ავტორი ილია ჩაჩიბაია | წყარო ტელე-რადიო "ობიექტივი"
15:23 25.12.2013
ჟურნალ "ღია ბოქლომის" ინტერნეტ გვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ავტორი "ევროპა ბეთს" და მის ხელმძღვანელობას კანონის დარღვევაში, ანუ ბავშვებისთვის კაზინოში თავისუფლად შეშვებაში ადანაშაულებდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
აზარტული თამაშების კომპანია “ევროპა ბეთის” გენერალური დირექტორი გიორგი გედევანიშვილი ჟურნალისტ დაჩი კვიკვინიას დაუკავშირდა და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გლდანში დაიბარა... გედევანიშვილმა, მოგვიანებით სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებისთვის მიცემულ ინტერვიუში, კატეგორიულად უარყო, რომ კაზინოში ბავშვების შეშვება ხდება, ჩვენი რედაქცია კი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.
ფატობრივი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ტელე და რადიო "ობიექტივმა" ექსპერიმენტი ჩაატარა. კაზინოში შესვლაზე და ამ ყველაფრის გადაღებაზე 16 წლის ოთარი დაგვთანხმდა. ახალგაზრდა ბიჭი მსგავს დაწესებულებაში არასდროს ყოფილა და ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება, კაზინოებში თავისუფლად შესული ბავშვების ცხოვრების დანგრევას. ოთარი წუხს იმაზე, რომ საქართველოში თვითმკვლელობათა რიცხვი სწორედ აზარტული თამაშების მიზეზით გაიზარდა. მოზარდის იდეოლოგიური მხარდაჭერის გამო ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. ბიჭს, ვინაიდან ის არასრულწლოვანია ვიდეომასალაში სახე შეგნებულად დავუფარეთ.
კოსტავას ქუჩაზე მდებარე "ევროპა ბეთის" ფილიალს საღამოს 6 საათისთვის ვესტუმრეთ, არც ჟურნალისტს და არც 16 წლის ბიჭს დაცვის თანამშრომლებმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ მოგვთხოვეს. დარბაზში შესვლისთანავე აპარატთან მოვკალათდით და შენიღბვის მიზნით მინიმალური თანხით თამაში დავიწყეთ. ვინაიდან კაზინოში უამრავი სათვალთვალო კამერაა, თუკი შეგვამჩნევდნენე მასალის დაკარგვის საფრთხე გვემუქრებოდა, ამიტომ მოკლე ჩანაწერი გავაკეთეთ და იქაურობა 5 წუთში დავტოვეთ.
სკეპტიკოსებისთვის აღვნიშნავთ, რომ კადრებში კარგად ჩანს, რომ ჩანაწერი სწორედ "ევროპა ბეთშია" გადაღებული, ისმის ელექტრონული "რულეტკა"-ს ავტომატური ოპერატორის ხმა (როგორიც მხოლოდ "ევროპა ბეთშია"), ჩანს სკამების განლაგება და სათამაშო აპარატების ნომერები (არსებობს შავი მასალაც, რომლსაც აუცილებლობის შემთხვევაში გავასაჯაროებთ ან საგამოძიებო ორგანოებს მივაწვდით).
მაშ ასე, წარმოგიდგენთ მტკიცებულებას, რომელიც არაა გამორიცხული, აზარტული თამაშების კომპანიის დახურვის მიზეზი გახდეს. "ევროპა ბეთი" კანონს არღვევს, ამ ყველაფერს კი სამწუხაროდ სისტემატური სახე აქვს.
შეგახსენებთ, რომ ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად 21 წლამდე ასაკის პირისათვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობა აკრძალულია.
ვიდეოჩანაწერის გაცნობის შემდეგ მედიის, უფლებადამცველი ორგანიზაციების და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს...