აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება რუსეთის თვითმიზანი არ არის.
გაზიარება
[16:28 03-08-2010]
როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მედვედევის თქმით, ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ამ რესპუბლიკების აღიარების პირობა კოლეგების თანდასწრებით დადო.
"დაინტერესებულნი ვართ, რომ ისინი აღიარონ, მაგრამ ეს თვითმიზანი არ არის. ასეთი ამოცანა არ ყოფილა და არც ახლა დგას. რაც შეეხება მინსკს, ლუკაშენკო ადრე აცხადებდა, რომ აფხაზეთისა და სამხრე ოსეთის დამოუკიდებოლობას აუცილებლად აღიარებდა. მან ამ დაპირების შესახებ დსთ-ს რიგი ქვეყნების პრეზიდენტების თანდასწრებით განაცხადა", - აღნიშნა მედვედევმა.
ამასთან, მისივე მტკიცებით, ლუკაშენკო ამ ნაბიჯის გადადგმას მაქსიმალურად სწრაფად აპირებდა.
მოსკოვმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა საქართველოსთან ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. კრემლი დღემდე ამაოდ ელოდება ბელორუსისგან დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარებას.