ავტორი ეკა ასათიანი
17:06 03.01.2012
საჩხერეში პოლიტიკურმა დაძაბულობამ იმატა. ძველით ახალ წელს უშიშროების თანამშრომლებმა 15-მდე საჩხერელს სცემეს. ინციდენტი საზეიმო კონცერტის მიმდინარეობისას მოხდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როცა იმერეთის გუბერნატორმა საჩხერელებს 2012 წლის დადგომა მიულოცა, ამ დროს ხალხში შეძახილი გაისმა: "გაუმარჯოს ბიძინას!", რის შემდეგაც ქველმოქმედის ფანებს საზეიმო ღონისძიება დაატოვებინეს.
ზოგიერთი მათგანი უკაცრიელ ადგილას წაიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ. ვინ როგორ დაისაჯა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო და რად დაუჯდათ საჩხერელებს ივანიშვილის სიყვარული?
palitratv.ge
