01:03 5.01.2012
ჟურნალი "ღია ბოქლომი" მზადაა შეუერთდეს ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის მიერ ინიცირებულ მედიაგაერთიანებას. ღლონტს მსგავსი ორგანიზაციის შექმნის იდეა "მაესტროში" შექმნილი პრობლემების დროს გაუჩნდა.მედიაგაერთიანების წევრებისა და მხარდამჭერების შეხვედრა დღეს მედიაკავშირ „ობიექტივში“ გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს მემორანდუმის ძირითადი პრინციპები და გადაწყდა რომ, საბოლოო სახით, მემორანდუმი ორშაბათს გავრცელდება.
ღლონტის ინიციატივით შექმნილ მედიაგაერთიანებას პირობითად „სოლიდარობა მედიის თავისუფლებას“ ერქმევა.
„მემორანდუმი ღიაა საქართველოში მოქმედი ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალებისათვის, რომელიც იზიარებს საფრთხის შემთხვევაში საერთო, სოლიდარული მოქმედების პრინციპს“, - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
1-ელ თებერვლამდე ყველა მედიასაშუალებას ექნება შესაძლებლობა მოაწეროს ხელი ამ მემორანდუმს და შეუერთდეს ორგანიზაციას.
