ავტორი ნინო მიქიაშვილი, სპეციალურად “საქართველოს რესპუბლიკისთვის“
16:57 26.03.2014
თბილისიდან საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს დასაცავად ჩასულებმა (ადგილობრივებთან ერთად) ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს იმ ბორცვს, რომელზეც ისტორიული მაღარო მდებარეობს. შემდეგ დაახლოებით 700 მეტრის მოშორებით სახელდახელო მიტინგზე მეგაფონით მოთხოვნები წაიკითხეს და უკან, თბილისისკენ გაბრუნდნენ.
აქცია საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო - თბილისიდან ჩავიდა: სამი ავტობუსი, ამდენივე მიკროავტობუსი და უამრავი მანქანა.
აქციას თან ახლდა ხმაური, რადგან იმ ბორცვთან მიახლოებოდა, რომელზეც უძველესი ოქროს მაღაროა, ბევრმა სცადა, მათ შორის მეც ვიყავი. ეს ხდებოდა დაახლოებით 13 საათზე. ბრძოლით თითქმის ბოლომდე ავედი, მეგონა ჩემთან ერთად ბევრი მოდიოდა, მაგრამ მაღლა ასულმა უკან, რომ მოვიხედე სულ რამდენიმე ადამიანი დავინახე: ერთი ახალგაზრდა კაცი, 40 წლამდე, გვარად თორდია; სტუდია “მონიტორის“ ჟურნალისტი გიორგი მგელაძე, ოპერატორთან ერთად; საინფორმაციო სააგენტო “გურიანიუსის“ კორესპონდენტი ეკა ალფაიძე და ჟურნალისტი მადლენ მაჭარაშვილი.
ქვევით ხმაური იყო, პოლიციელთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. ზევით ასულებმა ვნახეთ, რომ ის ბორცვი, რომელზეც უძველესი ოქროს მაღაროა, გარშემო რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ბულდოზერითაა მოჭრილი. იქვე ეყარა ფესვიანად მოგლეჯილი ხეები, რამდენიმე ადგილას ეწყო ცისფერი ნივთიერებით სავსე ტომრები, მიწაში ადგილ-ადგილ შავი ფერის ფართო მილები იყო ჩარჭობილი, იქვე იდგა ბულდოზერი და რკინის ვაგონი.
ჩემს წინ “ცოცხალი კედელი“ აღმართეს კომპანია “არემჯი გოლდის“ წარმომადგენლებმა. ეს ხდებოდა მაღაროდან დაახლოებით 15 მეტრში. ისინი მაღაროსთან უფრო ახლოს მისვლის საშუალებას არ მაძლევდნენ. ამბობდნენ ტყუილს, რომ ტერიტორია არის კერძო კომპანიის საკუთრება და რომ იქ შესვლის უფლება სპეციალური ნებართვის გარეშე არავის აქვს. მზად ვიყავი, რომ ჩანთა, ფოტოაპარატი, ჩამწერი, ტელეფონი მიწაზე დამედო და პოლიციელებთან, ან “არემჯის“ წარმომადგენლებთან ერთად მაღაროში შევსულიყავი, მაგრამ არც ამის საშუალება მომცეს. არადა, ერთადერთი მიზანი მქონდა - მაღარო დამეთვალიერებინა და ნანახის შესახებ მკითხველისთვის მომეთხრო.
მე წინ მივიწევდი, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კერძო კომპანიის თანამშრომლები კი ამის საშუალებას არ მაძლევდნენ. არაერთხელ მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, “შენ ქალი არა ხარ, ცხოველი ხარ“-ო... ბოლოს ყველა მათგანმა მომიბოდიშა. პროტესტს დროდადრო იმ სასტვენით გამოვხატავდი, რომლითაც სხვა ჟურნალისტებტან ერთად მერვე საპყრობილესთან ვაპროტესტებდი სააკაშვილის რეჟიმის დროს ფოტორეპორტიორების დაპატიმრებას. ქვემოთაც ჰქონდათ სასტვენები და ისინიც ანალოგიურად იქცეოდნენ.
ხმაური რამდენიმე საათი ისმოდა. ლურჯ ფორმაში გამოწყობილი პოლიციელების რაოდენობაც ხმაურისდაშესაბამისად იზრდებოდა. მოგვიანებით ჩემთან ერთად მყოფები ქვემოთ ჩავიდნენ. მე დავრჩი მარტო “არემჯის“ წარმომადგენლებთან და პოლიციელებთან ერთად. ქვემოდან ამოვიდა პოლიციის შავ ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი, გამეცნო, როგორც კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი და თავაზიანი ფორმით მთხოვა ქვევით ჩავსულიყავი. კანონს ვარღვევ აქ, რომ ვდგავარ-მეთქი? - ვკითხე. არა, ეს უბრალოდ ჩვენი თხოვნააო, - მითხრა და ქვევით ჩავიდა.
ქვევით, რამდენიმე მეტრის მოშორებით მყოფთა შორის დიდხანს იყვნენ ახალგაზრადული ორგანიზაცია “დავითიანის“ წევრები. ბოლოს ყველა, რომ წავიდა და სიმშვიდემ დაისადგურა, ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა კაცი და გამეცნო, როგორც “არემჯი გოლდის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ედიშერ ცქვიტარია. არაერთხელ გავიმეორე ჩემი მოთხოვნა, მაგრამ ამაოდ - ვერ შეხვალო, მითხრა ბატონმა ცქვიტარიამ და წავიდა.
რომ დაბინდდა (რვას აკლდა 15 წუთი), ბულდოზერს და იქ მყოფებს რამდენიმე ფოტო გადავუღე, ქვემოთ ჩამოვედი, მედია-კავშირ “ობიექტივის“ მანქანაში ჩავჯექი და თბილისში წამოვედი, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შევიტყვე, რომ თუ მათ მოთხოვნებს არ შეასრულებენ, საყდრისის დასაცავად თბილისიდან მომზადებულები ჩავლენ, კარვებს გაშლიან და ამგვარი ფორმით გააგრძელებენ ბრძოლას საყდრისის გადასარჩენად.
მოთხოვნები, რომელიც 22 მარტს ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა გაახმოვანეს, ასეთი შინაარსისაა:
“1.ბათილად იქნას ცნობილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 13 მარტის გაყალბებული დასკვნა და შესაბამისად, აეკრძალოს “არემჯი გოლდს“ საყდრისის-ყაჩაღიანის სიახლოვეს ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება;
2.სასწრაფოდ მოხდეს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ძეგლის დათვალიერება საზოგადოების წარმომადგენელთა, ჟურნალისტთა და იმ არქეოლოგთა თანხლებით, რომლებიც ობიექტს იცნობენ და საზოგადოების ნდობას იმსახურებენ;
3.საყდრისის-ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ადგილობრივი მოსახლეობის სასიკეთოდ განვითარების გზების დასადგენად, მოწვეულ იქნას სამთო არქეოლოგიის სპეციალისტთა საერთაშორისო კომისია შემადგენლობით:
კორკის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი უილიამ ო ბრაინი; ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი გერტ გოლდენბერგი; მადრიდის ისტორიის ინსტიტუტის პროფესორი, დოქტორი იგნასიო მონტერო რუისი; ტულუზის უნივერსიტეტის დოქტორი ბეატრის კოუე; სოფიის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარი, პროფესორი, დოქტორი ხრისტო პოპოვი“.