ავტორი მაია ღურწკაია
17:52 28.06.2012
თელავის რაიონის მკვიდრი 56 წლის გიორგი სარიჯაშვილი კანალიზაციის არხში მილსადენის ჩამონტაჟების დროს ჩამოშლილმა მიწამ ჩამარხა.სოფლის მკვიდრთა განცხადებით განმუხურში მიწა არამყარია და სამუშაოების ჩატარების დროს განსაკუთრებული დამცავი ჯებირების გაკეთებას საჭიროებს, რაც ამ შემთხვევაში გამოყენებული არ იყო. მიწის ჩამოშლის თავიდან აცილებაც ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილი მუშა ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს და ექსპერტიზა უტარდება. სოფელ განმუხურში წყალ -კანალიზაციის გაყვანილობას კომპანია "ფერი" აწარმოებს. მისი დირექტორის გელა წოწორიას განცხადებით ასეთ სიღრმეზე ჯებირები არ კეთდება.
