დედოფლისწყაროში დედოფლისწყაროს სასამართლომ ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა მომჩივანი დეპუტატის გამოუცხადებლობის გამო 7 დეკემბრისთვის გადადო.
გაზიარება
[16:22 30-11-2010]
სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად "ნაციონალმა" დეპუტატმა ავადმყოფობა დაასახელა. შესაბამისი ცნობა მან მოსამართლეს წარუდგინა.
სასამართლოზე არც მოსარჩელე მხარის ინტერესების დამცველი გამოცხადებულა. ჯანმრთელობის ცნობის განხილვის შემდეგ მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა სხდომა გადადებულად გამოაცხადა და დარბაზი დატოვა.
დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატი გელა თეთრაული, ჟურნალისტისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ლარს ითხოვს.
თეთრაული სარჩელში აღნიშნავს, რომ ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის მიერ წლების მანძილზე სხვადასხვა გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიებით მას და მის საქმიან რეპუტაციას მორალური ზიანი მიადგა.
თავის მხრივ ჟურნალისტი აცხადებს, რომ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ინფორმაცია არასდროს გამოუქვეყნებია და მზად არის სასამართლოს წინაშე წარსდგეს
"ჰერეთი"