17:11 13.10.2014
საქმე # N1006805. ფრაგმენტი პროკურორის დასკვნითი სიტყვიდან:“ფაქტია, რომ დავით ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა, გიორგი დგებუაძე და შალვა თათუხაშვილი ავტომატებიდან ერთდროულად დამიზნებით ახორციელებდნენ გასროლებს ახალგაზრდების მიმართულებით, ე.ი. ერთობლივად ჩადიოდნენ ერთიდაიმავე სისხლისსამართლებრივ უმართლობას. უმართლობას, რომელსაც განზრახ მკვლელობა ჰქვია.“
ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო სხდომა დასრულდა, სადაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. როგორც ცნობილია, ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების საქმეზე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის შესახებ სასამართლომ განაჩენი უახლოეს დღეებში უნდა გამოიტანოს. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს: ნავთლუღის სპეცოპერაციას, რუსთავის #1 დაწესებულებაში მომხდარ ინცინდენტს და გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნის ეპიზოდს.
ბაჩო ახალაიას ბრალი ბოლო ორ ეპიზოდში ედება. კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით, ახალაიამ რუსთავის #1 დაწესებულებაში პატიმრების ცემის ბრძანება გასცა. საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე კი, რომელიც გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულების ციხეში პრივილეგირებულ მდგომარეობას გულისხმობს, ახალაიას აღნიშნული პატიმრებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნას ედავებიან.
ამ საქმეზე ბრალდებულია: მეგის ქარდავა, დათა ახალაია, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი. დათა ახალაიას საქმე იმ მოტივით, რომ მისი ექსტრადირების საკითხი საბერძნეთში არ გადაწყვეტილა, ცალკე წარმოებად გამოიყო. დანარჩენი პირების საქმე კი, ერთ წარმოებად მიმდინარეობს. მეგის ქარდავა ძებნილია. ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი კი, პატიმრობაში იმყოფებიან. „ექსპრესნიუსმა“ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე პროკურორთა გამოსვლის სრული ვერსია მოიპოვა, რასაც უცვლელად გთავაზობთ:
დასკვნითი სიტყვა
ბატონო მოსამართლევ, სახელმწიფო ბრალმდებლები წარმოგიდგენთ დასკვნით სიტყვას სისხლის სამართლის N1006805 საქმეზე, რომელიც შეეხება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის მკვლელობას, იმავე ღამით ექვსი პატიმრის წამებას და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლებული ოთხი მსჯავრდებულისათვის ციხეში პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნას.
ნავთლუღი
რვა წლის წინ, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ სატელვიზიო ეთერით შეიტყო, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ეფექტური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლითაც რუსთავის ციხეზე შეიარაღებული თავდასხმა და პატიმრების მასობრივი გაქცევა ჩაშალა.
ინფორმაცია სასჯელაღრულების დეპარტამენტის იმდროინდელმა თავმჯდომარემ ბაჩანა ახალაიამ დაადასტურა და განაცხადა, რომ ხუთკაციანი ჯგუფი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ადმინისტრაციაზე თავდასხმას გეგმავდა და იმავე დღეს, მეორე დღეს, ან იმ დღეებში პატიმრების გაქცევის ორგანიზებას. ხუთკაციანი ჯგუფი ახსენა დეპარტამენტის თავმჯდომარემ. თუმცა, ნავთლუღის ავტოსადგურზე მხოლოდ სამი ,,შეიარაღებული“ პირი იქნა ლიკვიდირებული და ცნობები მეოთხე, მეხუთე თავდამსხმელზე იმდროინდელ ოფიციალურ, ცრუ ვერსიაშიც კი არ არსებულა.
დღეს, საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზე, გამოკვლეული მტკიცებულებების ფონზე, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაჩანა ახალაიას იმდროინდელი სატელევიზიო კომენტარი, (ისევე როგორც მთლიანად ისტორია,- კრიმინალების განეიტრალების შესახებ) შეთხზული და გამოგონილია. სინამდვილეში, ის რაც 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღში მოხდა, არის სპეცოპერაციად მონათლული დანაშაული, რომელმაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ სისასტიკე, რომელიც ნავთლუღის ავტოსადგურში დაიწყო და რუსთავის ციხეში გაგრძელდა, ხელისუფლების იმჟამინდელი წარმომადგენლების – ძმების: ბაჩანა და დავით ახალაიების ინიცირებით და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა. განხორციელდა იმისთვის, რომ ხალხის დასანახად, დემონსტრაციულად დასჯილიყვნენ ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი, სრულიად უდანაშაულო ადამიანები. სპეცოპერაციად წოდებული დანაშაული ,ერთის მხრივ, ძმების ავტორიტეტს დადებითად წარმოაჩენდა, რეალობის არმცოდნე საზოგადოების თვალში, რადგან სწორედ ისინი გამოცხადდებოდნენ უმძიმესი კრიმინალის დამმარცხებლებად და ,მეორეს მხრივ, სრულ მორჩილებაში მოიყვანდა პატიმრებს, რომლებიც (სასტიკი მეთოდებით დასჯის პანიკით შეპყრობილები) ვერასდროს გაბედავდნენ ციხის ადმინისტრაციისათვის არასასურველ ქცევაზე ფიქრს.
ბატონო მოსამართლევ, სახელმწიფო ბრალმდებლებმა ჯერ კიდევ შესავალი სიტყვის წარმოთქმისას მოგეცით პირობა, რომ წარმოვადგენდით მტკიცებულებებს, რომლებიც ბრალდებულების დანაშაულში დაგარწმუნებდათ. როგორც ხედავთ, ჩვენ პირობა შევასრულეთ, სასამართლო პროცესზე დავკითხეთ ბრალდების 57 მოწმე, გამოვიკვლიეთ ვიდეომასალა და წერილობითი მტკიცებულებები, რომლებმაც ეჭვშეუვალი გახადა ბრალდებულების მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
თავდაპირველად სასამართლო პროცესზე დაიკითხა მოკლული შოთა გორგაძის ძმა – გია გორგაძე რომელმაც განმარტა, რომ 2006 წლის იანვრის თვეში სასჯელს იხდიდა რუსთავის N1 დაწესებულებაში, რა დროსაც პატიმარმა დავით ლექვთაძემ მას გაუმხილა, რომ ციხიდან გაქცევა სურდა, რისთვისაც იარაღი ესაჭიროებოდა. გორგაძე ლექვთაძეს ციხიდან გაქცევაში დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ რეალურად ლექვთაძის ზრახვების შესახებ ინფორმაცია ციხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს – გელა ტყემალაძეს მიაწოდა. იმ დღეებში რუსთვის N1 დაწესებულებაში საკადრო ცვლილება განხორციელდა, ციხის დირექტორად ტარიელ ტყემალაძე დაინიშნა, რომელმაც გორგაძე თანამდებობაზე დანიშვნიდან მეორე დღეს კაბინეტში იხმო და ლექვთაძის შესახებ ინფორმაცია გამოჰკითხა, მანაც დაუფარავად უამბო ყველაფერი. იმავე დღეს, გია გორგაძე ტარიელ ტყემალაძის კაბინეტში შეხვდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწეს ლერი ხუხიას, რომელმაც ბაჩანა ახალაიას ტელეფონის ნომერი მისცა და უთხრა, რომ თუ სიახლე იქნებოდა, პირდაპირ დეპარტამენტის უფროსს დაკავშირებოდა. იმ დღეებში რამდენიმეჯერ შედგა სატელოფონო საუბარი ბაჩანა ახალაიასა და გია გორგაძეს შორის, რასაც მოწმობს სატელეფონო კავშირების მონაცემებიც, რომელზეც ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ. სატელეფონო საუბრების შედეგად გადაწყდა, რომ ციხიდან პატიმრების გაქცევის პროვოკაცია უნდა განხორციელებულიყო, პროვოკაციისათვის საჭირო იარაღს ბაჩო ახალაიას ხალხი მიაწვდიდა გია გორგაძის ძმას. პროვოკაციაში უნებლიედ ჩართულები აღმოჩნდნენ გია გორგაძის ძმა – შოთა გორგაძე და მისი ორი მეგობარი. ბედად ეს ადამიანები წალკაში ნათლობის რიტუალის ჩასატარებლად იმყოფებოდნენ. გორგაძემ ძმას დაურეკა და სთხოვა,- ბათუმში წასვლამდე, თბილისში დავით ლექვთაძის ძმას შეხვედროდა და გადაეცა ჩანთა, რომელსაც ,,მისი ხალხი” მიაწვდიდა. ამასთან, ძმას დაუმალა და არ უთხრა, რომ გადასაცემ ჩანთაში იარაღი უნდა ყოფილიყო. წალკიდან თბილისში ჩამოსულ გია გორგაძის ძმას და მის მეგობრებს ფონიჭალაში დახვდა კუდის თანამშრომელი, რომელიც სამი-ოთხი საათი დაატარებდა მათ თბილისში. ამ დროის განმავლობაში ძმებს გორგაძეებს სისტემატური კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან. თუმცა, მოგვიანებით კონტაქტი გაწყდა, გორგაძე ძმას ურეკავდა, მაგრამ ამაოდ. მისი ზარი უპასუხოდ რჩებოდა. ბოლოს, სატელეფონო ზარს უცნობმა უკმეხად უპასუხა, მან გია გორგაძეს შეაგინა და უთხრა,- შენს ძმას მივხედე და ახლა შენთან მოვდივარო. ამის შემდეგ, ციხეში ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი მოვლენები განვითარდა.
გია გორგაძის ჩვენება სასამართლო პროცესზე სრულად დაადასტურეს რუსთავის N1 დაწესებულების ყოფილმა დირექტორებმა – გელა ტყემალაძემ და ტარიელ ტყემალაძემ. მათი ჩვენებებით, სწორედ გია გორგაძისგან შეიტყვეს, რომ პატიმარ – დავით ლექვთაძეს ციხიდან გაქცევა სურდა. ტარიელ ტყემალაძის გადმოცემით, ეს ინფორმაცია პირადად აცნობა ბაჩანა ახალაიას, რომელსაც ამის შემდეგ უშუალოდ ჰქონდა კავშირი ადმინისტრაციასთან მოთანამშრომლე პატიმართან – გია გორგაძესთან.
რაც შეეხება სატელეფონო კავშირების შესახებ მონაცემებს, 2006 წლის 12 იანვარს, პატიმარ გია გორგაძის ტელეფონის ნომერზე – 893 53 63 56; – 57 სატელეფონო ზარია განხორციელებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლის – ლევან მარუაშვილის სახელზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერიდან – 899 91 04 21. თუმცა, აღნიშნულმა მოწმემ უარჰყო მითითებული ნომრით სარგებლობა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ლევან მარუაშვილის სახელზე გაფორმებული მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც პატიმარ გია გორგაძეს უკავშირდება, იმავე პერიოდში 4 შემავალი ზარია განხორციელებული ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას მეუღლის, ანა ნადარეიშვილის მობილური ტელეფონის ნომრიდან – 577 50 21 21. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ლევან მარუაშვილის სახელზე გაფორმებული მობილური ტელეფონის ნომრიდან, მკვლელობის დღეს 17:41 საათზე, ზარია განხორციელებული გია გორგაძის ძმის, შოთა გორგაძის მობილური ტელეფონის ნომერზე – 893 61 74 54.
სასამართლო პროცესზე დაიკითხა მოწმე – მუჰამედ გორგაძე. ეს გახლავთ ადამიანი, რომელმაც შოთა გორგაძე, მარად ართმელაძე და რომან სურმანიძე მკვლელობის დღეს წალკიდან თბილისში გამოაცილა. ახალგაზრდები იმავე დღეს თბილისიდან ბათუმში აპირებდნენ გამგზავრებას. მოწმის მტკიცებით, არცერთ მათგანს ავტომატური იარაღი არ ჰქონია.
საქმის განხილვის დროს, ჩვენება მისცა კუდის ყოფილმა თანამშრომელმა – ალექსანდრე სუმბაძემ, მისმა ჩვენებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეალობის გამოაშკარავებაში. როგორც აღვნიშნე, მუჰამედ გორგაძემ წალკიდან თბილისში გამოაცილა ახალგაზრდები, კუდის თანამშრომელი – ალექსანდრე სუმბაძე კი, გიორგი დგებუაძის, იგივე მასტერას, დავალებით წალკიდან თბილისში ჩამოსულ სამ ახალგაზრდას ფონიჭალაში დახვდა, შემდეგ (დგებუაძისვე მითითებით) ახალგაზრდები „ოპელის“ მარკის ავტომობილში ჩასვა და სამი საათი ატარა თბილისის ქუჩებში. საბოლოოდ, დგებუაძისგან მიღებული დავალების შესაბამისად, უიარაღო ახალგაზრდები ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჩამოსვა. თავად კი, უმალ გაეცალა შემთხვევის ადგილს. თუმცა, დაახლოებით 200 მეტრის გავლის შემდეგ, იარაღებიდან ინტენსიური გასროლების ხმა შემოესმა. უკან მობრუნებულს, მის მიერ მიყვანილი სამი ახალგაზრდა- დახოცილი, ხოლო მათთან ახლოს შეიარაღებული გიორგი დგებუაძე, დავით ახალაია, შალვა თათუახაშვილი, გიორგი მაზმიშვილი და ლევან ქარდავა დახვდა.
ალექსანდრე სუმბაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დასტურდება სატელეფონო ანძების მონაცემებით, რომელიც სასამართლო პროცესზე შპს ,,ჯეოსელის“ ინფორმაციისა და ტექნოლოგიების განყოფილების უფროსმა – რამაზ მაჩალაძემ წარმოადგინა. მოწმის ინფორმაციით, ალექსანდრე სუმბაძე და შოთა გორგაძე 12 იანვარს ოთხი საათი ერთსა და იმავე დროს, ერთი და იმავე მარშრუტით გადაადგილდებოდნენ.
მოვლენებს, რომლებიც ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე მას შემდეგ განვითარდა, რაც ალექსანდრე სუმბაძემ იქ შოთა გორგაძე, მარად ართმელაძე და რომან სურმანიძე ავტომობილიდან ჩამოსვა, არაერთი თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის:
იხილეთ სრულად >>