აქართველოში საფრანგეთის ელჩმა ერიკ ფურნიემ ქვეყანაში მედიის თავისუფლების არარსებობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების სურვილის არქონის ან უუნარობის გამო საქართველის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო "სვობოდა" ავრცელებს.
გაზიარება
[02:46 26-03-2011]
მათი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის უპრეცედენტო კრიტიკა საქართველკოში საფრანგეთის ელჩის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია საზოგადოება - საქართველოს" ადამიანის უფლებათა დაცვის ანგარიშის წარდგენის დროს მოხდა.
დიპლომატის თქმით, იგი გაოგნებულია იმით, რაც მან მოისმინა. "ევროკავშირის მიერ საქართველოს დახმარების ყველა მცდელობა ამაო ჩანს. არ არის აბსოლუტურად არავითარი პროგრესი. რა დარჩა საქართველოში ევროპული ფასეულობებისგან - აბსოლუტურად არაფერი!" _ განაცხადა ფურნიემ.
ფურნიემ გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მედია საქართველოში მწვავე წნეხის ქვეშ იმყოფება, ხელისუფლება ეწინააღმდეგენა პროფკავშირების შექმნას მოქალაქეების სოციალური უფლებების დაცვისთვის, არასრულწლოვნებს კი ხუთ აშშ დოლარად ღირებული ავტოკალმის ქურდობისთვის ადანაშაულებენ.
"ეს უბრალოდ კატასტროფაა. მეჩვენება, რომ საუბარი მიდის ნეობოლშევიკურ ქვეყანაზე. ევროპა იძულებული იქნება შეცვალოს თავისი პოლიტიკა საქართველოს მიმართ", _ განაცხადა ფურნიემ.