რუსული მედია “ქრონიკის” დღევანდელი მოდელირებული გამოშვებით გამოწვეულ მოვლენებს აქტიურად აშუქებს.
“იმედით” გადაცემული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა სამხედრო აგრესია განაახლა და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიკვიდრებულია, თავდაპირვალად “ინტერფაქსმაც” გაავრცელა. თუმცა, სააგენტომ მოგვიანებით შეიტყო, რომ აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ მოდელირებული გამოშვების ნაწილი იყო.
“რია ნოვოსტი” კი, იუწყება, რომ თბილისელები ტელეკომპანია “იმედისგან” ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
რადიო “ეხო მოსკვის” ინფორმაციით, "ქრონიკის" ინფორმაციის გამო თბილისში სასწრაფო სამედიცინო გამოძახებბეის რაოდენობამ მკვეთრად იმატა.
რუსული მედია ავრცელებს ტელეკომპანია “იმედის” განმარტებებსაც იმის თაობაზე, რომ “ქრონიკის” მოდელირებულ გამოშვებაში გასული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.
რუსული მედიასაშუალებებით, ასევე, გავრცელდა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადება, რომ საქართველოში რუსეთის შემოჭრის რეალური საფრთხე არ არსებობს.