სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში გამომავალი პოლიტიკური ჟურნალის „ღია ბოქლომის” რედაქცია სოლიდარობას უცხადებს კახეთის რეგიონალურ გაზეთის „იმედის“თანამშრომლებს _ მათზე განხორციელებული ზეწოლის და ტერორის გამო.
მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის მიერ გაცემულ უკანონო ბრძანებებზე, რომელიც მხოლოდ ჩვენი კოლეგების დატერორებას და დისკრედიტაციას ემსახურება.
ბოლო პერიოდში რეგიონალური მედიაორგანიზაციებს გაუსაძლის პირობებში გვიხდება მუშაობა, დღეს გაზეთი „იმედი“ დაიხურა ახლო მომავალში კი თუ შსს მხრიდან თავდასხმები კვლავ გაგრძელდება შესაძლოა „ღია ბოქლომმაც“ სთქვას უარი გამოცემის გაგრძელებაზე.
აგრეთვე მიუღებლად მიგვაჩნია უსაფუძვლო ბრძანების გაცემა ჟურნალისტის დაკავების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ ”იმედის” რედაქტორის გელა მთივლიშვილის განცხადებით, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მითითებით კერძო კომპანიებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გაზეთ ”იმედში” რეკლამის განთავსება უკვე რამდენიმე თვეა აეკრძალათ. ამ პრობლემას ადგილობრივ მედიაორგანიზაციებს სამეგრელოს მთავრობაც უქმნის რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებს „როგორც სახელმწიფო, ჩვენ დავიცავთ ჟურნალისტების უფლებებს. ვერანაირი ხელისუფლება ვერ დააშინებს მათ და ნურავის ექნება ილუზია რომ ან მე ან ქართული სახელმწიფო დაუშვებს ტერორს ჟურნალისტების მიმართ...“
ილია ჩაჩიბაია
ლია შამათავა
ილია მარტყოფლიშვილი
ქრისტინე საჯაია
ნესტან ჯგერენაია
დაჩი კვიკვინია
მარინა კვიკვინია
ნაზი ბაძაღუა
მერაბ ჩაჩიბაია
ზაურ აბაკელია
თომა ძანძავა
დათო გზირაძე
რამაზ ჩაჩავა