20:06 30.03.2015
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ამერიკაში გამართული ბოლო შეხვედრის დეტალებზე საუბრობს:
"მე ბევრ ადამიანს შევხვდი, ეს იყო ერთ-ერთი მიმართულება. მაგალითად, შევხვდი ობამას თანაშემწეს, რომელიც ყოველდღიურად ხვდება ბარაკ ობამას. ჩემთან შეხვედრის შემდეგ ის ორი საათის შემდეგ ხვდებოდა ამერიკის პრეზიდენტს, ამ დონის შეხვედრები ჩვენმა ლობისტმა ებრაელებმა მოაწყვეს. უამრავ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის თურქეთის თემაზე".
"იმის ნაცვლად, რომ მე და ინაშვილს ქვეყანაზე გველაპარაკა, იმის მტკიცება გვიწევდა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება სულაც არ არის რუსეთის აგენტი... მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილი ნერგავდა იმ აზრს, რომ საქართველოს ხელისუფლებას პრორუსული ძალები მართავენ, მაგალითად, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ხალხი ესაუბრა ამერიკაში ალასანიას და მათი ჭკუით კეთილ რჩევას აძლევდნენ, რომ ის მისულიყო სააკაშვილთან. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი საუბარი იყო უსუფაშვილთან და მარგველაშვილთანაც, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა..."
"ამერიკაში ერთ-ერთ სენატორთან მქონდა შეხვედრა, ამ შეხვედრას ირმა ინაშვილთან ერთად კიდევ ოთხი კაცი ესწრებოდა. ამ სენატორმა გვითხრა, - თქვენ პატრიოტული ძალა ხართ და სააკაშვილთან ერთ ნავში რატომ არ სხდებითო... ეს იყო პირველი შეხვედრა და მას კარგად არ ჰქონდა გაცნობიერებული, ვინ ვიყავით ჩვენ. საუბრიდან გაიგო, რომ სრულიად შეუძლებელია ჩვენ ერთ ნავში აღმოვჩნდეთ, ჩვენ ვუთხარით მას, რომ სააკაშვილი ნავში კი არა, ციხეში უნდა იჯდეს, კონკრეტული ფაქტებით დავუმტკიცეთ, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი არის დამნაშავე. სხვათა შორის ამ სენატორმა საუბარში თქვა, რომ პროდასავლური ძალები უნდა ისხდნენ ერთ ნავში და ჩამოთვალა: მიხეილ სააკაშვილი, „რესპუბლიკური პარტია", ირაკლი ალასანია და მარგველაშვილი... ეს მისი აზრები იყო და ამ სენატორს ასეთი აზრი განა ალასანიამ გაუჩინა, მარგველაშვილმა, ან „რესპუბლიკელებმა"?.. ეს სენატორი იყო იმ სენატორთა ჯგუფში, რომელიც არის „ნაცმოძრაობის" მეგობარი. ეს კაცი იყო ლობისტების გავლენის ქვეშ და ზუსტად იმას გვეუბნებოდა, რა აზრსაც ნერგავდა სააკაშვილის ჯგუფი. შემდეგი შეხვედრა იყო „ფრიდომ ჰაუსში", დირექტორმა პირდაპირ გვითხრა, რომ სააკაშვილის გუნდი ლობირებდა ალასანიას, „რესპუბლიკელების", „ნაციონალებისა" და მარგველაშვილის ერთ ნავში ჩასხდომის გეგმას. სახელმწიფო დეპარტამენტში მე შევხვდი ყველაზე დიდ კაცს, ვინც კავკასიის საკითხებს კურირებს და მასთანაც დაახლოებით ეს საუბარი გვქონდა. მე მას ვუთხარი, თუ ასე გააგრძელებთ, თქვენ ქართველი ხალხის ნდობას დაკარგავთ, მერე იყო „ცეერუ"-ს დირექტორთან შეხვედრა... მოკლედ, ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა".