ავტორი ილია ჩაჩიბაია
15:00 04.07.2011
24 ივნისს, ზუგდიდის რაიონულ პოლიციაში მომხდარი ინციდენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანის კოხტა კოდუას საავადმყოფოში გადაყვანით დასრულდა. ექიმების თქმით პაციენტს ქვედა ყბის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება, კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაკავებულმა მე-11 კლასელმა ნიკა დაგარგულიამ მას დაზიანებები ზუგდიდის რაიონული პოლიციის უფროსის, რუსლან შამახიას კაბინეტში მიაყენა. ძარცვაში ეჭვმიტანილმა არასრულწლოვანმა სამმართველოში მომხდარი "დანაშაული" სასამართლო პროცეზე აღიარა და აღნიშნა, რომ "სამართალდამცავს" გაუპატიურების მცდელობისთვის გაუსწორდა. 17 წლის პატიმარი ამ დროისთვის ზუგდიდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ნომერ მე-4 საპყრობილეში იმყოფება.
ლალი ბენდელიანი: „შვილის დაკავების შესახებ პოლიციიდან ღამის 11 საათზე შემატყობინეს. ანუ, მას შემდეგ, რაც ნიკა 6 საათის განმავლობაში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ჰყავდათ გამოკეტილი და სასტიკად აწამებდნენ. იქ მისულებს ნიკა სამხარეო პოლიციაში გადაყვანილი დაგვხვდა. ბავშვის ნახვის უფლება პოლიციამ არ მომცა. ვნახე მხოლოდ სამი დღის შემდეგ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, როცა მას პატიმრობა შეუფარდეს.
ვნახე გატანჯული შვილი და კიდევ უფრო დიდი საშინელება მოვისმინე. სასამართლო დარბაზში ნიკა ყვებოდა, თუ როგორ სცემდა მას ზუგდიდის სამმართველოში 6 პოლიციელი. განსაკუთრებული სისასტიკით კი ერთ–ერთი პოლიციელი, კოხტა კოდუა გამოირჩეოდა. რა არ აკადრეს თურმე, აფურთხებდნენ, პანღურს ჰკრავდნენ და რაც ყველაზე ამაზრზენია, ერთს უთქვამს, მიაკარით მაგიდაზე და ვიხმაროთო. ამ სიტყვების გაგონებაზე საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და ხელი მეც ავღმართეო. ვიფიქრე, ალბათ მკლავენ და სულერთია ყველაფერიო.
მანამდე ძლიერი დარტყმები მუცლისა და თავის არეში უგრძვნია. გონება დაუკარგავს. პოლიციაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა მისულა. სამედიცინო დახმარების გაწევამდე ექიმებს ხელბორკილების ახსნა მოუთხოვიათ. ხელების გათავისუფლების შემდეგ ნიკას უკანასკნელი ძალ–ღონე მოუკრებია და კოხტა კოდუასათვის მუშტი ყბაში ჩაურტყამს. იგი წაქცეულა და თავი მაგიდის კიდეზე დაურტყამს. იმ სასწრაფოთი, რომელიც ჩემი შვილის დასახმარებლად გამოიძახეს, საავადმყოფოში კომაში მყოფი კოდუა გადაუყვანიათ.
არ ვიცი, რა მდგომარეობაშია დღეს ჩემი შვილი იმ ციხეში, სადაც კოხტა კოდუას ძმა ბადრაგია. ჩემი შვილის წამებას ალბათ იქაც განაგრძობენ. მისი ნახვის საშუალება ციხეშიც არ მომცეს. დამოუკიდებელი ადვოკატი უსახსრობის გამო ვერ დავიქირავე, სახაზინო დაუნიშნეს. ხელმოკლე ოჯახი მაქვს, ხუთი შვილი რის ვაი–ვაგლახით გამოვზარდე.
გაჭირვების მიუხედავად ყველანი წარმატებული ბავშვები არიან. ნიკამ მძლეოსნობაში გამოიჩინა თავი და ოქროს მედლებიც მოიპოვა. ბავშვებს შიმშილი ბევრჯერ გადაუტანიათ, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ნიკა ვინმეს სამკაულს ყელიდან ააგლიჯავდა. მან ეს დანაშაული დაკავების პირველი წუთებიდან აღიარა და არ მესმის, რატომ აწამეს, რატომ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, სხვა რის აღიარებას მოითხოვდნენ მისგან?
წამებასთან ერთად ისე დაკითხეს პოლიციაში ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომ პროცესს არც მშობელი, არც მასწავლებელი, არც დირექტორი და არც ფსიქოლოგი დაასწრეს.”
ფაქტის შეფასება ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებს ვთხოვეთ, ერთადერთი შეფასება რაც ადგილობრივებმა გააკეთეს შემდგნაირი იყო:
„ვენაცვალეთ მაგ ბიჭის მარჯვენას, ვინც კოდუას მუშტი ჩააზილა და ყბა გაუნგრია! სხვისი შვილების ცოდვამ უწია. ყოჩაღ, მაგ ბავშვის ვაჟკაცობას!“
კოხტა კოდუა ბოლო პერიოდში მომხდარ ყველა წამების, გაუპატიურების თუ ნარკოტიკების "ჩადების” საქმეში დომინირებს, სწორედ მის სახელს უკავშირდება 2008 წელს სამეგრელოს 9 პოლიციელთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახორციელებული მეტადონის მასშტაბური "ჩადება". რამდენიმესაათიანი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ ხელებდაკაპიწებულმა და რეზინის ხელთათმანიანმა კოდუამ უკრაინის მოქალაქის, ორესტ ბოხონკოს უკანალიდან ნარკოტიკული საშუალება „ამოიღო.“ 25–წლიან სასჯელს ბოხონკო ქართულ ციხეებში დღემდე იხდის...

ნიკა დაგარგულიას დედა ჩვენთან საუბრისას დეტალურად ყვება მისი შვილის მიმართ განხორციელებულ კანონდარღვევებზე.