ილია ჩაჩიბაია (დ. 2 ივნისი, 1988, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე პოლიტიკური მედიასაშუალების დამაარსებელი (რადიო, ჟურნალი, გაზეთი, საინფორმაციო სააგენტო), ყველაზე ახალგაზრდა ჟურნალისტი ქართულ მედია სივრცეში, რომელიც მუშაობდა და დღემდე მუშაობს წამყვან საინფორმაციო საშუალებებში.
| განათლება |
ილია ჩაჩიბაია დაიბადა თბილისში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში. მამა, მერაბ ჩაჩიბაია, განათლებით ინჟინერი. დედა, მარინა კვიკვინია, პროფესიით ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ჩაჩიბაიამ 2005 წელს წარჩინებით დაამთავრა ზუგდიდის 1 საშუალო სკოლა, ხოლო 2009 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი; 2007 წელს სასწავლო კურსს გადიოდა თბილისის სასულიერო სემინარიის რელიგიათმცოდნეობის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე; 2010 წელს მონაწილეობა მიიღო სასწავლო პროგრამაში პოლონეთში (ვარშავა) თემზე: მედიასაშუალებების განვითარება, პიარი, თანამედროვე სტანდარტები მსოფლიო მედიაში; 2011 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფედერაციის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით გამართულ სტაჟირების კურსში – ქალაქ პიატიგორსკში. სასწავლო პროგრამები და ტრეინინგ სემნიარები: 2002 წელი, თბილისი. "ჩავეჭიდოთ პრესას საგაზეთო ცხოვრება"; 2006 წელი, ზუგდიდი. რადიო ჟურნალისტიკა. (ასოციაცია "ათინათი"); 2007 წელი, ქუთაისი. საგამოძიებო ჟურნალისტიკა; 2007 წელი, ზუგდიდი. გავეცნოთ ევრკავშირს. (Eუროპეან უნიონ, ინტერნიუსი); 2007 წელი, გუდაური. ინფორმაციის თავისუფლება. (ეუთოს მისია საქართველოში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია); 2008 წელი, გუდაური. ინფორმაციის თავისუფლება საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი (ოსცე, საია); 2008 წელი, თბილისი. გენდერი და მედია (ქალთა ფონდი "ტასო"); 2008 წელი, ზუგდიდი. "კონფლიქტის მოგვარება, მშვიდობის მშენებლობა" (მოძრაობა "იმედი"); 2008 წელი, თბილისი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და გენდერული საკითხები. (ქალთა ცენტრი); 2009 წელი, თბილისი. თვითმმართველობა. 2009 წელი, კვარიათი. "ადგილობრივი თვითმმართველობა, საზოგადოების მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში" - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; 2010 წელი, ქობულეთი. ბავშვთა საკითხების გაშუქება მედიაში და საერთაშორისო სტანდარტები. (უნიცეფ); 2010 წელი, სომხეთი, ცახკაძორი. მედიაფორუმი – "ადამიანის უფლებები საქართველოში და რუსეთში". (ჰუმანიტარული მხარდაჭერის ცენტრი); 2011 წელი, გრიგოლეთი. მედია ონ ტრაფფიცკინგ რეალატედ ისსუეს. (წორლდ ვისიონ); 2011 წელი, ბათუმი. თვითმმართველობა, ციფრული მაუწყებლობა, ჟურნალისტიკა და იურისპუდენცია. (საია); 2011 წელი, სომხეთი. "ადამიანის უფლებები საქართველოში და რუსეთში". (ჰუმანიტარული მხარდაჭერის ცენტრი).
| კარიერა საქართველოში |
2001 2006 წელი, გაზეთი "ზუგდიდი" – კორესპონდენტი; 2003 2006 წელი, რადიო "ათინათი" – კორესპონდენტი, დილის გადაცემის წამყვანი, საავტორო გადაცემის წამყვანი; 2002 2007 წელი ჟურნალი "ზუგდიდელები” – განყოფილების რედაქტორი; 2004 2007 წელი, გაზეთი "ახალი 7 დღე" – კორესპონდენტი სამეგრელო ზემო სვანეთსა და აფხაზეთში; 2000 – 2003 რადიო "ერანი" კორესპონდენტი, საავტორო გადაცემის წამყვანი; 2006 2007 წელი საინფორმაციო სააგენტო "ინფო ნეწს გეორგია"–ს– რეგიონალური ბიუროს უფროსი; 2006 წლიდან საზოგადოებრივ პოლიტიკური ჟურნალი "ღია ბოქლომი" – გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 2007 წელი, საინფორმაციონ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" - სამეგრელო –ზემო სვანეთიოს რეგიონალური ბიუროს ხელმძღვანელი; 2007 წელი, გაზეთი "კამარა" კორესპონდენტი სამეგრელო ზემო სვანეთში; 2007 წლიდან საინფორმაციო სააგენტო "სი-ეიჩ-ენის" გენერალური დირექტორი; 2007 2008 წელი, არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის ინსტიტუტის" სამეგრელო ზემო სვანეთის ორგანიზაციის თავმჯდობარე; 2008 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიის ინსტიტუტის" დასავლეთ საქართველოს ორგანიზახციის თავმჯდომარე; 2009 წლიდან სამეგრელო ზემო-სვანეთში არსებული ჟურნალისტთა (ტელე, რადიო, პრესა.) სკოლის დამფუძნებელი, დირექტორი; 2009 წლიდან გაზეთ "ასავალ დასავალის" რეგიონული ბიუროს უფროსი; 2010 წლიდან ინტერნეტგაზეთ "ახალი 7 დღის" კორესპონდენტი სამეგრელო–ზემო სვანეთში; 2010 წლიდან ინტერნეტგაზეთ "ეგაზეთის" მთავარი რედაქტორი"; 2010 წლიდან ინტერნეტგაზეთ "მედია დაიჯესტის" რედაქტორი; 2011 წლიდან „ქართული რადიო“–ს დამფუძნებელი, მთავარი რედაქტორი.