01:32 18.10.2011
ბიძინა ივანიშვილი რუსეთს "გაუგონარ აგრესიაში" ადანაშაულებს. როგორც ru.reuters.com იუწყება, ამის შესახებ ბიზნესმენმა "როიტერს" განუცხადა.
თუმცა, ივანიშვილი სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობას თბილისის "გაუაზრებელ და არადიპლომატიურ" პოლიტიკას აკისრებს. ამასთან, ბიზნესმენს მიაჩნია, რომ შეძლებს, საქართველოსთვის იპოვოს როლი, რომელიც მისაღები იქნება როგორც აშშ-სა და ევროპისთვის, ისე - რუსეთისთვის. ივანიშვილი მსოფლიოს ახსენებს, რომ მომდევნო წლებში მათ საქმე ვლადიმერ პუტინთან ექნებათ. ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ პუტინი რუსეთში კორუფციასთან ბრძოლის მომწიფებულ რეფორმებს გაატარებს.
"რუსულ საზოგადოებას, რუს ხალხს მოსწონს ეს ადამიანი. ეს მათი საქმეა, მათი არჩევანი. თუმცა, უფრო დემოკრატიული რუსეთი ევროპისა და აშშ-სთვის უფრო საინტერესო იქნებოდა", - განაცხადა ივანიშვილმა.
interpressnews.ge