2010 წლის 31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ანგარიში 2009 წლის მეორე ნახევარში. 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ.
ანგარიში ასახავს საქართველოში არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ასევე მიმოხილულია მოქალაქეთა კონკრეტულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ხარისხი. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ იქნა უფლებადარღვევის არაერთი ფაქტი. სახალხო დამცველმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თითოეულ ამ ფაქტზე მოახდინა სათანადო რეაგირება და რეკომენდაციებით მიმართა ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს. გაანალიზდა ცალკეულ ორგანოთა პრაქტიკა ასევე კანონმდებლობა და მასში ასახული ცვლილებები რომლებმაც გავლენა იქონია ქვეყანაში ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე.