დასაწყისი: 12:00 სთ, კვირა, 2 ოქტომბერი. ადგილი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა).ვაჟა–ფშაველა
სტუმარ–მასპინძელი
რეჟისორი - სოსო ნემსაძე
მხატვარი - მარიკა კორკელია
კომპოზიტორი - გიორგი მაისურაძე
ქორეოგრაფი - ირა კუპრავა
მონაწილეობენ:
თიკო შელეგია, გიორგი ფოჩხუა, გოგი გუგუჩია, ირაკლი სამუშია, ლანა ფიფია, მზეკო ჩარგაზია, მერაბ კაკალია,
ანდრო შამუგია, სესე მიქავა, ზურაბ ლაშხია,
ლაშა ხიზანეიშვილი, ბაჩო ფიფია, ანანო სურმავა, რეზო ჯოჯუა.
ხანგრძლივობა:60 წუთი
პრემიერა შედგა 2010 წელს
სპექტაკლის შესახებ:
კავკასიის მთებში მეზობლად ცხოვრობენ ხევსურები და ქისტები. ამ ორ თემს შორის საუკუნეობრივი შუღლი და მტრობაა. მთავარი გმირი _ ჯოყოლა ზნეობრივად ამაღლებული ადამიანია. იგი ღამის გასათევად სახლში მიიპატიჟებს ხევსურ ზვიადაურს. მოგვიანებით მასპინძელი შეიტყობს, რომ სტუმარი ქისტების მოსისხლე მტერი და თავად ჯოყოლას ძმის მკვლელია, ვაჟკაცი მაინც არ ღალატობს სტუმარ-მასპინძლობის ადათს და თემის წინააღმდეგ ილაშქრებს, მაგრამ თემი ძლიერია. ზვიადაური, ჯოყოლა და მისი მეუღლე აღაზა ტრაგიკულად იღუპებიან.
