ირაკლი ოქრუაშვილი - მე ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან და თუ ამას ვერ გავაკეთებ, სამუდამოდ წავალ პოლიტიკიდან

ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს მიმართვა გაავრცელა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ: "ძალიან მიმძიმს ახლა საუბარი, დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა. უკვე მეორედ ხდება ერთი და იგივე, როდესაც ხელი შემიშალეს საქართველოში დაბრუნებაში. ეს ერთხელ 2009 წლის მაისში მოხდა, როდესაც საქართველოს საზღვართან ვიმყოფებოდი და ეგრეთ წოდებულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარყოფითად შეაფასა ჩემი საქართველოში დაბრუნება.

გაზიარება
[18:00 24-05-2011]
ხელისუფლების რიტორიკა, რითაც ხალხს აშინებდნენ, თითქოსდა ცხინვალის გავლით, რუსული ტანკებით უნდა დავბრუნებულიყავი და პუტჩი მომეწყო, მყისვე აიტაცა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, რის გამოც ოპოზიციის გაერთიანება ჩაიშალა და იმედი მაქვს ხალხი შესაბამის დასკვნებს გააკეთებს.

მათი სურვილია ეს საქმე ჩემი ხელით გაკეთდეს და ხელი მე შემაწმინდონ, თანაც თვითონ სუფთა გამოვიდნენ ამ საქმიდან.

ამის შემდეგ, მე უშუალოდ მივიღებ გადაწყვეტილებებს, სხვების აზრის გათვალისწინების გარეშე.

იმას, რაც დღეს ხდება, ერთი სიტყვით ღალატი ქვია, ხალხის ღალატი. მათ სინდისზე იყოს იმ ადამიანების ბედი, რომლებსაც მათი საქციელის გამო ხელისუფლება გააუბედურებს. მათთვის პოლიტიკა არის ბიზნესი და მეტი არაფერი.

მე ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან და თუ ამას ვერ გავაკეთებ, სამუდამოდ წავალ პოლიტიკიდან. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ჩათვალა, რომ გული ვატკინე. არაფერი არ დამთავრებულა, ყველაფერი წინაა!",-ნათქვმია ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვაში.

interpressnews.ge


READ MORE - ირაკლი ოქრუაშვილი - მე ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან და თუ ამას ვერ გავაკეთებ, სამუდამოდ წავალ პოლიტიკიდან

სამეგრელო პოლიტიკური დაპატიმრებების მოლოდინშია[video]

ოპოზიციური პარტიების გააქტიურებასთან ერთად სამეგრელოში ძალოვანი სტრუქტურებიც აქტიურ რეჟიმში გადადიან. ამ ინფორმაციის უტყუარობას ბოლო დღეებში რეგიონში მომხდარი ფაქტებიც ადასტურებს, როცა მერაბიშვილისა და ახალაიას უწყებები პოლიტიკური ლიდერების მიმართ ფარულ თუ ღია პოლიტიკურ დევნას ახორციელებენ. მოსალოდნელი დაპატიმრებების შესახებ ინფორმაცია დღეს „ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, კახა მიქაიამ პარტიის თბილისის ოფისში გაახმაურა.

გაზიარება
[ნანა ფაჟავა.18:29 18-05-2011]
კახა მიქაია: „სამეგრელოს რეგიონის პოლიციის სამხარეო სამმართველოს მაღალჩინოსნები 17 მაისს, დილით ანაკლიაში შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ და „ქართულ პარტიასთან“ ბრძოლის მეთოდები დაგეგმეს. ამ შეხვედრაზე ზუგდიდში „ქართული პარტიის“ ოფისის დაშლა გადაწყდა. გუშინვე იგივე შემადგენლობა, მაგრამ მერაბიშვილის გარეშე, ზუგდიდში კიდევ ერთხელ შეიკრიბა. შეხვედრაზე ცნობილმა ზონდერმა თემურ თორიამ, მეტსახელად „ლოქომ“, „ქართული პარტიის“ წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარება თავის თავზე აიღო. ეს ადამიანები პარტიის ზუგდიდის ოფისის თანამშრომლების დაპატიმრებას არა პოლიტიკური, არამედ კრიმინალური სარჩულით აპირებენ.

შესაძლოა, ეს ნარკოტიკის, ან იარაღის ჩადება, ქუჩაში ჩხუბის პროვოცირება, ავტოკატასტროფა, ან სხვა რამ იყოს. თუ პარტიის ზუგდიდის ოფისის თანამშრომლებს - ალექსანდრე გეთიას, ალექსანდრე მოლაშხიას, დავით სორდიას, რამაზ შუბითიძეს, გიორგი ჯღარკავას, გურამ ჩიქვანავას, თენგიზ გერგედავას რაიმე ხიფათი შეემთხვევათ, მომხდარზე პასუხისმგებლობა ვანო მერაბიშვილს დაეკისრება“.

მერაბიშვილის ზონდერი, თემურ თორია ზედმეტსახელად "ლოქო"

კახა მიქაიასგან განსხვავებით 14 მაისს, სამეგრელო –ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე უკვე დაიბარეს „სახალხო კრების“ წინააღმდეგობის კომიტეტის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ზამირა ღადუა. მისი განცხადებით, პროკურატურის გამომძიებლები თოდუა და საჯაია უსაფუძვლო ბრალდებებით მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. ახალაიას უწყება ამჯერად, ზამირა ღადუას, როგორც ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის საქმიანობით, 6 წლის შემდეგ დაინტერესდა. პარტიის ლიდერი კამერის წინ დაკითხვის დეტალებზე, მისი ოჯახისა და ახლო ნათესავების მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ტერორზე საუბრობს.

presage.tv

READ MORE - სამეგრელო პოლიტიკური დაპატიმრებების მოლოდინშია[video]

„მცირე ხარვეზებით“ დასრულებული „დიდი რეაბილიტაცია“ და დევნილთა პროტესტი აბაშაში [video]

მძიმე საციალურ პირობებში გატარებული ოცწლიანი დევნილობის შემდეგ, აფხაზეთიდან გამოხიზნული ქართველები ახალი პრობლემის წინაშე დგანან – ხელისუფლების მიერ უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო, მათთვის რეაბილიტირებულ სახლებში ცხოვრება თითქმის შეუძლებელია. 16 მაისს, აბაშაში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილებმა ყოფილი პროფტექნიკუმის შენობასთან საპროტესტო აქცია სწორედ ამ მიზეზით გამართეს.

გაზიარება
[ნანა ფაჟავა.18:29 18-05-2011]
32 ოჯახი მათთვის გამოყოფილი ფართების დათვალიერებას დილიდან ითხოვდა, თუმცა შენობასთან მობილიზებული დაცვის პოლიცია შესვლას კრძალავდა. შენობის დევნილებზე გადაცემის ნებართვას შუადღემდე დევნილთა რეგიონალური სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ელოდნენ. დღის მეორე ნახევარში ახალი ბინადრებისთვის სახლის კარები ფართოდ გაიღო, თუმცა დევნილებმა იგი მალევე გაიხურეს.

ელექტროენერგიისა და წყლის არ არსებობა, ჩამოცვენილი ბათქაში და ალაგ–ალაგ შელესილი კედლები იქ დარჩენის საშუალებას არ იძლეოდა. სამაგიეროდ, დევნილებმა დაპირებები ადგილზევე უხვად მიიღეს. რემონტის უხარისხობასა და „მცირე ხარვეზების“ გამოსწორებაზე პასუხისმგებლობა სამუშაოთა მწარმოებელ კომპანია „აქსისთან“ ერთად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომაც აიღო. ხელისუფლებამ „დიდი რეაბილიტაციის“ დასრულების თარიღად 6 ივნისი გამოაცხადა.

presage.tv


READ MORE - „მცირე ხარვეზებით“ დასრულებული „დიდი რეაბილიტაცია“ და დევნილთა პროტესტი აბაშაში [video]

პოლიციელებმა ეკლესია დაარბიეს და მღვდელს ცეცხლი გაუხსნეს!

ავტორი ილია ჩაჩიბაია
16:23 17.05.2011
11 მაისს, ზუგდიდიელმა პოლიციელებმა, ქალაქში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დაარბიეს. განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულმა სამართალდამცავებმა ყოველგვარ მორალურ თუ ადამიანურ ზღვარს გადააბიჯეს და ის მანქანაც დაცხრილეს რომელშიც ეკლესიის წინამძღვარი მამა ანდრია ლიპარტია იჯდა. როგორც ჟურნალ „ღია ბოქლომთან“ საუბრისას მრევლი აცხადებს სამართალდამცავები ალკოფოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და ცეცხლსასროლი იარაღით ხელში, გარშემომყოფთ მოკვლით ემუქრებოდნენ.


რატომ მოიქცნენ მერაბიშვილი-სააკაშვილის პოლიციელები ასე უცნობია, თუმცა ერთი კი ფაქტია, შს-ს თავგასული წარმომადგენლები ბოლო პერიოდში დაუნდობელი ქმედებებით განსაკუთრებით სამეგრელოში გამოირჩევიან.

მომხდარიდან მეორე დღეს ეკლესიაზე თავდასსმის ფაქტს „ქართული პარტია“ გამოეხმაურა. 13 მაისს გამართულ ბრიფინგზე, კახა მიქაიამ მკაცრად გააკრიტიკა ადგილობრივი ხელისუფლება და ინციდენტში მონაწილე „სამართალდამცავების“ დასჯა მოითხოვა.

რწმენაშელახული მრევლი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ, რამდენიმე მათგანს გავსაუბრებოდით.

ნონა, მრევლის წევრი: „მწუხრის მსახურება სრულდებოდა, როდესაც გარედან სროლის და ყვირილის ხმა შემოგვესმა, მამაო გარეთ გავიდა რათა საქმის ვითარებაში გარკვეულიყო, ჩვენც გავყევით. პოლიციელები ტაძართან ახლოს, სადაც სასაფლაოებისთვის გამოყოფილი ფართი მდებარეობს ჩხუბობდნენ, ყვიროდნენ და იგინებოდნენ. ერთ-ერთმა პოლიციელმა რომლის გავარიც ქარჩავა გახლავთ მამა ანდრიას შეურაცყოფა მიაყენა შენ ვინახარ შენი დედა ....ო და მისკენ გაიწია, სწორედ ამ დროს მეორე პოლიციელმა, გუდუნა ფონიამ მამაო მიზანში ამოიღო კვლავ იგინებოდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ. ანდრია სიტუაციის გამწვავებას მოერიდა და იქვე ჩვენი მრევლის კახა ყურაშვილის მანქანაში ჩაჯდა. რამოდენიმე წუთში მანქანა სამართალდამცავებმა დაცხრილეს. მამაო სასწაულით გადარჩა. შემდეგ პოლიციელები ეკლესიაში შეიჭრნენ. მრევლის წევრებს მივარდნენ და პირში იარაღს უდებდნენ, იყო რამდენიმე უმისამართო გასროლაც. ყველაფერი ბავშვების და მოხუცების თვალწინ მოხდა. იმდენად ნასვამები იყვნენ, რომ ფეხზე ძლივს იდგნენ. ვითხოვთ ეს პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ. ღვთის შეწევნით სერიოზულად არავინ დაშავებულა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ტყვია ბავშვებს მოხვედროდათ“.

მამა ანდრია ლიპარტია: „როცა ეს ყველაფერი მოხდა ლოცვები მიმდინარეობდა. გარეთ სროლა ატყდა... მე მღვდელი ვარ და ამ საკითხზე საუბრისგან თავს ვიკავებ. გთხოვთ ადამიანურად გამიგოთ, მეტს ვერაფერს გეტყვით...“

მანონი კემულარია, მამა ანდრიას მეუღლე: „შემთხვევის ადგილზე არ ვყოფილვარ. როგორც თვითმხილველებმა მითხრეს პოლიციელებმა ჯერ საავადმყოფოს ტერიტორიაზე ხალხი ააწიოკეს და შემდეგ ეკლესიის სასაფლაოებისკენ გადმოინაცვლეს. ტაძრთან რომ მათხოვრობს ბიჭი ხვიჩა, იმას იარაღი დაადეს და მოკვლას უპირებდნენო. ერთმანეთს პირში იარაღს უდებდნენ. მამაო, ჩემი შვილი და სტიქაროსანი ტაძრიდან გამოსვლიდან რამდენიმე წუთში მანქანაში ჩასხდნენ, მაშინ ერთ-ერთმა დაუმიზნა და გაისროლა. ჩემს შვილს თავი დაბლა დაუწევია – ტყვია არ მოხვდა. საბედნიეროდ, როდესაც პოლიციელი ისროდა ფეხი დაუცდა და ორმოში ჩავარდა. მადლობა უფალს გადავრჩით. ცოტახანში მრევლის წევრებმა ტყვიის მასრებიც იპოვნეს. გასროლა მოხდა ჩვეულებრივი ტაბელური იარაღიდან. ტაძარში მყოფ შავოსან დედებს სტიქაროსნები გადაუმალავთ, ბიჭები რომ არ დაეჭირათ. ის პირები იმდენად მთვრალები იყვნენ, რომ თავსაც ვერ აკონტროლებდნენ. ინტერვიუს მიცემას ყველა თავს არიდებს და ჩემგანაც არ მინდა გაიჟღეროს ამ ინფორმაციამ“.

ხვიჩა ჩუხუა, ერთ-ერთი დაზარალებული: „ჩემთან ორი შეიარაღებული პირი მოვიდა, მითხრეს ჩქარა იმღერეო. იარაღი შუბლზე დამადეს, მიყვიროდნენ არ გაინძრე თორემ გესვრითო. მე გავიქეცი ეკლესიისკენ, ხალხმა გადამარჩინა. ამის შემდეგ მამაოსაც ესროლეს. ჰაერშიც ისვროდნენ“.

ნატალია ფარჯიკია, მესანთლე: „იმ მანქანას ესროლეს, რომელშიც მამაო, მისი შვილი და მრევლი კახა ყურაშვილი ცოლდათ ერთად, ისხდნენ. პოლიციელები საუბედუროდ ფორმაში არ იყვნენ გამოწყობილი. ტაძარში რომ შემოვიდნენ შარვალი ძვრებოდათ და ირაღი უჩანდათ“.

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, მისი ლაქიების მიერ ეკლესიის და მართლმადიდებლობის შეურაცყოფის ეს პირველი ფაქტი არ არის.

„ვარდების რევოლუციის”, ანუ მას შემდეგ, რაც ლიბერალთა ერთმა ჯგუფმა დემოკრატიული ღირებულებების დეკლარირებით სახელმწიფო ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევის დროც დადგა. მათ კარგად ესმოდათ ამ ბრძოლის სირთულე. ხალხის სარწმუნოებისკენ შემობრუნება, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და ეკლესიის დიდი ავტორიტეტი, რასაც აშშ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვებიც ადასტურებდა, მათთვის საფრთხეს შეიცავდა და კიდევ უფრო აშფოთებდა ულტრალიბერალურად განწყობილ „დემოკრატებს“.

2004 წლის 12 მარტს, გამთენიისას გლდანის მართლმადიდებლურ ეპარქიაში, სახელისუფლებო ძალების მიერ დაიწყო ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის სახელობის ტაძრის დარბევა. გამოიყენეს იარაღის ფართო არსენალი, ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი, ხელკეტები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, მძიმე ტექნიკა - სამხედრო მანქანები. გადათელეს ტაძრის ღობეები და მრევლზე იერიში მიიტანეს.

მართლმადიდებელმა მრევლმა ტაძრის კარებისაკენ დაიხია და მკერდი მიუშვირეს სიკვდილს უფლისათვის და ღვთისმსახურებისთვის, რომელთაგან მამა ბასილი და მამა გაბრიელი ტაძარში იყვნენ ჩაკეტილნი, ხოლო მამა არჩილი მრევლთან ერთად ტაძრის ცენტრალურ კარებს იცავდა. ტაძრის კარებთან სიკვდილის პირამდე სცემეს ხალხი. ბოლოს, მძიმე ტექნიკით შეანგრიეს ტაძრის გვერდითა კარები. ჟანდარმერიის ჯარები ამ დროს მთლიანად განლაგდა ეკლესიის ეზოში, ხოლო შავნიღბოსანთა ბატალიონი შეიჭრა ღვთის სახლში.

მამა ბასილი ეკლესიაში შეჭრილებს ამბიონზე მთავარანგელოზ მიქაელის ხატით გულში ჩახუტებული დახვდა. ნიღბოსნებმა იგი ცემით ძირს დააგდეს და წიხლებით გაათრიეს გარეთ, შემდეგ კი ცემითვე მანქანაში ჩატენეს და რაიონული პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს...

2007 წლის 18 მაისს ჩამოღამებულ ფერიაზე ბულდოზერები გამოჩნდა. თითქმის დასრულებული ტაძარი დილით მიწასთან გასწორებული დახვდათ ფერიელებს. ეკლესიის შენების ნებართვა არ არსებობდაო, – დაიწყო ფიცი-მტკიცი მთავრობამ...

ცოტა ხნის წინ, „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრის, თეა თუთბერიძის მიერ, "facebook"-ზე გავრცელებულ, პატრიარქის გაშარჟებულ ვიდეო განცხადებას, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოყვა. ამ მასალაზე ილია მეორის სურათზე დამონტაჟებული იყო ხმა, რომელიც ისეთ ეფექტს ქმნიდა, თითქოს პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს უცენზუროდ იხსენიებდა და ხალხს მისი დამხობისკენ მოუწოდებდა. პატრიარქის შეურაცხყოფა, მაშინ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაგმო. თუთბერიძე კი აცხადებდა, რომ ასეთი ვიდეოების დამზადება-გავრცელება სიტყვის თავისუფლების შემადგენელი კომპონენტია და პატრიარქს იმიტომ ებრძვის, რომ მისი ძმისშვილი რუსეთის სპეცსამსახურების თანამსრომელია....

მთავრობის და მათი ხელქვეითების ასეთ ქმედებებს შეიძლება დავარქვათ ერთი სახელი – იდეოლოგიური სატანიზმი. დაჯგუფების ლიდერებად კი შეგვიძლია მოვისაზროთ სააკაშვილი, ბოკერია, თუთბერიძე და საქართველოს დანაშაულებრივი მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები.

ცნობისთვის, მსოფლიოში მრავლად არიან იდეოლოგიური სატანიზმის მომხრეები. რატომ უწოდებენ ეს ადამიანები საკუთარ თავს სატანისტებს, მათი არგუმენტი ასეთია: „ჩვენ ვართ ანტიქრისტიანები შესაბამისად ქრისტიანებისთვის ვართ სატანისტები.“

მაგალითად, ასეთი ტიპის დაჯგუფებების მიერ სკანდინავიაში განხორციელდა არაერთი ეკლესიის დარბევა თუ განადგურება...

რეალურად თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სატანიზმის ეს განხრა კომერციული მიზნებისთვის არის შექმნილი და მის პოპულარიზაციაში მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიც მონაწილეობენ.

ირმა ინაშვილი, ჟურნალისტი: „2004 წლის აგვისტოში, როდესაც ჯერ კიდევ საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე პუბლიცისტიკის ჯგუფის ხელმძღვანელად ვმუშაობდი, ჩემს კოლეგებთან ერთად დამიბარეს ტელევიზიის სათათბირო დარბაზში. როდესაც „საგანგებო თათბირზე” შევედი, დარბაზში დამხვდნენ "თავისუფლების ინსტიტუტის” ხელმძღვანელები და მხარდამჭერები: ლევან რამიშვილი, გიგი თევზაძე, სოზარ სუბარი, ლაშა ბუღაძე, ბექა მინდიაშვილი, ნოდარ ლადარია, ბასილ კობახიძე, მამუკა ხერხეულიძე, თამარ კინწურაშვილი... ამ ადამიანებმა, ანუ ჩვენი ქვეყნისა და ერის დიდმა „მოსიყვარულეებმა” პირდაპირ დაგვირიგეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციას. პიარ-გეგმის თანახმად, პირველი არხის გადამღებ ჯგუფებს მონასტრებში მოღვაწე დედები და მამები მაქსიმალურად ნეგატიურ ჭრილში უნდა წარმოგვეჩინა, რათა ამას გამოეწვია საზოგადოების უნდობლობა და ზიზღი ეკლესიისადმი. ჩვენ უნდა გვეჩვენებინა საპატრიარქო, როგორც შურიან, მოქიშპე მღვდელმსახურთა ბუდე. უნდა გაგვეკრიტიკებინა ქართული საეკლესიო გალობა, წირვა; ხაზი უნდა გაგვესვა, რომ მრევლი გაუნათლებელია და არ იცის კონკრეტული საეკლესიო დღესასწაულების ისტორია და არსი.

ახლოვდებოდა ფერისცვალების დღესასწაული. „თავისუფლების ინსტიტუტის” „ლიდერშიფი” გვაძლევდა რეკომენდაციას, - გამოგვეკითხა მრევლი და გვეჩვენებინა, რომ დიდმა ნაწილმა არ იცის, რას ნიშნავს ფერისცვალებ...“


READ MORE - პოლიციელებმა ეკლესია დაარბიეს და მღვდელს ცეცხლი გაუხსნეს!

livepress.ge-ს ახალი ამბები სამეგრელო–ზემო სვანეთიდან და აფხაზეთიდან

არაკომერციული ორგანიზაცია „მედია ფონდის" მიერ ჩამოყალიბებული საინფორმაციო ცენტრი სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში და ასევე მის მომიჯნავე აფხაზეთში მომხდარი მოვლენებს livepress.ge-ს საშუალებით გააშუქებს. ვებ-გვერდი ახალი შექმნილია და ჯერ ტესტურ რეჟიმში მუშაობს.

გაზიარება
[ნატა ძველიშვილი. 14:26 17-05-2011]
როგორც „მედია ფონდის" გამგეობის თავმდჯომარე გერონტი ყალიჩავა ამბობს, სამეგრელო - ზემო სვანეთში მსგავსი გამოცემა არ არსებობს, რაც ადგილობრივი ამბების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელებას ხელს უშლის. ცენტრს საკუთარი კორესპონდენტები ჰყავს სამეგრელოსა და ზემო - სვანეთის ქალაქებში, ასევე აფხაზეთში.

„ინტერნეტ-გამოცემის გარდა სხვა მედიასაშუელების შექმნაზე არც გვიფიქრია, რადგან ეს ყველაზე კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ აქაური ამბები უფრო დიდ აუდიტორიას გავაცნოთ. რეგიონში ინტერნეტის ხელმისაწვდომობა თანდათან იზრდება, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ხარისხიანი მასალების შექმნის შემთხვევაში ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდება", - ამბობს გერონტი ყალიჩავა, რომელიც livepress.ge -ს მთავარი რედაქტორიცაა. მისი განმარტებით, გამოცემას ზოგადი სახელი შეურჩიეს, რადგან აქ სხვა რეგიონის ამბებიც გამოქვეყნდება და რუბრიკაში „საქართველო" მოექცევა. საიტზე ასევე განთავსდება აუდიო, ვიდეო და ფოტო რეპორტაჟები. ეყოლებათ ბლოგერებიც.

ვებ-გვერდი დაუგეგმავად 13 მაისს ჩართო. „იმ დღეს პირველებმა გავიგეთ, რომ ზუგდიდში ეკლესიის ეზოში პოლიციელები სტიქაროსნის მანქანას ესროდნენ, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე გადავწყიტეთ გაგვევრცელებინა ეს ინფორმაცია, თუმცა ამ დღეებში ვაპირებთ, რომ დიდი პრეზენტაცია გავმართოთ და საზოგადოებას ჩვენი ინტერნეტ-გამოცემა გავაცნოთ," - განმარტა გერონტი ყალიჩავამ.

livepress.ge ფონდ „ღია საზოგადობა - საქართველოს" დაფინანსებით შეიქმნა, პროექტი შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მთავარი რედაქტორის თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ გამოცემა დამოუკიდებელ დაფინანსებაზე გადავა და არ დაიხურება.

ჟურნალი "ღია ბოქლომი" კოლეგებს ობიექტურობას და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

media.ge


READ MORE - livepress.ge-ს ახალი ამბები სამეგრელო–ზემო სვანეთიდან და აფხაზეთიდან

კახა მიქაია: "ამერიკა პატრონად უპატრონო სააკაშვილს სჭირდება" [audio]

"ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრ კახა მიქაიას განცხადებით, "ამერიკა პატრონად უპატრონო სააკაშვილს სჭირდება".

გაზიარება
[16:26 16-05-2011]
ამის შესახებ მიქაიამ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

ამასთან, მან აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს მადლობა გადაუხადა იმ "ადეკვატური კომენტარისთვის", რომელიც მან დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.

"ჩვენ არ გვჭირდება ამერიკა, როგორც პატრონი. ჩვენ გვჭირდება იგი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. პატრონად აშშ უპატრონო სააკაშვილს სჭირდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები აშშ-ის დოლარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და საერთო იდეებს უნდა ეფუძნებოდეს. ნუ გვაბრალებენ, რომ ანტიამერიკულ განწყობებს ვქმნით, - ასეთი განწყობის შექმნა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ შეუძლია. თუ ეს მოხდა, ამის შემოქმედი საქართველოს ხელისუფლება და აშშ-ის ადმინისტრაცია იქნებიან"- განაცხადა მიქაიამ და აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდა, “მხარი დაუჭიროს ქართველ საზოგადოებას და არა ავტოკრატი სააკაშვილის რეჟიმს".

აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია უკვე დასრულდა. "ქართული პარტიის" ლიდერებმა სოზარ სუბარმა და ეროსი კიწმარიშვილმა საელჩოს წარმომადგენელს ბარაქ ობამას სახელზე შედგენილი მიმართვა გადასცეს.

"ქართული რადიო" აქციის პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებდა. გთავაზობთ კახა მიქაიას გამოსვლის აუდიო ჩანაწერს.





READ MORE - კახა მიქაია: "ამერიკა პატრონად უპატრონო სააკაშვილს სჭირდება" [audio]

რუსთავი - პოლიცია იფურთხება, პრეს-სამსახური იმალება

ქართულმა მედიამ, 7 მაისს რუსთავში “სახალხო კრების” და ორგანიზაცია “არას” წევრების დაკავების დეტლები მეტ-ნაკლებად ამომწურავად გააშუქა. აქცია რომლის დროსაც დაკავებები მოხდა, რუსთავის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსს, ვალერი დუღაშვილს ეძღვნებოდა.

გაზიარება
[14:15 12-05-2011]
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ძველი ”ფოკუსები” არ გაემეორებინა. კონკრეტულად კი დუღაშვილს ოპოზიციური განწყობის მქონე მოქალაქეების დაჭერაში და იარაღის ჩადებაში სდებდნენ ბრალს.

7 მაისს 12 აქციის მონაწილე დაიჭირეს. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს, რუსთავის “სახალხო კრების” კომიტეტის შეფიცულთა ხელმძღვანელი, გოჩა თედორაძე იყო. დღეს კრების რუსთაველი წევრები თედორაძესთან დაკავშირებით იმ დეტალებზე საუბრობენ, რომელიც მედიას არ გაუშუქებია.

”გოჩა თედორაძემ, სასამართლოს სხდომაზე მოსამართლეს განუცხადა, რომ მას რუსთავის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ვალერი დუღაშვილი დაემუქრა. მან სასამართლოს ოქმში დააფიქსირა, რომ 7 მაისს, დაკავების შემდეგ, ის რუსთავის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც დუღაშვილმა სიტყვიერი შერაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი დაემუქრა, რომ დაუხოცავდა ოჯახის წევრებს და საკუთარი ხელით დაამარხინებდა მათ. მას შემდეგ, რაც თედორაძე მუქარას არ აყვა, დუღაშვილმა სახეში შეაფურთხა.

სასამრთლოს მიმდინარეობისას გოჩამ მოგვმართა და გვთხოვა, რომ მისი ოჯახისთვის ყურადღება მიგვექცია. სამწუხაროდ, მოსამართლემ ამ ინფორმაციას ყურადღება არ მიაქცია “ - საუბრობს “სახალხო კრების” რუსთავის კომიტეტის აღმასრულებელი მდივანი, თორნიკე არევაძე.

მისი თქმით, თედორაძესა და დუღაშვილს შორის დაპირისპირისპირება სათავეს, 7 მაისზე გაცილებით ადრე იღებს. “2009 წელს, როდესაც აპრილის აქციების დასრულების შემდეგ დაჭერები დაიწყო, დუღაშვილმა პირადად ჩაუდო იარაღი თედორაძეს. მის დაკავებასაც ის ხელმძღვანელობდა. საკუთარი სახლის ეზოდან გაიყვანა თედორაძე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ცოლს, დედას და ძმას.

ვალერი დუღაშვილზე არაერთი საჩივარია დაწერილი წლების მანაძილზე, თუმცა პროკურატურა ამ საქმეებს არ იძიებს“ – ამბობს არევაძე.

თავად რუსთავის პოლიციის მაღალჩინოსანი, დუღაშვილი, მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოდ ტოვებს.

შსს ქვემო ქართლის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, თამარ დოდაშვილის მობილურ ტელეფონზე დარეკვისას, მას შემდეგ, რაც პრესაგე.ტვ-ის ჟურნალისტად ვეცნობით, გვეუბნებიან, რომ ნომერი გვეშლება.

აღნიშნულ ნომერზე კი, რეგიონის ჟურნალისტები ქალბატონ თამარს არაერთხელ დავკავშირებივართ.

presage.tv


READ MORE - რუსთავი - პოლიცია იფურთხება, პრეს-სამსახური იმალება

გოგოლაური სახლიდან 4 მაისს გავიდა, თან თოკი წაიღო და დაიბარა...

დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფელ ქვემო ქედში ადგილობრივ მცხოვრებს 34 წლის ემზარ გოგოლაურს ეძებენ. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, გოგოლაური სახლიდან 4 მაისს გავიდა, თან თოკი წაიღო და დაიბარა, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა.

გაზიარება
[ილია მარტყოფლიშვილი. 14:26 12-05-2011]
უკვე მერამდენე დღეა უგზოუკვლოდ გაუჩინარებულ გოგოლაძეს შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები უშედეგოდ ეძებენ. "ქიზიყის" ინფორმაციით, გოგოლაური მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდა, რამდენიმე თვის წინ კი ქვეყნიდან დეპორტით გამოაძევეს. დაკარგულის ახლობლები იხსენებენ, რომ მამაკაცს ცვლილებები სწორედ მას შემდეგ დაეტყო და ოჯახთან განშორებას მწვავედ განიცდიდა.

დაკარგულის მამა მათე გოგოლაური "ქიზიყთან" საუბარში თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს, ის ამბობს, რომ ბოლო დროს სოციალურ პრობლემებთან ერთად მის ვაჟს ფსიქოლოგიური პრობლემები და შიშები დასჩემდა:

,,გაუჩინარების წინა ღამეს უკვე გვიანი იყო, ღამის 4 საათი იქნებოდა, როცა მისი ოთახიდან ხმაური შემომესმა. კარი შევხსენი და დავინახე, რომ წინ თოფი ედო და სასხლეტს აწვალებდა (ტირის). დავამშვიდე, ვთხოვე დაეძინა, მაგრამ მთელი ღამე თეთრად გავათენეთ... რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ ჰქონდა, რომ ამის გამო თვითმკვლელობაზე ეფიქრა. ბოლო დროს ემოციური გახდა, ყველაფერზე ნერვიულობდა, მშივრები დავიხოცებითო – ამბობდა. შვილები ძალიან ენატრებოდა, სულ მათ სურათებს დაჰყურებდა. ვაპირებდით, რომ ნევროპათოლოგთან წაგვეყვანა და გვემკურნალა, მაგრამ არ დაგვცალდა... ეზოდან რომ გადიოდა, რამდენჯერმე ვთხოვე შეჩერებულიყო, მაგრამ სანამ მოვტრიალდი, უკვე აღარსად ჩანდა. გაოცებულები და დაბნეულები ვართ. პოლიცია პირველივე დღიდანვე გამოვიძახეთ. გაწვრთნილი ძაღლებიც მოიყვანეს, ყველგან ეძებეს, მაგრამ ამ დრომდე ვერაფერს მიაკვლიეს. გაირკვა, რომ კვალი მდინარე ალაზნის ნაპირთან გზაზე იკარგება. პირველად შირაქის ტერიტორიაზე ნახეს. შემდეგ სოფელ ოზაანშიც შენიშნეს, წნორის ტაქსის მძღოლს უნახავს ტიბაანში, სპორტული ტანსაცმელი ეცვაო," - განუცხადა "ქიზიყს" მათე გოგოლაურმა.

,,არც ალკოჰოლთან ჰქონდა მიდრეკილება და როგორც ვიცი, არც ოჯახური პრობლემები აქვთ. ეს პიროვნება სოფელში უარყოფითად არ ხასიათდება, არც ვალები აქვს. ეს მოულოდნელი ამბავი მისი თანაკლასელებისგან შევიტყვე, - აცხადებს სოფელ ქვემო ქედის რწმუნებული ნუგზარ პაპიაშვილი.

შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო მოსახლეობას მოუწოდებს დაკარგულის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ სამორიგეო განყოფილებას ნომერზე 877 52 71 97. დახმარების მსურველები შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "ქიზიყის" რედაქციასაც. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

"ქიზიყი"


READ MORE - გოგოლაური სახლიდან 4 მაისს გავიდა, თან თოკი წაიღო და დაიბარა...

"წინააღმდეგობის მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ თავყრილობაზე ახალი კლიპის "შენს გისოსებში მზეა" პრემიერა გაიმართა [video]

"წინააღმდეგობის მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ თავყრილობაზე ახალი კლიპის "შენს გისოსებში მზეა" პრემიერა გაიმართა. ირმა ინაშვილის მიერ 2007 წელს დაწერილ სიმღერაზე კლიპი რეჟისორმა გიგა ლიკლიკაძემ გადაიღო. სიმღერას ირმა ინაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე ("უცნობი"), ჯემალ სეფიაშვილი, ნანა შონია და მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები ასრულებენ. ინაშვილის თქმით, 4 წლის წინ სიმღერა თავისუფლებააღკვეთილ ირაკლი ბათიაშვილს მიუძღვნა.

გაზიარება
[00:06 12-05-2011]
მოძრაობამ ორდღიანი თავყრილობის ფარგლებში ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრებისა და ციხეებში გარდაცვლილი მსჯავრდებულების შვილების დასახმარებლად კონცერტი-მარათონი გამართა, რომელშიც მონაწილეობა ზურა დოიჯაშვილმა, ანსამბლმა "თბილისი", კვინტეტმა "ფორტე", კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა მიიღეს. საქველმოქმედო მარათონი რადიო "ობიექტივისა" და ინტერნეტ-ტელევიზია "ობიექტივის" პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

"წინააღმდეგობის მოძრაობის" ხელმძღვანელმა დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ შემოსული თანხა ხვალ კონცერტზე მისულ გარდაცვლილი პატიმრების შვილებს გადაეცემათ.

"აუცილებელია სამოქალაქო ერთობა და გვინდა, ასეთი აქციებით ხალხი გავაერთიანოთ. უნდა დასრულდეს ხელისუფლების მხრიდან გაუთავებელი განუკითხაობა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", _ განაცხადა თარხან-მოურავმა.

ორგანიზატორების განცხადებით, "წინააღმდეგობის მოძრაობა" ხვალ საგანგებო პეტიციასაც მიიღებს, რომელიც ყველა საერთაშორისო უფლებადაცვით და ევროპულ ორგანიზაციას გადაეგზავნება.


interpressnews.ge


READ MORE - "წინააღმდეგობის მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ თავყრილობაზე ახალი კლიპის "შენს გისოსებში მზეა" პრემიერა გაიმართა [video]

ზუგდიდელი გეები ქორწინების უფლებას ითხოვენ

15:29 07.05.2011
19 წლის ზუგდიდელი გეი გიგი მანია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს. ის თავის მეგობრებთან ერთად სახალხო დამცველისა და ლიბერალური ღირებულებების მქონე პოლიტიკური პარტიებისთვის მიმართვის გაგზავნას აპირებს. გიგი მანიას 23 წლის მეგობარი ბიჭი ჰყავს, რომელთანაც ქორწინება სურს, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა მას ამის უფლებას არ აძლევს. მანიას თქმით, ეს პირდაპირ ადამიანის უფლებების დარღვევაა და თუ საქართველო დემოკრატიული ღირებულებებისკენ მიისწრაფვის ერთსქესიანთა ქორწინება დასაშვები უნდა იყოს.

პირველი ქართველი, ვინც ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ სერიოზული მოძრაობის დაწყებას აპირებს და მწვავე განცხადებებს აკეთებს, „პრაიმტაიმს“ დაუკავშირდა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გიგი მანიასთან.

– გიგი, საკმაოდ ხმამაღალ განაცხადს აკეთებთ, რა გეგმები გაქვთ, რას აპირებთ?
–მე პირადად, ბევრისგან განსხვავებით, არ მრცხვენია, გეი რომ ვარ. აქამდე არასრულწლოვანი ვიყავი, ახლა უკვე თამამად შემიძლია, დავაფიქსირო, რა მინდა და ვიბრძოლო ჩემი უფლებებისთვის. მყავს „ბოიფრენდი“, რომელთანაც 2 წელია, ვცხოვრობ, გვიყვარს ერთმანეთი, გვსურს, ოჯახი შევქმნათ და სამოქალაქო ქორწინება გვქონდეს. ჩემი ოჯახი ამას გაგებით შეხვდა, ჩემმა მეგობრებმაც ჩვეულებრივ მიიღეს ეს მოვლენა. როცა ჩემს გარემოცვაში პრობლემა არ მაქვს, რატომ უნდა მიშლიდეს ხელს სახელმწიფო?! რატომ არ შეიძლება საქართველოშიც შეიძლებოდეს ერთსქესიანთა ქორწინება? მსოფლიოს არაერთ ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავსი ქორწინება დაშვებულია. რა არის ამაში ცუდი? მსურს და ვქორწინდები, ამით ვინმეს რამე უშავდება? თუ ჩვენ მივდივართ დასავლური ღირებულებებისკენ და გვსურს, თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება გვყავდეს, მაშინ ერთსქესიანთა ქორწინებაც დასაშვები უნდა გახდეს. თუ არა და, ირანელებივით ჩადრი დავიხუროთ, ინტერნეტი შევზღუდოთ და ტრადიციებს გავეტიროთ. მე და ჩემი მეგობრები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთსქესიანთა ქორწინება საქართველოში შესაძლებელი გახდეს. ამისთვის, უბრალოდ, ბრძოლაა საჭირო, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იქნება, მაგრამ, თუ ერთად დავდგებით, მივაღწევთ, რაც გვეკუთვნის.

– კონკრეტულად რას გეგმავთ?
– ვაპირებთ, ერთობლივი წერილი შევიმუშაოთ და მივმართოთ სახალხო დამცველსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს. ასევე, ვგეგმავთ, მივმართოთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც ლიბერალური ღირებულებების ერთგულია და დახმარება ვთხოვოთ. ჩვენ ზუგდიდში 34 ხელმომწერი გვყავს. მათ შორის 3 ლესბოსელია, 31 გეი. ამ ადამიანებს არ ეშინიათ, აღიარონ, თავიანთი ორიენტაცია. ეს ციფრი დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით ცოტა არ არის, ეს ჰომოფობიური ქალაქია. ზუგდიდის გარდა, თანამოაზრეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გვყავს, რომლებიც ამავე დროს ჩვენი მეგობრები არიან. მინდა, გეებს მივმართო, რომ გეიაღლუმებითა და მასკარადებით ვერაფერს მივაღწევთ. მაგას აჯობებს, ყველა ლგტბ (ლესბოსელი, გეი, ტრანსსექსუალი, ბისექსუალი) ერთად შევიკრათ და ვითხოვოთ, რეალურად რაც გვინდა. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი უფლებების დაცვა და მთავარი – ქორწინების უფლება. ანუ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებაში ჩვეულებრივი ოჯახის სტატუსით ჩვენც ვიცხოვროთ.

– ერთსქესიანთა ქორწინება ბევრ ქვეყანაში ჯერაც არ არის ნებადართული, რატომ ითხოვთ ამას ახლა საქართველოში?
– რატომ არ უნდა იყოს ჰომოსექსუალების ქორწინება დასაშვები, ვინმემ დამიმტკიცოს და კი, ბატონო... ჩვენ ამ მოთხოვნით რამე დანაშაულს ჩავდივართ? ვმრუშობთ, თუ რა ხდება? ჩვეულებრივ, როგორც ჰეტეროსექსუალებს უყვართ ერთმანეთი, ისე გვიყვარს ჩვენც, მათ თუ აქვთ ქორწინების უფლება, ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს? ჩემსა და ჰეტეროსექსუალს შორის განსხვავება ის არის, რომ მე ჩემი სქესის ადამიანი მომწონს, მას კი – საპირისპირო. დანარჩენი მეც ისე ვსუნთქავ ჰაერს, ისე ვჭამ, მსგავსი სხეული მაქვს და ბოლოს და ბოლოს, ერთმა ღმერთმა დაგვბადა მეც და ჰეტეროსექსუალიც. ერთადერთი განსხვავება გვაქვს და ამას უნდა შევეწიროთ? არგუმენტად, ალბათ, იტყვიან, მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ, ქართველები ტრადიციული ერი ვართო. რა ტრადიციებით აპელირებენ, განა გეები ახლა გაჩნდნენ? ვინ თქვა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციაა? ჩვენ სულ ვიყავით... მე პირადად არც არავისზე ნაკლები მართლმადიდებელი ვარ. თვითონ კი ქადაგებენ, სოდომის ცოდვააო, მაგრამ პირადად მე ორ სტიქაროსანს ვიცნობ, რომელიც გეია და ტაძარში მსახურობს. სანამ მოჩვენებითი წმინდანები ვიქნებით, ჩვენი საზოგადოება ვერ გაიზრდება.

– თქვით, რომ სახალხო დამცველისთვის მიმართვას აპირებთ, კიდევ რას გეგმავთ, საზოგადოების ფართო წრეებში ერთსქესიანთა ქორწინებაზე განხილვები რომ დაიწყოს?
– დავიწყებთ ამ თემაზე მსჯელობას სოციალურ ქსელებში. ერთსქესიანთა ქორწინების თემა იმდენად საინტერესოა, რომ მასზე საჯარო განხილვები, გარკვეული პერიოდი, სისტემატურ ხასიათს მიიღებს. სტიგმების დასამსხვრევად ეს აუცილებელია. ის, რაც დღეს გეებთან დაკავშირებით ხდება, დისკრიმინაციაა. ზოგადად, ყველა ქვეყანაში ხელისუფლება უფრთხის ერთსქესიანთა ქორწინების თემას, რადგან არ დაკარგონ ამომრჩევლები, მაგრამ, თუ გვინდა, თავისუფალი საზოგადოება გვყავდეს, ამისთვის აუცილებელია, რეფორმები გატარდეს.

– გიგი, ქორწინების გარდა, კიდევ რა პრობლემები გაქვთ?
– ძალიან ხშირად არის შეურაცხყოფები ქუჩაში, ჩემი ჩაცმულობის გამო მეძახიან უხამს სიტყვებს. „პიდარასტებო“, გაეთრიეთ ზუგდიდიდან“, „თქვენი ადგილი ჰოლანდიაშია“, „ერის გადამჯიშებლებო“ და ა.შ. ხშირად მაგინებენ კიდეც. ერთხელ, გვიან ღამით, სახლში ფეხით მოვდიოდი, დამხვდნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ, რაც მქონდა – ტელეფონი, საათი, საფულე, ყველაფერი წამართვეს, რაც მეცვა, ისიც კი გამხადეს, ასე მოუხდებათ შენნაირებსო. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. საზოგადოება უვიცია და ვერ ხვდება, რომ მე არაფერს ვაშავებ იმით, რომ კაცი მიყვარს და არა ქალი. შეიძლება მკვლელსა და ყაჩაღს რაღაც აპატიონ და შეუნდონ, აი, გეი კი ქვეყნისა და ერის მოღალატეა, გეია და არ უნდა გააჭაჭანონ – ასეთი მიდგომები აქვთ. ამ ქალაქში უამრავი გეია, მაგრამ სწორედ ამგვარი დამოკიდებულების გამო აღიარების ეშინიათ. ხშირად სოციალურ ქსელებშიც მემუქრებიან, გაქრი ამ ქალაქიდან, აქ შენი ადგილი არ არისო.

– დისკრიმინაციის გამო ვინმეს თუ მიმართეთ?
– ერთ-ერთ ადგილობრივ არასამთავრობოს მივმართე დახმარებისთვის, მაგრამ პრობლემა რომ ავუხსენი, დიდაქტიკური მოტივებით დამიწყეს საუბარი: ეგრე არ შეიძლება, დაივიწყე ეგ სისულელე, გოგო შეყვარე, ცოლი მოიყვანე, შენნაირები ბედნიერები არ არიანო. მაგის მერე ზუგდიდში არავისთვის მიმიმართავს. ვითომ ჩვენს უფლებებზე მომუშავე არასამთავრობოები რომ არიან თბილისში, არც ისინი აკეთებენ რამეს, გრანტებს ჭამენ და მეტი არაფერი. უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ, პრობლემები კი რეალურად გადაუჭრელია. არც სახალხო დამცველს გაუმახვილებია ყურადღება თავის მოხსენებაში ჩვენი უფლებების დარღვევის შესახებ, არადა ლგბტ-თა დისკრიმინაციის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

– როგორ ფიქრობთ, საზოგადოება როგორ შეხვდება ერთსქესიანთა ქორწინების მოთხოვნას?
– ამ საზოგადოების დიდ ნაწილს განათლება და თავისუფლება აკლია, სხვაზე ჭორაობისა და გაკიცხვის მეტს არაფერს აკეთებენ. გარეთ, სხვის დასანახად რომ ძმაკაცობენ და ლოგინში სექსაობენ, ესაა ჯანსაღი ურთიერთობა?! არ სჯობია, ყველაფერი ღიად მოხდეს? მე და ჩემი მეგობრები ცუდს არაფერს ვითხოვთ, გვსურს, ვიცხოვროთ ისე, როგორც თქვენ, გვქონდეს ის უფლებები, რაც თქვენ გაქვთ. მე ვერასდროს მოვიყვან ცოლს, მაგრამ მინდა, ბავშვი გავზარდო. რა, მისი გაზრდის უფლება არ უნდა მქონდეს? თუ მე ამ ბედნიერებისთვის ზედმეტი ვარ, რადგან გეი ვარ?

– გიგი, თქვენ დაგვთანხმდით, თქვენი სახელი და გვარი დაგვეწერა, თუმცა ფოტოს გადაღებაზე უარს ამბობთ. რაიმე საშიშროება არსებობს და თავს იზღვევთ?
– ჩემი სახელი და გვარი ვინც იცის და ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ გეი ვარ. ამას არასდროს ვმალავდი და აწი, მით უმეტეს, არ დავმალავ. რაც შეეხება ფოტოს, ჯერჯერობით არ მინდა ამ ბრმა საზოგადოების მხრიდან ქილიკისა და თითის გაშვერის მსხვერპლი გავხდე. თან უსაფრთხოდაც აღარ ვიქნები, ამ ქალაქში შეიძლება ქუჩაში გაგაჩერონ, მიფარებულში გაგიყვანონ და იმის გამო გცემონ, რომ გეი ხარ. მე არ ვაპირებ სახის დამალვას. სულ მალე, როგორც კი ჩვენი გეგმების განხორციელებას დავიწყებთ, თითოეული ჩვენგანი საშკარაოზე გამოვა და ღიად დააფიქსირებს მოთხოვნას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. გვსურს სამოქალაქო ქორწინება და ადამიანის უფლებების დაცვა, სხვა არაფერი.

გადმობეჭდილია გაზეთ "პრაიმ ტაიმიდან"


READ MORE - ზუგდიდელი გეები ქორწინების უფლებას ითხოვენ

”თემურ ქეცბაიას ძირს უთხრიან, ქართულ ფეხბურთში დიდი სიბინძურე ტრიალებს”

თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ლეგენდარული მცველი, ცნობილი ქართველი მწვრთვნელი რევაზ ძოძუაშვილი ქართული ფეხბურთის სატკივარმა „ქორთიარდ მერიოტში“ სასაუბროდ მიიყვანა და დაპირისპირების ეპიცენტრშიც აღმოჩნდა. ძოძუაშვილმა „მერიოტში“ ვეტერან ფეხბურთელებსა და მედიასთან სასაუბროდ შეკრებილი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები უმოქმედობაში ამხილა და აღნიშნა, რომ ისინი ქართული ფეხბურთისთვის საკმარისად არ ირჯებიან. მეტიც, მან ფედერაციის პრეზიდენტს „ცირკაჩი“ უწოდა.

გაზიარება
[მანანა ნოზაძე. 15:29 04-05-2011]
საკუთარი პოზიცია გამოხატა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმაც. მისი განცხადებით, ქართულ ფეხბურთში მენტალური რევოლუცია უნდა მოხდეს, მწვრთნელი მწვრთნელს უნდა დაემსგავსოს, ხოლო ფეხბურთელი - ფეხბურთელს.

მომხდარის გამო კატეგორიული ჩანდა ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, რომელმაც ფეხბურთის გაყიდვა სამშობლოს გაყიდვას შეადარა. „მიმაჩნია, რომ ფეხბურთელი, რომელიც მზადაა, გაყიდოს თავისი თამაში, თავისი კლუბი, გაყიდის თავის ქალაქსა და ქვეყანას", - ასეთია სიჭინავას პოზიცია.

რევაზ ძოძუაშვილი მიიჩნევს, რომ მარტო კონკრეტულ ფეხბურთელებზე ჯოხი არ უნდა გადატყდეს და მთავარი დამნაშავეები უნდა გამოვლინდნენ. ფედერაციის მისამართით საკუთარ მკაცრ პოზიციას კი იმით ხსნის, რომ არ სურს, ვინმემ თვალებში ნაცარი შეაყაროს.

- საუბარი ისეთნაირად მიჰყავთ, თითქოს უნდათ, დაგვაბრმაონ. შესაძლოა, თვითონვე არ იციან, რასაც აკეთებენ. იმ ფეხბურთელებმა კი, რომლებსაც ბევრი რამ გაგვიკეთებია, მეტი საიდუმლოება ვიცით. ჩვენ ვითხოვთ, რომ მარტო ფეხბურთელები არ უნდა დაისაჯონ, ეს პრობლემა გლობალურია. ის ხუთი კაცი ჩანს, ვინც ეს გააკეთა, მაგრამ 5 ათასი არ ჩანს.

ვინ უნდა დაისაჯოს?
- ყველა, ვისი ხელიც ამაში ურევია. ამაში ურევია დიდი სიბინძურე. ამ სიბინძურეების გამოაშკარავებაა საჭირო.

კონკრეტულად ვის მოეთხოვება პასუხი?
- ვისაც უჭირავს ხელში ფეხბურთი და ვისაც უჭირავს სპორტი. იმან უნდა განიხილოს ეს საკითხი და ჩვენ ამაში დავეხმარებით. დღეს ფეხბურთში ამდენი სიბინძურე ჩანს, ფეხბურთს კი ხელმძღვნელობს ფეხბურთის ფედერაცია. მან უნდა აღმოაჩინოს თუ საიდან მოდის ეს სიბინძურე და რა კეთდება. ჩემს ოჯახზე პასუხისმგებელი მე ვარ, როგორც ოჯახის უფროსი. ათ, თხუთმეტ, ოც თამაშს ვუყურებ, თურმე ცენტრიდან გადის ბურთები, ორი თვეა, გაყიდულ თამაშებზე მიდის საუბარი და ახლა თურმე ფიფამ და უეფამ უნდა გამოგიგზავნოს დოკუმენტი და გაგაფრთხილოს, რომ ჩვენთან, საქართველოში თამაშები იყიდება. მხოლოდ ამის მერე უნდა მიხედონ ამათ ქართულ ფეხბურთს?

როგორ გგონიათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში შეგნებულად აჭიანურებენ საქმეს?
- ეს ავადმყოფობა საქართველოშია გაბატონებული და ამას მფარველობს ისეთი ხალხი, რომლებსაც დღეს ქართულ ფეხბურთში დიდი ოვაციებითა და ტაშით ეგებებიან. ამ ხალხს თუ მოვაშორებთ, ყველაფერი კარგად იქნება. თორემ, ჩვენ ახლა 4-5 ფეხბურთელს დისკვალიფიკაციას თუ მივცემთ და გავუშვებთ ფეხბურთიდან, ამით მიიმალებიან ის ძირითადი დამნაშავეები, რომლებმაც ბავშვებს ამ სიბინძურეში თავი ჩააყოფინეს.

თუ შენ ფეხბურთი გინდა, ფეხბურთის ფედერაციიდან უნდა მოდიოდეს დიდი პატიოსნება და შემდეგ ამას გუნდების ხელმძღვანელები უნდა დაემატოს. დღეს ისე გაძლიერდა მსოფლიო და ევროპის დიდი ფეხბურთი, რომ ადვილი ჰგონიათ. ამ სფეროში სამუშაოდ მოდიან, მერე ამხელა ბარიერებსა და ტალღას რომ ხვდებიან, სურვილი უჩნდებათ, ასეთ პატარა ბიჭებზე გადაატანინონ გულშემატკივრებს ყურადღება. აქ გლობალურადაა საქმე. ადრე ქართული ფეხბურთის გამაბინძურებელი არაერთი ადამიანი დაისაჯა, ახლაც სხვა გზა არ არის. დადგა ის დრო, თუ ესენი არ მოვიშორეთ, ცოტა ხანში ნახავთ, რა მოხდება. ადრე ვიძახდით, ფეხბურთი ავად არისო, ახლა კი ვამბობთ, ავად კი არა, ნახევრად უკვე მკვდარია.

კონკრეტულად, რა არის დღეს ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა?
- დღეს მთავარი პრობლემაა ის, რომ ფეხბურთში ჩარეულია ბევრი არაპროფესიონალი, უცოდინარი ხალხი. კი ბატონო, გარკვეულ დონეზე ფეხბურთი ვიცით, მაგრამ ქართული ფეხბურთი გარკვეულ დონეზე გაჩერებული არასდროს ყოფილა და არც მომავალში უნდა გაჩერდეს. ფეხბურთი წინ მიდის და დიდ ასპარეზზე უნდა გავიდეს. ესაა „ბარსელონა“, „ჩელსი“, „მანჩესტერ-იუნაიტედი“... მათ დონეზე უნდა ვითამაშოთ, მაგრამ ამას როგორ მივაღწევთ? ამას ქმნიან პროფესიონალები. აგერ, ხუთ ფეხბურთელს დააბრალო, რომ თურმე თამაშებს ყიდიან და ამიტომაა ფეხბურთი ჩავარდნილი, ეს არასწორია.

ბოლო დროს ფეხბურთელების საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო - გიორგი დემეტრაძის დაჭერა, ახლა კი საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიის“, ზუგდიდის ”ბაიას“, თბილისის „ვიტ-ჯორჯიას“ ფეხბურთელებს ტოტალიზატორის შავ ბიზნესთან ფარულ გარიგებასა და თამაშის გაყიდვაში ადანაშაულებენ, რაც, ცხადია, დაუშვებელია.
- ყველა ფეხბურთელის საქციელზე პასუხისმგებელნი ვართ ჩვენ. ყველა ეს ფეხბურთელი ჩვენს ხელშია გამოვლილი და ჩვენ დროს ასეთ საქციელს ვერ ბედავდნენ. ახლა რატომ ბედავენ? ვისაც ახლა ამხელენ, სამივე მათგანი უწესიერესი სპორტსმენი იყო, ახლა რა დაემართათ? რა ლიცენზიები გასცეს ისეთი, რომ ამაზე მიდიან ფეხბურთელები? აბა, ერთი მონახეთ ვინმე და ჰკითხეთ, როცა მწვრთნელებად ძოძუაშვილი, ხურცილავა, გუცაევი, ნოდია იყვნენ, ასეთი რამ ხდებოდა? იმ დროს რატომ არ იჭერდნენ არავის? - იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გვატყუებდნენ.

ჩვენ არც ისე სულელები ვართ, რომ დაგვაბრმაონ, ნაკლებ დანაშაულზე გაჩერდნენ და მთავარს არ მიაქციონ ყურადღება. დაღუპულია თქვენი თაობა. ჩვენმა თაობამ ძალიან დიდი ფეხბურთი მაინც ნახა, კიდევ წავალთ და სხვაგან ვიმუშავებთ, ძალინ დიდ ფეხბურთშიც ვიტრიალებთ, მაგრამ თქვენი თაობა ვერაფერს ნახავს.

ბოლოდროინდელ გამარჯვებებზე რას გვეტყვით. ქეცბაიას ხელში რამდენად შესწევთ ძალა ამ ფეხბურთელებს?
- კარგი შეკითხვაა. წარმოიდგინეთ, თურმე დღეს ქართულ ფეხბურთში ასეთი ამბავი ტრიალებს, ამდენად, ამ ფეხბურთელებს შორის რომელი მათგანი აიყვანოს თემურ ქეცბაიამ ნაკრებში სათამაშოდ? არადა, ნაკრებში მათი აყვანის გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდება, ეს აუცილებელია. ხედავთ, თემურ ქეცბაიას სად უთხრიან ძირს? ასეთი სიმახინჯე და გაყიდვა რომ მოხდეს ქართულ ფეხბურთში, ამის შემდეგ დაიკარგება თემურ ქეცბაიას გუნდიც, საქართველოს ნაკრებიც და ყველაფერიც.

„ზესტაფონსა“ და ფეხბურთის ფედერაციას შორის ბოლოდრინდელ დაპირსპირებაზე რას გვეტყვით? "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ფეხბურთის ფედერაცია არასწორ მენეჯმენტსა და არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. „ზესტაფონს“ ებრძვიან?
- ეს საკითხი ერთმანეთთანაა მიბმული. არ ვფიქრობ, რომ ებრძვიან, ჩავიდნენ და უცბად ჩემპიონები გახდნენ. ეს დონე მათ ჰყოფნით, და, როდესაც ორივე ხელიხელჩაკიდებულნი გავლენ ევროპაზე და ჩემპიონთა ლიგას გვათამაშებენ, მაშინ მივალ სიჭინავასთან, დავუჩოქებ და ვეტყვი, ჯიგარო, შენ ხარ ის პიროვნება, რომელმაც ჩვენ დიდი ფეხბურთი გვაჩუქე. მაგრამ პირველივე თამაშს ექვს გუნდთან ერთად რომ წააგებ და ამის მონაწილე იქნები, ამის გამო მადლობას ვერ ვეტყვით. კი ბატონო, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და ვნახოთ, რა მოხდება.

სიჭინავას პერიოდში კორუფციულ სქემებს ამჩნევთ?
- სიჭინავას პერიოდში ყველაფერი გამოჩნდა, თუ როგორ მოქმედებს ქართული ფეხბურთის ახალგაზრდობა. ამის მიზეზი კი ისაა, თუ ვინ აძლევს ლიცენზიას მწვრთვნელებს. როგორ ზრდიან მწვრთვნელები ფეხბურთელებს და როგორ იზრდებიან ის ბიჭები ან გაზრდილები როგორ ფუჭდებიან. აი, სად უნდა ვეძებოთ სიმახინჯე.

იქნებ, ფეხბურთელების ფულადი გარიგებები რაიონულ გუნდებში მათი დაბალი ანაზღაურებით აიხსნება?
- ეს იმდენად მიზერული ანაზღაურებაა, ფეხბურთის ენით რომ ვთქვათ, ამ სქემით შეიძლება ”ბარსელონას მოვუგოთ”. ამ სქემით, რომელიც ახლა სიმახინჯისა და ქართული ფეხბურთის დანგრევის სქემაა. ამის თანამონაწილეები კი გაერთიანებულნი არიან და შეტევაზე მოდიან. წარმოიდგინეთ, ამის გამო არანაირი მომავალი არ გვაქვს. ერთადერთი ნათელი წერტილია, რომ საბედნიეროდ, თემურ ქეცბაიას ენდნენ, ის ჩვენი გაზრდილია, ჩვენს მიერ გადაცემული სულითა და გულითაა მოსული. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ასეთი ფეხბურთელები ძალით შეაპარონ მის გუნდში და დაღუპონ.

თქვენ არაპროფესიონალიზმი ახსენეთ, მაგრამ სხვა ინტერესებიც ხომ არსებობს?
- რასაკვირველია, არაპროფესიონალს ყოველთვის სხვა ინტერესი აქვს. ამაში ბევრი რამ შედის. კაცი, რომელსაც გულითა და სულით არ უყვარს საქმე, რომელ პროფესიონალიზმზეა საუბარი? ნახეთ, რა მოხდა, ერთი გამოდის და ამბობს, ჩვენ ფეხბურთის ფედერაციის ხუთი წარმომადგენელი წავედით და ვუყურეთ ამ თამაშს, რაც ვნახეთ, საზიზღრობა იყოო. ვთქვათ, შენ ხარ პრეზიდენტი, შენი ხუთი თანამშრომელი, შენთან ერთად 24 საათი რომ არის და თამაშებს არჩევენ, არ უნდა მოვიდეს და არ უნდა გითხრას,ძმაო, სიბინძურეა და მივხედოთ ამ საქმეს, თორემ ფიფაც გაიგებს, უეფაც და დავიღუპებითო? ანალიზს დაგვიანებით, 10 და 20 დღის შემდეგ რომ აკეთებენ, ზუსტად ამან მიგვიყვანა ასეთ შედეგამდე. დღეს თუ არ დაასწარი მოვლენებს, დაღუპულია საქმე. ხომ ხედავთ, ჩვენი პროფესიონალები ხმას ვერ იღებენ, რადგან სამსახურებიდან მოხსნის ეშინია ხალხს.

შექმნილი მდგომარეობა რამდენად გაუფუჭებს სახელს ქართულ ფეხბურთს საერთაშორისო ასპარეზზე?
- სწორედ აქედან დავიწყოთ - ზუსტად ფიფადან მოვიდა გაფრთხილება, თქვენთან თურმე ამას აკეთებენო. არაა გამორიცხული, ახლა სააკაშვილისაც შეეშინდათ, რადგან მან ხელი დაუქნია, ფეხბურთს მიხედეთო. დღეს, ეტყობა, სჭირდებათ ქართული ფეხბურთის აღმავლობისკენ წაყვანა, იმიტომაც დაიწყო ეს ყველაფერი.

ხელისუფლება აცხადებს, რომ საბავშვო ფეხბურთის განვითარებისთვის სტადიონებს ერთმანეთის მიყოლებით ხსნის, რომ ზრუნავს სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის. რეალურად რა ხდება?
- რაშია იცით, საქმე? ეს იგივეა, ბავშვს რომ უთხრა, ქუჩაში უნდა გაგიყვანო და სიცივეში მარტო ტრუსებსა და მაისურს ჩაგაცვამო. არადა, შარვალიც უნდა ჩააცვა, პალტოთიც შემოსო, კაშნეც მოახვიო და ყველაფერი, მაშინ არ გაცივდება ბავშვი. ერთი სტადიონის გაკეთება არაფერია, ამას ყოველდღიურად უნდა მიუმატო. აბა, რა შეკითხვა მივიღე სიჭინავასგან? რეზო, რას იტყვიო? მეკითხება, ვისზე ლაპარაკობ მაგასო? ვისზე ვლაპარაკობ და, თუ მიხვდები, ხომ კარგი-თქო. რა საჭირო იყო ეს შეკითხვა? რა ვთქვი მე ისეთი? უბრალოდ, განვაცხადე, რაც აუცილებელია. თუ არადა, ეს ხალხმა განსაჯოს.

თქვენი მკვეთრი გამოსვლის ადრესატი კონკრეტულად ვინ იყო? სიჭინავა?
- მარტო სიჭინავაზე არ მითქვამს, სიჭინავას გვერდით ფეხბურთის ფედერაციაში კიდევ ზის ხალხი, რომელთაც უფლება არ აქვს, ასეთ რაღაცებში შეცდნენ, ბევრი მათგანი ჩემი კოლეგაა. მაგრამ პირად საუბარში, იცით, რას იძახიან ბიჭები? ვინ რას გვეკითხება? - არაფერსო. ესაა დიდი უბედურება. ერთმა დიდმა ფეხბურელმა, იცით, რა მითხრა? რეზო, ვერაფერს ვიტყვი, რადგან, როცა ვთქვი, ერთი წელი უმუშევარი დამტოვესო. იმ ბიჭს მოვიყვან და ამას ტელევიზიით ვათქმევინებ. არადა, იგი საქართველოდან ახლახანს გავიდა და ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთვნელია.

ფედერაციაში კომპეტენტური პირების აზრები არ აინტერესებთ?
- სულ არ მაინტერესებს, მათ რა ინტერესი აქვთ. მთელი უბედურება ისაა, რაც უფრო დიდხანს გაყვებიან ეგენი ამ გზას, მით უფრო მეტად შეიძულებს ქართველი ხალხი. როგორც ერთმა მათგანმა დატოვა ხალხში სიძულვილი, მეორეც ასეთი სახელით წავიდა, მესამის ბედიც ასეთია. თავის დროზე სიჭინავას გვარმა ქართულ ფეხბურთში სიდიადე მოიტანა, მიხაროდა, რომ მესამე სიჭინავაც მოვიდა ქართულ ფეხბურთში. ღმერთმა ქნას, სასიკეთო რამ გააკეთოს. მაგრამ ჩემთან კონფლიქტი რატომ დაიწყო, ვეღარ გავიგე. ჩემი ნათქვამი თავის თავზე მიიღო?

presage.tv


READ MORE - ”თემურ ქეცბაიას ძირს უთხრიან, ქართულ ფეხბურთში დიდი სიბინძურე ტრიალებს”

პირველი გასროლა ხელისუფლების მისამართით

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენარალური ინსპექციის უფროსის, ვასილ სანოძის დაჭრის ფაქტზე ინფორმაცია მედიაში დილიდანვე გავრცელდა. თუმცა, თავდაპირველად, შსს-მ ფაქტი არ დაადასტურა - როგორც ჩანს, სათქმელი კარგად უნდა გააზრებულიყო - ვასილ სანოძე ის პირი არაა, რომელიც უბედური შემთხვევის მორიგ მსხვერპლად შეიძლება იქნას აღქმული და როგორც ხელისუფლებას უნდა წარმოაჩინოს.

გაზიარება
[გვანცა გიორგობიანი. 15:22 04-05-2011]
რაღაც დროის განმავლობაში შსს დუმილის უფლებას კი იტოვებდა, მაგრამ დილიდანვე ღუდუშაურის კლინიკის ეზო შსს-ში მაღალჩინოსნები იყვნენ მობილიზებული, დაცვის ზომები კი იმდენად იყო გაძლიერებული, რომ ”ინტერპრესსნიუსის” ცნობით, დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა საავადმყოფოში ფეხმოტეხილი არასრულწლოვანი პაციენტიც არ შეუშვეს.

გარდა ამისა, საავადმყოფოს ეზოში დილიდანვე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურების მაღალჩინოსნები – კონსტიტუციური უსაფრთოხოების დეპარტამენტის თბილისის სამსახურის უფროსი, კონსტიტუციური უსაფრთოხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სოსო თოფურიძე, საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი და სხვები. მოგვიანებით კი, კლინიკაში პარლამენტარი ვახტანგ ბალავაძე, სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაიას მოადგილე გიორგი გამსახურდია მივიდნენ, რომელთაც ფეხდაფეხ მიყვნენ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც.

ასე რომ, ინფორმაციის დამალვა შუძლებელი გახდა და მოგვიანებით, შსს-მ კეთილი ინება და პასუხის ღირსი გაგვხადა. შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა ოფიციალური კომენტარი გააკეთა და გვაცნობა, რომ ვასილ სანოძეს სამსახურებრივი ტაბელური იარაღი საკუთარ ბინაში გაუვარდა, იგი თავის არეშია დაჭრილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაახლოებით, 07.00 საათზე ღუდუშაურის კლინიკაში სანოძეს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.

სანოძე ერთ-ერთი მათგანია, რომლის გვარიც ფიგურირებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში. ასე რომ, დიდი ალბათობით, გარკვეული კავშირი უნდა არსებობდეს სანოძის დაჭრის ფაქტსა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას შორის. სხვათა შორის, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააკაშვილის ხელისუფლებისთვის გამოტანილი განაჩენი უწოდა.

ლოგიკურად, ალასანიას შეფასებაში გადაჭარბებული არაფერია, რადგან გირგვლიანის საქმე შესაძლოა, მართლაც საბედისწერო აღმოჩნდეს ხელისუფლებისთვის. როგორც გირგვლიანის ოჯახის ადვოკატები ამბობენ, სამ თვეში გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგი ხელისუფლებას საქმის ხელახლა გამოძიებას აიძულებს. ეს კი ის შემთხვევაა, როცა ხელისუფლება თავს ნამდვილად ვერ დაიძვრენს. ასე რომ, არც ისაა გამორიცხული, ძალიან მალე, მოვლენები კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდეს და სანოძეს საქმეს სხვა გაგრძელებაც ჰქონდეს.

როგორც სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე ამბობს, ვასილ სანოძის ფიგურა გირგვლიანის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული პირი ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც გარკვეული კავშირი აქვს ამ დანაშაულთან.

”სუფრა, სადაც კონფლიქტი მოხდა, იყო სანოძის მოწყობილი, საქმეში ჩართულია მისი მძღოლი, რომელიც გარეთ იმყოფებოდა, მოძრაობდნენ მისი ავტომობილით.

ხელახალი გამოძიების შემთხვევაში, თავდაპირველად ყველა, მათ შორის სანოძე, დაიკითხება მოწმის სტატუსით, ბრალდების გამოკვეთის შემთხვევაში კი - მოხდება ბრალის წარდგენა”, - ამბობს შავგულიძე სააგენტო “ინტერპრესსნიუსთან” საუბარში.

სხვათა შორის, სანოძის გვარი აქტუალური კიდევ ერთხელ 2009 წელს გახდა, როდესაც აქციების დროს, ამ უკანსაკნელმა აქციის მონაწილეებს წყლით სავსე პარკები დაუშინა.

სანოძის დაჭრის ფაქტმა, ბუნებრივად გააჩინა ბევრი კითხვა და რაც მთავარია, საზოგადოება ეჭვით უყურებს შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ბევრი ეჭვობს, რომ სანოძეს, ან ესროლეს, ან თავის მოკვლა აიძულეს, მითუმეტეს, რომ ოფიციალური ინფორმაციის პარალელურად, სხვა ინფორმაციებიც გავრცელდა.

ერთ-ერთი ვერსიით, სანოძემ თვითმკვლელობა სცადა. როგორც სააგენტოები წერენ, ამ ვერსიას პირად საუბრებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც არ გამორციხავენ, რომლებიც ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფებოდნენ.

სამოქალაქო მოძრაობის ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ხელმძღვანელი ეკა ბესელია სანოძის მკვლელობისა თუ თვითმკვლელობის მცდელობას სანდრო გირგვლიანის საქმის გაგრძელებად აფასებს.

”გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ არ არის გამორიცხული, ხელისუფლების შიდა გარჩევებსა და ახალი მსხვერპლის ძიებას სწორედ სანოძე შეეწიროს. სანოძის დაჭრის ფაქტი ხელისუფლების შიდა გარჩევებს უკავშირდება. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო იმაზე ფიქრობს, თუ რა ვერსია დაასახელოს სანოძის ფაქტთან დაკავშირებით”, - განუცხადა ”პირWელს” ბესელიამ.

იგივე სააგენტოსთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციის ”ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ამბობს:

”სანოძის დაჭრის ფაქტი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს უკავშირდება. როდესაც გაირკვევა, რასთან გვაქვს საქმე - მკვლელობის თუ თვითმკვლელობის მცდელობასთან, დამატებითი შეფასებების გაკეთება შემეძლება. თუმცა უკვე ახლა შეიძლება, ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში ამ საქმეში ხელისუფლების კვალია. ვასილ სანოძეს ძალიან დიდი ინფორმაცია გააჩნია და თუ თვითმკვლელობის მცდელობასთან გვაქვს საქმე, მას ამ ზომამდე ხელისუფლება მიიყვანდა. სანოძის აღნიშნულ მდგომარეობაში ყოფნა გირგვლიანის საქმის გაგრძელებაა”, - განაცხადა კაკაბაძემ ”პირWელთან” საუბარში.

სხვადასხვა წყაროები იმასაც ავრცელებენ, რომ ვასილ სანოძე წუხელ რესტორან ”პურის სახლში” იმყოფებოდა. სუფრასთან, სხვა პირებთან ერთად, რამდენიმე ფრანგი სტუმარიც იყო და მათ რესტორანი, დაახლოებით, დილის 04:00 საათზე ნასვამ მდგომარეობაში დატოვეს.

”ინტერპრესნიუსმა” ვასილ სანოძის მეზობლების კომენტარებიც გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, მეზობლებს შუაღამისას ბინიდან ხმაური შემოესმათ, თუმცა იარაღიდან გასროლის ხმა არ გაუგიათ. ”მათ გაიგეს ყვირილის ხმა, შემდეგ კი, სადარბაზოში ხალხმრავლობა იყო. მოგვიანებით იქ მივიდნენ სამართალდამცველებიც. ამასთან, მეზობლები სანოძის თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ.”

ვასილ სანოძის მეგობრები კი დარწმუნებულები არიან, რომ სანოძემ თვითმკვლელობა სცადა. სააგენტო ”პირWელთან” საუბარში სანოძის ერთ-ერთმა მეგობარმა (ანონიმურობის დაცვის პირობით) განაცხადა, რომ წუხელ სანოძე სახლში ნასვამ მდგომაროებაში დაბრუნდა, მარტოობით ისარგებლა და საკუთარი ტაბელური იარაღით თვითმკვლელობა სცადა.

”სანოძეს საფეთქლის არეში ტყვია მიბჯენით აქვს ნასროლი. მისი გადაწყვეტილება სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საქართველოში ამ კუთხით ხელახლა დაწყებულ პროცესებს უკავშირდება”, -ამბობს წყარო, თუმცა კონკრეტულად, რა პროცესებზეა საუბარი და რა როლი ეკისრებოდა ყველაფერ ამაში სანოძეს, მას არ დაუკონკრეტებია.

ბოლო ინფორმაციით, ვასილ სანოძე ამჯერად, სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, თუმცა მალე მას სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანენ. აღნიშნული ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსს” სანოძის ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.

presage.tv


READ MORE - პირველი გასროლა ხელისუფლების მისამართით

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ




READ MORE - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ავჭალაში სექტანტები ბავშვებს იტაცებენ

ორმოცდაათიანელებმა ავჭალაში დაიდეს ბინა. თბილისში, ავჭალის ერთ-ერთი ქუჩა, პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახლა უკვე უჩვეულად გამოიყურება. სხვა დღეებისგან განსხვავებით ამ ადგილს დედაქალაქისთვის უჩვეულო დიდი თეთრი კარავი ”ამშვენებს”.

გაზიარება
[სალომე ბოკუჩავა. 13:18 02-04-2011]
ინფორმაციის მოძიებისთანავე ავჭალაში მივედი და პოლიციის წინ შეკრებილ ადამინებს გავესაუბრე. როგორც აღმოჩნდა ადგილზე მყოფთა უმრავლესობა ავჭალის ქეთევან წამებულის ეკლესიის მრევლი და გლდანი-ნაძალადევის მაცხოვრებელი იყო. პროტესტს ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმსახური მამა გიორგი რაზმაძე უერთდებოდა.

თორნიკე სუკააშვილი, აქციის მონაწილე: „დღეს გავიგე, რომ ჩვენ უბანში ორმოცდაათიანელებმა კარავი გაშალეს. დილიდან რიტუალებს ატარებენ და ცდილობენ ახალგაზრდები მიიზიდონ. როდესაც მე მოვედი პატარა ბავშვები დამხვდნენ. კარვის ცენტრალურ ნაწილში ჯვარი აქვთ აღმართული, მის ირგვლი უცნაურ ენაზე მღერიან და ცეკვავენ“.

ლევან ბაზუაშვილი, აქციის მონაწილე: „მათ ვკითხე ნებართვა თუ გააჩნდათ აქ ყოვნის და კარვის გაშლის. პასუხი არ გამცეს, თუმცა ცოთხანში ამიხსნეს: ნებართვა მერიიდან უკვე წამოვიღეთ და მისი ასლი ავჭალის პოლიციაში ინახება-ო. გავაფრთხილე, რომ ინფორმაციას გადავამოწმებდი და მაშინათვე შემეწინააღმდეგნენ...

თუმცა ავღნიშნავ, რომ მერიაში დაზუსტებული ინფომაციით არანაირი ნებართვა არ არსებობს“.

მამა გიორგი: „ჩვენ ამ უცნაურმა კარავმა შეგვკრიბა. საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის არის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ამ ადამინებს არ აქვთ უფლება შუა ქალქში გამოვიდნენ. კანონის მიხედვით საჯარო გამოსვლები ეკრძალებათ. შესაბამისად ეს არის კანონის დარღვევა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ უახლოვეს პერიოდში დაშალონ კარავი და შევიდნენ თავიანთ სახლებსა და სალოცავებში. საქართველოში რწმენა თავისუფალია, მაგრამ როდესაც ქუჩაში ადამინები ამგვარად ქადაგებნ ეს მიუღებელია“.

აქციის წევრების თქმით ძირითადი მოთხოვნა პატარა ბავშვებზეა. მათი მოზიდვაც მარტივი გზით ხდება. შეკრებილთა შორის ბევრი აღმოჩნდა იმ ბავშვის მშობელი, რომელმაც საკუთარი მცირე წლოვანი შვილი უცნაური თეთრი კარავიდან ძალის გამოყენებით წამოიყვანა.

-როდესაც ჩემი შვილი იმ კარავში ვნახე ძალიან შემეშინდა. შევედი და ძალით წამოვიყვანე. ბევრი ქალი იყო, თითოეული მათგანი ჯვრის ირგვლივ ტრიალებდა და უცნაურად საუბრობდნენ: ”ღმერთი ამაღლდება, ჩვენც ავმაღლდებით, გვეშველება, ყველას გვეშველება” – ამბობდნენ ისინი.

-შეიძლება ითქვას, რომ კარავში ძირითადად ქალები და ბავშვები იყვნენ?
-არა. ძირითადად ბავშვები იყვნენ. მე არც ერთ ბავშვს არ ვიცნობდი თორემ აუცილებლად წამოვიყვანდი და მის მშობელს მივუყვანდი.

-თქვენმა შვილმა რა გითხრათ, რატომ არ უნდოდა წამოსვლა?
-მითხრა, რომ ტკბილეული დაურიგეს და მთიან რეგიონში დასვენებას შეპირდნენ. ამბოდა, რომ ისინი კარგები იყვენ და ცუდის გაკეთებას არ აპირებდნენ.

როგორც კი მშობლების მოსაზრებები მოვისმინე და მათი ინფორმაცია გავიზიარე, მეც მივუახლოვდი უცნაურ კარავს და იმ რამოდენიმე ადამიანს დავუწყე საუბარი, რომლებიც იმ დროისთვის ადგილზე დარჩენილიყვნენ. როგორც გაირკვა ძალიან ბევრი ადამინი იყო მისული მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ აქციის დაწყებისთანავე დაიშალნენ.

გაშლილ კარავთნ პატარა გოგონა შევნიშნე, რომელმაც უკვე იცოდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი, მაგრამ მაინც დამელაპარაკა:

-რატომ ხარ აქ მოსული?
-არ ვიცი.

-შენმა მშობლებმა იციან, რომ ასეთ დროს აქ რომ ხარ?
-არა.

-სად არიან?
-სახლში.

-ვისთან ერთად ხარ?
-მეგობართან (მეგობარიც მისი თანატოლი პატარა გოგო იყო.)

-ჩემი შვილია რა გინდა? - ჩვენ საუბარში უცხო მამაკაცი ჩაერთო, რომელიც კარავში გამართული შეკრებების ერთ-ერთი მეთური აღმოჩნდა.

-ბავშვმა მითხრა, რომ მისი მშობლები სახლში არიან.
- დედა არის სახლსში მე მამა აქ ვარ.

-თუ თქვენ მისი მამა ბრძანდებით მეორე გოგონა ვისთან არის?
-ჩემი ახლობლის შვილია.

-მისმა მშობლებმა თუ იციან, რომ აქ არიას ასეთ დროს? - ამ კითხვაზე კომენტარი არ გააკეთა და ზურგი მაქცია. საბოლოოს მხოლოდ ის მითხრა, რომ სააღდგომო ზეიმის მოსამზადებლად იყო კარავი გაშლილი, თუ რომელიმე ადამინი ამ კარვის დარბევას ძალის გამოყენებით შეეცდებოდა მათ პოლიცია დააკავებდა.

ქუჩაში გამოსულ ხალხს გვან ღამე ნოდარ სანდუხაძემ მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა და რჩევა მისცა:

„ყოველთვის მოწინააღმდეგე მხარეს დუმილით უპასუხეთ.
ამ დროსთვის ორმოცდაათიანელების რამდენიმე ეკლესია არსებობს. რომლებიც ძირითდად ენობრივი ნიშნით არიან დაყოფილი ქართული, სომხური და რუსულენოვან ორმოცდაათიენელებად. ორმაცდაათიანელები ანუ პანტოქოსტელების თქმით მათზე სულიწმინდა გადმოდის რის გამოც მათი ”ლოცვა” ხშირად გაუგებარია მათვისაც და სხვა ადამინებისთვისაც. თუმცა დაავიწყდათ, რომ როდესაც სული წმინდის მადლი ქრისტესა და მის მოწაფეებზე გადმოვიდა ისინი სხვა ადამინებისთვის გასაგებ ენაზე საუბრობნენ“.

მოთხოვნის დაკმაყოფილებას აქციაზე შეკრებილი მრევლი დიდი ხანი ელოდა, მიუხედავად ამისა არც პოლიცია და არც რაიონის გუბერნატორმა დააკმაყოფილა მოთხოვნები. მამა გიორგი რაზმაძემ კვირას, დილის წირვაზე ამ საკითხზე იქადაგა და მრევლთან ერთად ღამის მისამართს დაუბრუნდა... დღეს, მაისისს ავჭალის მოსახლეობა და წმინდა ქეთევან წამებულის მრვლი საპატრიარქოსგან ამ თემასთან დაკავშირებით კომეტარს ელოდება.



READ MORE - ავჭალაში სექტანტები ბავშვებს იტაცებენ

მოსკოვის სუპერმარკეტებში აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ

ით იყიდება და რომელი ქვეყანაა მითითებული მწარმოებლად, მაგრამ სამაგიეროდ, ვიცით, რა ხდება ამ მხრივ მოსკოვის ერთ–ერთ უდიდეს სუპერმარკეტთა ქსელში და ამის დამადასტურებელი ფოტოც სახეზეა.

გაზიარება
[17:26 30-04-2011]
როგორც ჩანს, მოსკოვის ბევრ სუპერმარკეტში აფხაზეთის ამბიციას დამოუკიდებლობის შესახებ, ცოტა არ იყოს, ცერად უყურებენ. ამჯერად თქვენს ყურადღებას მოსკოვში ერთერთ უდიდეს სუპერმარკეტთა ქსელ „седьмой континент“ – ზე შევაჩერებთ, სადაც გუშინ მომხმარებელსა და დაცვის თანამშრომლებს შორის ერთი უჩვეულო ინციდენტი მოხდა.

სავარაუდოდ, აფხაზი ეროვნების მომხმარებლის გულისწყრომა, სუპერმარკეტის ალკოჰოლური სასმელების განყოფილებაში გასაყიდად გამოტანილმა აფხაზურმა ღვინომ „აფსნი“, უფრო სწორედ კი ამ ღვინის ბოთლზე სუპერმარკეტის მიერ დართულმა სავაჭრო ფირნიშმა გამოიწვია. მომხმარებელს ფირნიშზე ორი დეტალი არ მოეწონა: ერთზე აღნიშნულია: „ღვინო შეიცავს საკვებ დანამატებს“; მეორეზე კი, არც მეტი, არც ნაკლები, მწარმოებლად მითითებულია: "Грузия ВИНА АБХАЗ". ეს მაშინ, როცა თვითონ ღვინის ბოთლზე არსებული წარწერა, ღვინის მწარმოებელს ამაყად გვაცნობს: „ООО "Вина и Воды Абхазии", Республика Абхазия, г. Сухум.“

ფაქტია, რომ ფირნიში და მასზე წარწერა სუპერმარკეტის შესაბამისმა განყოფილებამ დაამზადა და აფხაზურ ღვინოს თან დაურთო. ღვინო „აფსნი“ სუპერმარკეტ „седьмой континент“ – ის დახლებზე დაახლოებით ერთი კვირის წინ გაჩნდა. ერთი ბოთლი „აფსნი“ აქ 274 რუბლი (დაახლოებით 8 ლარამდე) ღირს.

სუპერმარკეტის მომხმარებელმა თავისი გაღიზიანება ხმამაღლა გამოხატა, ჯერ სექციის წარმომადგენელთან, შემდეგ მოლარესთან და ბოლოს აგრესიული ფორმით მოითხოვა სუპერმარკეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. დაცვის წარმომადგენელმა მას სიმშვიდისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც კონფლიქტი მასსა და მომხმარებელს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ დაცვამ მომხმარებელი გარეთ გააბრძანა, რისთვისაც ძალის გამოყენება დასჭირდა.

ის ფაქტი, რომ მოსკოვის სუპერმარკეტებში აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ და საქართველოს ნაწილად მიიჩნევენ, აგრესიული რუსი და აფხაზი ბლოგერების განხილვის საგანი გუშინ საღამოდანვე გახდა. ზოგიერთი იქამდეც კი მივიდა, რომ სუპერმარკეტის ხელმძღვანელობა ლამის სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

სუპერმარკეტების ქსელი „седьмой континент“, ერთერთი უდიდესი ქსელია რუსეთში. მხოლოდ მოსკოვში, მას 144 მაღაზია აქვს. ქსელი, ძირითადად, საკვები პროდუქტებით და სასმელებით ვაჭრობს. ბევრს, შესაძლოა, ჰგონია, რომ ქსელის ხელმძღვანელი რომელიმე რუსეთში მოღვაწე, პატრიოტი ქართველი ბიზნესმენია, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის: 1994 წელს დაარსებულ სააქციო საზოგადოებას სათავეში ბორის მოროზოვი უდგას. რუსულ ვიკიპედიაში მეწილეების სახით მოხსენიებულია რუსეთის დუმის დეპუტატი – ვლადიმირ გრუზდევი, ხოლო მფლობელთა შორის ალექსანდრე ზანადვოროვის გვარიც ფიგურირებს.

ჯერ კიდევ 2007 წლის მონაცემებით, ამ კორპორაციის ბრუნვა 1, 272 მილიარდ დოლარი იყო, ამავე წლის მაჩვენებლების მიხედვით კი, სუფთა მოგებამ 99, 2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

presa.ge

READ MORE - მოსკოვის სუპერმარკეტებში აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ

ხობის ახალგახსნილ საავადმყოფოში ავადმყოფებს არ იღებენ

„ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრ კახა მიქაიას განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დიდი ზარ-ზეიმით 7 აპრილს გახსნილი ხობის ახალი საავადმყოფო ამჟამად დაკეტილია და პაციენტებს არ იღებს. „ხობიდან დამირეკა ნათესავმა, მითხრა, რომ არის ავად და იძულებულია, ზუგდიდის საავადმყოფოს მიაკითხოს, რადგან ხობის ახალი საავადმყოფო პაციენტებს არ იღებს. ყოველივე ამის გამო გადავწყვიტე, მომენახულებინა ხობის საავადმყოფო.

გაზიარება
[17:07 30-04-2011]
კარი დაკეტილი დამხვდა. საავადმყოფოში არც ერთი ავადმყოფი არ იყო. ცარიელ საავადმყოფოში მყოფმა რამდენიმე თანამშრომელმა განმიცხადა, რომ საავადმყოფოს ჯერ არცერთი დღე არ უმუშავია და არც ის იციან, საერთოდ, იმუშავებს თუ არა. მე მოვითხოვე, ეჩვენებინათ ის სამედიცინო აპარატურა, რითაც თავს იწონებდა პრეზიდენტი, მაგრამ მათ დაკეტილი ოთახები არ გამიღეს“, – აცხადებს კახა მიქაია. მისი განმარტებით, ზუგდიდიდან, სენაკიდან და ფოთიდან საჩვენებლად ჩამოტანილი სამედიცინო აპარატურა უკანვე დააბრუნეს, თავად ხობის ახალ საავადმყოფოს კი არანაირი სამედიცინო აპარატურა არ გააჩნია“.

saqinform.ge

READ MORE - ხობის ახალგახსნილ საავადმყოფოში ავადმყოფებს არ იღებენ

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...