15:26 11.09.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში 8 სექტემბერს რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი ,,ფაზისი" გახსნა.
სასწავლებელი ახალი ინვენტარითა და თანამედროვე ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკით სრულიად აღიჭურვა, გაეროს დაფინანსებით ამოქმედდა ცესკოს ქსელური ლაბორატორია. მსგავსი ლაბორატორია საქართველოში სულ სამია - თბილისში, ბათუმში და ფოთში.
პრეზიდენტის ხალხთან შეხვედრისას, ღრმად მოხუცებული ქალბატონი ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრას და ხელის ჩამორთმევას ითხოვდა, რისი საშუალებაც მას მიხელი სააკაშვილის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა, ფიზიკური ძალის გამოყენებით, არ მისცეს...
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjnVjc5rwHUwweSuYqkNPL21KbcKQ-srfYXtuhYYxUcbWuuvZJgLekcchchyphenhyphenG-oWgOqSxRQzO-hEXBz1XMu3tb1Aoqfvbt_PNp5Q05JBar0MZZKMrLpEJ2gt4FyT4QahQqgG5Z3dEuj37Kg/s200/ukan1.png)