აგენდერებულთა დაგენდერებისთვის, ანუ გამოგენდერებამდე წასაკითხი

წინა ბლოგტექსტში შეგპირდით: მომდევნო ბლოგტექსტს ქართული წარმოების ტელერეკლამების შესახებ დავწერ მეთქი. ასეც ვაპირებდი, მაგრამ ვფიქრობ, მომიწევს ამ თემის კიდევ ერთი “ბლოგტექსტით” გადაწევა.

“ქალიშვილის აღზრდა – ერის აღზრდაა!”
(ილია ჭავჭავაძე)

გაზიარება
[02:46 26-03-2011]
მიზეზი უცნაურია: ქართულ ტელევიზიებში გასული რამდენიმე უაზრო უცხოური რეკლამების შესახებ დაწერილმა ბლოგმა, დიდი კამათი გამოიწვია... გენდერული თანასწორობის კუთხით! როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობების ფორმა, მკითხველისთვის გაცილებით საინტერესო თემაა, ვიდრე სარეკლამო ბაზარი. ამიტომაც, გადავწყვიტე, ახლა სწორედ ამ თემაზე დამეწერა. ქართული სარეკლამო ბაზარი, როგორმე, მოიცდის და გპირდებით, მომდევნო ბლოგტექსტს აუცილებლად მაგ თემას მივუძღვნი.

რაც შეეხება “გენდერულ თანასწორობას”, გარდა იმისა, რომ როგორც გაირკვა, ქართველი მკითხველისთვის ეს მეტად აქტუალური თემაა, ჩემთვის პირადად, ის იმდენად უფროა საინტერესო, რამდენადაც, ჩვენში მას უმეტესწილად მოხერხებულად თქვეფენ “ფემინისტურ მოძრაობაში” და ასეთი დამახინჯებული სახით გვაწვდიან. თუმცა, ისიც საკითხავია ეს “ათქვეფა” რამდენად “მოხერხებულად” გამოსდით. სწორედაც რომ “გენდერული თანასწორობისა” და “ფემინისტური მოძრაობის” მოუხერხებელი “მიქსის” მომსწრე ვართ ხშირად, მაგრამ სამწუხაროდ, ეს “ნათქვეფი” ქართველი ქალბატონების, უმეტესად კი, ახალგაზრდა ასაკის გოგონების ფსიქიკის გარკვეული დროით დამახინჯებას მაინც ახერხებს ხოლმე.

არადა, საქმეც ისაა, რომ სწორედ ეს “დროებითი” დამახინჯება იწვევს ახალგაზრდა გოგონებისთვის ცხოვრებისეულ ტრაგედიებს. სწორედაც რომ, უმეტესობა მათგანის ფსიქიკა სამუდამოდ მაინც ვერ მახინჯდება, თორემ, ისინი თავიანთი მახინჯური ცხოვრებით იცხოვრებდნენ ბოლომდე და სულაც ვერ შეიგრძნობდნენ თავიანთ ტრაგედიას. ტრაგედიას-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ სწორედ მათგანვე, ანუ თავიანთ ტრაგიკულ ბედზე მოწუწუნე ქალებისგანვე გამიგია ეს.

ბოლო დროს, ქართულ ტელეარხებზეც, რამდენჯერმე გაიჟღერა ინფორმაციამ საქართველოში ოჯახების დანგრევის საგანგაშო სტატისტიკის შესახებ. იყო გარკვეული მსჯელობებიც. დასახელდა სავარაუდო მიზეზებიც, რომლებსაც, ძირითადად “ოჯახდანგრეული” ქალები ასახელებენ. “ოჯახდანგრეული” კაცები ნაკლებად ლაპარაკობენ ოჯახის დანგრევის კონკრეტულ მიზეზებზე და ძირითადად თავშეკავებულნი არიან. მაგრამ საკითხავია, რამდენად გულახდილნი არიან თავად ქალები, თავიანთივე ოჯახების დანგრევის კონკრეტული მიზეზების საჯაროდ დასახელებისას?

დასახელებულ მიზეზთა შორის არის “მატერიალური სიდუხჭირე”, “ქმრის ნარკომანობა და ლოთობა”, “ოჯახური ძალადობა”, “ურთიერთობის გაცივება” და სხვა... თუმცა, ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება ასეთმა მიზეზმა მიიქცია – “ხასიათების და ღირებულებების შეუთავსებლობა”.

რამდენჯერმე მოხდა, რომ ჩემს ნაცნობ, ახლობელ ქალბატონებთან საუბრისას, რომლებიც მეუღლეებთან დაშორებულები არიან (სამწუხაროდ, ჩემს ნაცნობებს შორის საკმაონი არიან ასეთები, ქალებიც, კაცებიც და თავად მეც) ამ თემაზე ჩამოვარდა სიტყვა. სხვათა შორის, დაშორების მიზეზად, ქალების მეტმა ნაწილმა, პირად საუბრებში, სწორედ ეს იდუმალი “ხასიათების და ღირებულებების შეუთავსებლობა” დაასახელა. როცა საუბარმა შედარებით გულახდილ ფაზას მიაღწია, “ოჯახდანგრეული” ქალების უმეტესობისაგან ასეთი ფრაზა მოვისმინე: “ახლა რომ ვუფიქრდები, სულელი ვიყავი, რატომღაც ვფიქრობდი, რომ ქმრისთვის თავი არ უნდა დამეჩაგვრინებინა. სულ ხაზს ვუსვამდი, რომ თანასწორები ვართ. მე თუ ვრეცხავ შენც გარეცხე და ასეთ ფრაზებს ვეუბნებოდი. სხვა მხრივაც ვისულელე: რამდენჯერაც ვინმესკენ თვალი გაექცა, არც ერთხელ არ შევარჩინე, მეც დავუწყე ვიღაცეებს კეკლუცი. საბოლოოდ, ვხვდები რომ მისმა მამაკაცურმა ფსიქიკამ ეს ყველაფერი ვერ აიტანა და ისე აღარ მაფასებდა.

მერე ურთიერთობები მკვეთრად აირია და საბოლოოდ დავშორდით. ახლა ამდენი წელი რომ გავიდა, ვფიქრობ რომ ძალიან სულელი ვიყავი. ვხვდები, რომ ამ კუთხითაც, კაცს ქალმა ცოტა მეტი უნდა შეარჩინოს. ვხვდები რომ ეს უბრალოდ კაცური ინსტინქტია, ქალი კი ამ ყველაფერს მხოლოდ შურისძიების გრძნობით აკეთებს. ამიტომ, თუ რამე მართლა ძალიან სერიოზული არ არის, თუ ქმარს მართლა ფიზიკური ურთიერთობა არ აქვს ვინმესათნ, ქალს მარტივად შეუძლია ქმრის მხრიდან პატარა ცუღლუტობების ატანა და უნდა აიტანოს კიდეც. კაცი ცოლის მხრიდან თუნდაც პატარა ცუღლუტობებს უბრალოდ ვერ აიტანს. რაც არ უნდა ეცადოს, მაინც ვერ აიტანს. ქმართან დაშორების მერე, მქონდა რაღაც ურთიერთობები ვიღაცეებთან, ჩემივე იმ სულელური “ღირებულებების” დაცვით, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ არცერთი მამაკაცი, ასეთი აზრების გამო, სერიოზულად არ აღმიქვამდა. დღეს რომ იგივე გამეორდეს ჩემს ცხოვრებაში სულ სხვანაირად მოივიქცეოდი. მთელი შეგნებით ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრებისეული ტრაგედია ჩემივე ბრალია, მაგრამ გვიანია. სხვათა შორის, ჩემი მაშინ გაუთხოვარი დაქალები, რომლებიც ასეთი საქციელებისკენ და “ქმრის არდამორჩილებისკენ” მაქეზებდნენ, მოგვიანებით თავად გათხოვდნენ და ქმრების ისეთი “დამჯერენი” არიან, ვერც კი წარმოიდგენ. თანაც ზევიდანაც მიყურებენ – ჩვენ ქმრები გვყავს და შენ არაო, წარმოგიდგენია?”

რა თქმა უნდა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი ყოველთვის, ან თუნდაც უმეტეს შემთხვევაში ქალია. ვიცი ბევრი ისეთი შემთხვევაც, როდესაც ოჯახებს, ელემენტარულად, მამაკაცის უპასუხიმსგებლობა ანგრევს და ჩემთვის ცნობილია ისეთი წარმოუდგენელი ფაქტები, როდესაც ცოლთან გაშორებული ქმარი საერთოდ არც კითხულობს შია თუ ცივა მის საკუთარ შვილს ან შვილებს. აქ, რა თქმა უნდა ლაპარაკიც არ უნდა იმას, რომ ასეთი კაცი არანორმალურია რაც არ უნდა გამხდარიყო მისი ოჯახის დანგრევის მიზეზი, მაინც გაუმართლებელია კაცის ასეთი საქციელი.

მაგრამ მე უბრალოდ, ამ ბლოგტექსტის საშუალებით, ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას: ქართული ოჯახების დანგრევის ერთ-ერთი ხშირი მიზეზი ნამდვილად არის ქართველი გოგონებისა და ქალებისთვის “ტვინის ამოტრიალების” მცდელობები “გენდერული თანასწორობის” მახინჯი პროპაგანდის გზით. “მახინჯი”-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ის, რის პროპაგანდასაც დღევანდელ საქართველოში არც თუ იშვიათად ეწევიან სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემები, სინამდვილეში სულაც არ არის “გენდერული თანასწორობა”. ეს “ფემინიზმის” პირდაპირი პროპაგანდაა, რაც გარკვეულ ეტაპზე რაღაცით ხიბლავს ქალებს, განსაკუთრებით კი, ჯერაც ცხოვრებაში გამოუცდელ გოგონებს და როდესაც ეს “ხიბლის” ეტაპი გადაივლის, მათ ხელში უკვე საკუთარი დანგრეული ცხოვრება და მინიმუმ ერთი “ტრაგიკული ისტორია” შერჩებათ ხოლმე.

“ფემინიზმი” ეს არის ყოვლად მახინჯი მოვლენა და პირდაპირ იტყუება ყველა, ვინც გვეუბნება, რომ თითქოს ევროპაში მიღებული წესი იყოს ის, რომ ქმარი ცოლის თანაბარ მონაწილეობას იღებს რეცხვის, ხეხვის, წმენდის, ხვეტის თუ კიდევ სხვა ტიპის საოჯახო საქმეებში. სისულელეა ის, რომ თითქოს, ევროპაში მიღებული იყოს ქალის იმავე ხარისხით “პიროვნული და სექსუალური თავისუფლება”, რა ხარისხითაც ამის უფლება საკუთარ თავს კაცმა შეიძლება მისცეს. რა თქმა უნდა არავის აქვს უფლება ვინმეს, გინდ კაცის და გინდ ქალის პირად ცხოვრებაში ჩაერიოს, მაგრამ მამაკაცი პირად ცხოვრებაში შედარებით მეტი თავისუფლებით რომ სარგებლობს და ისარგებლებს ყოველთვის, ეს ნებისმიერ, ყველაზე მეტად ევროპულ ქვეყანაშიც კი ასეა და სხვანაირად, იმ უბრალო მიზეზის გამო ვერც იქნება, რომ ეს ყველაფერი ქალისა და მამაკაცის ბუნებრივი, იმთავითვე მოცემული ფსიქიკური თავისებურებების “ბრალია” და არა იმისა, რომ თითქოს ვინმე ვინმეს “ჩაგრავს” გენდერულად.

ქალი, რომელიც ცდილობს “პირადი ცხოვრების” იმავე ხარისხის “თავისუფლებით” ისარგებლოს, როგორითაც სარგებლობს მამაკაცი, აუცილებლად, ყველაზე უფრო “გენდერულად ტოლერანტულ” საზოგადოებაშიც კი, აღიქმება გაცილებით “არასერიოზულ” ქალად, ვიდრე მამაკაცი, რომელიც შეიძლება ზუსტად ისევე იქცეოდეს “პირად ცხოვრებაში”. აი, სწორედ ამას აპროტესტებენ ხშირად “ფემინისტური” მიდრეკილებების მქონე ქალბატონები და ამას “გენდერული თანასწორობის” მოტივით ხსნიან. არადა, სინამდვილეში “გენდერულ თანასწორობას” მცირე შეხებაც კი არ აქვს ამ ყოველივესთან. “გენდერული თანასწორობა” მოიცავს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას მხოლოდ და მხოლოდ მათ სამოქალაქო უფლებებში და ეს “თანასწორობა” სულაც არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის “ერთნაირობას” ყველგან და ყველაფერში.

ვინმეს შეიძლება ეს თემა სასაცილოდ და არასერიოზულადაც მოეჩვენოს, მაგრამ რამდენადაც მე პირადი საუბრებიდან, სხვადასხვა ინტერნეტ-ფორუმებზე გახსნილ შესაბამის თემებში წაკითხული პოსტებიდან, ტელეგადაცემებში მონაწილე ადამიანებისგან, თუნდაც ჩემივე ბლოგტექსტებზე დადებული კომენტარებიდან ვხედავ, ქართველი გოგონებისთვის “გენდერული თანასწორობის” არასწორად მიწოდება, მამაკაცთან ყველაფერში “თანაბრობის” მაცდუნებელი ხიბლი, თუნდაც ოჯახებში მათი არასწორი მიმართულებით აღზრდა, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ახალგაზრდა ოჯახების ნგრევისა.

არადა, მსგავს თემებზე მომზადებულ არც ერთ ტელეგადაცემაში, რომლებიც ასე უხვად მზადდება ბოლო დროს საქართველოში, არ მინახავს ხაზგასმა ამ მიმართულებით. რატომღაც, მოდაში, ძირითადად ოჯახის დანგრევაზე პასუხისმგებლობის მამაკაცისათვის დაკისრება და “მიტოვებული ქალისათვის” ტრაგიკული მანტის მოსხმაა... ან ამის მიზეზი ის არის, რომ “ოჯახდანგრეული” მამაკაცები თავს იკავებენ ხოლმე მსგავს თემაზე მოწყობილ გადაცემებში მონაწილეობისაგან და ჩვენ მხოლოდ “ქალური” პოზიციების მოსმენა გვიწევს. გადაცემების ავტორები, წამყვანები და მონაწილეებიც ძირითადად ქალები არიან ხოლმე და გამუდმებით ხდება პროპაგანდა იმისა, თუ რაოდენ უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ოჯახს მამაკაცები... არავის არასოდეს მოსვლია აზრად, ამ კუთხით ქალის პასუხისმგებლობაზე ილაპარაკოს და იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწორედ გოგონას აზროვნებისა და ფსიქოლოგიის სწორი მიმართულებით ჩამოყალიბება, რათა ის შესაბამის ასაკში მზად იყოს ოჯახის შესაქმნელად და გააზრებული ჰქონდეს, რას ნიშნავს “მამაკაცთან თანაცხოვრება”. როგორც ჩანს, ამას ხშირ შემთხვევაში, გოგონების პატრონი ოჯახებიც არასერიოზულად აღიქვამენ. ან მათი “გენდერულად დაჩაგრული” დედები ჩააგონებენ ქალიშვილებს, რომ ქმარს “საყოველთაო დაუმორჩილებლობა” გამოუცხადონ, რითიც, საბოლოოდ საკუთარივე ქალიშვილების დანგრეული ცხოვრების მიზეზნი ხდებიან უნებურად. ფაქტია, რომ მამაკაცის ფსიქოლოგია ქალის მხრიდან ასეთ “საყოველთაო დაუმორჩილებლობას” დიდხანს ვერაფრით ეგუება და უკვე თავადაც, პარიტეტის პრინციპით, საკუთარ “დაუმორჩილებლობას” იმით გამოხატავს, რომ ასეთი ქალისათვის მისი “ცოლის” სტატუსის დატოვებაზე უარს ამბობს და ტოვებს თავად ამ ქალს!...

პრინციპი – “არც ერთი ნაბიჯი უკან! არაფერი დაუთმოთ კაცებს!” – არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ქალს სურს ვისიმე “ცოლის” სტატუსით ისარგებლოს. საბოლოოდ კი, თვით ყველაზე მეტად “გამოგენდერებული” ქალისთვისაც, “ცოლი” მაინც ყველაზე მეტად მისაღები სტატუსია და ნებისმიერი ქალი შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს იმ მამაკაცთან ურთიერთობით, რომელიც მასზე “სერიოზულად” არ ფიქრობს. მაშინ, როდესაც ნებისმიერი მამაკაცი დაუფიქრებლად დათანხმდება ნებისმიერ ქალთან ყველაზე “არასერიოზულ” ურთიერთობაზეც კი, თან ისე, რომ შეიძლება არც არასოდეს შეაწუხოს ფიქრმა, თუ რატომ არ სურს ამ ქალს რომ იგი მაინცადამაინც მისი “ქმარი” იყოს. ეს ჩვეულებრივი “მამაკაცის ფსიქოლოგიაა”, რომელიც ბუნებრივია, რომ მკვეთრად განსხვავდება “ქალის ფსიქოლოგიისაგან” და ისინი სამოქალაქო უფლებებში იდეალური თანასწორობის პირობებშიც კი, ვერაფრით ვერ იქნებიან “ერთნაირები”!

ისიც ხშირად გამიგია გოგონებისა თუ ქალბატონებისაგან: “მამაკაცმა რომ მომხიბლოს, შეიძლება სულაც არ იყოს სიმპათიური და ასე შემდეგ, მაგრამ ის აუცილებლად “მამაკაცი” უნდა იყოსო”.

ჰოდა, დაფიქრდით ძვირფასო ქალებო – მამაკაცმაც თქვენზე “სერიოზულად” რომ იფიქროს, ყველაფერ დანარჩენზე მეტად თქვენ “ქალები” უნდა იყოთ და არა ვინმე ახუნტრუცებული, აცუნდრუკებული და “აგენდერებული” არსებები.

და რაც მთავარია: მე არც ისე პატარა ასაკის გახლავართ და ჯერ არ შემხვედრია “სამუდამოდ გამოგენდერებული” ქალი! ტუტუცური პროპაგანდების შედეგად, ქალები მხოლოდ “დროებით გამოგენდერდებიან” ხოლმე და ასეთი “დროებითი გამოგენდერების” შედეგები ისევ და ისევ მათთვის არის ყველაზე ტრაგიკული... ისიც ერთგვარი “ქალური ეგოცენტრიზმის” ბრალია, რომ ქალებმა მათი “ტრაგიკული ცხოვრების” საკუთარი ბრალი მხოლოდ პირად, გულახდილ საუბარში შეიძლება აღიარონ და არამც და არამც არ იზამენ ამას საჯაროდ...

ვიცი, ახლა რა ტიპის კომენტარები შეიძლება აქ დახვავდეს. ველოდები ყველაზე უფრო “გამოგენდერებულ” კომენტარებსაც კი! მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუკი თქვენ აქ კომენტარის დატოვებას გადაწყვეტთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეს ბლოგტექსტი წაიკითხეთ. ანუ, ასე თუ ისე, ამ ბლოგტექსტში მოცემული შინაარსი თქვენს არაცნობიერზე მაინც დატოვებს გარკვეულ კვალს და იქნებ უკვე “აგენდერებულებს” დროზე “დაგენდერებაში” დაგეხმაროთ... განსაკუთრებით კი ის გამიხარდება, თუკი თქვენ ამ ყველაფერს ჯერ კიდევ “გამოგენდერებამდე” კითხულობთ, ძვირფასო გოგონებო და ქალბატონებო!
presa.ge

READ MORE - აგენდერებულთა დაგენდერებისთვის, ანუ გამოგენდერებამდე წასაკითხი

ერიკ ფურნიემ საქართველის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა

აქართველოში საფრანგეთის ელჩმა ერიკ ფურნიემ ქვეყანაში მედიის თავისუფლების არარსებობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების სურვილის არქონის ან უუნარობის გამო საქართველის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო "სვობოდა" ავრცელებს.

გაზიარება
[02:46 26-03-2011]
მათი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის უპრეცედენტო კრიტიკა საქართველკოში საფრანგეთის ელჩის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია საზოგადოება - საქართველოს" ადამიანის უფლებათა დაცვის ანგარიშის წარდგენის დროს მოხდა.

დიპლომატის თქმით, იგი გაოგნებულია იმით, რაც მან მოისმინა. "ევროკავშირის მიერ საქართველოს დახმარების ყველა მცდელობა ამაო ჩანს. არ არის აბსოლუტურად არავითარი პროგრესი. რა დარჩა საქართველოში ევროპული ფასეულობებისგან - აბსოლუტურად არაფერი!" _ განაცხადა ფურნიემ.

ფურნიემ გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მედია საქართველოში მწვავე წნეხის ქვეშ იმყოფება, ხელისუფლება ეწინააღმდეგენა პროფკავშირების შექმნას მოქალაქეების სოციალური უფლებების დაცვისთვის, არასრულწლოვნებს კი ხუთ აშშ დოლარად ღირებული ავტოკალმის ქურდობისთვის ადანაშაულებენ.

"ეს უბრალოდ კატასტროფაა. მეჩვენება, რომ საუბარი მიდის ნეობოლშევიკურ ქვეყანაზე. ევროპა იძულებული იქნება შეცვალოს თავისი პოლიტიკა საქართველოს მიმართ", _ განაცხადა ფურნიემ.


READ MORE - ერიკ ფურნიემ საქართველის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა

„დალირიკებული“ საქართველო

ავტორი ილია ჩაჩიბაია
19:52 2103.2011
„ლირიკა“, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პრეპარატის სახელწოდებაა. აფთიაქის თანამშრომლები არ მალავენ, რომ დღის განმავლობაში ასობით, ხშირად კი ათასობით კაფსულა pregabalin (იგივე ლირიკა) იყიდება. თუ რა დანიშნულებით იყენებენ ამ წამალს, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ამის შესახებ მოგვიანებით. მანამდე კი ცოტა რამ თავად პრეპარატზე შევიტყოთ.

ლირიკა გამოიყენება ნეიროპათიული ტკივლის სამკურნალოდ (რასაც შეიძლება განაპირობებდეს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის დიაბეტი და ჰერპესი), ის აგრეთვე გამოიყენება ეპილეფსიის განსაზღვრული ფორმების სამკურნალოდ - მოზრდილებში.

გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები: თავბრუსხვევა, სისუსტე; მადის მომატება; ეიფორია, დაბნეულობა, სექსუალური გუნება-განწყობის შეცვლა; გაღიზიანებადობა; ყურადღების დარღვევები, ინერტულობა, მეხსიერების დარღვევები, ტრემორი, მეტყველების დარღვევები, ჩხვლეტის შეგრძნება; მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია; პირის სიმშრალე, ყაბზობა, ღებინება; ერექციის დარღვევევბი; კიდურების შეშუპება, სიარულის პათოლოგიური სტილი; წონაში მომატება; მადის დაქვეითება... პრეპარატს კიდევ ბევრი სხვა სახის უკუჩვენება გააჩნია.

ზემოთ მოყვანილი სია ნათლად ასახავს, თუ როგორი საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის პრეპარატის გაუფრთხილებლად, დანიშნულების გარეშე მიღება. ლირიკა პირველ რიგში, აზიანებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემას, იწვევს თირკმელების ფუნქციონირების მოშლას და წამალდამოკიდებულებას.

საქართველოში ბოლო დროს pregabalin–ს მოზარდები და არა მარტო ისინი დროებითი ეიფორიის, იგივე „კაიფის“ მისაღებად იყენებენ. წამალი, მიღებიდან 1–2 საათში ნერვიული სისტემის დაბინდვას იწვევს. თუმცა საერთო ჯამში ჯანმრთელობას არღვევს და ჯანსაღ ორგანიზმს უამრავ პრობლემას უქმნის.

ყველაზე დიდ პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ლირიკა საქართველოში მოქმედ ყველა აფთიაქში თავისუფლად, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე იყიდება.

"ღია ბოქლომმა" ექსპერიმენტი ჩაატარა. 11 წლის მოზარდს, რომელიც ჩვენი ერთ–ერთი თანამშრომლის ქალიშვილი გახლავთ, პრეპარატის საყიდლად საჭირო თანხა მივეცით (150–იანი კაფსულა 2.50 ლარი, 300–იანი კაფსულა კი 3.82ლარი ღირს ) და ქალაქის რამოდენიმე აფთიაქში მისი შეძენა ვთხოვეთ. გოგონას, ლირიკა ყველა აფთიაქში დაუბრკოლებლად მიყიდეს...

ექსპერიმენტი გაგრძელდა – შეძენილი წამლის დალევა მე გადავწყვიტე. ორი 300.მგ კაფსულა გადავყლაპე. დაახლოებით საათნახევარში ორგანიზმი მომიდუნდა. 2 საათში კი ყოველგავრ ცხოვრებისეულ პრობლემაზე შევწყვიტე ფიქრი. მალე გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა... 3–4 საათში საოცრად აჟიტირებული გახლდით. წონასწორობას ვერ ვიცავდი, კომპიუტერში მუშაობა გამიძნელდა, შრიფტს ვეღარ ვკითხულობდი; კარგ ხასიათზე დავდექი და ყველა გარშემომყოფს სიყვარულს ვეფიცებოდი; საღამოს 9 საათზე, რედაქციაში მუშაობას ვეღარ ვახერხებდი, სკამს მივეყრდენი და წამით თვალები დავხუჭე, რომ გამომეღვიძა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მხოლოდ ერთი წუთით ჩამთვლიმა, საათი კი დილის 7 საათს უჩვენემდა, ვიფიქრე, თვალი ან საათი მატყუებს-მეთქი. კომპიუტერში, მობილურ ტელეფონში და კედლის საათზე ერთი და იგივე დრო რომ დავაფიქსირე, მაშინღა მივხვდი, რომ მჯდომარეს, გაუნძრევლად 10 საათი მეძინა... დილით აუტანელი თავის ტკივილი მაწუხებდა და მკლავდა სურვილი, ეს დისკომფორტი კვლავ ლირიკის მიღებით მომეხსნა... ეგრეთწოდებულ ლომკას რომ არ დავემორჩილე ტკივილიც გამიქრა და მდგომარეობიდან გამოსულმა ვიგრძენი, რომ ცხოვრება ამ საწამლავის გარეშე ბევრად სასიამოვნო და მშვენიერია...

ექიმების თქმით, პრეპარატის რეცეპტის გარეშე მიღება კატეგორიულად მიუღებელია. მედიცინის მუშაკები ლირიკის დანიშნულების გარეშე გაყიდვის აკრძალვას ითხოვენ და ჯანდაცვის სამინისტროს კატეგორიულად მოუწოდებენ, შესაბამისი ზომები მიიღოს.

ფსიქოლოგი მარინა კვიკვინია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პრეპარატის შესახებ მისი პაციენტები სეანსებზე ხშირად ყვებიან. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ არავინ ამბობს, ლირიკას საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი მოიხმარს. მარინა კვიკვინიას თქმით, "მოზარდების pregabalin–ზე დამოკიდებულება საქართველოში გასართობი დაწესებულებების ნაკლებობითაა გამოწვეული, ამას ემატება სოციალური პრობლემები, რომლიც ახალგაზრდობის დიდ ნაწილს გააჩნია და ისინი შედარებით იაფად ცდილობენ დროის გატარებას..."




READ MORE - „დალირიკებული“ საქართველო

დღეს, 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.

გაზიარება
[02:34 21-03-2011]
თუ ვარდების რევოლუციიდან პირველ წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების შედგენილ რეიტინგებში საქართველო, როგორც მზარდი დემოკრატიული იმიჯის ქვეყანა, ლიდერობდა ახალგაზრდა, დემოკრატიული ტენდენციების მქონე ქვეყნებში, ამჯერად მდგომარეობა გაუარესდა.

ერთ-ერთმა ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ FreedomHouse-მა ახლახან გამოაქვეყნა მორიგი კვლევის საფუძველზე შედგენილი რეიტინგები. კვლევის მიზანი იყო მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების ხარისხის დადგენა. საქართველოს რეიტინგული მაჩვენებელი გაუარესდა.

სახალხო დამცველის აპარატის დასკვნების მიხედვით, ქართულ მედიაში ყველაზე დიდი პრობლემა დამოუკიდებლობაა. მედიასაშუალებებში რეალური მფლობელები ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, ამიტომ ჟურნალისტები თავს ვერ იცავენ მედიამფლობელისაგან: ,,საერთოდ თუ ჟურნალისტს შეექმნება პრობლემა, მას შეუძლია თავი დაიცვას მედიამფლობელისაგან – მიმართოს სასამართლოს, შეიტანოს კონკრეტული საჩივარი და მიიღოს თავისუფლების გარანტიები. გამოდის, რომ საქართველოში ჟურნალისტმა უნდა მიმართოს სახელმწიფოს, რომელიც დაიცავს სახელმწიფოსგან.“ სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნეს ბოლო პერიოდში რეგიონულ მედიის პრობლემები ზეწოლის თვალსაზრისით – ,,ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გავლენის სფერო გააფართოვა.“ ჟურნალისტებმა უნდა შექმნან მაქსიმალურად კრიტიკული გარემო, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ნორმალურად განვითარებას.

ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქცია ქართული ჟურნალისტიკის დღეს საქართველოში მოღვაწე ყველა ჟურნალისტს ულოცავს.



READ MORE - დღეს, 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

კადაფი ობამას მამაშვილურ სიყვარულს პირდება

ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ აშშ-ის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა. წერილში კადაფი ობამას პირდება, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ის მაინც შვილივით ეყვარება.

გაზიარება
[02:26 21-03-2011]
“თქვენ რას იზამდით, პრეზიდენტო ობამა, თუკი “ალ-ქაედა” თქვენი ქალაქების ქუჩებში ივლიდა. რაც არ უნდა მოხდეს, მე მომავალშიც მეყვარებით როგორც შვილი”, – ციტირებს “სი-ენ-ენი” კადაფის სიტყვებს.

კადაფიმ წერილები საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის, ბრიტანეთის პრემიერს დევიდ კემერონს და გაეროს გენერალურ მდივანს ბენ კი მუნსაც გაუგზავნა. კადაფი დასავლეთის ქვეყნებს დაემუქრა, რომ თუკი ისინი ლიბიის საქმეებში ჩაერევიან, ინანებენ.

დასავლეთის ქვეყნებიდან, საფრანგეთმა ერთ-ერთმა პირველმა ცნო ლიბიაში აჯანყებულთა ხელისუფლება ლეგიტიმურად.

“ბი-ბი-სის” ცნობით, ბენღაზიში, რომელიც აჯანყებულებს ეკავათ, სახელმწიფო ძალების ჯავშანტექნიკა გამოჩნდა.

მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით.

READ MORE - კადაფი ობამას მამაშვილურ სიყვარულს პირდება

ექსპერტების ვარაუდით, მესამე მსოფლიო ომი დაიწყო

ამ დროისთვის ლიბიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში ჩაბმულია ოთხი ქვეყანა: საფრანგეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები. უახლოეს საათებში კოალიციიასთან ერთად სამხედრო მოქმედებების დაწყების მზადყოფნა გამოთქვეს ესპანეთმა და თურქეთმა. თავის მხრივ, მუამორ კადაფი იარაღის დაყრას და დანებებას სულაც არ აპირებს.

გაზიარება
[16:26 20-03-2011]
თავისი მომხრეების სამხედრო ტექნიკასა და პოზიციებზე საჰაერო დარტყმების მიუხედავად, დასავლეთის ქვეყნებს ის კვლავ „დედამიწაზე ჯოჯოხეთის მოწყობით“ ემუქრება და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად მოსახლეობის შეიარაღებასაც აპირებს. საფრანგეთის მხრიდან საჰაერო იერიშის მიუხედავად, ბენღაზის სიახლოვეს კადაფის ჯარებს არც ერთი წუთით არ შეუწყვეტიათ საარტილერიო ცეცხლი ოპოზიციის მიმართულებით.

ლიბიაში შექმნილი მდგომარეობის გამო უკვე შეშფოთებას გამოთქვამენ სახვადასხვა ქვეყნის სამხედრო ექსპერტები. მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყების ნიშნები სახეზეა. ზოგიერთი არც იმას გამორიცხავს, რომ კოალიციის ასეთი ქმედებების შემდეგ კადაფი „ინტერვენციის მსხვერპლის“ მანტიაში გაეხვევა, რაც მის გარშემო მთელი მუსლიმანური სამყაროს გაერთიანებას გამოიწვევს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საფრანგეთისა და აშშ-ს კვალდაკვალ ლიბიაზე საჰაერო თავდასხმებში დიდი ბრიტანეთის ჩაბმა და ესპანეთისა და თურქეთის მხრიდან მზადყოფნის გამოცხადება უკვე მიანიშნებს კადაფის ძალების სიძლიერეზე და იმაზე, რომ ლიბიაში დაწყებული საომარი მოქმედებები მოკლე ხანში არ დასრულდება.

საფრანგეთის კუთვნილმა ავიაგამანადგურებლებმა კადაფის ჯარების პოზიციებზე იერიში წუხელ, გვიან ღამით მიიტანეს. როგორც „ალ ჯაზირა“ იუწყება, საფრანგეთის თვითმფრინავებმა კადაფის 4 ტანკი გაანადგურეს, მოგვიანებით კი კოლონაც დაბომბეს. სულ თვითმფრინავებმა 40-მდე ბომბი და მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს. ფრანგული გამანადგურებლები ლიბიის საჰაერო სივრცეს სრულად აკონტროლებენ.

წერტილოვანი დარტყმები აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმაც განახორციელეს: აშშ-მ თავისი განუყრელი „ტომაჰავკები“ გამოიყენა. ამ ტიპის ფრთოსანი რაკეტები კადაფის დიდი ბრიტანეთის წყალქვეშა ნავიდანაც „გაუგზავნეს“.

„ტომაჰავკი“ დიდი სიშორის ამერიკული ფრთოსანი რაკეტაა, რომელსაც, ძირითადად, თვითმფრინავების ჩამოსაგდებად და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების გასანადგურებლად იყენებენ.

საფრანგეთის საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა პირველი იერიში ტრიპოლში მდებარე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანეს, მოგვიანებით კი სამოქალაქო ობიექტები ზღვისპირა ქალაქებში: მისურატში, ზუვარსა და ბენღაზიშიც დაბომბეს. „ალ ჯაზირას“ ცნობით, მთელი სანაპირო ცეცხლის ალში იყო გახვეული. ამავე ტელეკომპანიის ცნობით, კადაფის მომხრეებმა ერთი ფრანგული გამანადგურებლის ჩამოგდება მოახერხეს, თუმცა, საფრანგეთის ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია უარყო.

როგორც ასეთი ოპერაციების დროს ხდება, საჰაერო იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. „ალ ჯაზირას“ ცნობით, ამ დროისთვის 50 ადამიანზე მეტია დაღუპული, ხოლო 150-ზე მეტმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

პენტაგონის განცხადებით, საერთო ჯამში, ლიბიის ტერიტორიაზე 110 „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტა გაუშვეს. ლიბიის ნაპირებთან ამ დროისთვის აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის კუთვნილი სამი წყალქვეშა ნავი და ორი ხომალდი იმყოფება, რომლებიც „ტომაჰავკით“ არიან აღჭურვილი.

ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არაბეთის გაერთიანებული საემიროებიცაა ჩართული. ამ ქვეყანამ ლიბიისკენ 24 თვითმფრინავი გაგზავნა. საჰაერო იერიშებისთვის მზადაა ყატარიც, რომლის 6 გამანადგურებელი სრულ მზადყოფნაშია.

ინტერვენციის დაწყებიდან ცოტა ხანში ლიბიის ტელევიზიით ხალხს მუამორ კადაფიმ მიმართა. იგი მოსახლეობას ირაღის დარიგებას დაპირდა და ოპოზიციას გაერთიანება და საერთო ძალებით მტერთან ბრძოლა შესთავაზა. მან ასევე განაცხადა, რომ ამ ღია აგრესიის საპასუხოდ ხმელთაშუაზღვისპირეთში, რამდენიმე ობიექტზე იერიშის მიტანას გეგმავს.
ექსპერტების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ლიბიაში სამხედრო მოქმედებები დროში გაიწელოს და მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს, სკეპტიკურად უყურებენ ამერიკელი სამხედროები. ასე მაგალითად, ამერიკელმა გენერალმა ჯეკ კეინმა ტელეკომპანია BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მუამორ კადაფი და მისი მომხრეები არ წარმოადგენენ ისეთ ძალას, როგორიც მაგალითად, სადამ ჰუსეინი იყო.

კეინის განცხადებით დაწყებული ოპერაცია დიქტატორისთვის და მისი მომხრეებისთვის კარგი ზეწოლის მექანიზმი იქნება იმისთვის, რომ დაფიქრდნენ იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომლებისკენაც მათ საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს.

"შესაძლოა, მიზნის მისაღწევად გარკვეული ძალების განადგურებაც გახდეს საჭირო. თუმცა ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ" – აღნიშნა ჯეკ კეინმა.

გარდა ამისა, ამერიკელმა გენერალმა გააკეთა განმარტება იმის შესახებაც, რომ დღეს დაწყებული ოპერაცია არ უნდა იყოს განიხილული როგორც ლიბიის ოპოზიციის მხარდაჭერა. მისი თქმით, ოპერაციის ერთადერთი მიზანი სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაა.
presa.ge


READ MORE - ექსპერტების ვარაუდით, მესამე მსოფლიო ომი დაიწყო

ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დროს 48 ადამიანი დაიღუპა

ლიბიის წინააღმდეგ დასავლეთის კოალიციური ჯარების მიერ დაწყებული საომარი ოპერაციის შედეგად, სულ მცირე 48 ადამიანი დაიღუპა და 150 დაიჭრა .

გაზიარება
[13:44 20-03-2011]
"ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

ვაშინგტონში განაცხადეს, რომ განხორციელებული დარტყმა ლიბიაზე წარმოადგენს პირველ ფაზას მრავალგეგმიანი ოპერაციისა, რომელიც ლიბიის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარეობს.


READ MORE - ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დროს 48 ადამიანი დაიღუპა

პაატა ბურჭულაძის ვაჟის სკანდალური Facebook Love Story

ცნობილი ბანისა და ქველმოქმედის პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე მორიგ სკანდალში გაეხვა. 18 წლის მარიამ კვარაცხელია, ქველმოქმედის შვილს, ფიზიკურ შეურაცხყოფაში სდებს ბრალს. მისი მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ, შუქრი ბურჭულაძემ კვარაცხელიას ოჯახში მიაკითხა. მას შემდეგ, რაც ოჯახის დიასახლისმა მას კარი არ გაუღო, ბურჭულაძე შეეცადა ძალის გამოყენებით შეეღწია ბინაში. 18 წლის კვარაცხელია ამტკიცებს, რომ ამ ინცინდენტის მეორე დღეს, ბურჭულაძემ მასთან დაკავშირება კვლავ სცადა - მიაკითხა და სთხოვა მანქანაში ჩამჯდარიყო.

გაზიარება
[შორენა გოგოლაძე, გიორგი ჩხაიძე. 16:30 18-03-2011]
,,ძალით ჩამტენა მანქანაში. მობილურის წართმევა დამიპირა, შევეწინააღმდეგე, რის გამოც სახეში დარტყმა დამიწყო. დოლიძიდან ხილიანის მიმართულებით მივდიოდით. შემდეგ სვლა შეანელა, რა დროსაც მოვახერხე გადმოხტომა და პოლიციაში წავედი ’’, - აცხადებს მარიამ კვარაცხელია.

მარიამ კვარაცხელია ბურჭულაძესთან ურთიერთობის დეტალებს ასე იხსენებს: ,,სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” მეშვეობით გავიცანი. მე საიტების დიზაინერი ვარ. მთხოვა, ყვავილების მაღაზია მაქვს და საიტის გაკეთება მინდაო. შევხვდი მას. შეხვედრას საქმიანი ელფერი ჰქონდა.

ვიცოდი, რომ ის პაატა ბურჭულაძის შვილი იყო. მითხრა, რომ სამსახურს დამაწყებინებდა ფონდ “იავნანაში”, მოგეხსენებათ, შემოსავალი არავისთვის არის ზედმეტი. სიყვარულზე არ ყოფილა საუბარი. რამდენჯერმე ყვავილები გამომიგზავნა, როდესაც მივხვდი რომ სამსახურს არ მაწყებინებდა და სხვა მიზნები ჰქონდა, ვთხოვე აღარ დამკავშირებოდა. როდესაც ვუთხარი, რომ აღარ შევხვდებოდი, დაიწყო მუქარის შემცველი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამოგზავნა. მწერდა მოგკლავო, დაგამახინჯებო’’, - ჰყვება მარიამ კვარაცხელია.

კვარაცხელიასა და ბურჭულაძეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდათ ,,საქმიანი’’ ურთიერთობა. ამ ურთიერთობის შესახებ, ინფორმირებული იყო დაზარალებულის დედაც. ირინა ყავლაშვილი ამბობს, რომ ბურჭულაძემ მისი შვილი სცემა და მასთან არაკეთილსინდისიერი მიზნები ამოძრავებდა.

,,ჩემ შვილსა და იმ ნაძირიალას შორის მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა იყო. ჩემი შვილი როდესაც მიხვდა, რომ ატყუებდა და სხვა განზრახვა ჰქონდა, გადაწყვიტა აღარ შეხვედროდა, რის შემდეგადაც ამ რეციდივისტმა მუქარა დაუწყო. ბავშვი ისეთ დონემდე ჰყავდა მიყვანილი, რომ მის ოთახში იოდი ვნახე, არ ვიცი რისთვის უნდოდა, მაგრამ რამე, რომ მოსვლოდა ჩემს შვილს სად წამივიდოდნენ?! ძალიან მაინტერესებს თქვენ რომ მობილური წამართვათ, ხომ დაგიჭერენ. ეს ადამიანი დღეს ქუჩაშია. რახან ეგ დიდი კაცის შვილია, ამიტომ უნდა დათარეშობდეს გარეთ? არანაირი გარანტია არ მაქვს, რომ ჩემს შვილს კიდევ რამეს არ დაუშავებს’’– ამბობს ყავლაშვილი.

დაზარალებულის ოჯახისთვის ცნობილი იყო, რომ შუქრი ბურჭულაძე დაოჯახებულია და შვილიც ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული მიხვდა, ბურჭულაძეს მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთბა არ სურდა, ურთიერთობა არ გაუწყვეტია, სანამ ცნობილი ქველმოქმედის შვილის მხრიდან, მასზე ფიზიკური შეურაცხყოფა არ განხორციელდა.

ჩვენ შეკითხვაზე, მარიამსა და შუქრი ბურჭულაძეს სასიყვარულო ურთიერთობა ხომ არ აკავშირებდათ, დაზარალებულის დედა ასე გვპასუხობს: ,, არა, რა სიყვარული, ჯერ ერთი ცოლი ჰყავს, მეორეც ასაკით ჩემზე დიდია, უბრალოდ ახურებული და გარყვნილი კაცია. თუ ნახულობს ქალისგან წინააღმდეგობას, გიჟდება. ან რომელ სიყვარულზეა საუბარი, როდესაც გოგო ასეთ დღეში ჩააგდო’’.

ამ თემას არ გამოხმაურებია ბურჭულაძის ოჯახის არცერთი წევრი. ,,პრესა.ჯი’’ პაატა ბურჭულაძის დედას, ნუნუ ბურჭულაძეს დაუკავშირდა. ბრალდებულის ბებია შვილიშვილს დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ ის სანიმუშო მეუღლე და მამაა. ,,ამ ფაქტის შესახება არ ვიცოდი. როდის ცემა ის გოგო? ან დადასტურებულია ეგ ინფორმაცია? გამორიცხულია ასე ყოფილიყო. შუქრის არასდროს ქალზე ხელი არ აუწევია. როგორ დაგიხასიათოთ? ერთს გეტყვით, ის ზუსტად ისეთივეა, როგორიც ჩემი პაატა’’.

ნუნუ ბურჭულაძე ამბობს, რომ შვილიშვილს ბოლოს ორი დღის წინ ესაუბრა და მსგავსი რამ მისთვის შუქრის არ უთქვამს. ,,ძალიან გამიკვირდა რაც მითხარით. ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს’’– ამბობს ბრალდებულის ბებია.

აღნიშნულ ფაქტს, ვაკე–საბურთალოს პოლიციის რაიონული განყოფილება იძიებს.
ამ დროისთვის, შუქრი ბურჭულაძე გათავისუფლებულია. კვარაცხელიების ოჯახი კი მის გასამართლებას და მისთვის ადეკვატური სასჯელის მისჯას ითხოვს.
presa.ge

READ MORE - პაატა ბურჭულაძის ვაჟის სკანდალური Facebook Love Story

"ქართული რადიოს" ეთერით მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა კოლეგებს მიმართა [audio]

16:26 13-03-2011
"მედია-კავშირ „ობიექტივისა“ და საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის ინიციატივით 2011 წლის 18 მარტს, 18.00 საათზე, კინოს სახლთან დანიშნულია აქცია, „მეც პატიმარი ვარ“.


აქციის მიზანია: საქართველოში პატიმართა წამების ფაქტების საჯარო გაპროტესტება და წამების, როგორც არაჰუმანური მოვლენის აღკვეთა. მოგეხსენებათ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დამცველების მიერ დაფიქსირებულია პატიმართა წამების 4 ფაქტი, რაც თავისთავად იწვევს შეშფოთებას. მოგმართავთ თხოვნით, გაუწიოთ საინფორმაციო მხარდაჭერა პატიმრებს, რომლებსაც არაადამიანურ პირობებში უწევთ სასჯელის მოხდა. გთავაზობთ ორშაბათიდან, ანუ 2011წლის 14 მარტიდან 2011 წლის 18 მარტის, პარასკევის ჩათვლით სოლიდარულ მედია-კამპანიაში მონაწილეობას, რომელიც ითვალისწინებს პატიმართა წამების ფაქტებზე რეაგირებას, ამ ფაქტების გაშუქებას და საზოგადოების კონსოლიდაციას, საქართველოში წამების აღკვეთის მიზნით. თუ შესაძლებელია, იქნებ, ერთი კვირის მანძილზე ყველა ბეჭდური გამოცემის პირველი გვერდი დაუთმოთ პატიმართა წამების თემას.

თხოვნით მოგმართავთ დამოუკიდებელი ტელეკომპანიების: „კავკასიისა“ და „მაესტროს“ ხელმძღვანელობას, რათა დაგვეხმაროთ 18 მარტის აქციის გაშუქებასა და საინფორმაციო უზრუნველყოფაში. 18 მარტის საპროტესტო აქციამდე კი, გთხოვთ, თუნდაც, ხანმოკლე საეთერო დროის გამოყოფას, რათა აქციის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა: ჯემალ სეფიაშვილმა, დიმიტრი ჯაიანმა, ადა მარშანიამ, გიორგი კორკოტაშვილმა, ლალი აფციაურმა, ზურაბ მანჯავიძემ მონაწილეობა მიიღონ თქვენს თოქ-შოუებში და საზოგადოებას განუმარტონ, თუ რას ისახავს მიზნად 18 მარტის აქცია.
კოლეგებო, იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერისა და თანადგომისა" – ამ საკითხზე "ქართული რადიოს" ეთერში სტუმრის სტატუსით მიწვეული ირმა ინაშვილი, 21:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში საუბრობდა.


READ MORE - "ქართული რადიოს" ეთერით მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა კოლეგებს მიმართა [audio]

წინააღმდეგობის მოძრაობა პატიმრების წამების შესაჩერებლად საპროტეტო აქციებს იწყებს

დღეს, დღის 13 საათზე მედია-კავშირ „ობიექტივის“ სტუდიაში წინააღმდეგობის მოძრაობის სახეები შეიკრიბნენ: ჯემალ სეფიაშვილი, დიმიტრი ჯაიანი, ზურაბ მანჯავიძე, ადა მარშანია, ლალი აფციაური, დავით ლილუაშვილი, მერაბ ჭიქაშვილი, სოსო მანჯავიძე, ლალი ბარძიმაშვილი, ცნობილი წამყვანი გიორგი კორკოტაშვილი. საგანგებო გადაცემას ჟურნალისტი ირმა ინაშვილი უძღვებოდა.

გაზიარება
[20:45 11-03-2011]
პირდაპირი ეთერი პატიმართა წამების თემას მიეძღვნა. აღინიშნა, რომ მომავალი კვირიდან წინააღმდეგობის მოძრაობა საგანგებო აქციების ციკლს დაიწყებს, რომლის მიზანია საზოგადოების გაერთიანება პატიმართა დაცვის საკითხის ირგვლივ.

„ეს აქცები ორშაბათიდან დაიწყება, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან, ისე ამ დაწესებულებების მაღალჩინოსნების სახლებთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ, ასევე, ხუდადოვის საავადმყოფოსთან, რადგან პატიმრების დიდი ნაწილი ოფიციალურად სწორედ ამ საავადმყოფოში კვდება“,- აღნიშნა წინააღმდეგობის მოძრაობის მედია-ომბუდსმენმა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილის განმარტებით, ამ აქციების მიზანი, საბოლოო ჯამში, კინოს სახლთან შეკრებაა. ეს შეკრება 2011 წლის 18 მარტს, საღამოს 18 საათზეა დაგეგმილი.



READ MORE - წინააღმდეგობის მოძრაობა პატიმრების წამების შესაჩერებლად საპროტეტო აქციებს იწყებს

რუსეთი იძულებულია საქართველოსთან დათმობებზე წავიდეს

საქართველოსა და რუსეთს შორის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, მოსკოვის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები იწყება. ოფიციალური ინიციატივა მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, კრემლიდან მოდის. ქართული მხარე შეთავაზებას დაეთანხმა და საქართველოს დელეგაცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების დასაწყებად, 9 მარტს ბერნში გაემგზავრება.

გაზიარება
[თეონა მანაგაძე. 16:26 08-03-2011]
მოლაპარაკებებს ქართული მხრიდან, პრემიერ-მინისტრის აპარატი აწარმოებს, დელეგაციას ნიკა გილაურის მრჩეველი თამარ კოვზირიძე უხელმძღვანელებს. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას საქართველო აფერხებს. თუ რა პირობით დათანხმდება საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას, ამასთან დაკავშირებით, “პრესა.ჯი” პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილს ესაუბრა.

- ქართული მხარე, რა შემთხვევაში დათანხმდება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას?

- ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების დაწყება მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და არა საქართველოსთვის. თავად ფაქტი იმისა, რომ რუსეთი თხოვნით წარდგა, რომ მოლაპარაკებები დავიწყოთ, იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვს აქვს ინტერესი ეკონომიკური კონტაქტებისა დასავლურ სამყაროსთან, მათ შორის მეზობლებთან. რუსეთი ხვდება, რომ იზოლირებულ საქმიანობას ვერ განაგრძობს და პრობლემები შეექმნება. ქართული მხარე კონსტრუქციულია და იმ წესებით ვთამაშობთ, რომელიც მიღებულია. საქართველოს აქვს ეკონომიკური მოთხოვნები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ორგანიზაციის მთავარი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობა გამჭირვალე უნდა იყოს. ვითხოვთ, რომ გვქონდეს საშუალება აფხაზეთისა და ცხინვალის მონაკვეთზე დავაკვირდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა ტვირთი შედის.

- საქართველო მხოლოდ ამ მოთხონას დააყენებს?

- დიახ. ვითხოვთ იმას, რომ საზღვარი ვაკონტროლოთ. ეს მოთხოვნა კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებში შედის.

- რუსეთი ამ მოთხოვნას თუ არ დათანხმდა?

- მაშინ, მოსკოვი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვერ გახდება.

- ანუ მოლაპარაკებები ჩიხში შევა?

- ბუნებრივია. მთავარი პრინციპი იმისა, რასაც ჩვენ ვითხოვთ გამომდინარეობს იქედან, რომ გამჭირვალე იყოს ტვირთვის მომოსვლა. ქართული მხარის თანხმობის გარეშე კი, რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი ვერ გახდება.

- საზღვარს როგორ დააკვირდებით?

- შეიძლება საზღვარს მებაჟეები აკონტროლებდნენ. ის ადამიანები, ვინც ამ სტრუქტურას იცნობს და არა სამხედრო პირები. რაც შეეხება ფორმატს, ეს მოლაპარაკებების პროცესში გაირკვევა.

- რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს. მოსკოვსა და თბილისს შორის ამ მოლაპარაკებების დაწყება, რა გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე?

- მოსკოვი დიალოგს მთავარ თემებზე, ერიდება. ქართული მხარე, ჟენევის მოლაპარაკებების დროსაც ვითხოვთ, რომ რუსეთმა იმ ვალდებულებების შესრულება დაიწყოს, რომელსაც თვითონ 12 აგვისტოს მოაწერა ხელი. ის ფაქტი, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე იწყებს, იმაზე მიუთითებს, რომ მათ ეს ეკონომიკური წინსვლისთვის სჭირდებათ, რადგან მოსკოვს ეკონომიკა დივერსიფიცირებული არ აქვს და ბევრი კონკურენტი ჰყავს ირგვლივ. Aმიტომ, გლობალურ სამყაროში გაწევრიანება მისთვის საჭიროა. კარგია, რომ რუსეთმა შეიგნო, რომ საქართველოსთან ურთიერთობა სჭირდება.

- როგორც ვიცით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, როდესაც ქვეყანა წევრიანდება მეზობელ სახელმწიფოებზე ემბარგო ავტომატურად იხსნება. როგორ ფიქრობთ, რუსეთი საქართველოს ემბარგოს მოუხნის?

- ორგანიზაციის წესდებაში სხვადასხვა რეგულირებები არსებობს. როცა ქვეყანა სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდება, შემდეგ შეუძლია ეს საკითხები მოაგვაროს. რაც შეეხება ემბარგოს, რომ ვთქვათ, საქართველოს რუსეთის ემბარგო პირიქით გამოადგა.

presa.ge

READ MORE - რუსეთი იძულებულია საქართველოსთან დათმობებზე წავიდეს

YouTube–ზე ჯავახეთის სომხური ჰიმნი, დროშა და გერბი გამოჩნდა

YouTube–ზე ჯავახეთის სომხური ჰიმნი, დროშა და გერბი გამოჩნდა. ეროვნული უმცირესობით დასახლებული საქართველოს რეგიონი, კლიპში გამოსახულ რუკაზე ლურჯად არის მონიშნული. კლიპში გამოყენებული ილუსტრაციები სომხურ ენაზეა დაწერილი. კლიპში ნაჩვენები ე.წ. ჯავახეთის დროშა, ფერებით სომხეთის დროშას ჰგავს.

გაზიარება
[შორენა გოგოლაძე. 16:26 05-03-2011]
ამ ფაქტს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტ გვერდზე. საქართველოს მოსახლეობა ითხოვს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება საქართველოს ხელისუფლებამ ამ ფაქტზე. თუმცა არცერთი ქართველი ოფიციალური პირი, ამ ფაქტს, ჯერ არ გამოხმაურებია. ჰიმნი, ოთხი წუთი და ოთხი წამი გრძელდება. სეპარატისტული განწყობის კლიპი „ჯავახეთის ჰიმნი“, უამრავმა ადამიანმა ნახა.

ჯავახეთის მოსახლეობის 80%–ზე მეტს სომხები შეადგენენ. რამდენიმე თვის წინ რუსეთში მცხოვრები სომხები, სამცხე-ჯავახეთში ავტონომიას ითხოვდნენ. მათმა დიასპორამ, საქართველოს ტერიტორიაზე ავტონომიის მოთხოვნით პეტიცია გაავრცელა. მიმართვის ავტორები, სამცხე-ჯავახეთისთვის ავტონომიური ოლქის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ, ხოლო სომხური ენისთვის – რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭებას. დიასპორა, “სამცხე-ჯავახეთის ავტონომიურ ოლქში” სომხური გრიგორიანული ეკლესიის იურისდიქციის გავრცელებასაც მოითხოვს.

სომხები ჯავახეთში ჩვეულებრივი, ქვეყნის რიგითი მოქალაქეების უფლებებით სარგებლობენ. იღებენ დახმარებებს, პენსიას, ხელფასს. მუშაობენ სხვადასხვა საჯარო, თუ კერძო სამსახურში. მათ ქართველ მოსახლებასთან ადაპტაცია არ გასჭირვებიათ. ამის მიუხედავად, სომხები სხვადასხვა ფორმით, მაინც ახსენებენ ქვეყნის დანარჩენ მოსახლეოებას, რომ მათ აქვთ სურვილი, ჰქონდეთ ავტონომია და ამ ავტონომიის ოფიციალური ენა სომხური იყოს.

გადავხედოთ ისტორიას. როდესაც რუსეთმა საქართველო შემოიერთა, მესხეთი ოსმალეთს შერჩა. მხოლოდ 1828 წელს იქნა დაპყრობილ საფაშოს ერთი ნაწილი. ანდრიანოპოლის ზავით, რუსეთმა შემოიერთა 24 დან 10 სანჯაყი ანუ თემი. ესენი იყო ქობლიანი, ოძრხი, (აბასთუმანი), ახალციხე, აწყვერი, ასპინძა, ხერთვისი, ახალქალაქი, ჯარაქისი და ფოცხოვი. აგრეთვე პალაკაციოსი (ჩალდირი), რაც ძველ სამცხეს, ჯავახეთს და ერუშეთს უდრის. მოგვიანებით, ამ მხარეს რუსეთმა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრა უწოდა. რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წწ. ომის შემდგომ, მესხეთის მეორე ნაწილიც იყო შემოერთებული, აჭარა-ქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა-არტაანი და ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი.

როდესაც რუსებმა ახალციხე აიღეს, კავკასიის მაშინდელს მთავარმართებელს ქართველი თავადაზნაურები წარუდგენ და საქართველოს მეფის წყალობის წიგნები მიუტანეს, რომლებითაც სამცხე-ჯავახეთში მათი მფლობელობითი უფლება მტკიცდებოდა. ამავე საბუთების ძალით, ისინი თავიანთ უფლების აღდგენას ითხოვდნენ. თუმცა პასკევიჩმა ეს თხოვნა არაფრად ჩააგდო.

ამ დროს ოსმალეთითან, ყარსსა და არზუმის საფაშოებიდან იქაური სომხობა გამორბოდა და საქართველოში თავშესაფრს ეძებდა. რუსეთის მთავრობამ მათ მფარველობა გაუწია. ერთ სომეხს 25 მანეთის ოდენობის დახმარება აღმოუჩინეს და 6 წლის განმავლობაში სახელმწიფო გადასახადისგან გაათავისუფლეს. ამის წყალობით საქართველოს ტერიტორიას, 90 000–ზე მეტი სომეხი ლტოლვილი მოაწყდა. მათ დასასახლებლად საახალშენო კომიტეტი იყო დაარსებული. 30 000-მდე სომეხი ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში დაასახლეს. სწორედ ასე, შემთხვევით გაჩნდნენ სომხები ჯავახეთში, ქართული კულტურის ძველის ძველ კერაში.

ავტონომიის მოთხოვნასთან ერთად, სომხები იმასაც აცხადებენ, რომ მეათე საუკუნის ძეგლი კუმურდო სომხურია. კუმურდო ქართული ხუროთმოძღვრების X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომლის ნანგრევებიც შემორჩენილია სოფელ კუმურდოში. ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონის დროს, 964, იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით, ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს, დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. ტაძარი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. აქ მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავია იოანე კუმურდოელი (X ს.), რომელიც შემდეგ სინის მთაზე მოღვაწეობდა და ზოსიმე, მე–XI საუკუნის მწიგნობარი.

ისტორიული რეალობიდან ნათელი ხდება, რომ კუმურდო ვერანაირად ვერ იქნება სომხური. თუმცა ჰუჯაბის არ იყოს, ძაღლისა და ქარავანის ვარიანტია აქაც.
presa.ge



READ MORE - YouTube–ზე ჯავახეთის სომხური ჰიმნი, დროშა და გერბი გამოჩნდა

ევროპარლამენტში გირგვლიანის და შავაძის საქმეების განხილვა გაიმართება

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოში ამ ბოლო 7 წლის განმავლობაში მომხდარი წამების, მკვლელობის, ქუჩაში დახვრეტის, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრების და ქონების ჩამორთმევის კონკრეტულ ფაქტებზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა გვითხრა, რომელიც მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი და ამავდროულად, “საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ მედია-ომბუდსმენია.

გაზიარება
[ნინო მიქიაშვილი. 16:26 05-03-2011]
მისი და “წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერის, დავით თარხან-მოურავის ბრიუსელში ყოფნისას გადაწყდა ევროპარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის დანიშვნის საკითხი, რომლის გამართვამდე აქ მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ქვეკომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

სად ბრძანდებოდით და რა მიზნით?

ირმა ინაშვილი: -”ობიექტივი” ერთ წელზე მეტია ახორციელებს პროექტს, რომელიც ევროსტრუქტურებთან ძალიან აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. მთავარი პრობლემა, რომელზეც ჩვენი ევროპელი კოლეგები საუბრობენ ისაა, რომ ქართული ოპოზიცია, უფლებადამცველი ორგანიზაციები ევროსტრუქტურებთან სათანადო დონეზე არ თანამშრომლობენ.

ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ”ობიექტივმა” მოაწყო საგამოძიებო, დოკუმენტური ფილმების ჩვენება; ბრიუსელში შევხვდით ევროკომისრებს, სენატორებს. ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაზარალებულები: როინ შავაძის მეუღლე, ბუტა რობაქიძის დედა, პოლიტპატიმრების - ვახტანგ მაისაიასა და მერაბ რატიშვილის მეუღლეები; ასევე ვაჩვენეთ ფილმი ”ქალაქში მკვლელია” და თითოეულმა ჩვენმა წარმომადგენელმა მოხსენებაც გააკეთა იმაზე, თუ რა კონკრეტული კანონდარღვევაა მათი საქმის ირგვლივ, როგორ მოკლეს, აწამეს მათი ოჯახის წევრები.

“ობიექტივის“ ამგვარ აქტიურობას გარკვეული შედეგი მოჰყვა - ბრიუსელში ყოფნისას ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჰეიდი ჰაუტალას შევხვდით, რომლის ოფისთან ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა გიორგი ფოფხაძე, რომელიც წინააღმდეგობის მოძრაობის ომბუდსმენია, ევროსტრუქტურებთან ურთიერთობის საკითხებში.

პრაქტიკულად, ეს იყო ქართველი უფლებადამცველების პირველი, მაღალი დონის შეხვედრა ევროსტრუქტურებში. ჰეიდი ჰაუტალა ევროსტრუქტურებში დიდი გავლენით სარგებლობს. იგი მართავს ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკას, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში. ეს ქალბატონი ცნობილია, როგორც მებრძოლი, შემტევი და ამავდროულად, მოქნილი პოლიტიკოსი.

2001 წელს, ჰაუტალამ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს წინააღმდეგ სარჩელი იმ მიზეზით აღძრა, რომ მას უარი ეთქვა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან იარაღის ექსპორტის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე. მისი სარჩელი დაკმაყოფილდა და აკადემიურ თუ პოლიტიკურ წრეებში ეს ფაქტი ცნობილია, როგორც ”ჰაუტალას შემთხვევა”.

ვინ ესწრებოდა ჰაუტალასთან შეხვედრას და კონკრეტულად რაზე ისაუბრეთ?

-ქართველი უფლებადამცველების ამ უპრეცენდენტო შეხვედრას, რომელიც 1 მარტს შედგა, ”წინააღმდეგობის მოძრაობის” სამი ომბუდსმენი ესწრებოდა: გიორგი ფოფხაძე, ომბუდსმენი, ევროსტრუქტრებთან ურთიერთობის საკითხებში; მერაბ ბლადაძე პოლიტ-დევნილების ომბუდსმენი და თქვენი მონა-მორჩილი - მედია-ომბუდსმენი. ასევე, ამ შეხვედრას ესწრებოდნენ: “წინააღმდეგობის მოძრაობის“ ხელმძღვანელი, დავით თარხან-მოურავი, ჰააგაში გაგზავნილი სარჩელის ავტორი, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე და ევროპაში დაარსებული არასამათავრობო ორგანიზაციის, ”საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირი - ნათლის მხედარი” წარმომადგენელი, ჯულიანა დიუმა.

ამ შეხვედრაზე დავით თარხან-მოურავმა ბოლო 7 წლის მანძილზე მომხდარი ადამიანის უფლებთა დარღვევის ფაქტები გააანალიზა. მან 3 მიმართლება გამოკვეთა - პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები, ეკონომიკური ნიშნით დაპატიმრებები, რაშიც იგულისხმება ქონების წართმევის ფაქტები, რასაც ნაჩუქრობად აფორმებენ (თითქოსდა ამ ქონებას ერთი მესაკუთრება ნებაყოფლობით ჩუქნის მეორეს და ეს მეორე სინამდვილეში არის ხელისუფლება) და სოციალური ნიშნით დაპატიმრებები. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი გვყავს ისეთი, რომელსაც ნარკოტიკს უდებენ და აპატიმრებენ; ეს ადამიანები სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩევიან. მაგალითად, ძალიან ბევრი დევნილია დაპატიმრებული იმის გამო, რომ აპროტესტებდა შენობებიდან გამოყრას და ნარკოტიკი ჩაუდეს.

ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც ხელთ გვქონდა და ეს იყო საქმეების, ე.წ. ქეისების სახით.

რამდენად ინფორმირებულები იყვნენ აქ არსებული ვითარების ირგვლივ?

-ისინი თავიდან ბოლომდე, დეტალურად ინფორმირებულები იყვნენ იმის შესახებ, თუ რა რთული ვითარებაა საქართველოში, რაშიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზაციის დამსახურება; ჩვენი წარმომადგენლები ადგილზეც მუშაობენ ბრიუსელში, პარიზში, სტრასბურგში და ასევე, აქედან”ობიექტივი” და ”წინააღმდეგობის მოძრაობა” სისტემატიურად აწვდის მასალებს ევროსტრუქტურებს, ადამიანის უფლებათა დამცველ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.

მათ ინფორმაცია ჰქონდათ, თუ რა დარღვევებთან გვაქვს საქმე. ეს უბრალო დარღვევები, რომ არ არის, შეხვედრაზე ამაზეც ვისაუბრეთ. მათ გვითხრეს - ნუღარ გავამახვილებთ ყურადღებას, დროს და ენერგიას ნუ დავხარჯავთ იმის მოყოლაზე, თუ რა ხდება თქვენთან. ჩვენ უკვე საკმარისად ვართ ინფორმირებული; ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მომავალში.

იყო ისეთი ფაქტებიც, რის შესახებაც ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ. მაგალითად, ვეტერანების დარბევის ფაქტზე დეტალური მასალები მივაწოდეთ. ასევე, დავით თარხან-მოურავმა ჰაიდი ჰაუტალას გადასცა 2008 წლის 16 აგვისტოს, ბათუმში წამებით მოკლული როინ შავაძის საქმე და სანდრო გირგვლიანის წამების საქმეზე გამოკვეთილი ბოლოდროინდელი სიახლეები. ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია სანდრო ბრეგაძის დაპატიმრების თაობაზე; დავით თარხან- მოურავმა ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა.

ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს გადავეცით ”ობიექტივის” მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმები და ტელეარხების წართმევასთან დაკავშირებით ”ობიექტივის” გამოძიება, რომელიც ორ სპეციალურ კრებულშია ასახული.

ამან გამოიწვია ძალიან დიდი ინტერესი - შეხვედრა, რომელიც ნახევარი საათი უნდა გაგრძელებულიყო, ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რომლის პირველი ნაწილი იყო შეხვედრა ქალბატონ ჰაუტალასთან, ხოლო მეორე ნაწილში შეხვედრა გაგრძელდა უკვე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ქვეკომისიის ხელმძღვანელთან, ევა ჰეიკილასთან და მიხეილ რამპთან, რომელიც არის ამავე კომიტეტის წარმომადგენელი, ადმინისტრატორი. კონკრეტულ დეტალებზე, თუ ვინ რა უნდა გააკეთოს, სწორედ მათთან ვისაუბრეთ.

რა არის თქვენი ამოცანა?

-ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე გავიტანოთ ის საქმეები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. გვინდა ამ სხდომაზე თავად დაზარალებულები ჩავიყვანოთ. ამ საქმეების განხილა სწორედ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე უნდა მოხდეს, რომელიც თავისთავად ძალიან ჰგავს სასამართლო პროცესს, იმიტომ რომ ესწრება უამრავი პარლამენტარი, ადამიანი უფლებათა დაცვის არაერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამ საკომიტეტო მოსმენას პრაქტიკულად განაჩენი გამოაქვს.

რამდენადაა შესაძლებელი ამგვარი საკომიტეტო მოსმენის ჩატარება?

-ჩვენ უპირობო თანხმობა მივიღეთ ამ საკომიტეტო მოსმენის მოწვევის თაობაზე, რომლის წინ უნდა გაიმართოს ქვეკომიტეტის მოსმენა, რომელიც მაისში შედგება. ახლა ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოვამზადოთ ტექნიკური მხარე. მიმდინარე თვე კონკრეტულ საქმეებზე მუშაობას მოხმარდება. ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე უნდა ამოვარჩიოთ. ქვეკომიტეტის მოსმენის შემდეგ გადავალთ უკვე დიდი კომიტეტის სხდომის მოწვევის საკითხზე.

აი, აქამდე ვართ მისული. ახლა ჩვენ ვიწყებთ ამ კონკრეტული საქმეების დამუშავებას, საილუსტრაციო მასალის მომზადებას, რასაც თან დავურთავთ ადვოკატების დასკვნებს. მოწმეებიც უნდა მოემზადონ, ქვეკომიტეტის მოსმენაზე გასასვლელად.

რომელი კონკრეტული საქმეების განხილვა იგეგმება ქვეკომიტეტის სხდომაზე?

-ამ საქმეებს შორის აუცილებლად იქნება სანდრო გირგვლიანის საქმე, როინ შავაძის საქმე, პოლიტპატიმრების - მერაბ რატიშვილი და ვახტანგ მაისაის საქმეები და კიდევ სხვა საქმეები, რაზეც უკვე ჩვენი ჯგუფი ადვოკატებთან ერთად იმუშავებს და შეჯერდება.

რა იყო ევროპლების მთავარი გზავნილი?

-ჩვენ ვიცით თქვენს ქვეყანაში რა ხდება, ჩვენ თქვენი მოკავშირეები ვართ, ევროსტრუქტურები ყოველთვის დაუჭერენ მხარს ქართველი ხალხის სამართლიან მოთხოვნებს და ქართველი ხალხის ინტერესს ყოველთვის გაითვალისწინებენ - ესაა ევროპელების მთავარი გზავნილი.

ერთი წელია ვხვდებით სხვადასხვა სენატორებს, ევროპარლამენტარებს, მაგრამ მაღალი რანგის შეხვედრაზე ასე კონკრეტულად პირველად ითქვა, რომ ისინი არიან ჩვენი მოკავშირეები! არა რეჟიმის და ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების, არამედ, ქართველი ხალხის მოკავშირეები და ეს ჩვენ რა თქმა უნდა, იმის იმედს გვაძლევს, რომ კომიტეტის სხდომა სათანადო დასკვნას გამოიტანს და ეს არაფრით ნაკლები არ არის იმ განაჩენზე, რომელიც საერთაშორისო სასამართლოებს გამოქვთ ხოლმე, რეჟიმების წინააღმდეგ.

presage.tv


READ MORE - ევროპარლამენტში გირგვლიანის და შავაძის საქმეების განხილვა გაიმართება

“ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თანამშრომლობა წინააღმდეგობის მოძრაობასთან, თავისი მნიშვნელობით, უპრეცენდენტოა”- დავით თარხან-მოურავი

1 მარტს, ბრიუსელში, 10 საათსა 50 წუთზე, ქართველ ადამიანის უფლებების დამცველთა ჯგუფი ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ჰაიდი ჰაუტალას შეხვდა.

გაზიარება
[22:59 04-03-2011]
გარდა ქალბატონ ჰაუტალასი, შეხვედრას ევროპარლამენტის მხრიდან ესწრებოდნენ : ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ქვეკომისიის ხელმძღვანელი ევა ჰეიკილა და ამავე კომიტეტის წარმომადგენელი, ადმინისტრატორი მიხეილ რაპპი.

ქართულ დელეგაციას ბრიუსელში წარმოადგენდნენ: საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის თავჯდომარე დავით თარხან-მოურავი; მედიაკავშირ ”ობიექტივის” ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი; წინააღმდეგობის მოძრაობის ომბუდსმენი ევროსტრუქტურებთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ფოფხაძე და ომბუდსმენი პოლიტ-ემიგრანტების საკითხებში მერაბ ბლადაძე. ასევე ბრიუსელში ჩავიდნენ : ჯულიანა დიუმა- ქართველთა ხსნის საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელი (ლონდონი, პარიზი) და ჰააგის სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ავტორი, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

როგორც საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა გვაცნობა, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარესთან ჰაიდი ჰაუტალასთან და დიალოგი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ქართველმა უფლებათა დამცველებმა ევა ჰეიკილასთან და მიხაილ რაპპთან მოქმედების კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრეს.

-”ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობაა. ამ დონის შეხვედრა ევროპარლამენტის ოფიციალურ სტრუქტურასთან ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, საქართველოს არც ერთ დელეგაციას არ ჰქონია. მიღებული გადაწყვეტილებები კი, უპრეცენდენტოა თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით” - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა სატელეფონო საუბრისას.

შეხვედრის დროს, განხილული იქნა საქართველოში ადამიანთა უფლებების დარღვევის უმძიმესი ფაქტები. მათ შორის, ფაქტები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პოლიტპატიმრებისა და უკანონოდ დაკავებულთა წამების შესახებ.

-”საუბარი იყო ძალიან კონკრეტული და საქმიანი. მივაწოდეთ ინფორმაცია ქუჩაში დახვრეტილი უდანაშაულო ახალგაზრდების შესახებ; პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას რეპრესირების შესახებ; სულ ახლახანს, სანდრო ბრეგაძის დაკავების ფაქტი გავაცანით. ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარემ მოისმინა ინფორმაცია ჟურნალისტთა ჯგუფის ამაო მცდელობაზე,- მონიტორინგის მიზნით შესულიყვნენ ციხეებში”, - მოგვითხრო დავით თარხან-მოურავმა.

აღსანიშნავია, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ქალბატონ ჰაუტალას მედია-კავშირ „ობიექტივის“ მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმები და საგამოძიებო მასალები გადასცა. მათ შორის, მოხსენებები როინ შავაძის, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძის მკვლელობათა შესახებ.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ჰააგაში პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი.

წინააღმდეგობის მოძრაობის თავჯდომარის ინფორმაციით, გადაწყდა,- შეიქმნას მობილური მუშა- ჯგუფი, რომელიც ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სისტემატურად მიაწვდის კონკრეტულ და ამომწურავ ინფორმაციას, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი უკანონობის შესახებ.

-”პირველი ასეთი პაკეტი უკვე მარტის თვეში გაიგზავნება. აპრილ-მაისში მოხდება ამ საქმეების შესწავლა, განიხილავს ქვეკომისია და გადაწყვეტს დაინიშნოს, თუ არა საკომიტეტო მოსმენა. სავარაუდოდ, მოსმენა სექტემბრის თვეში დაინიშნება, სადაც გამოძახებული იქნებიან დაზარალებულები, მოწმეები და ა.შ.” - განაცხადა თარხან-მოურავმა.

როგორც წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი აღნიშნავს, გარდა საჯარო, ოფიციალური გადაწყვეტილებებისა, შეხვედრას ახლდა კონფიდენციალური ნაწილიც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს შეთანხმებები მოძრაობის საქმიანობაზე ეფექტურად აისახება უახლოეს მომავალში.


READ MORE - “ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თანამშრომლობა წინააღმდეგობის მოძრაობასთან, თავისი მნიშვნელობით, უპრეცენდენტოა”- დავით თარხან-მოურავი

ტელერადიოკომპანია “თრიალეთმა” მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელერადიოკომპანია “თრიალეთმა” მაუწყებლობა შეწყვიტა. კომპანიის ინფორმაციით, საქართველოს ტელეცენტრმა მას გორის ტელეანძაზე გადაცემები გამოურთო.

გაზიარება
[19:51 02-03-2011]
საქართველოს ტელეცენტრში ამის მიზეზად ტელერადიოკომპანიის სამთვიანი დავალიანება სახელდება. “ტელეკომპანიის განმარტებით კი, მაუწყებლობა ხელისუფლების ზეწოლის გამო შეწყდა.

არხის ხელმძღვანელობის განცხადებით, “თრიალეთს” გარკვეული ფინანსური პრობლემა მართლაც აქვს, მაგრამ მაუწყებლობის გამორთვის რეალური მიზეზი საქართველოს ტელეცენტრის ხელმძღვანელობის მიერ პოლიტიკური დავალების შესრულებაა. “თრიალეთის” არხის დამფუძნებელ ბადრი ნანეტაშვილის განმარტებით, არხი 3 თვის დავალიანების გამო გამორთეს მაშინ, როცა 2 წლის დავალიანების გამო ერთ-ერთ ტელეკომპანიას სასამართლოში ისე უჩივლეს, რომ მისთვის მაუწყებლობა არ შეუწყვეტიათ. “თრიალეთს” ტელეცენტრთან ხელშეკრულება ფართის დაქირავებაზე აქვს დადებული, რაც მას ტელეკომპანიის გადამცემის გამორთვის უფლებას არ აძლევს.

”თრიალეთის” გათიშვა საეჭვოდ დაემთხვა გუშინ თოქ-შოუ “ცხელ ხაზში” ნინო ბურჯანაძის მონაწილეობას. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ტელეცენტრის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული აღნიშნული სადამსჯელო ღონისძიებები “თრიალეთის” ეთერში გასული თოქ-შოუებისა და სიუჟეტების შედეგია. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რის გამოც ხელისუფლებამ “თრიალეთს” საკუთარი ანძის დადგმის საშუალება არ მისცა”,—აღნიშნა ბადრი ნანეტაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლება თავისუფალ სიტყვას ასე მარტივად ვერ ჩაახშობს.

medianews.ge
READ MORE - ტელერადიოკომპანია “თრიალეთმა” მაუწყებლობა შეწყვიტა

“რამაზი ხომ კარგად არის კლიმიაშვილი? სად დაიკარგა?”

რამაზი ხომ კარგად არის კლიმიაშვილი? სად დაიკარგა? – ეს კითხვები მკითხველს თავდაპირველად შესაძლოა უადგილოდ და არასწორად მოეჩვენოს. მისი ავტორი Opinion.ge ნამდვილად არ არის.

გაზიარება
[01:39 02-03-2011]
გამოკითხვა ამ სათაურით თბილისის ფორუმზე ზუსტად ერთი კვირის წინ, 22 თებერვალს გაიხსნა.

ავტორმა თემა ასე დაასათაურა – რამაზი ხომ კარგად არის კლიმიაშვილი? სად დაიკარგა?

და იქვე სავარაუდო პასუხებიც მიუთითა

1.კარგად არის [ 1 ] [5.88%]

2.ცუდად არის [ 0 ] [0.00%]

3.ცუდად იყო [ 0 ] [0.00%]

4.აქუსთან პანჩურები აქვს წაგებული და აღარ მიდის [ 8 ] [47.06%]

5.პოლონიუმით მოწამლეს [ 8 ] [47.06%]


Opinion.ge
READ MORE - “რამაზი ხომ კარგად არის კლიმიაშვილი? სად დაიკარგა?”

„ქართული რადიო“ - ხმა ზუგდიდიდან მთელ მსოფლიოში

„ქართული რადიო“ – ასე ჰქვია ინტერნეტრადიოს, რომელიც ზუგდიდიდან 24-საათიან რეჟიმში მაუწყებლობს. იგი ეთერში პირველად 7თებერვალს qartuliradio.blogspot.com ბლოგდომენის მეშვეობით გავიდა.

გაზიარება
[17:53 28-02-2011]
რადიოში სულ 9 ჟურნალისტი მუშაობს. ეთერს საინფორმაციო გამოშვებების გარდა, საავტორო გადაცემებითა და გემოვნებიანი მუსიკით ავსებენ. საავტორო გადაცემები პოლიტიკის, კულტურის, მედიცინისა და მუსიკის თემებზეა.

„ინტერნეტრადიოს შექმნა ჩემი იდეა იყო. მხარში ამომიდგნენ კოლეგები - სოსო ხოფერია და ხვიჩა ახალაია. ვფიქრობთ, წარმატებული რადიო გვექნება. დღეს სახლში რადიომიმღები ძალიან ცოტას აქვს, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერით კი ბევრი სარგებლობს. რადიოს მოსმენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს შეუძლიათ,“- ამბობს „ტრიბუნა.ge-სთან“ საუბრისას ინტერნეტრადიოს დამფუძნებელი ილია ჩაჩიბაია.

ინტერნეტრადიო მალე დომენს შეიცვლის და ეთერში qartuliradio.ge-დან გავა. რადიოს თანამშრომლების თქმით, იგეგმება ახალი გადაცემების მომზადებაც. „ქართულ რადიოს“ ჯერჯერობით შემოსავალი არ აქვს, თუმცა რეკლამების მოზიდვაზე მუშაობა უკვე დაიწყეს და იმედოვნებენ, რომ წარმატებებსაც მიაღწევენ.

„ფინანსურად არავინ გვეხმარება. ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე ვმუშაობთ. ვეძებთ სპონსორს, რომელიც თუნდაც ერთი თვის ინტერნეტის ფულს გადაგვიხდის და რამდენიმე მიკროფონს გვიყიდის. ამ შემთხვევაში უფრო დახვეწილი იქნებოდა ჩვენი ეთერი,“-ამბობს ილია ჩაჩიბაია.

დამფუძნებლების თქმით, რადიოსთვის პრიორიტეტული ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციების გავრცელებაა.

„ობიექტურობა, ობიექტურობა და სხვა არაფერი! - სწორედ ამ პრინციპის მეშვეობით ვაპირებთ მსმენელების მოზიდვასა და დიდ სარეკლამო ბაზარზე გასვლას,“- ამბობენ რადიოს თანამშრომლები. მათი თქმით, ინტერნეტისა და ზღვა ინფორმაციების პირობებშიც არის დიდი შანსი, რომ ინტერნეტრადიოს ბევრი მსმენელი ჰყავდეს.

„ინტერნეტში ადამიანის საუბარი ნაკლებად ისმის. აქ ინფორმაცია, ძირითადად, ტექსტური სახითაა. ბევრს კითხვას ამბების მოსმენა ურჩევნია. თანაც, ჩვენ თავად მოვიპოვებთ და ვავრცელებთ ისეთ ინფორმაციას, რომელსაც სხვაგან ვერ მოისმენენ,“- ამბობს ილია ჩაიჩიბაია.

tribuna.ge
READ MORE - „ქართული რადიო“ - ხმა ზუგდიდიდან მთელ მსოფლიოში

„ჩვენ მას დავიჭერთ და შევჭამთ, როგორც ნამცხვარს“

სამყაროს სოციალური აჯანყებების ბაცილა შეეყარა. ამბოხისთვის განწყობილი ქვეყნების რეიტინგში კი საქართველომ მეთვრამეტე „საპატიო“ ადგილი დაიკავა. რეიტინგი გამოცემამ The Wall Street Journal გამოაქვეყნა.

გაზიარება
[მერაბ ბრეგაძე. 02:10 27-02-2011]
მუამარ კადაფი ტრიპოლის შენარჩუნებისთვის ბოლო ძალებს იკრებს. თეთრი სახლი ლიბიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ოფიციალურად წყვეტს. უგანდის ახალარჩეული პრეზიდენტი იოვერი კაგუტა მუსევენი კი თავის პოლიტიკურ ოპონენტს, კიზუ ბესიჯეს, რომელმაც ხელისუფლება გააკრიტიკა, შეჭმით დაემუქრა, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

The Wall Street Journal-ის რეიტინგის ავტორებს მიაჩნიათ, რომ დღეს ამბოხის ყველაზე ძლიერი განწყობა კენიაშია. ამ ქვეყანამ 100 ქულა მიიღო. მეორე ადგილი დაიკავა კამერუნმა, მესამე - პაკისტანმა, მეოთხე - ნიგერიამ, მეხუთე კი - ინდონეზიამ.

საქართველო 73,4 ქულით მეთვრამეტე ადგილზე მოხვდა. გაცილებით მაღალია ამბოხის შესაძლებლობა აზერბაიჯანში, რომელიც მეათე ადგილზეა. (როგორც ჩანს ვანო მერაბიშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში და იქ ქვეყნის უმაღლეს პირებთან შეხვედრა–კონსულტაციები საკმაოდ დროულია). რუსეთმა კი რეიტინგში მე-40 ადგილი დაიკავა. რეიტინგის შემდეგენელთა აზრით, ამბოხის განწყობა ყველაზე დაბალი შვედეთშია.

სანამ მედია ამ ტიპის რეიტინგებს ადგენს, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ბოლო ძალებს იკრებს ქალაქ ტრიპოლის შესანარჩუნებლად. უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ტრიპოლი ფაქტობრივად ერთადერთი ქალაქია, რომელიც კადაფს ემორჩილება.

ქალაქის მთელ პერიმეტრზე ტანკები დგანან, რომელაც ტრიპოლში ოპოზიციური ძალების შესვლა უნდა შეაკავონ. ქალაქის ქუჩებში კი მობილური ჯგუფები გადაადგილდებიან, რომლებიც ცეცხლს უხსნიან ყველას, ვინც საეჭვოდ მოეჩვენებათ. შედეგად კი ტრიპოლში დემონსტრაციები საერთოდ არ იმართება. BBC–ის ცნობით, ოპოზიცია ქალაქ ტრიპოლში შესვლას ამ დრომდე ვერ რისკავს.

თეთრმა სახლმა ლიბიასთან დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად გაწყვიტა. ამერიკის ხელისუფლება ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც არ გამორიცხავს.

ბარაქ ობამას პრესმდივნის, ჯეი ქარნის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კადაფიმ გასცა ბრძანება, მკაცრად ჩაეხშო მოწინააღმდეგეების გამოსვლები, მან საბოლოოდ დაკრგა ხალხის ნდობა.

ამასთან, ამერიკამ ლიბიიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დააასრულდა და ტრიპოლში საელჩოც დახურა.

როგორც ჩანს, ლიბიაში მიმდინარე პროცესებს უგანდაში „კარგი ანალიზი“ გაუკეთეს და „შესაბამისი დასკვნებიც“ გამოიტანეს. კერძოდ, უგანდის ახალარჩეული პრეზიდენტი იოვერი კაგუტა მუსევენი თავის პოლიტიკურ ოპონენტს, კიზუ ბესიჯეს, რომელმაც ხელისუფლება გააკრიტიკა, არც მეტი არც ნაკლები შეჭმით დაემუქრა. ამის შესახებ „ასოშეიტედ პრესი“ იუწყება.

მუსევენიმ ბესიჯეს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაკრიტიკების კომენტირებისას განაცხადა: „ჩვენ მას დავიჭერთ და შევჭამთ, როგორც ნამცხვარს“.

საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები უგანდაში 20 თებერვალს გამოცხადდა. არჩევნებში მუსავიმ გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა 68 პროცენტი მიიღო. ბესიჯეს კი მხარი 26-მა პროცენტმა დაუჭირა.

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ბესიჯემ ხალხს მიმართა და არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა. მან უგანდელებს პრეზიდენტის ჩამოგდებასა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

მუსევენი, რომელიც ამჟამად 66 წლისაა, ხელისუფლებაში უკვე 25 წელია იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ კანიბალიზმი უგანდის პოლიტიკურ სპექტრში სიახლე არ არის. ყველაზე ცნობილი კანიბალი პრეზიდენტი ადი ამინი იყო, რომელიც ქვეყანას 70 –იან წლებში მართავდა.

გავრცელებული ვერსიით, ამინს, რომელიც ყველაზე პირსისხლიან დიქტატორად მიიჩნეოდა, რეგულარულად კვებავდნენ ადამიანის ხორცით. მას განსაკუთრებით თავისი პოლიტიკური ოპონენტები ხიბლავდა.

კანიბალიზმი ჩვენგან შორს იყოს და რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვა, როგორც პროტესტის ფორმა, საქართველოსთვის უპრეცენდენტო მექანიზმია, რომელიც შესაძლოა, მნიშვნელოვან პროცესში გადაიზარდოს.

როგორც „პირWელს“ საყვარელიძემ განუცხადა, აქამდე საქართველოში პროტესტის ის ფორმა გამოიყენებოდა, რომელიც ქუჩის აქციებს გულისხმობს, გაფიცვა კი, როგორც აგრესიული ფორმა, მასშტაბურ სახეს პირველად იძენს.

ამასთან, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ გაფიცვა, როგორც მექანიზმი სხვა ქვეყნებში არაერთხელ ყოფილა სოციალური აქციების წინაპირობა.

„ის, რომ დღეს ქალაქი ფაქტობრივად პარალიზებულია, მოქალაქეებზე მძიმედ აისახა. სამოქალაქო ტრანსპორტი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია, ხოლო გაფიცვის მექანიზმი - საქართველოსთვის უპრეცედენტო.

თუ კი საზოგადოება მიხვდება მიზეზს, რომელიც ამ მძიმე სურათს უდევს საფუძვლად და რომელიც მესაკუთრემდე მიდის, შესაძლოა, ეს გაფიცვა მნიშვნელოვანი პროცესების დაწყებაში გადაიზარდოს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზამთარია და ამ დროს ხალხი პასიურია, შესაძლოა, არც არაფერი მოხდეს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები 28 თებერვლამდე გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის საფასურისა და გეგმიური გადასახადის შესაძლო გაზრდას აპროტესტებენ.

ამ ფონზე კი, IRI-მ აღიარა, რომ „თვის დროზე საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში რევოლუციები ბუშის ადმინისტრაციის მიერ იყო კულტივირებული“.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელი ლორნ კრეინერი აზერბაიჯანს იმ ქვეყნების რიცხვში ასახელებს, რომლებიც შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა დააზარალოს.

„ახლო აღმოსავლეთის მოვლენებიდან დასკვნები ყველა ქვეყანამ უნდა გამოიტანოს. ტუნისის მოვლენებმა ბევრი გააოცა. იქ ეკონომიკური მოდერნიზაცია ძირითადში ქალაქებს შეეხო, თუმცა მას პოლიტიკური რეპრესიები და კორუფციის გაძლიერება ერთვოდა თან.

ეს სიტუაცია გასაღები და მინიშნებაა იმ ქვეყნებისთვის, სადაც ანალოგიური პრობლემები არსებობს, მაგალითად - ყაზახეთისა და ჩინეთისთვის, ან ავტოკრატიული მმართველობის ქვეყნებისთვის, როგორიცაა აზერბაიჯანი და ვენესუელა“, - განაცხადა კრეინერმა „Contact.az“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ტუნისში მოვლენები ხელისუფლების უსამართლობისა და მოქალაქეთა უფლებების უპატივცემულობის მიმართ მოსახლეობის პროტესტის სახით დაიწყო და არა როგორც რევოლუცია დემოკრატიისთვის“.

„სწორედ უსამართლობის გრძნობამ მისცა ბიძგი ფართო მასების პროტესტს და პოლიტიკური სისტემის ცვლილების მოთხოვნას“, - განმარტავს კრეინერი.

ამ კონტექსტში იგი ყირგიზეთის გასული წლის აპრილის მოვლენებსაც იხსენებს და ირწმუნება, რომ „აშშ-ს იქაურ ოპოზიციასთან კავშირი არ ჰქონია“.

„მეტიც, ხელისუფლებაში მოსულთა ნაწილი ჩიოდა, რომ აშშ-ის საელჩო ბიშკეკში მათ რამდენიმე თვის თუ წლის განმავლობაში არ ხვდებოდა. ამ პოლიტიკის შედეგად ვაშინგტონი შიშობდა, რომ ახალი ხელისუფლება ავღანეთის ოპერაციისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ავიაბაზა „მანასიდან“ აშშ-ის განდევნას გადაწყვეტდა, თუმცა საბედნიეროდ, ამერიკულმა მხარემ ახალი ხელისუფლების საკითხისადმი კონსტრუქციული მიდგომის აუცილებლობაში დაარწმუნა“, - აღნიშნა კრეინერმა.

მისივე თქმით, „პრაგმატიკოსები საზღვარგარეთის ქვეყნებთან ამერიკის ურთიერთობაში სტაბილურობის პრიორიტეტს აღნიშნავენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ-ს რიგი საკითხების იგნორირება უწევს, თუმცა ერაყის შემდეგ ამ მიდგომამ სერიოზული კრიტიკა მიიღო“.

„სამწუხაროდ, ავტორიტარულ ხელისუფლებებთან მჭიდრო კავშირი აშშ-ის ინტერესებს არ ემსახურება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ავტორიტარულ ხელისუფლებებთან ურთიერთობების შენარჩუნების პარალელურად აუცილებლად დაიგეგმოს ის დღე, როდესაც მათ ჩამოგდებას შეძლებენ და მათი დახმარება, ვინც შეიძლება, ეს ხელისუფლებები შეცვალოს.

ჩვენ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ცალკეულ პიროვნებებს და იმ ინსტიტუტებს, რომლებიც სამომავლოდ გარდამავალი პროცესის ნაკლებ მტკივნეულობას უზრუნველყოფენ. ეს დაზღვევის ერთგვარი ფორმაა გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკული ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად“, - თვლის კრეინერი.

ახლო აღმოსავლეთის მოვლენების შედეგებზე საუბრისას მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს რეგიონზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს.

„როდესაც დემოკრატია მყარდება იმ ქვეყნებში, რომლებიც მას პირველად განიცდიან, შედეგები ყოველთვის არაპროგნოზირებადია, სამომავლო პარამეტრები კი - ძნელად განსასაზღვრი.

მე მუდმივად იმედგაცრუებული ვიყავი იმის გამო, რომ ჯორჯ ბუში 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ პაკისტანში პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობას იგნორირებას უწევდა. როგორც კი მუშარაფის ხელისუფლებამ ჩამოშლა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ვინ შეიძლება, გახდეს მისი მემკვიდრე, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობას დაამყარებს და ამერიკული ინტერესების ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

თუმცა აშშ-ის ადმინისტრაციამ აქედან დასკვნები გამოიტანა: საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში, მაგალითად, ბუშის ადმინისტრაცია მონდომებით ზრდიდა ახალი თაობის ლიდერებს, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმების შესაცვლელად მზად იქნებოდნენ“, - დასძინა კრეინერმა.

presage.tv
READ MORE - „ჩვენ მას დავიჭერთ და შევჭამთ, როგორც ნამცხვარს“

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...