რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video]

3 სექტემბერს ანაკლიაში პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მაყურებელმა პირდაპირი სატელევიზიო ეთერით იხილა, მაგრამ არავის უნახავს და სმენია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა მისი დასრულების შემდეგ სამეგრელოში, სად და რა ვითარებაში აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილი თავის ურიცხვ თანმხლებ პირებთან ერთად.

გაზიარება
[ნანა ფაჟავა. 02:25 09-09-2010]

პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების გადაადგილებით „პრესა. გე“ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ანაკლიის შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულად გამოცხადდა.

შუადღისთვის ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო შეხვედრა ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან გადმოინაცვლებდა და რუხის ციხის ნანგრევებზე გრანდიოზული ვახშამით დასრულდებოდა. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით გადავწყვიტე, რუხის ტერიტორიის „დაზვერვა“ და გეზი ენგურის ცენტრალური ხიდისკენ ავიღე. სოფლის შესასვლელში სამთავრობო დაცვისა და შსს ავტომანქანებმა ჩვეული სისწრაფით ჩამიარეს. უკვე ცხადი იყო, რომ ისინი პრეზიდენტის გამოჩენამდე სამსახურეობრივ დავალებას ასრულებდნენ.

რუხის ციხესთან მისულს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ექვსი თანამშრომელი დამხვდა. ავტომანქანიდან კამერის გარეშე გადმოვედი და რუხის ციხის ნანგრევებში შევედი. ამ ისტორიულ ადგილზე უჩვეულო სანახაობა დამხვდა. ერთ ადგილზე სცენა და მუსიკალური ინსტრუმენტები მონტაჟდებოდა, გალავნის ცენტრში კი მაგიდები მწკრივად იყო გაშლილი და თეთრი სუფრა ეფარა. ერთ კუთხეში კი ხის კონსტრუქციას აგებდნენ, რომელსაც ოქროსფერი ასოებით ეწერა: რესტორანი „დიარონი“. ერთ-ერთმა პოლიციელმა წინ გადამისწრო და ჩემთვის უცხო პირს მიუახლოვდა, რომელიც, როგორც შემდეგ გავარკვიე, სამთავრობო დაცვის წევრი აღმოჩნდა.

სამთავრობო დაცვის თანამშრომელი, რომელთანაც პოლიციელმა მოხერხებულად „ჩამიშვა“, გაწვდილი ხელებით ჩემსკენ გამოემართა და ვიდრე მისვლის მიზეზს გაიგებდა, „მხურვალე“ სალამი გადმომცა. მერე კი, მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, წინასწარ განვაცხადე, რომ ვიდეოგადაღებას ვგეგმავდი და ჩემთვის მუშაობაში ხელი არ შეეშალათ, არც კამერის დაზიანება ეცადათ, როგორც ეს წლის დამდეგს ჩაიდინეს. დაცვის წევრმა, რომელმაც „ქსივის“ წარდგენით ვინაობა გულწრფელად დამისახელა, მიპასუხა: „ერთმანეთის საქმიანობას პატივი ვცეთ და ისე დავშორდეთ, აქ გადაღების უფლებას ვერ მოგცემთო“. ამის თქმა იყო და, დაცვის ხუთი შეიარაღებული თანამშრომელი ნანგრევებიდან ერთბაშად გამოვიდა და ალყაში მომაქცია. მათგანაც განმარტება ვითხოვე, თუ რატომ მეკრძალებოდა გადაღება იმ ადგილას, სადაც პრეზიდენტი არ იყო, ან რა საიდუმლო უნდა გამეცა ამ ქმედებით. ისინი არც სააკაშვილის მოსალოდნელ ვიზიტს მიდასტურებდნენ და ტერიტორიის დატოვებასაც დაჟინებით მოითხოვდნენ. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. რუხის ციხე ბედნიერების განცდით დავტოვე, რადგან ამჯერად სამთავრობო დაცვას თავი სრულიად უვნებელმა დავაღწიე.

რუხში ხელმეორედ მას შემდეგ ჩავედი, რაც საქართველოს პრეზიდენტმა შავი ზღვის სანაპიროდან ნაც–ელიტა, ერი და მსოფლიო პირდაპირ ეთერში ჩვეულებისამებრ დამოძღვრა. საღამოს 8 საათისთვის რუხის ციხის მისადგომებთან 100-მდე ადამიანი დამხვდა, მათ შორის ბავშვები სჭარბობდნენ, ქალები კი ხმამაღლა ჩოჩქოლებდნენ. როდესაც მიზეზი ვიკითხე, თქვეს, ადამიანები ვართ, თხებივით წინ და უკან რატომ გვერეკებიან ეს პოლიციელები, საყვარელი პრეზიდენტის ნახვა ჩვენც გვინდაო. ათიოდე წლის მოზარდი, რომელიც ეპილეფსიით იყო დაავადებული, პრეზიდენტთან საქმის „ჩაწყობას“ მთხოვდა – დაცვა არ მიშვებს და მიშას უთხარი მიმკურნალოსო...

შეკრებილთა შორის აფხაზეთიდან დევნილებიც იყვნენ, რომლებიც ციხის გალავანში შეღწევას თავდაუზოგავად ცდილობდნენ. სოხუმიდან დევნილები უკმაყოფილებას ხელისუფლების მისამართით გამოთქვამდნენ, მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, სააკაშვილს საყვარელ პრეზიდენტად და მსოფლიოს მმართველად მოიხსენიებდნენ. ისინი პრეზიდენტის მისამართით გამზადებულ წერილებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და სოციალური პრობლემების მოგვარებას მოითხოვდნენ.

საღამოს 9 საათისათვის რუხის ციხესთან პრეზიდენტის ესკორტი გამოჩნდა. მას თითქმის 150-მდე ავტომანქანა მიჰყვა, რომლებიც სავალი ნაწილიდან ციხის ძირში უხვევდნენ. ამ ვითარების გადაღებას ვიდეოკამერით მოხერხებულად ვცდილობდი, თუმცა ამ შემთხვევაშიც ადგილობრივმა ძალოვანებმა „იმარჯვეს“ და სამთავრობო დაცვას „დროულად“ აუწყეს.

ხუთიოდე მეტრში პოლიციის პიკაპი გაჩერდა და სავარაუდოდ შსს კბილებამდე შეიარაღებულმა თანამშრომელმა საჩვენებელი თითით მასთან „მიმიპატიჟა“ და გადაღებულის გადაშლა კატეგორიულად მომთხოვა. გასაგებია, რომ პრეზიდენტის ესკორტის გადაღება „კონსტიტუციით იკრძალება“, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის წევრებისა თუ მაგალითად, ზუგდიდის გამგებლის, ქობალიასა და საკრებულოს თავმჯდომარე კონჯარიას მანქანების გადაადგილება საიდუმლოს რატომ წარმოადგენს, ნამდვილად გაუგებარია. მიუხედავად ამისა, შსს ბრძანებას დავმორჩილდი და ფირის გადაშლა საკუთარი ხელებით დავიწყე, თუმცა მოგვიანებით, დათვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ უხარისხო, მაგრამ კადრების გარკვეული ნაწილი შემომრჩა. თუ რა ხდებოდა 3 სექტემბრის ღამეს რუხის ციხესთან, შეგიძლიათ ვიდეომასალაში ნახოთ.

რის ნახვასაც ვერ შეძლებთ ის არის, რომ სააკაშვილმა და მისმა ამალამ ციხესიმაგრე საათნახევარში დატოვა. ისტორიული ნაგებობის შუაგულიდან ნიაზ დიასამიძის ხმა ისმოდა, სხვა მომღერლების გარჩევა კი დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერც გარშემომყოფებმა მოახერხეს. სამაგიეროდ, კარგად ვარჩევდი იმას, რაც ციხის მისადგომებთან მესმოდა. იქ შეკრებილები ამბობდნენ, რომ ამ ვახშამს პრეზიდენტისა და მთავრობის საპატივცემლოდ პეტერბურგში მოღვაწე ზუგდიდელი ბიზნესმენი პაპუნა ღურწკაია მართავდა, რომელიც იქ დედის იუბილის აღნიშვნას გეგმავდა და მხოლოდ სააკაშვილის ვიზიტის გამო ერთი დღით გადადო.

ამბობდნენ, რომ სტუმრებს შორის ქართველებთან ერთად რუსი ბიზნესმენებიც იყვნენ. ყვებოდნენ იმასაც, რომ თითქოს ღურწკაიამ ლამის მთელი რუხი შეიძინა, ენგურის ცენტრალურ ხიდთან, იმ ადგილას სადაც ახლა ქართული ბლოკ–საგუშაგოა, სავაჭრო ცენტრის აშენებას და ამ გზით აფხაზებთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენას გეგმავსო, ნაწილი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ ღურწკაია ისეთი სულელი არ არის, მიშას ფული შეაწერინოს, ისიც ეყოფა, რაც სიმამრის ციხიდან დასახსნელად გაიღოო.

ღურწკაია, იმ ცნობილი ენერგეტიკოსის, იური გუგუჩიას სიძეა, რომელიც ახალაიას მარწუხებში სააკაშვილის მმართველობის პირველ დღეებში მოექცა. ამბობდნენ, რომ ეს ღრეობა პაპუნა ღურწკაიას კი არა ადგილობრივ ბიუჯეტს ასეულობით ლარი დაუჯდა, რომელიც ქობალიამ «სიამოვნებით» დახარჯა.

შესაძლოა ბევრს ეს მონაყოლი ჭორად მოჩვენებოდა, რომ არა ის, რაც 4 სექტემბრის ღამეს იმავე ადგილზე მოხდა. ამჯერად, პაპუნა ღურწკაიამ დედის, ლუარა გერგაიას 70 წლის იუბილე რუხის ციხის ნანგრევებზე მართლაც აღნიშნა. სტუმრებში ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩანდნენ, მხოლოდ იუბილარის კოლეგა ექიმები, ვაჟის მეგობარი, უცხეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები და სპეციალური მოწვევით ჩამოსული მომღერლები – მერაბ სეფაშვილი, რომელიც ბიზნესმენებთან ერთად ინგლისიდან დაბრუნებულა, სოფო ბედია, ანსამბლი „რუსთავი“, „ზუგდიდი“ და „ოზურგეთი“...

ერთი სიტყვით, თეატრალიზებული იუბილე, რომელსაც ისტორიულ სამოსში გამოწყობილ მეციხოვნეებთან ერთად შეიარაღებული დაცვაც იცავდა, ხანგრძლივი ფეიერვერკებით ღამის 2 საათზე დასრულებულა. ცუდი ამ ყველაფერში მართლაც არაფერია. თუ აქვს პრეზიდენტს კულტურულ ძეგლზე ათასკაციანი ქეიფისა თუ ღრეობის გამართვის უფლება, რატომ არ უნდა ჰქონდეს იგი ღურწკაიას? ან, რატომ იტყვის უარს გამგებელი ალიკა ქობალია იგივე გააკეთოს იქ ერთი კვირით ადრე და ტაშ-ფანდური 300 კაცთან ერთად გამართოს?! ამ ყველაფრის მასპინძელი – რესტორანი „დიარონიც“ ხომ ქობალიას მფლობელობაშია?! მიღებული შემოსავალიც ხომ მის ჯიბეში იყრება?!..

და სად არის ამ დროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო?! რატომ ნადგურდება ძეგლი, რომელმაც მტერსა და ჟამთასვლას ღირსეულად გაუძლო?!.. ბოლოსდაბოლოს, ეს ყველაფერი ხომ ენგურის ხიდამდე 300 მეტრში ხდება... მტრის ჯინაზე?!

presa.ge

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...