14:00 12.10.2018
ირმა ინაშვილი: "დღეს, 2018 წლის 2 ოქტომბერს, 14 საათზე, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე, რომელიც წამყვანი კომიტეტია, განსახილველად გადის რეზოლუციის პროექტი. რეზოლუცია ითვალისწინებს,- სამართლებრივ- პოლიტიკური შეფასება მიეცეს სააკაშვილ- ბოკერიას დამნაშავე რეჟიმს.
იურიდიული კომიტეტის მხარდაჭერის შემთხვევაში, რეზოლუცია გავა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ყველა დარტყმა, რომელსაც ჩვენი პარტია ბოლო თვეების მანძილზე სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა ფორმით იღებს, კავშირშია ზემოხსენებული რეზოლუციის თემასთან, რომელსაც თან ახლავს ჩვენი მოქალაქეების ხელმოწერის ფურცლები- 300 000 ხელმოწერა.
სააკაშვილი პატრიოტთა ალიანსზე მუდმივად იმიტომ ლაპარაკობს და წინასწარ იმიტომ ხარობს,- ფრაქცია ეშლებათო, რომ ეშინია ამ რეზოლუციის.
დასავლეთისთვის ეს რეზოლუცია და საქართველოს 300 000 მოქალაქის ხელმოწერა ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ 2004- 2012 წლებში ქვეყანაში ფორმირებული იყო პოლიტიკური რეჟიმი, რომელსაც ჰყავდა დამნაშავე პოლიტიკური ელიტა! ის ორგანიზატორები, რომლებსაც პასუხი ჯერ არ უგიათ, მაგრამ რეზოლუციის მიღების შემთხვევაში, პასუხს კანონის წინაშე აუცილებლად აგებენ.
მინდა, ჩვენმა ყველა თანამოაზრემ კარგად გააცნობიეროს, რა ბრძოლაში ვართ. "ქართულ ოცნებას" ან ამ რეზოლუციის მიღება მოუწევს, ან მოხდება სრული და საბოლოო ლუსტრაცია,- ვინ დგას ქართველი ხალხის მხარეზე და ვინ აფარებს ხელს კრიმინალებს".