დღეს, გაზეთ "ასავალ დასავალის" სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს უფროსმა და ჟრნალ "ღია ბოქლომის" მთავარმა რედაქტორმა, ჟურნალისტმა ილია ჩაჩიბაიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია მის შესაძლო დაკავებაზე. გთავაზობთ განცახდების სრულ ვერსიას:
ილია ჩაჩიბაია: "ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც სამეგრელო–ზემო სვანეთის ძალოვან სტრუქტურებთან ჩემი ურთიერთობა განსაკუთრებულად დაიძაბა, გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილობრივი სამართალდამცავები ჩემს დაპატიმრებას გეგმავენ. ეჭვს ამყარებს ის გარემოებაც, რომ მეგობრების და ახლობლების საშუალებით სამთავრობო წრეებიდან უკვე არაერთხელ მივიღე ინფორმაცია ჩემი მოსალოდნელი დაკავების შესახებ, რაც იმ შემთხვევაში არ მოხდება თუ რეგიონს დავტოვებ.
ცოტა ხნის წინ უცნობი პირები, რომლებიც თავს სააღსრულებლო ბიუროს თანამშრომლებად წარმომიდგენდნენ ჩემ საცხოვრებელ სახლში შემოიჭრნენ და დამემუქრნენ: თუ იმ ვალს არ დაფარავ რომელიც, გოროზიას ადმინისტრაციის მიმართ გაქვს (ჯიბის სასამართლოს გადაწყვეტილებით) სასამართლოს გადაქცემთო...
გასულ თვეში ზუგდიდის რაიონული პოლიციის უროსი რუსლან შამახია და ძალოვანი ორგანოს სხვა მაღალჩინოსნები, ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ. დაახოლებით ღამის 4 საათზე, როდესაც რედაქციიდან შინ ვბრუნდებოდი შამახია საკუთარი ავტომანქანით ჩემი მიმართულებით, მაღალი სიჩქარით, რამდენჯერმე წამოვიდა და დაამუხრუჭა... აშკარაა, რომ ის ჩემთვის ავტომანქანის შეჯახებას სულაც არ აპირებდა მაგრამ ფაქტია იმ ჟურნალისტის დაშინებას ცდილობდა მათ ხშირად რომ აკრიტიკებს; ამ ინციდენტიდან დაახლოებით 5 წუთში 4 შეაიარაღებული პოლიციელი ჩემსკენ გამოემართა, თვალს არ მაშორებდნენ და ხელით იარაღს ისინჯავდნენ, მომიახლოვდნენ, მხარი მხარზე ძლიერად გამკრეს და გამცილდნენ.
ბოლო პერიოდში ჩვენი რედაქციის მიერ მომზადებული სტატიები – სამხარეო და რაიონულ პოლიის დანაშაულებებზე, მათში ჩემს მიმართ დიდ აგრესიას იწვევს რაც ყოველდღიურად გამოიხატება ქუჩაში თუ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მათთან შეხვედრისას. ინციდენტი რესტორან "დიარონში", ადგილობრივი მთავრობის მაღალჩინოსნები სასტიკად გამისწორდნენ...; ლაშა ექონიას საქმე, როდესაც პოლიციის ერთ–ერთი განყოფილების უფროსმა ლაშა ექონიამ ცოლის პაციენტი სასტიკად აწამა; კოხტა კოდუას მიერ დაკავებული არასრულწოლოვანის გაუპატიურების მცდელობა; სამართალდამცავების მიერ ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დარბევა; უდანაშაულოდ დახვრეტილი ეკლესიის მუშა ნუგზარ მანია... – ეს ის უახლესი საკითხებია, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მრავალმა ადამიანმა ჩემი სტატიების საშუალებით მიიღო და რეგიონულ მთავრობა განარისხა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: არასდროს არ ჩამიდენია და არ ჩავიდენ კანონსაწინააღმდეგო–ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას; არ ვთანამშრომლობდი და არ ვთანამშრომლობ რუსეთის სპეც სამსახურებთან და მათ საფარ ქვეშ მყოფ ორგანიზაციებთან (თუ არ ჩავთვლით "ბილაინს", რომელიც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს რუსულ სპეც სამსახურებთან კავშირში ამხილონ და მისი ყველა აბონენტი დაატუსაღონ); არასდროს მქონია/გამომიყენებია საბრძოლო, ცეცხლასსროლი, ასაფეთქებელი, ნარკოტიკული საშუალებები.
მართალია შსს წარმომადგენლებს სხვა მიზეზის გამოგონება არ გაუჭირდებათ, მაგრამ ცხადია, რომ ადგილობრივი ძალოვანები, გუბერნატორ გოროზიას თანამონაწილეობით რაიმე "სპექტაკლს" თუ დადგამენ, პასუხისმგებლობა სწორედ მათ კისერზე იქნება.
მზადყოფნას გამოვთქვამ ვიყო დევნილი სიმართლისთვის, ხალხისთვის და ქართული ჟურნალისტიკისთვის. დაკავების შემთხვევაში კი კოლეგების და საზოგადოების წევრების მხარდაჭერა ჩემთვის დიდი სტიმული იქნება..."