ავტორი დაჩი კვიკვინია | 592 27 66 21
აზარტული თამაშების კომპანია “ევროპა ბეთი” კანონს სისტემატურად არღვევს, დაწესებულებაში არასრულწლოვანთა შესვლა-გამოსვლა კვლავ არ კონტროლდება, სახელმწიფო კი უმოქმედოა.
ჟურნალ "ღია ბოქლომის" ჟურნალისტი დაინტერესდა ამ საკითხით და თბილისში, კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სამორინეს, რიგითი მოთამაშის სტატუსით ეწვია. არასრულწლოვნები აპარატებთან იყვნენ მოკალათებული და თამაშობდნენ. სისტემატური იმედგაცრუებების, ანუ წაგების შემდეგ კი უხამსი სიტყვებით ამკობდნენ კაზინოს ადმინისტრაციას...
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად 21 წლამდე ასაკის პირისათვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირისათვის − სათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობა აკრძალულია.
"ევროპა ბეთში", ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ყველა სათამაშო აპარატი მსოფლიოში ყველაზე დაბალ მოგებას გასცემს და სამორინის ადმინისტრაცია ამ გზით მილიონებს იჯიბავს, ყოვლად დაუშვებელია კი ის არის, რომ ბავშვების ცხოვრება ამ დამღუპველი აპარატებით ინგრევა.
“ევროპა ბეთის” დირექტორი გიორგი გედევანიშვილი დაუღალავად მუშაობს იმისთვის, რომ საკუთარი ჯოჯოხეთის ბუდე, საქართველოს სამოთხედ წარმოუჩინოს. გედევანიშვილი მონაწილეობას ღებულობს მისივე ხარჯებით დაფინანსებულ უამრავ ღონისძიებაში, სადაც “ევროპა ბეთისთვის”, უკეთილშობილესი ბიზნესის სტატუსის შექმნას ცდილობს. გიორგი გედევანიშვილს, მისნაირ პირებს და მათივე შვილებს, არასრულწლოვანთა ცხოვრების "გაუპატიურების" და მოქალაქეების მოტყუების ხარჯზე ნაშოვნი ფულით ნაყიდი ლუკმა ალბათ ყელში არ უნდა გადასდიოდეთ.
გაგრძელება იქნება...

მსგავსი სტატია
"ევროპა ბეთის" გენერალურიმა დირექტორმა ჟურნალისტს საქმე გაურჩია!
15:23 23.12.2013 ჟურნალ "ღია ბოქლომის" ბლოგზე გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ "ევროპა ბეთში" არასრულწლოვანთა შესვლა არ კონტროლდება, ჩვენს ჟურნალისტს კაზინოს გენერალური დირექტორი დაუკავშირდა. გიორგი გედევანიშვილმა მედიასაშუალებას...