საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გმობს ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გასულ "მოდელირებულ ქრონიკას" და ხელისუფლებას მიმართავს, ამ მოვლენებს მეტი ყურადღება მიაქციოს.
გაზიარება
"არ შეიძლება უკონტროლო იყოს ესა თუ ის არხი და ასეთ უმსგავსობებს გადასცემდეს", - ბრძანა უწმინდესმა დღეს, სამების საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
ილია მეორის განცხადებით, ამ გადაცემით შეურაცხყოფილია საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანი და ქართული ჯარი, რადგან სიუჟეტში ასახულია, თუ როგორ გადადის ჯარის ნაწილი მტრის ბანაკში.
‘’ეს გადაცემა ხალხმა მიიღო, როგორც სინამდვილე და თუკი ეს მართლაც მოხდა, ხალხი ამას აღარ დაიჯერებს. შევთხოვოთ უფალს, რომ სიმართლისა და ჭეშმარიტების გზაზე დავდგეთ’’, - ბრძანა უწმინდესმა.
ტელეკომპანია “იმედის” ეთერით წუხელ "ქრონიკის" "მოდელირებული გამოშვება" გავიდა, სადაც 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ. ტელეკომპანია “იმედის” ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა.
იმედის ეთერში გასული სკანდალური "მომავლის ქრონიკა"
სპეციალური რეპორტაჟი
სპეციალური
იმედზე გასული სიუჟეტი ვიდეო
სიუჟეტი
სპეციალური
პანიკა
ვიდეო