ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმელი გ.თ.-ს გარყვნილი ქმედების, ანუ მასტურბირების ბრალდებით სასჯელის უმაღლესი ზომა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გაზიარება
[00:39 03-04-2011]
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “ბათუმელები” ბრალდებულის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სასამართლო პროცესი დახურული იყო და, შესაბამისად, ადვოკატები ამ პროცესზე ღიად არ საუბრობენ.
ბრალდებული გ.თ. საკუთარ სახლში მასტურბირებდა. ამ დროს მის ბინაში შემთხვევით შევიდა მეზობლის გოგონა, რომლის ოჯახმაც შემდეგ გარყვნილი ქმედების გამო მეზობელს უჩივლა.
ბათუმის საქალაქო პროკურატურამ გ.თ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სსკ 141-ე მუხლით, რომელიც “გარყვნილი ქმედებით” კვალიფიცირდება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ეჭვმიტანილის მიმართ წაყენებული ბრალი უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნია და ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის უმაღლესი ზომა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 141-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ერთ წლამდე გამასწორებელ სამუშაოს ან პატიმრობას ორ წლამდე.
ადვოკატი რამინ პაპიძე აცხადებს, რომ საქმე კურიოზულია: "მართალია, საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, გ.თ-მ ქმედება საკუთარ სახლში ჩაიდინა, როცა ის მარტო იყო. მან არ იცოდა, თუ ვინმე შევიდოდა სახლში, გოგონამ მას ერექციის მომენტში შეუსწრო”.
გ.თ-ს საქმე გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
epn.ge