ავტორი სოსო ხოფერია
14:36 13.08.2013
რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #4 დაწესებულებიდან, 7 აგვისტოს გამართული საგამოცდო ტესტირების საფუძველზე 24 თანამშრომელი გაანთავისუფლეს. დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტესტირებაში მოყვცანილი საკითხები არ წარმოადგენდა მათ კომპეტენციას. სამსახურიდან დათხოვნილები ირწმუნებიან, რომ უსამართლოდ გაანთვისუფლეს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს კი დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები განაგებენ, ისინი კონკრეტულ პირებსაც ასახელებენ:
განყოფილების უფროსი - ზაზა გურგენიძე, რომელსაც ნაც.მოძრაობის ლიდერი ზაზა ბერაია მფარველობს; განყოფილების მოადგილე - ლაშა ბიგვავავა, როლანდ ახალაიას მეზობელი; ქავთარაძე ზაალი-ბათუმის ციხის ყოფილი უფროსის ძმა...
ბადრაგის ყოფილი თანამშრომლები სამსახურში აღდგენას მოითხოვენ და შესაბამის სამსახურებს მოუწოდებენ ზემოთჩამოთვლილი პირების და არამარტო მათი, პირადი საქმეები შეისწავლონ, ამის შემდეგ კი მიღებულ იქნეს სათანადო ზომები.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #4 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები ორ დღეში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალები მშვიდობისათვის” ოფისში, სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ...