მდინარის დაბინძურებასა და თევზების დახოცვაზე მასალები მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა

ავტორი ნინო მიქიაშვილი, სპეციალურად “საქართველოს რესპუბლიკისთვის“
22:13 01.04.2014
დაბა კაზრეთში 27 თებერვალს მდინარის დაბინძურებისა და დიდი რაოდენობით თევზების დახოცვის ფაქტთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურას, ხოლო გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევის გამო სასამართლოს გადაუგზავნა, რის შესახებაც შევხვდი და ვესაუბრე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელს; კერძოდ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარ სახელმწიფო ინსპექტორს ნელი კორკოტაძეს.

27 თებერვალს მდინარის დაბინძურებისა და თევზების დახოცვის ფაქტზე კომპანია “არემჯიმ“ განცხადება გაავრცელა და გაფიცულებისკენ მიათითა - “იმის გამო, რომ საწარმოს შესასვლელი ბლოკირებულია და კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც არ უერთდებიან უკანონო აქციას და არ ეძლევათ საშუალება განახორციელონ მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები, რაიონი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგა...“
იმჟამად კომპანია “არემჯის“ მოქმედი და გათავისუფლებული თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავდნენ, მაგრამ გაფიცულებმა საჯაროდ განმარტეს და ტელევიზიით არაერთი ვიდეოკადრი გავიდა, რომლის თანახმად, საწარმოს შესასვლელი ბლოკირებული არ ყოფილა - გაფიცულებს სირცხვილის დერეფანი ჰქონდათ გაკეთებული.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე, მდინარის დაბინძურებისა და დიდი რაოდენობით თევზებისდახოცვის ფაქტთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხობს:
როგორ შეიტყვეთ მდინარე მაშავერას დაბინძურებისა და თევზის დახოცვის შესახებ?!

ნელი კორკოტაძე: 27 თებერვალს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და ქვემო ქართლის სამსახურში შეტყობინება შემოვიდა, რომლის თანახმად მდინარე მაშავერაში შეინიშნებოდა თევზების დიდი რაოდენობით დახოცვის ფაქტი. ჩვენი ადგილობრივი წარმომადგენლობა იმავე დღეს, შეტყობინებისთანავე შემთხვევის ადგილზე მივიდა. მათ სინჯები აიღეს, ასევე ფოტოები გადაიღეს.

სამინისტროს ცენტრალური აპარატი, კერძოდ გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახური, რომლის უშუალო ფუნქციაა დაბინძურების კონტროლი, ამ პროცესში რამდენიმე საათში ჩაერთო. ისინი დაბა კაზრეთში ჩავიდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად. ეს სააგენტო სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელსაც აქვს შესაბამისი აღჭურვილობა, ხელსაწყოები და ლაბორატორია. სინჯები რამდენიმე ადგილიდან ავიღეთ.

შეხვედით საწარმოს ტერიტორიაზე?
-დიახ, ჩვენი დეპარტამენტის უფროსის სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე საწარმოს ტერიტორიაზე შევედით. შემდგომ კი წერილობითი ბრძანება გამოიცა. ეს კანონმდებლობაშია გაწერილი.
დაათვალიერეთ ის ადგილი, საიდანაც სითხე გადმოიღვარა?

-რასაკვირველია, დავათვალიერეთ. დაახლოებით ხუთი ათასი მეტრ კუბის მოცულობის რეზერვუარი ვნახეთ, სადაც გროვდება მჟავე კარიერული წყლები, ანუ კარიერებიდან ამოტუმბული წყლები. აი, ამ რეზერვუარიდან ჩაიღვარა წყლები მდინარე კაზრეთულაში და შემდეგ კაზრეთულადან აღმოჩნდა მდინარე მაშავერაში. მდინარეში იყო მძიმე მეტალების, მანგანუმის გადამეტებული შემცველობა. მდინარეში ჩაღვრილი კარიერული წყლების გამო დიდი რაოდენობის თევზები დაიხოცნენ.

რა ბედი ეწია დახოცილ თევზს?
-თევზი მდინარეს გაჰყვა, შეიძლება მოსახლეობამაც აიღო, ეს ზუსტად არ ვიცი.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვდარი თევზები მოსახლეობამ აკრიფა და მიირთვა.
-ჩვენ ვაფრთხილებდით მოსახლეობას, რომ ეს არ გაეკეთებინათ. არ არის სასურველი ზემოხსენებული ფაქტის გამო დახოცილი თევზის საკვებად მიღება. თუმცა, თუ ამგვარი რამ მოხდა, ეს არც პანიკის საფუძველი შეიძლება გახდეს, რადგან თევზი მდინარეში ჟანგბადის ნაკლებობის გამო დაიხოცა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ყველა ის კვლევა ჩაატარა, რაც მის კომპეტენციაში შედის. მას შემდეგ, რაც ლაბორატორიული ანალიზების შედეგები მივიღეთ, მასალები 21 მარტს საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადავგზავნეთ, რადგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები შეინიშნებოდა.

პროკურატურისთვის გადაგზავნილ მასალებში ბუნებრივია, მითითებულია გარემოსთვის მიყენებული, 1 მილიონ ლარზე მეტი რაოდენობის ზიანი.

ანუ, ერთი, ე.წ. ზალპური ჩაშვების შედეგად გარემოს ერთი მილიონი ლარის ზიანი მიადგა?!
-დიახ, ასე მოხდა. ამას ჰქვია ავარიული ჩაღვრა, თუმცა, შეიძლება ზალპური ჩაშვებაც ეწოდოს. ეს არ იყო დაგეგმილი ჩაშვება. როგორც წესი, კომპანიას უდგინდება ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმატივი. აღნიშნული ნორმატივის დაცვა საწარმოსთვის სავალდებულოა. კომპანია ვალდებულია გაწმინდოს დაბინძურებული წყალი და ისე ჩაუშვას ზედაპირული წყლის ობიექტში და აკონტროლოს, რათა მდინარეში არ მოხვდეს დასაშვებ კონცენტრაციაზე მეტი მავნე ნივთიერება.

თქვენი კომპეტენციის ფარგლებში შედიოდა იმის გამოკვლევა, როგორ ჩაიღვარა ამდენი სითხე მდინარეში?
-ჩვენ შესწავლა განვახორციელეთ მხოლოდ ჩვენი კომპატენციის ფარგლებში.

ჩემი ინფორმაციით, ჩაღვრა ბუნებრივად და შემთხვევით არ მომხდარა.
-საწარმოს ტერიტორიაზე, რაც ვიზუალურად დავათვალიერეთ, იმის საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ რეზერვუარს ჩამკეტი აქვს და ის ვიღაცამ უნდა მოუშვას, ან ტექნოგენური ავარია უნდა მოხდეს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ავარიული ჩაღვრა. გამოძიება დაადგენს, რეზერვუარიდან მდინარეში კარიერული წყლების ჩაშვება როგორ და რატომ მოხდა.

მსგავსი ხომ არ მომხდარა, ბოლო წლების განმავლობაში?
-მსგავსი ფაქტი დაახლოებით სამი წლის წინ მოხდა.

იგივე კომპანიაში, იგივე ფორმით?
-დიახ, ოღონდ მაშინ გარემოს დაცვის სამინისტროში საგამოძიებო დეპარტამენტი არსებობდა და მასალები სწორედ ამ საგამოძიებო ორგანოს გადაეცა. ამის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდა, ეს სამწუხაროდ, არ ვიცი.

ანუ თქვენ მასალებს შესაბამის უწყებაში, ან ორგანოში აგზავნით და თქვენი

აქტიურობა ამით ამოიწურება?
-დიახ. ამავდროულად, 27 თებერვალს დაირღვა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობები, რის გამოც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სასამართლოს გადაეგზავნა.

ჩვენი დეპარტამენტი საწარმოს შემოწმებას გეგმავდა, მაგრამ ვინაიდან გაფიცვა მიმდინარეობდა და საწარმო პარალიზებული იყო, შემოწმების შედეგად ნათელ სურათს ვერ მივიღებდით. ახლა საწარმო ამუშავებულია. ჩვენ ვგეგმავთ შევიდეთ “არემჯი კუპერის“ გამამდიდრებელ საწარმოში და შევამოწმოთ როგორ ასრულებენ ისინი გარემოზე ზემოქმედების ნებართვით დადგენილ პირობებს.

ეს გეგმიური შემოწმება იქნება?
-ეს არაგეგმიური შემოწმება იქნება, რაც დიდწილად განაპირობა 27 თებერვლის ფაქტმა.
ფრაზები, თუ საჭირო იქნება:

“პროკურატურისთვის გადაგზავნილ მასალებში ბუნებრივია, მითითებულია გარემოსთვის მიყენებული, 1 მილიონ ლარზე მეტი რაოდენობის ზიანი“

“რეზერვუარს ჩამკეტი აქვს და ის ვიღაცამ უნდა მოუშვას, ან ტექნოგენური ავარია უნდა მოხდეს, რომ გამოიწვიოს ავარიული ჩაღვრა. გამოძიება დაადგენს, რეზერვუარიდან მდინარეში კარიერული წყლების ჩაშვება როგორ და რატომ მოხდა“.

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...