ექსპერტი გია ნოდია, ადასტურებს ინფორმაციას, რომ იმიტირებული “ქრონიკის” მზადებასთნ დაკავშირებით მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია. ნოდიას განმარტებით მას სტამბულში ყოფნისას, მართლაც დაუკავშირდნენ ”იმედიდან” და იმიტირებული “ქრონიკის” სცენარი მიაწოდეს. ამის შესახებ გია ნოდიამ, ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, გადაცემა “პროფესია ჟურნალისტში” სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
“სცენარს გავეცანი და მის მიმართპრინციპული შენიშვნები არ მქონდა. თუმცა ტექნიკური გადაწყვეილების შესახებ, ჩემთვის უცნობი იყო”, –დასძინა ნოდიამ.
ჟურნალისტ თეა სიჭინავას კითხვაზე, თუ ვინ დაუკავშირდა მას ტელეკომპანია “იმედიდან”, ნოდიამ ვერ გაიხსენა.
“არ მახსოვს კონკრეტულად ვინ დამიკავშირდა, მხოლოდ ის მახსოვს, რომ თავი “იმედის” თანამშრომლად წარმოადგინა”, – განაცხადა გია ნოდიამ.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტით გავრცელებული გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის სატელეფონო საუბრის მიხედვით, გია ნოდიას სტამბულში, თავად გიორგი არველაძე დაუკავშირდა და იმიტირებული “ქრონიკის” სცენარი, მას პირადად გააცნო.
[gtn]