რომ ისინი ორივე ამ ყველაზე მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობებზე პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დანიშნულნი და მათი ფუნქცია საზოგადოებისთვის ამ ორი სისტემის ჭეშმარიტი დანიშნულების ჩვენება იყო.
მათ ე.წ. კოჰაბიტაციის პირობებში ავად, თუ კარგად ამ მისიას გარკვეულწილად თავი გაართვეს.
მიუხედავად იმისა, რომ იყო ბევრი უკმაყოფილო მოსაზრება (და ხშირ შემთხვევაში ძალიან უკმაყოფილო), იმ 20 000 საქმის გარშემო, რომლებიც წინა ხელისუფლების მიერ წართმეული ქონების შესახებ პროკურატურაშია შეტანილი და მათგან მხოლოდ რამდენიმე დაკმაყოფილდა (პოლიტკორექტულობის გამო არ ვიტყვი, თუ რომელი საქმეები დაკმაყოფილდა), იყო უკმაყოფილება ე.წ. „რეიდების“, თუ „აფთიაქში რატომ შეხვედი ბიჭოს“ მიმართ (თქვენი მონა–მორჩილი პირადად არის იმ გონივრული ეჭვის მსხვერპლი, რომელიც მის მიმართ ამ ე.წ. „რეიდებში“ჯერ კიდევ არაევროპელ პატრულ–ინსპექტორებს აღეძრათ), იყო უკმაყოფილება ძველი, ჯალათი კადრების არამც თუ დაპატიმრებაზე, დაწინაურებაზეც კი. საზოგადოებამ მიუხედავად მისი „პოლიტიკური უმწიფრობისა“ (ამ ფრაზის ავტორსაც არ დავასახელებ), მაინც აბსოლუტურად ზუსტად შეაფასა მათი საქმიანობა.
ისიც ითქვა, რომ კბილაშვილს ფაქტობრივად ყველა გახმაურებული საქმე დამთავრებული აქვს და რაც შეეხება ლოგიკურ დასრულებას, ამას უკვე ახალი მთავარი პროკურორი შეასრულებსო.
ითქვა, რომ „მტრედების დრო დამთავრდა და ქორები მოვიდნენო“.
არ დაგიმალავთ ძვირფასო მკითხველო და ეს შეფასებები არც „რედისონ ბლუ ივერიას“ საკონფერენციო დარბაზში გამიგონია და არც რომელიმე „მარადგამჭვირვალე არასამთავრობო“ ორგანიზაციის „დასკვნა–რეკომენდაციაში“ ამომიკითხავს.
ავტობუსი, კაფე, სამარშრუტო ტაქსი – აი ჩემი მთავარი ანალიტიკოსების თავშესაყარი ადგილი და დამერწმუნეთ, რომ იქ არასოდეს ცდებიან.
არ დაგიმალავთ და პრემიერ–მინისტრის (და ბუნებრივია მთელი ამ ძვრების) დასახელების წინა დღეს, სამარშრუტო ტაქსში ერთი რეგიონული მასშტაბის მაღალჩინოსანი შემხვდა. კი გამიკვირდა მისი იქ ყოფნა, მაგრამ არ შევიმჩნიე და მისი შეშინებული სახით დასმული შეკითხვა – ღარიბაშვილს დანიშნავს? უკვე იმის მაჩვენებელი იყო რომ მას, როგორც ქუდდამწვარ ქურდს „მტრედის“ ნაცვლად „ქორის“ მოსვლის ეშინოდა.
სავარაუდოდ მისი შიში გამართლდა.
საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იქნება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვლის.
მათი პროფესიული პოტენციალის მოკლე შეფასებას (იმ პოტენციალის, რომელსაც საზოგადოება ელოდება), ახლა შემოგთავაზებთ.
დავიწყებ ოთარ ფარცხალაძიდან.
პრინციპში ეს შეფასება ყველაზე „კარგად“ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გააკეთა:
მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კადრი ოთარ ფარცხალაძე ინიშნება. ფარცხალაძე იმ გახმაურებული სპეცოპერაციის ავტორია, როცა საქართველოში ვიზიტად მყოფ ნატო-ს გენერალური მდივანს რასმუსენს წასვლაც არ აცალეს, საკრებულოს წევრები და გამგებლები დაიჭირეს, ქუჩებში ასეირნეს, დაკითხვაზე მიიყვანეს, გამოუშვეს და შემდეგ ისევ დაიჭირეს".
დიახ, აბსოლუტურად მართალია ქალბატონი ნადირაშვილი იმაში, რომ ოთარ ფარცხალაძე „ქორია“. ის არ მოერიდა (გულზე ხელი დავიდოთ და რატომ უნდა მორიდებოდა?) ნატოს გენერალურ მდივანს და დაიჭირა ის ჩინოსნები, რომლებიც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ბანკომატებიდან სალაფავივით თქვლეფდნენ ჩვენს მიერ, ხალხის მიერ ბიუჯეტში გადახდილ ფულს.
დიახ ქალბატონო ირმა. ვმსჯელობ მის პოლიტიკურ ალღოზე და რატომღაც ჯერ გიგი უგულავა და შემდეგ მერიის მიერ რაღაც სულელურ და ხელოვნურად შექმნილ სამსახურებში დასაქმებული მრავალი ყოფილი ნაცმოძელი დეპუტატი მახსენდება.
რაც შეეხება მომავალ შ.ს.ს. მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს.
სოციალურ ქსელ ფეისბუკში მის მიმართ საკმაოდ განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. იყო მინიშნებები ღარიბაშვილთან მის ნათელ–მირონობაზე. იყო საუბარი იმაზეც, რომ ის მიშას დროს გლდანი–ნაძალადევის პოლიციის უფროსი იყო და ე.ი. „ხელი უეჭველად გასვრილი ექნებაო“. იყო კამათი მის ასაკზეც, რომელიც რატომღაც მთელს მინისტრთა კაბინეტზე გავრცელდა (თბილისის განახლებულ პარლამენტში ჭოჭინა ყველა კაბინეტის კარში შეეტევა? მინისტრთა კაბინეტის ჰიმნი რა იქნება ,"ჩუნგა ჩანგა" ჰო? ასაკი პრიჩომ, კიამოზვერივით და . . .)., მაგრამ განწყობა და პათოსი ისაა, რომ დასაჭერებს დაიჭერენ.
ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ განვლილი გზა, რომელიც ნამდვილ პოლიციელობაზე მეტყველებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიციაშიც პოლიტიკოსის ნაცვლად „ქორი“ მოვიდა.
„Мент есть мент! Политик есть политик!“
ცნობილი რუსული სერიალის „ანტიკილერის“ ერთ–ერთი გმირის ფრაზის ოდნავ სახეცვლილი ფორმა, ზუსტად გვაჩვენებს ამ დანიშვნებთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობაში გავრცელებულ შეფასებს.
მოკლედ რომ ვთქვა, ხალხი ელოდება კოჰაბიტაციის დასასრულს და სამართლიანობის აღდგენას. ხალხი ელოდება დამნაშავეების დასჯას. ხალხი ელოდება . . .
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მომავალი გვიჩვენებს, თუ როგორ მოიქცევიან ახალი ძალოვნები.
დაველოდოთ. დრო გვაქვს!