“ჩემი მეუღლე ვანო მერაბიშვილმა მოკლა“ [VIDEO]

ავტორი ნინო მიქიაშვილი
22:55 16.02.2014
ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს ნინო გელაშვილი ბრალს სდებს მეუღლის გენო ფარულავას მკვლელობაში. ნინო გელაშვილი ამჟამად უცხოეთშია. იგი ამბობს, რომ მთავარი პროკურატურა ძიებას თუ დაიწყებს, სამშობლოში დაბრუნდება და გამოძიებასთან ითანამშრომლებს. ნინო გელაშვილთან ინტერვიუ სკაიპის საშუალებით ჩავწერე.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2009 წლის ივლისში, გენო ფარულავა ჯერ დაკრძალული არ იყო, როცა მისი ოჯახის წევრები საჯარო განცხადებების გაკეთებას არ მორიდებიან. მაშინდელი ჟურნალისტებიდან ჩემს გარდა ადიგენის რაიონის სოფელ წრეში სამწუხაროდ, არავინ ჩასულა. 2009 წლის 9 ივლისს თბილისიდან ადიგენში ოპერატორ ვასიკო გეგეშიძესთან ერთად გავემგზავრე. იქიდან ვიდეოკადრებიც ჩამოვიტანეთ და აუდიოჩანაწერიც. იმჟამად ინტერნეტგამოცემა პრესა.გე-ში ვმუშაობდი. ჩემი სტატია 2009 წლის 11 ივლისს გამოქვეყნდა, სათაურით - კიდევ ერთი მსხვერპლის გაუხმაურებელი დეტალები. ჯონი კალანდაძის მიერ დამონტაჟებული ვიდეოსიუჟეტი კი ინტერნეტტელევიზია აიტივი.ჯე-ზე გავიდა.

ნინო გელაშვილმა და მისმა ვაჟმა ოთარ ფარულავამ საქართველო გენო ფარულავას დაკრძალვიდან მალევე დატოვეს.

უცხოეთში გაჭირვების გამო ხართ, თუ ამას სხვა მიზეზი აქვს?

ნინო გელაშვილი: გენო ფარულავა ვანო მერაბიშვილის პირადი პატიმარი იყო, მისი მოკვლა უნდოდა, ეს საწადელი აისრულა და შემდეგ ჩვენზე გადმოვიდა - ოჯახის განადგურება დაისახა მიზნად. საფინანსო პოლიცია, საგადასახადო გააქტიურდა; სკოლაში, სადაც ქართულს ვასწავლიდი, პრობლემები შეიქმნა, რადგან ჩემი ქმრის მკვლელზე ჩემს აზრზს ღიად გამოვხატავდი. მოკლედ, მივხვდი რომ საქართველოში გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა. მათთან ბრძოლით და უსამართლობით ისე დაღლილი ვიყავი, რომ გამოცლა ვარჩიე.

აქ მერაბიშვილის გამო ვარ, იმ უსამართლობის გამო, რაც ჩვენს ოჯახს 5 წლის წინ თავს დაატყდა. 4 წელია თაღლითი მერაბიშვილის მიერ წართმეული ფულის გასტუმრებას ვუნდები. ფული სამჯერ გადაარიცხინეს. მეოთხედ კიდევ 30 000 მოითხოვეს და ჩემი მეუღლე წყობიდან გამოვიდა - დასაჭერი თუ ვარ დამიჭირონ და მოსაკლავი თუ ვარ მომკლან, აღარ შემიძლიაო.

პირადად თქვენზე ზეწოლა როგორი ფორმით ხორციელდებოდა?

ალბათ, გახსოვთ, რომ ჩემი შვილის დაჭერის შემდეგ ულტიმატუმი პირადად მე წამიყენეს - შენი მეუღლე ჩაგვბარდეს და შვილს გავათავისუფლებთო. რომელი გამეწირა, მეუღლე, რომელთანაც 30-წლიანი ცხოვრება მაკავშირებდა თუ შვილი, რომელიც ჩემი სულის ნაწილია?! ჩემი მეუღლე, რომ ჩაბარდა, შვილი არ გამოუშვეს. გიჟს ვგავდი, მეუღლე სასკლაოზე იყო წასული, შვილიც დაჭერილი მყავდა და ვიცოდი რომ ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ.

აი, მაშინ წავედი ვანო მერაბიშვილის ბიძასთან, ლევან თუმანიშვილთან, რომელიც მანამდე ჩემი მეუღლის მეგობარი იყო. რა ხდება, რა დააშავა ჩემმა ქმარ-შვილმა, გამაგებინე რისთვის ვისჯებით?! ხომ მითხრეს, თუ ჩემი მეუღლე ჩაბარდებოდა, შვილს გაათავისუფლებდნენ-მეთქი.

“დიდების ზენიტში თავიანთ თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ! შენს შვილს გამოუშვებენ, მაგრამ შენი მეუღლე სხვა სიაშიაო“, - ეს მითხრა, ზურგი მომაქცია და წავიდა. გამოდის რომ ჩემი მეუღლე სასიკვდილოდ განწირულთა სიაში ჰყავდათ შეყვანილი.

რატომ?


ჩემი მეუღლისგან ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ციხეში საფრთხე ელოდა. ამის შესახებ ვინ გააფრთხილა, ვერაფერს გეტყვით. სანამ ჩაბარდებოდა მითხრა, რომ თუ ჩაჯდებოდა, ციხეში მოკლავდნენ.

მიმართეთ მთავარ პროკურატურას?

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩემმა შვილმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა. ახლა თქვენთან ამ განცხადებას იმიტომ ვაკეთებ, რომ საქმე აღიძრას. ხუთი წლის წინ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - ჩემი მეუღლე ვანო მერაბიშვილმა მოკლა; არა აქვს მნიშვნელობა იმან თოფი ესროლა, თუ ამის გაკეთება სხვას დაავალა. მან ჩემი მეუღლის მკვლელობისთვის პასუხი უნდა აგოს! ჩემი საქართველოში ჩამოსვლა და გამოძიებასთან თანამშრომლობა თუ საჭირო იქნება, ჩამოვალ. მერაბიშვილის დასჯას მაშინვე ვითხოვდი, მაგრამ მაშინ “ნაციონალების“ ბატონობა იყო და ვინ დასჯიდა?!

რა ფაქტებზე დაყრდნობით ადანაშაულებთ მერაბიშვილს?

ჩემს მეუღლეს თავზე სურათი, რომ გადავუღე, სამ პროფესორთან მქონდა მიტანილი. მათ მითხრეს, რომ სიკვდილი ბუნებრივად არ დამდგარა, ეს ხელოვნურად გამოწვეული იყო. ჩემი მეუღლე მოკლეს!

ეს წერილობით დაგიდასტურეს, პროფესორებმა?

იმ რეპრესიების და შიშის დროს წერილობით ვინ რას დამიდასტურებდა?! თუმცა, ახლა გამოძიებას მონდომების შემთხვევაში ამ და სხვა ფაქტის დადგენა არ გაუჭირდება. ვანო მერაბიშვილმა თანამდებობა ბოროტად გამოიყენა და მეუღლე მომიკლა! ამას ხმამაღლა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მოვითხოვ მერაბიშვილის სასჯელის უმკაცრესი ზომით დასჯას!

კიდევ ერთი მსხვერპლის გაუხმაურებელი დეტალები
2009 წლის 11 ივლისს გამოქვეყნებული სტატია


ჯერ შვილი დაიჭირეს - მამაშენი ჩაგვბარდესო; შვილის დაკავებიდან მეხუთე დღეს მამა - გენო ფარულავა ჩაბარდა. წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მას ახალციხეში მიუსაჯეს და გლდანის მერვე საპყრობილეში მოათავსეს. პატიმრობის 23-დღეს გენო ფარულავა ჯერ ციხის საავადმყოფოში და იქიდან ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ისე გადაიყვანეს, რომ ოჯახმა არაფერი იცოდა. მისი მდგომარეობა შემთხვევით შეიტყვეს და კლინიკაში მიაკითხეს. სასამართლო პროცესი საავადმყოფოში ოჯახისგან მალულად, შუაღამეს ჩატარდა - აპარატზე მიერთებული ფარულავა უდანაშაულოდ ცნეს. ოჯახის უფროსის გათავისუფლების ამბავი ფარულავებმა დილით შეიტყვეს, როცა ბადრაგმა მორიგეობა შეწყვიტა. ეს ისტორია ადიგენში სტუმრობისას გარდაცვლილის მეუღლემ და შვილმა - ნინო გელაშვილმა და ოთარ ფარულავამ გვიამბეს.
ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლების სათავეში ”ნაცმოძრაობის” მოსვლის დღიდან გენო ფარულავა დევნასა და შევიწროებას განიცდიდა, რისი მიზეზიც მათივე განმარტებით ისაა, რომ გენო ფარულავამ არჩევნებზე ვანო მერაბიშვილს დახმარებაზე უარი პირდაპირ უთხრა: ”როდესაც ჩემს მეუღლეს გვერდზე დგომა სთხოვეს, უარი პირდაპირ უთხრა - ჩემი შვილის ნათლია კენჭს იყრის, ნათელ-მირონობას ვერ ვუღალატებო. ჩემი შვილის ნათლიამ გაიმარჯვა, დაპირისპირებაც აქედან დაიწყო - მას შემდეგ დევნასა და შევიწროებას განვიცდით. ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც გაიგეს, რომ ჩემი მეუღლე თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა - საკანში იჯდა. იგი ”ახალი მემარჯვენეების” წევრი გახლდათ”.

გარკვეული პერიოდი გენო ფარულავა ადიგენის სატყეო მეურნეობის ხელმღვანელი იყო. ოჯახის განმარტებით, სამართალდამცავები მას საბუთების გაყალბების გამო ედავებოდნენ, მაგრამ ბოლოს ღუდუშაურის კლინიკაში ჩატარებული სასამართლო პროცესზე გაამართლეს.

”ყველამ იცოდა რომ ხელისუფლების სათავეში ”ნაცმოძრაობის” მოსვლიდანვე მამა ოპოზიციაში იყო. მას დასაჭერად დასდევდნენ, მაგრამ სატყეოს ხელმღვანელობისდროინდელ საბუთებში საეჭვო რომ ვერაფერი უპოვეს, პირადად ვიღაცის ანგარიშზე 35’000 ლარი ჩაარიცხინეს, შემდეგ 30’000. ბოლოს 15’000 წაართვეს. მამას დევნა მას შემდეგ გააქტიურეს, რაც თბილისში 9 აპრილს დაწყებულ საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩაერთო. ის საკანში ცხოვრობდა. მამა თბილისიდან რომ დაბრუნდა, ხშირად იმეორებდა დამიჭერენ და მომკლავენო. დაკავებამდე ბევრჯერ დამიბარეს. მითხრეს, თუ იტყვი სად არის მამაშენი, სასამართლოზე პრობლემები არ შეგექმნებაო. რომ ვეკითხებოდი რატომ ეძებთ-მეთქი, ვიღაცის ვალი აქვსო.

”როგორც ვიცი, მამაჩემის დაჭერის განკარგულება ვანო მერაბიშვილმა გასცა; სამცხე-ჯავახეთის პოლიციაში მისი მოადგილე ამირან მესხელი რეკავდა, გენო ფარულავა უნდა დაიჭიროთო. მამას ძებნაში სოფელში თითქმის ყველა სახლი გაჩხრიკეს. სადაც წავიდოდი, ყველგან მომყვებოდნენ. ორგანოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამოიტანა ინფორმაცია - ”აქვთ ჩანაწერები, მამაშენი წვერით საკანში რომ დგას და ვანოს აგინებს. ამაზე არიან გამწარებულები და ეძებენო”. ერთ-ერთმა პიროვნებამ ისიც გვითხრა, გაიგებენ სად არის, იარაღს დაუგდებენ და მოკლავენ, ვითომ რაღაც მოხდაო”, - ამბობს ოთარ ფარულავა.

ნინო გელაშვილი მის მეუღლეზე გამოცხადებული ძებნის მიზეზს ასე ხსნის - ”კულუარული ინფორმაციით, ამის ძირითადი მიზეზი გენოს ოპოზიციონერობა და საკანში ჯდომა იყო”.

გენო ფარულავა დღეს, 11 ივლისს დაკრძალეს. 7 დღის შემდეგ, 18 ივლისს მის შვილს, 21 წლის ოთარ ფარულავას გაასამართლებენ; მას ხე-ტყის უკანონოდ გატანის მუხლი აქვს მიყენებული და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ოთარ ფარულავა 2 ივნისს, სოფელ წრეში, სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, მეზობლის ყანაში დააკავეს:

”5 ჯიპი ამოვარდა, შეიარაღებულები გადმოხტნენ, არ გაიქცეთო, - დაიძახეს. ჩვენ ამ დროს ჯოკერს ვთამაშობდით, ჩვეულებრივად, ფლოსტებით ვიყავი. ახალციხის სამმართველოში წამიყვანეს და დაკავების ოქმში დამიწერეს, რომ ვითომ სოფელში დავდიოდი, ვიგინებოდი და ხალხს ვაწუხებდი. დაკითხვებზე ერთადერთ კითხვას მისვამდნენ - სად არის მამაშენი გვითხარიო. აქედან ახალციხეში ჩაყვანისას, მანქანაში ხელითაც შემეხნენ.

სამმართველოში მოდიოდნენ, მაგინებდნენ - თქვი სად არის მამაშენიო. ყურებში გაშლილ ხელს მირტყამდნენ. ფიზიკური ზეწოლა მას შემდეგ შეწყდა, რაც ჩემთან სახალხო დამცველის წარმომადგენლები შემოვიდნენ. მანამდე საკანში სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი შემოვიდა და ”მაგათ ეტყვი რომ ხელით შეგეხეთ და ”კამერიდან” ვერ გაგიტანენო”, - მითხრა”.

”პირადად მე მითხრეს, რომ თუ ჩემი მეუღლე მივიდოდა და ჩაბარდებოდა, ჩემს შვილს გაათავისუფლებდნენ და თუ არა, ჩემს შვილს შვიდწლიან ციხეზე უშვებდნენ. ჩემი შვილი მაშინ მერაბიშვილმა და მესხელმა მძევლად აიყვანეს”, - ამბობს ნინო გელაშვილი.

ოთარ ფარულავას დაკავების ფაქტს მაშინ ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენლები - მანანა ნაჭყებია და სოფო ხორგუანიც გამოეხმაურნენ, სახალხო დამცველის ოფისში პრესკონფერენცია მოაწყვეს და ”მძევლად აყვანის” ფაქტი გააპროტესტეს.

შვილის 7 წლით ციხეში გაშვებას გენო ფარულავამ ჩაბარება არჩია და 6 ივნისს ადიგენის პოლიციაში გამოცხადდა - ”ჩემი მეუღლე ძალიან წუხდა, ამბობდა შვილს მომიკლავენ, დამღუპავენ, მე თუ არ მივედიო. არ ვიცი რატომ, მაგრამ იმასაც ამბობდა, მე ციხეში მომკლავენ, ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვალო”.
11-ში ოთარ ფარულავა გაათავისუფლეს. მეუღლე გლდანის ნომერ მერვე საპყრობილეში მყოფ გენო ფარულავას დაკავებიდან 2 კვირის შემდეგ შეხვდა - ”45 წუთიანი შეხვედრა გვქონდა. ვესაუბრეთ. თავიდან ძალიან აღგზნებული იყო, ნერვიულობდა - ხელმოწერა ასნაირად ჩამომართვეს, ექსპერტიზაზე წაიღეს, ვერანაირად ვერ მიმტკიცებენ ვერაფერს და რატომ მაწვალებენ, არ ვიციო. ჩვენ ის დავამშვიდეთ, ჩვეულებრივად, ძალიან კარგად დავტოვეთ. მას დიაბეტი ჰქონდა. ვუთხარით, თუ ცუდად ხარ, შეგვიძლია შუამავლობა გაგიკეთოთ და საავადმყოფოში დაგაწვინოთო და უარი მივიღეთ - არ ვგრძნობ თავს ისე, რომ საავადმყოფოში დავწვეო. რამდენიმე დღის შემდეგ ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ ტელეფონით შეგვატყობინა ცუდად არისო. ჩავედით და ცუდად კი არა, უკვე უგონოდ იყო. ვერ შევძელი ქმრისთვის მეკითხა რამ ჩააყენა ამ მდგომარეობაში. თავზე სურათი რომ გადავუღეთ, ტვინი ისეთ მდგომარეობაში იყო, მკურნალობას აზრი აღარ ჰქონდა. ყველაზე ძალიან ის მაინტერესებს, თუ დამნაშავე არ იყო, რატომ დაიჭირეს და რატომ მომიკლეს და თუ დამნაშავე იყო, რატომ გაათავისუფლეს?

”ყველანი იქ ვიყავით, ჩემი ოჯახი, ჩემი მაზლი, მაზლისშვილები და ამ დროს ღამის სამ საათზე სასამართლო ისე ჩაუტარებიათ, ჩვენ არაფერი გაგვიგია. შუამავლად საკრებულოს თავმჯდომარე ჰყოლიათ. ჩემი მეუღლე უდანაშაულოდ ცნეს. მეორე დღეს, ბადრაგი როცა მოუხსნეს, მხოლოდ მაშინ გავიგეთ რომ გაამართლეს და პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ექსპერტიზა არ ჩაგვიტარებია, აზრი არა აქვს - ვისთან მიიტან და ვისთან იპოვი სამართალს? ვინ გეტყვის სიმართლეს და ვის მოსთხოვენ პასუხს?! ჩემი ქმარი ტყვიით არ მოუკლავთ, სიტყვით მოკლეს. ამას იქიდან ვასკვნი რომ ჩემი შვილის სასამართლო ორშაბათს იყო და ჩემი მეუღლეც ზუსტად ორშაბათს გახდა ცუდად და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩემი შვილის პროცესი დღესაც არ არის დამთავრებული”.

როგორც ნინო გელაშვილი ამბობს, მისი მეუღლის სიკვდილმა და ”ახალი მემარჯვენეების” მხრიდან გამოჩენილმა უყურადღებობამ ადიგენში ბევრი დაააშინა - ”ხალხს რომ დაუძახებენ, აქედან ნამდვილად არავინ წავა, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემი მეუღლის დაკავების შემდეგ დავურეკე, საქმის ვითარება გავაგებინე, იურისტს ვითხოვდი და ამბის გასაგებადაც კი არავინ მოსულა. როცა ადამიანი გვერდით გიდგას, როცა გჭირდება და მოდის, იმას დაცვა, ყურადღების მიქცევა და პატრონობა უნდა. ჩემი მეუღლე, რომ დაეცვათ, როცა დაუძახებდნენ, ნამდვილად მთელი რაიონი წავიდოდა. ყველას იმას ამბობს, გენოსთვის რომ მოეხედათ, ერთი დაძახებაც საკმარისი იქნებოდა, მთელი რაიონის თბილისში ჩასასვლელადო. ივნისში ჩემი შვილი და მასთან ერთად კიდევ ორი უდანაშაულო ადამიანი - ძმები კიკაბიძეები რომ დააკავეს, ახალციხის სამმართველოსთან მთელი სოფელი ჩამოვიდა. სამმართველოს ერთ-ერთი თანამშრომელი გამოვიდა და იქ შეკრებილებს უთხრა - ”თუ ჭკუით არ იქნებით, თქვენც მაგათ გვერდით მოგაჯენთო”. მთელ ჩვენს მხარეში შიშის სინდრომია”.

ადიგენში რომ ნამდვილად შიშის სინდრომია გამეფებული, ამაში თავადაც დავრწმუნდით. მაშინ როცა მასალას პრესა.გე-სა და ინტერნეტტელევიზია itv.ge-სთვის ვიწერდით, რამდენჯერმე ვცადეთ ფარულავებთან სამძიმრის სათქმელად მოსული ადამიანების ჩაწერა-გადაღება, მაგრამ ამაოდ - ”რა გინდათ, გენოს ჩვენც მიგვაყოლონ?!” მათ გვითხრეს, რომ გენო ფარულავა თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა და მერაბიშვილთან დაპირისპირების გამო დაისაჯა, რომ ადიგენში ოჯახი არ არის დარჩენილი, ხე-ტყის უკანონო ჭრასა და გატანაზე სისხლის სამართლის საქმე, რომ არ იყოს აღძრული.

ადიგენში, ქუჩაში შევხვდით ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც ამ ხელისუფლებას და გამორჩეულად მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს, ”ხალხის ამ დღეში ჩაგდებისთვის” ღიად და დაუფარავად, უშვერი სიტყვებით აგინებდნენ. როცა ჩაწერა ვთხოვეთ, უარი გვითხრეს.

თბილისისკენ რომ მოვდიოდით, გზაზე დანომრილი მორებით დატვირთული ერთი დიდი სატვირთო მანქანა სამცხე-ჯავახეთიდან გამოდიოდა. როგორც ადიგენში ყოფნისას გვიამბეს, ახლა ტყეში მორებს მხოლოდ მერაბიშვილის ბიძა ლევან თუმანიშვილი ჭრის; მასალა საჩხერეში გააქვთ და იქ ამუშავებენო. ”ამბობენ, რომ ლევან თუმანიშვილს ანგარიშზე 18 მილიონი აქვს. გავრცელდა ხმა, თითქოს მისმა ვაჟმა, სტიოპა თუმანიშვილმა საბერძნეთში კუნძული იყიდა”, - გვითხრა ერთ-ერთმა ადიგენელმა ახალგაზრდა კაცმა.

თბილისიდან ადიგენის რაიონის სოფელ წრეში წასვლა რომ გადავწყვიტეთ, დავინტერესდით როგორი გზა იყო და გვითხრეს, ახალი დაგებული ასფალტია, უპრობლემოდ ჩახვალთო. ასფალტი მართლაც ახალი დაგებული აღმოჩნდა, ოღონდ მხოლოდ იმ ადგილამდე, საიდანაც მერაბიშვილის მშობლიური სოფლის, უდეს გადასახვევია. ტრასიდან ხელმარცხნივ ამ სოფელს რომ გახედავთ, სიღნაღი გეგონებათ - ისეა მორთულ-მოკაზმული. როგორც გვითხრეს, უდელების გარდა სამცხე-ჯავახეთში ადამიანებად არავის თვლიან; იქ დანარჩენი სოფლებისგან განსხვავებულად ცხოვრებენ - ქუჩები განათებულია, აქვთ საკონდიტრო, რესტორანი, სათნოების სახლი, სადაც მსურველს შესვლა და დანაყრება შეუძლია. უდეს გადასახვევიდან ადიგენამდე კი ისეთი დანგრეული გზაა, გვერდები მთელი ან ჩაგყვებათ და ან არა, რომ აღარაფერი ვთქვათ ადიგენიდან სოფელ წრეში ასასვლელ გზაზე, სადაც ფარულავები ცხოვრობენ.

რაც შეეხება გენო ფარულავას მეუღლის მხრიდან ”ახლების” მისამართით გამოთქმულ საყვედურს, როგორც ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის მანანა ნაჭყებიას კომენტარიდან ირკვევა, მათი პასიურობა იმით იყო განპირობებული, რომ სანამ გენო ფარულავა საპროტესტო აქციებში ჩაერთვებოდა, სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ უკვე აღძრული იყო - ”აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი ვთქვათ რომ ის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი იყო. ამის შესახებ მის მეუღლეს ველაპარაკე. სამწუხარო ის გახლდათ რომ ბატონი გენოს დასაშანტაჟებლად მისი შვილის დაკავება გამოიყენეს, რაზეც ჩვენ მაშინ საკმაოდ სერიოზული პროტესტი გამოვთქვით. შემდეგ ეს ახალგაზრდა გაათავისუფლეს და მის სანაცვლოდ ბატონი გენო აიყვანეს. სწორედ ამიტომ თვლის ბატონი გენოს მეუღლე რომ არ იყო პარტიული მხარდაჭერა. თუმცა, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ვიღაცამ დაგვწამოს - პოლიტიკურ აქტივობას იმისთვის იყენებთ, რომ შემდეგ ხელისუფლებასადამიანების დევნაში ბრალი დასდოთო”.

მიუხედავად ამისა, ნაჭყებია ფარულავას დაპატიმრებას ხელისუფლებას, კონკრეტულად კი წინა პარლამენტის არჩევნებსა და საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს, ”როცა ხალხს გულის მოსაგებად ხელისუფლებამ ნება დართო ხე-ტყე გამოეტანათ. სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო საქმე აღძრული ბატონ გენოზე, ისევე, როგორც ძალიან ბევრ ადიგენელზე და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ძალიან ბევრ ადამიანზე. ასე რომ საბოლოო ჯამში გენო ფარულავა არის ამ ხელისუფლების მსხვერპლი”.



რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...