12:00 03.10.2018
tvპირველის პირდაპირ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ლევან ყიფიანის გატაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა:
"მე არა ვარ ბოლშევიკი და კომკავშირელი, რომ თუნდაც განსაცდელში მყოფ მეგობარზე უარი ვთქვა. დიახ, ლევან ყიფიანი ჩემი მეგობარია. ჩემი მეგობარია გოგი ყიფიანი, ლევანის ბიძა. გოგი და დავით თარხან-მოურავი 7 წლის ასაკიდან მეგობრები არიან.
გულახდილად ვამბობ, რომ ძალიან განვიცდი ლევანის მდგომარეობას. რაც შეეხება ე.წ. ფარდულის ისტორიას, მე ვიცი, რომ ეპიზოდი, რაზეც ბოროტად საუბრობდნენ (გაშიშვლება, შეურაცხყოფა) საერთოდ არ ყოფილა. ეს ტყუილია. "- განაცხადა ინგა გრიგოლიას გადაცემაში ირმა ინაშვილმა.