წყარო "ამერიკის ხმა"
18:48 16.03.2014
ყირიმის კრიზისისა და მომავალი რეფერენდუმის ფონზე, უკრაინის ახალი ხელისუფლება რადიკალური ეკონომიკური რეფორმების დაწყებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. სწორედ ამ მიზნით, კიევში „საგანგებო ეკონომიკური სამიტი“ გაიმართა.
ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულთა შორის კახა ბენდუქიძეც იყო, რომელმაც სამიტზე საქართველოში 2004-06 წლებში განხორცილებული რეფორმები მიმოიხილა.
მან მიმართა უკრაინელებს - „თავდაპირველად უნდა გაიგოთ რომ უკანალში ხართ!“ და აღნიშნა, რომ „უკრაინის ეკონომიკა არის ფანტასტიური იმედგაცრუების ეკონომიკა. არის ძალიან ბევრი „შავი ხვრელი“. ყველაზე დიდი „შავი ხვრელი“ კი ენერგო პოლიტიკაა. უკრაინა თავად მოიპოვებს 18 მილიარდ კუბომეტრ ბუნებრივ აირს. ამავდროულად, გაზის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია.
" რატომ? იმიტომ, რომ მშპ-ს 7 პროცენტამდე ენერგო ტარიფების სუბსიდირებაზე იხარჯება. უკრაინა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, თუმცა აბსოლუტურად საკმარისი იქნებოდა ქვეყნისთვის, ის გაზი რომელსაც თავად მოიპოვებს, გაზის ტარიფები ეკონომიკურად გამართლებული რომ ყოფილიყო.
უზარმაზარმა ენერგოსუბსიდირებამ, ფაქტიურად დაანგრია უკრაინის ეკონომიკა. ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გააკეთონ და ამას სავალუტო ფონდიც ითხოვს, ეს არის ამ სუბსიდირების გაუქმება.“-განაცხადა ბენდუქიძემ.
საგანგებო ეკონომიკურ სამიტში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა პავოლ შერემეტმა, ლატვიის ყოფილმა პრემიერმა ეინარს რეპშემ, პოლონეთისა და სლოვაკეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრებმა იაცეკ როსტოვსკიმ და ივან მიკლოშმა;
შვედეთის შრომის ყოფილმა მინისტრმა სვენ ოტო ლიტორინმა და რუსმა ეკონომისტმა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა(2000-05 წწ) ანდრეი ილარიონოვმა, რომელიც ამჯერად ამერიკის კვლევით ორგანიზაციას - კატონის ინსტიტუტს წარმოადგენს.