წყარო livepress.ge
09:10 17.03.2014
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ლევან ქარდავას შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს, ამ მთხოვნით მთავარ პროკურატურას ადვოკატი ირმა ჭკადუა მიმართავს. ჭკადუას ინფორმაციით საქმე ეხება ლევან ქარდავას მიერ კერძო პირისთვის ავტომანქანის უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტს.
„პროკურატურის ბოლოდროინდელი ქმედება ლევან ქარდავას მიმართ ადეკვატურია, თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე საქმე, რომლითაც დასტურდება, რომ მან მოქალაქეებს უკანონოდ ჩამოართვა ქონება. მაგალითისთვის დაგისახელებთ გივი თოდაძის საქმეს. მას 2 მანქანა ჩამოართვეს, რომელთა საერთო ღირებულება 150 ათასს შეადგენდა. საქმეში დაკითხული პირები ხელს პირადად ლევან ქარდავას ადებენ. ასე რომ, ესაა გამზადებული საქმე, რომლითაც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და ქარდავას დამატებითი ბრალი წარუდგინოს. გივი თოდაძე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა“, - აცხადებს ადვოკატი.
ირმა ჭკადუას ინფორმაციით, თოდაძისთვის ჩამორთმეული ერთ-ერთი ავტომობილით ლევან ქარდავა და მისი მეუღლე სარგებლობდნენ.
ცნობისთვის, ლევან ქარდავა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ დააკავა.