18:53 16.03.2014
ამერიკული გაზეთის The Wall Street Journal-ი ინფორმაციით აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარებაზე უარი უთხრა. როგორც ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, უკრაინა ითხოვდა იარაღისა და ტყვია წამლის „მნიშვენლოვან“ პარტიას, კავშირგაბმულობის საშუალებებს, საავიაციო საწვავს და ღამის ხედვის აპარატურას. უკრაინა ამერიკას ასევე თხოვდა სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას. „თუმცა ამერიკის ხელისუფლებამ უარით უპასუხა“ - წერს The Wall Street Journal-ი.
გამოცემის ინფორმაციით პენტაგონი დათანხმდა საველე პირობებისათვის პროდუქტების ინდივიდუალური პაკეტების მიწოდებაზე. ამ ტვირთს უკრაინა რამდენიმე დღეში მიიღებს.
„დღეისათვის ჩვენ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხს ჯერ არ განვიხილავთ. ჩვენ უკრაინელებს ნათლად მივანიშნეთ, საუბარია მხოლოდ ეკონომიკურ დახმარებაზე.“ - განაცხადა ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
ამავე დროს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა The Wall Street Journal-თან საუბარში არ გამორიცხა რომ უკრაინა მომავალში მაინც მიიღებს სამხედრო დამხარებას. „ჩვენ არ გვითქვამს „კატეგორიული არა“ ჩვენ ვუთხარით „ჯერ არა“.“ - განაცხადა აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა.
ამავე დროს, სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის საკითხს ჯერ კიდევ განიხილავს. AFP-ს ცნობით, პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება სწავლობს უკრაინული მხარის თხოვნას. აშშ-ის ადმინისტრაციის კიდევ ორმა მაღალჩინოსანმა AFP-ს განუცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ვაშინგტონში ჯერ არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს უკრაინის პრემიერის არსენი იაცენუკის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში. იაცენუკთან შეხვედრაზე ობამამ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა, რუსეთს კი დაემუქრა.