ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.
გაზიარება
[02:34 21-03-2011]
თუ ვარდების რევოლუციიდან პირველ წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების შედგენილ რეიტინგებში საქართველო, როგორც მზარდი დემოკრატიული იმიჯის ქვეყანა, ლიდერობდა ახალგაზრდა, დემოკრატიული ტენდენციების მქონე ქვეყნებში, ამჯერად მდგომარეობა გაუარესდა.
ერთ-ერთმა ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ FreedomHouse-მა ახლახან გამოაქვეყნა მორიგი კვლევის საფუძველზე შედგენილი რეიტინგები. კვლევის მიზანი იყო მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების ხარისხის დადგენა. საქართველოს რეიტინგული მაჩვენებელი გაუარესდა.
ერთ-ერთმა ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ FreedomHouse-მა ახლახან გამოაქვეყნა მორიგი კვლევის საფუძველზე შედგენილი რეიტინგები. კვლევის მიზანი იყო მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების ხარისხის დადგენა. საქართველოს რეიტინგული მაჩვენებელი გაუარესდა.
სახალხო დამცველის აპარატის დასკვნების მიხედვით, ქართულ მედიაში ყველაზე დიდი პრობლემა დამოუკიდებლობაა. მედიასაშუალებებში რეალური მფლობელები ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, ამიტომ ჟურნალისტები თავს ვერ იცავენ მედიამფლობელისაგან: ,,საერთოდ თუ ჟურნალისტს შეექმნება პრობლემა, მას შეუძლია თავი დაიცვას მედიამფლობელისაგან – მიმართოს სასამართლოს, შეიტანოს კონკრეტული საჩივარი და მიიღოს თავისუფლების გარანტიები. გამოდის, რომ საქართველოში ჟურნალისტმა უნდა მიმართოს სახელმწიფოს, რომელიც დაიცავს სახელმწიფოსგან.“ სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნეს ბოლო პერიოდში რეგიონულ მედიის პრობლემები ზეწოლის თვალსაზრისით – ,,ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გავლენის სფერო გააფართოვა.“ ჟურნალისტებმა უნდა შექმნან მაქსიმალურად კრიტიკული გარემო, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ნორმალურად განვითარებას.
ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქცია ქართული ჟურნალისტიკის დღეს საქართველოში მოღვაწე ყველა ჟურნალისტს ულოცავს.