02:06 14.12.2011
ძვირფასო მეგობრებო,სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს მიზამიმართული კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. დეზინფორმაციისა და ცილისწამების გავრცელებაში განსაკუთრებით აქტიურობს გვერდი „გავინოთ ბიძინა ივანიშვილი“.ამ გვერდის ადმინისტრაცია ავრცელებს იმ ბინძურ პროპაგანდას, რომლითაც დაკავებულნი არიან ინტერნეტ გამოცემები droni.ge, presa.ge, real.tv, itv.ge. აშკარაა, რომ ამგვარი კოორდინირებული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია იმართება ერთი ცენტრიდან.
ჩვენ მზად ვიყავით იმისთვის, რომ ხელისუფლება ყველა მეთოდს გამოიყენებდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ამიტომ არ გვიკვირს, რომ ვითომდა უბრალო მოქალაქის მიერ შექმნილი ჯგუფი „გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი“ ფინანსდება, რისი ნათელი მაგალითიცაა facebook-ზე ამ გვერდის ფასიანი რეკლამა.
გვერდი „გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი“ მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მიზანმიმართულად ეწევა ბინძური ჭორების გავრცელებას, რის გამოც ჩვენ ვიტოვებთ უფლებას პასუხი გავცეთ ამ კამპანიას.
მივმართავთ ყველა მხარდამჭერს ნუ შეუწყობთ ხელს ამ გვერდს გაძლიერებაში, ნუ შეხვალთ დისკუსიებში გვერდის მმართველ პროვოკატორებთან და ნუ მისცემთ საშუალებას მათ მოახდინონ თქვენით მანიპულირება.
თუ უკვე მოწონებული გაქვთ ეს გვერდი, გთხოვთ დააჭირეთ “unlike“(აღარ მომწონს)-ს.
ვისაც არ აქვს მოწონებული გვერდი „გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი“ , შეგიძლიათ აცნობოთ facebook-ს, რომ გვერდი „გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი“:
თქვენი facebook გვერდის „ძიება“-ში აკრიფეთ: გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი
გვერდის გახსნის შემდეგ, მის მარცხენა მხარეს მოძებნეთ ბმული „გაასაჩივრეთ გვერდი“(report page) და დააჭირეთ გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც უნდა მონიშნოთ spam or scam და გააგზავნოთ.
შეგახსენებთ რომ:
ივანიშვილის ერთადერთი ოფიციალური გვერდი არის Bidzina Ivanishvili official
გთხოვთ გააზიაროთ ეს წერილი
წინასწარ გიხდით მადლობას
